Plasmon
ბრიუსარტანი / Brusartan


ბრიუსარტანი (ლოსარტანი-ბრიუფარმი) 50მგ
ბრიუსარტანი (ლოსარტანი-ბრიუფარმი) 100მგ
ლოსარტანი 50მგ
ლოსარტანი 100მგ
აპკიანი არსით დაფარული  ტაბლეტები
ლოსარტანის კალიუმი


ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა ბოლომდე ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე.
- შეინახეთ ბროშურა, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. 
-დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ, არ გადასცეთ იგი სხვებს. ამან შეიძლება მათზიანი მიაყენოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას გავს. 
- თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

ამ ბროშურაში:
1. რა არის ლოსარტანი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ლოსარტანის მიღებამდე
3. როგორ გამოიტენება ლოსარტანი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ლოსარტანი
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ლოსარტანი და რისთვის გამოიყენება
ლოსარტანი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც “ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები”.
ანგიოტენზინ II არის ნივთიერება, რომელიც წარმოიქმენება ორგანიზმში და უაკვშირდება სისხლძარღვების რეცეპტორებს, იწვევს მათ შევიწროებას, რაც განაპირობებს წნევის მომატებას. ლოსარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის დაკავშირებას ამ რეცეპტორებთან. ეს ადუნებს სისხლძარღვევბს, რაც აქვეითებს  წნევას. ლოსარტანი ხელს უშლის თიკმრლის ფუნქციის დაზიანებას პაციენტებში სისხლის მაღალი წნევით და II ტიპის დიაბეტით. 

ლოსარტანი გამოიყენება შემდეგ სიტუაციებში:
- მაღალი წნევის (ჰიპერტენზია) მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, აგრეთვე ბავშვებსა და მოზარდებში 6-18 წლამდე
- თირკმლის დაცვა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში II ტიპის დიაბეტით, თირკმლის ფუნქციის დაზიანების ლაბორატორიული მტკიცებულებით და შარდში ცილის შემცველობით ≥0,5მგ დღეში (შარდში ცილის ანომალური დონე). 
- გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა, როდესაც სპეციფიკური მედიკამენტებით მკურნალობა, როგორიცაა ანგიოტენზინ- გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები - მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება წნევის დასაქვეითებლად) თქვენი ექიმის მიერ მიჩნეული არ არის ადექვატურად. თუ გულის უკმარისობის მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის შესაძლებელია აგფ ინჰიბიტორების გამოყენება, მკურნალობა არ უნდა შეიცვალოს ლოსარტანით. 
- პაციენტებში მაღალი წნევით და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით, ლოსარტანი ამცირებს ცერებროვასკულური შემთხვევების რისკს (“სასიცოცხლო ჩვენება”). 

2. რა უნდა იცოდეთ ლოსარტანის მიღებამდე
არ მიიღოთ ლოსარტანი
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ლოსარტანის ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ
- თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მწვავე დაზიანება
-ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ. (აგრეთვე სასურველია რომ ლოსარტანი არ მიიღოთ ორსულობის ადრეულ სტადიაზე  (იხ. ორსულობა). 

მიიღეთ სპეციალური ზომები ლოსარტანის შემთხვევაში
უთხარით ექიმს თუ ხართ ორსულად (ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე). ლოსარტანი რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე და არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ რადგან მან შეიძლება დააზიანოს ნაყოფი (იხ. ორსულობა). 

ლოსარტანის მიღებამდე აცნობეთ ექიმს თქვენი შემდეგი მოვლენების შესახებ:
- თუ ანამნეზში გაქვთ ანგიოედემა (სახის, ტუჩების, ყელის ან/და ენის შეშუპება) (აგრეთვე იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები)
- თუ აღგენიშნებათ მწვავე ღებინება ან დიარეა, რაც იწვევს სითხის ან/და მარილების დიდი რაოდენობით დაკარგვას. 
- თუ იღებთ დიურეზულ საშუალებებს (მედიკამენტები, რომლებიც ზრდის თირკმლის მიერ გამოყოფილი წყლის მოცულობას) ან იცავთ მარილების შეზღუდული შემცველობის დიეტას, რაც იწვეს სითხის და მარილების დამატებით დაკარგვას (იხ. პარაგრაფი 3. “გამოყენება პაციენტთან სპეციალურ ჯგუფებში”)
- თუ იცით, რომ გაქვთ თირკმლის სისხლძარღვების შევიწროება და ბლოკადა ან თუ ბოლო პერიოდში ჩაგიტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია
-  თუ დაზიანებული გაქვთ ღვიძლის ფუნცქია (იხ. პარაგრაფი 2. “არ მიიღოთ ლოსარტანი” და 3. “გამოყენება პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში”)
- თუ გაქვთ გულის უკმარისობა თირკმლის ფუნქციის დაზიანებით ან მის გარეშე ან სიცოცხლისთვის საშიში არითმია. სპეციალური სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბეტამაბოკირებელი საშუალებებით. 
- თუ გაქვთ გულის სარქველების ან გულის კუნთის დაავადებები
- თუ გაქვთ კორონარული დაავადება (გამოწვეული გულში სისხლის ცირკულაციის დაქვეითებით) ან ცერებროვასკულური დაავადება (გამოწვეული ტვინში სისხლის ცირკულაციის დაქვეითებით)
- თუ აღგენიშნებათ ჰიპერალდოსტერონიზმი (სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის გაძლიერებულ სეკრეციასთან ამ ჯირკვლის ანომალიის გამო).

ლოსარტანის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რაიმე მედიკამენტი, რეცეპტის გარეშე გაცემული მცენარეული საშუალებების და ბუნებრივი დანამატების ჩათვლით. 
მიიღეთ უსაფრთხოების ზომები თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს ლოსარტანთან ერთად: 
- სხვა მედიკამენტები, რომლებიც განკუთვნილია წნევის დასაწევად, რომლებსაც შეიძლება გააცნდეს დამატებითი ეფექტი. წნევა შეიძლება აგრეთვე დაქვეითდეს მედიკამენტების შემდეგი კლასით: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ბაკლოფენი, ამიფოსტინი
- მედიკამენტები, რომლებიც აკავებს კალიუმს ან ზრდის კალიუმის დონეს (მაგ. კალიუმის შემცველი დანამატები, მარილის შემცვლელები, რომლებიც შეიცავს კალიუმს ან კალიუმის დამზოგველი მედიკამენტები, როგორიცაა ზოგიერთი დიურეზული საშუალება (ამილორიდი, ტრიამტერინი, სპიროლაქტონი) ან ჰეპარინი.
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიუდული საშუალებები, როგორიცაა ინდომეტაცინი, ცოგ-2 ინჰიბიტორების ჩათვლით (მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს ანთებას და შეიძლება გამოყენებული იყოს ტკივილის მოხსნითვის), რადგან ეს აგენტები შეიძლება აქვეითებდეს ლოსარტანის წნევის დამწევ ეფექტს. 
თუ დაზიანებული გაქვთ თირკმლის ფუნცია, ამ მედიკამენტების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება. 
ლითიუმის შემცველი მედიკამენტები არ უნდა გამოიყენონ ლოსარტანთან ერთად ექიმის მეთვალყურეობის გარეშე. საჭიროა უსაფრთხოების სპეციალური ზომები (მაგ. სისხლის ტესტები).
 
ლოსარტანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ლოსარტანი შეიძლება გამოიყენონ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. 

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად (ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე). ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ლოსარტანის მიღების შეწყვეტა დაორსულებამდე ან როცა აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ და გადაგიყვანოთ ალტერნატიულ მკურნალობაზე. ლოსარტანი რეკომენდბეული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე გამოსაყენებლად და არ უნდა გამოიყენონ ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ რადგან შეიძლება დააზიანოს ნაყოფი. 

ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ლაქტაციას. ლოსარტანი რეკომენდებული არ არის ლაქტაციის პერიოდში გამოსაყენებლად, განსაკუთრებით ახალშობილებში ან დღენაკლ ჩვილებში; თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ალტერნატიული მკურნალობა. 
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ლოსარტანი შესწავლილია ბავშვებში. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. 

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ლოსარტანის ეფექტების შესაფასებლად ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე კვლევები არ ჩატარებულა. 
სავარაუდოდ ლოსარტანი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა როგორც წნევის დამწევი მრავალი მედიკამენტი შეიძლება იწვევდეს თავბრუსხვევას და ძილიანობას ზოგიერთ პაციენტში. თუ აღნიშნავთ ძილიანობას ან თავბრუსხვევას, მიმართეთ ექიმს ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობამდე. 

3. როგორ გამოიყენება ლოსარტანი
ლოსარტანი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. ექიმი შეგირჩევთ ადექვატურ დოზას თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით და იმის მიხედვით იღებთ თუ არა სხვა პრეპარატებს. მნიშვნელოვანია ლოსარტანის მიღების გაგრძელება ექიმის დანიშნული დოზით, ისე რომ მოხდეს წნევის კონტროლი. 

მოზრდილი პაციენტები მაღალი წნევით
მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება 50მგ ლოსარტანით (ერთი ტაბლეტი დღეში). სისხლის წნევის დამაქვეითებელი მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 3-6 კვირის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში ლოსარტანის დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს დღეში 100მგ-მდე. 
თუ ფიქრობთ რომ ლოსარტანის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (6-18 წლის ასაკში)
საწყისი რეკომენდებული დოზა 20-50კგ წონის პაცინტებში არის 0.7მგ ლოსარტანი კგ-ზე, დღეში ერთხელ (25მგ-მდე ლოსარტანი). ექიმმა შეიძლება ლოსარტანის დოზა თანდათან გაზარდოს თუ სისხლის წნევის კონტროლი ადექვატური არ არის. 

მოზრდილი პაციენტები სისხლის მაღალი წნევით და ტიპი 2 დიაბეტით
მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება 50მგ ლზოარტანია (ერთი ლოსარტანის 50მგ ტაბლეტი) დღეში ერთხელ. დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს დღეში 100მგ-მდე პაციენტის პასუხის მიხედვით. 
ლოსარტანის ტაბლეტების მიღება შეიძლება სხვა ანტიჰიპერტენზიულ აგენტებთან ერთად (მაგ. დიურეტიკები, კალციუმის არხების ბლოკერები, ალფა ან ბედა ადრენერგული ბლოკერები და ცენტრალურად მოქმედი აგენტები), აგრეთვე ინსულინთან და სხვა ხშირად გამოყენებულ ჰიპოგლიკემიურ აგენტებთან ერთად (მაგ. სულფონილშარდოვანა, გლიტაზონი ან გლუკოსიდაზას ინჰიბიტორები). 

მოზრდილი პაციენტები გულის უკმარისობით
მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება 12.5მგ ლოსარტანით დღეში ერთხელ. ძირითადად ლოსარტანის დოზა ნელა უნდა გაიზარდოს 1 კვირიანი ინტერვალებით (12.5მგ დღეში პირველ კვირას, 25მგ დღეში მეორე კვირას, 50მგ დღეში მესამე კვირას) სანამ არ მიიღწევა ლოსარტანის ჩვეული შემანარჩუნებელი დოზა 50მგ (ერთი 50მგ ტაბლეტი) დღეში, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. 
გულის უკმარისობის მკურნალობის დროს, ლოსარტანის კომბინაცია ხშირად ხდება დიურეტიკებთან (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან თირკმლით გამოყოფილი წყლის მოცულობას) და/ან სათითურას პრეპარატებთან (მედიკამენტები, რომლებიც გულს აძლიერებს და უფრო ეფექტურს ხდის) და/ან ბეტა ბლოკერებთან. 

გამოყენება პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში
ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო დაბალი დოზა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში განსაკუთრებულ ჯგუფებში, როგორიცაა პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ დიურეტიკების მაღალი დოზებით, პაციენტები ღვიძლის დაზიანებული ფუნქციით და 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები. ლოსარტანი რეკომენდბეული არ არის პაციენტებში ღვიძლის მწვავე უკმარისობით (იხ. “არ მიიღოთ ლოსარტანი”).

მიღება
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს 1 ჭიქა წყალთან ერთად. ეცადეთ მედიკამენტი მიიღოთ დღის ერთი და იგივე დროს. მნიშვნელოვანია ლოსარტანის გამოყენება ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით. 
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ლოსარტანი ვიდრე საჭირო იყო
თუ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტები დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ჭარბი დოზირების სიმპტომებია დაბალი წნევა და გულის რითმის გახშირება, ან შესაძლოა შენელებაც. 

თუ დაგავიწყდათ ლოსარტანის მიღება
თუ დაგავიწყდათ დღიური დოზის მიღება, განაახლეთ სქემა შემდეგ დღეს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსაციისთვის. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტმა ლოსარტანმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. 
თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი შეწყვიტეთ ლოსარტანის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
მწვავე ალერგიული რექციები (გამონაყარი, ქავილი ან სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება). ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი ეფექტი, რომელიც აღინიშნება 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტში, თუმცა 1 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. 
გვერდითი ეფექტები კლასიფიციფრებულია შემდეგნაირად:
- ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ პაციენტსი
- ხშირი: აღინიშნება 100-იდან 1-10 პაციენტში
- არახშირი: აღინიშნება 1 000-იდან 1-10 პაციენტში
- იშვიათი: აღინიშნება 10 000 იდან 1-10 პაციენტში. 
- ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10,000იდან 1 პაციენტზე ნაკლებში. 
- უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით. 
ლოსარტანის გამოყენებისას აღწერილია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი:
- თავბრუსხვევა
- სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტენზია)
- სისუსტე
- დაღლილობა
- სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია)
- სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია)
არახშირი:
- ძილიანობა
- თავის ტკივილი
- ძილის დარღვევები
- გულისცემის სიხშირის ზრდის შეგრძნება (პალპიტაცია)
- გულმკერდში მწვავე ტკივილი (ანგინა)
- სისხლის დაბალი წნევა (განსაკუთრებით სისხლძარღვებიდან წყლის დიდი რაოდენობით დაკარგვისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის მწვავე უკმარისობა ან მკურნალობე დიურეტიკების მაღალი დოზებით). 
- დოზა-დამოკიდებული ორთოსტაზული ეფექები, როგორიცაა სისხლის წნევის ვარდნა ფეხზე ადგომისას მწოლიარე მდგომარეობიდან ან მჯდომარე პოზიციიდან. 
- სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე)
- მუცლის ტკივილი
- ყაბზობა
- დიარეა
- გულისრევა
- ღებინება
- ურტიკარია
- ქავილი
- კანის გამონაყარი
- ადგილობრივი შეშულება (ედემა)
იშვიათი
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი, შონლაინჰენოხის პურპურის ჩათვლით)
- დაბუჟება ან ნემსების ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)
- გულის წასვლა (სინკოპე)
- ძალიან სწრაფი, არარეგულარული გულის რითმი (წინაგულების ფიბრილაცია)
- ცერებროვასკულური შემთხვევა
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- შრატში ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) მომატება, ჩვეულებრივ, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. 
უცნობია:
- სისხლის წითელი უჯრედების რიცხვის დაქვეითება (ანემია)
- შაკიკი
- ხველა
- ღვიძლის ფუნქციების ანომალიები
- კუნთების და სახსრების ტკივილი
- თირკმლის ფუნქციის ცვლილებები (შეიძლება შექცევადი იყოს მკურნალობის მოხსნის შემდეგ), თირკმლის უკმარისობის ჩათვლით
- გრიპის მსგავსი სიმპტომები
- სისხში შარდოვანას მომატება
- შრატში კრეატინინნის და კალიუმის ზრდა პაციენტებში გულის უკმარისობით
- ზურგის ტკივილი და საშარდე ტრაქტის ინფექციები
- მზის სინათლისადმი გაზრდილი მგრძნობელობა (ფოტოსენსიბილიზაცია)
- კუნთების აუხსნელი ტკივილი და მუქი (ჩაის ფერი) შარდი (რაბდომიოლიზი)
- იმპოტენცია
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
- სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრიემია)
- დეპრესია
- გენერალიზებული დარღვევები ან Dდისკომფორტი (თვითგრძნობის გაუარესება)
- ყურებში შუილი (ტინიტუსი). 
ბავშვებში აღნიშნული გვერდითი ეფექტები მოზრდილების მსგავსია. 
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს. 

5. როგორ ინახება ლოსარტანი
ინახება 15-25°C ტემპერატურაზე

ვარგისობის ვადა
3 წელი

გაცემის პირობები
რეცეპტით

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ლოსარტანი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. 
შენახვისას სპეციალური უსაფრთხოების ზომები საჭირო არ არის. 
არ გამოიყენოთ ლოსარტანი თუ აღნიშნავთ დაზიანების ნიშნებს. 
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყალებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ გამოუყენებელი მედიკამენტები, ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლოსარტანი
აქტიური ნივთიერებაა კალიუმის ლოსასტანი. 
ლოსარტანის ყოველი აპკიანი გარსით დაფარული 50მგ ტაბლეტი შეიცავს 50მგ კალიუმის ლოსასტანს. 
ლოსარტანის ყოველი აპკიანი გარსით დაფარული 100მგ ტაბლეტი შეიცავს 100მგ კალიუმის ლოსასტანს. 
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, კროსპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი. 
ტაბლეტის გარსი: სეპიფილმი 752 თეთრი, მაკროგოლი 6000. 

როგორ გამოიყურება ლოსარტანი და შეფუთვის შემადგენლობა
ლოსარტანი გამოდის 50მგ და 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით. 
50 და 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო, ოვალური, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაზოლით. ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ტოლ ნახევრებად. 

ლოსარტანი 50მგ და ლოსარტანი 100მგ გამოდის 14, 28 და 56 ტაბლეტიანი შეფუთვით. 

სად შევიძინოთ?