Plasmon
კალციუმი დ3 აქტიმედი / CALCIUM D3 ACTIMED

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Walmakr a.s
  • მწარმოებელი ქვეყანა: ჩეხეთი
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები, მასით 1700 მგ. 10 ტაბლეტი ბლისტერზე, 3 ან 6 ბლისტერი მოთვსებულია მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა:

კალციუმი (კალციუმის კარბონატი, გლუკონატი, ლაქტატი), მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი, გლუკონატი), შეკუმშვის საწინაღმდეგო აგენტი მიკროკრისტალური ცელულოზ, ვიტამინი K2 (მენაქინონი), ტაბლეტის გარსი (სტაბილიზატორჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზ, საღებავი ტიტანის დიოქსიდი, შეკუმშვის საწინააღმდეგო აგენტი ტალკი, შეკუმშვის საწინააღმდეგო აგენტი ცელულოზა, სტაბილიზატორი ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები), სტაბილიზატორი კარბოქსიმეთილცელულოზა ჯვარედინი ნატრიუმის მარილი, თუთია (თუთიის ციტრატი, გლუკონატი), სტაბილიზატორი სტეარინის მჟავამაგნიუმის მარილი, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).

 

აქტიური კომპენენტი

ყოველდღიური მოხმარების ნორმის შემადგენლობა (1 ტაბლეტი, გარსით დაფარული, მასით 1700მგ)

% სარეკომნდაციო ყოველდღიური მოხმარების დონიდან ან ადეკვატური მოხმარებისას  დონემდე

კალციუმი

400მგ

40

მაგნიუმი

155მგ

39

თუთია

8,5მგ

57

ვიტამინი D3

0,015მგ (600 სე)

300*

ვიტამინი K2

0,1მგ

831

*  არ აღემატება მოხმარების დასაშვებ ზედა ზღვარს.

გამოყენების სფერო:

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.  ვიტამინების: D3 (1 ტაბლეტში არაუმეტეს 600 სე) და K2, კალციუმის, მაგნიუმის და თუთიის დამატებითი წყარო.

გამოყენების წესი:

მოზრდილებში - 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა  ̶ 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში, მიღება შეიძლება განმეორდეს. გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება:

კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C .

შენახვის ვადა: 2 წელი

 

კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლებისთვის, კბილებისთვის, თმისა და ფრჩხილებისთვის და სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

კალციუმი ჩართულია კბილების და ძვლების მინერალიზაციაში, ჩონჩხის ფორმირებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასაკთან ერთად იცვლება ჰორმონალური ბალანსი და იზრდება კალციუმის დეფიციტის რისკი. ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობის დროს, ის იწყებს გამორეცხვას ძვლებიდან და კბილებიდან, რათა უზრუნველყოს ორგანიზმის სხვა აუცილებელი ფუნქციების ნორმალური მუშაობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზის განვითარება.

კალციუმის როლი სხეულის სხვა ფუნქციების ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებაში:

- მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის ნორმალური რიტმის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებას, აუცილებელია სისხლის კოაგულაციის პროცესებისთვის;

- საჭიროა კუნთების შეკუმშვის უზრუნველსაყოფად და კუნთების კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად;

- მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციაზე: უზრუნველყოფს ნერვული ქსოვილის ნორმალურ აგზნებადობას, მონაწილეობს ცერებრალური ქერქში აგზნებისა და ინჰიბირების პროცესებს შორის ბალანსის დამყარებაში.

- საჭიროა კუნთების შეკუმშვის უზრუნველსაყოფად და კუნთების კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად;

- მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციაზე: უზრუნველყოფს ნერვული ქსოვილის ნორმალურ აგზნებადობას, მონაწილეობს ცერებრალური ქერქში აგზნებისა და ინჰიბირების პროცესებს შორის ბალანსის დამყარებაში.

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - აუცილებელია კალციუმის აბსორბციისთვის და ზოგადი ჯანმრთელობისთვის.

ვიტამინი D3 მონაწილეობს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ბალანსის შენარჩუნებაში, რაც გავლენას ახდენს კბილებისა და ძვლების ნორმალურ ფორმირებაზე. ვიტამინი D3 ასევე მონაწილეობს ნაწლავებში კალციუმის შეწოვაში.

ვიტამინი D3-ის დამატებითი სარგებელი ჯანმრთელობისათვის  - ეხმარება იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.

ვიტამინი K2 მოქმედებს სისხლის შედედებაზე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლისა და შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმში. K ვიტამინზე დამოკიდებული ცილა აუმჯობესებს კალციუმის განაწილებას ორგანიზმში, აწვდის მას სისხლის მიმოქცევიდან ძვლოვან ქსოვილში და ორგანოებში - კუნთებში, გულში, ტვინში.

მაგნიუმი აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობას, ამიტომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოსტეოპოროზის რისკის შემცირებაში და მნიშვნელოვანია ნეირო-მუსკულური გამტარობის რეგულირებისთვის.

მაგნიუმი ცნობილია, როგორც სტრესის საწინააღმდეგო ელემენტი, ის აფერხებს თავის ტვინის ქერქში აგზნების პროცესებს.

თუთია აუცილებელია კარგი განწყობის შესანარჩუნებლად, რადგან, მონაწილეობს ნეიროტრანსმისიაში (სიგნალების გადაცემა სეროტონინის რეცეპტორებიდან), განსაკუთრებულ როლს თამაშობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ასევე აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას.

სად შევიძინოთ?