Plasmon
კარუმ-სანოველი / Carum-Sanovel


შემადგენლობა

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელის ექვივალენტ კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატს.
დამხმარე ინგრედიენტები: ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
კლოპიდოგრელი წარმოადგენს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორს. კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტი სელექტიურად აინჰიბირებს ადენოზინფოსფატის (ადფ) დაკავშირებას თრომბოციტების P2Y12-რეცეპტორებთან და კომპლექსის llb/llla გლიკოპროტეინის აქტივაციას, რაც იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას. კლოპიდოგრელი შეუქცევადად ცვლის თრომბოციტების ადფ-რეცეპტორებს, შედეგად ავლენს სამკურნალო მოქმედებას. თრომბოციტები კლოპიდოგრელის მოქმედებით რჩებიან უფუნქციო მდგომარეობაში მათი სიცოცხლის მთელი პერიოდის (7-10 დღე) მანძილზე, ხოლო ნორმალური ფუნქციის აღდგენა ხდება თრომბოციტების განახლებისას.
კლოპიდოგრელი ასევე აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, გამოწვეულს სხვა აგონისტებით, რომლებიც გამოთავისუფლებული არიან თრომბოციტებთან ადენოზინდიფოსფატის აქტივობის გზით.
ვინაიდან აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნა ხდება P450 სისტემის იზოფერმენტების მონაწილეობით, რომელთაგან ზოგიერთი განსხვავდება პოლიმორფიზმით ან ინჰიბირდება სხვა პრეპარატებით, შესაძლოა თრომბოციტების დათრგუნვა ყველა პაციენტში არ იყოს ადექვატური.
კლოპიდოგრელს შეუძლია ათეროთრომბოზის განვითარების შეჩერება სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების ნებისმიერ ადგილას, კერძოდ, ცერებრალური, კორონარული ან პერიფერიული არტერიების დაზიანებისას. კლოპიდოგრელის ყოველდღიური მიღება 75 მგ დოზით იწვევს ადფ-ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვან დათრგუნვას პირველივე დღეს. ეს ეფექტი პროგრესულად ძლიერდება და აღწევს წონასწორულ მდგომარეობას 3-7 დღის შემდეგ. 75 მგ დოზის მიღებისას აგრეგაციის ინჰიბირების საშუალო დონე შეადგენს 40-60%-ს. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის ხანგრძლივობა ეტაპობრივად უბრუნდება საწყის დონეს კლოპიდოგრელის მიღების შეწყვეტიდან 5 დღის განმავლობაში.
კლოპიდოგრელის ფარმაკოდინამიკური თვისებების შედარებითი კვლევებისას ქალებსა და მამაკაცებში შეიმჩნეოდა თრომბოციტების ადფ-მაინდუცირებელი აგრეგაციის უფრო ნაკლები ინჰიბირება ქალებში, მაგრამ არ აღინიშნებოდა განსხვავება სისხლდენის დროის გახანგრძლივების მხრივ. დიდი კონტროლირებადი CAPRIE კვლევისას კლინიკური გამოსავალი, სხვა გვერდითი რეაქციების და კლინიკურ-ლაბორატორიული პარამეტრების დარღვევის სიხშირე ქალებსა და მამაკაცებში ერთნაირად აღინიშნა.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: პერორალური მიღებისას 75 მგ კლოპიდოგრელი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. უცვლელი კლოპიდოგრელის ჩმახ სისხლის პლაზმაში მიიღწევა 45 წუთში. შარდით გამოყოფილი კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების რაოდენობის მიხედვით შეიწოვება პრეპარატის არანაკლებ 50%. 
განაწილება: in vitro კლოპიდოგრელი და მისი სისხლში ცირკულირებადი ძირითადი არააქტიური მეტაბოლიტი თანმიმდევრობით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (შესაბამისად 98% და 94%). აღნიშნული კავშირი გაუჯერებელია თითქმის 100 მგ/ლ კონცენტრაციამდე. 
მეტაბოლიზმი: კლოპიდოგრელის ძირითადი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში. In vitro და in vivo კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება ორი გზით: პირველი - ასტერაზებით და თანმდევი ჰიდროლიზით არააქტიური კარბოქსილის მჟავის წარმოებულის წარმოქმნით (მოცირკულირე მეტაბოლიტების 85%) , მეორე - ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტებით. 
დასაწყისში კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება 2-ოქსო-კლოპიდოგრელამდე, რომელიც არის შუალედური მეტაბოლიტი. 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შემდგომი მეტაბოლიზმი იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის, კლოპიდოგრელის თიოლინური წარმოებულის წარმოქმნას. ამ გზით in vitro მეტაბოლიზმი ხდება CYP2C19, CYP1A2 და CYP2B6 მონაწილეობით. კლოპიდოგრელის აქტიური თიოლინური მეტაბოლიტი, რომელიც გამოყოფილი იქნა in vitro კვლევებში, სწრაფად და შეუქცევადად უკავშირდება თრომბოციტების რეცეპტორებს, და ამგვარად ახდენს თრომბოციტების აგრეგაციის ბლოკირებას.
აღნიშნული მეტაბოლიტის ჩმახ სისხლის პლაზმაში კლოპიდოგრელის განმეორებითი მიღებისას 75 მგ დოზით 4 დღის განმავლობაში 2-ჯერ აღემატება აღნიშნული მეტაბოლიტის Cmax-ს სისხლის პლაზმაში 300 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ.
გამოყოფა: 14C-ნიშნული კლოპიდოგრელის პერორალურად მიღებისას 120 საათის განმავლობაში გამოიყოფა მიღებული დოზის 50% შარდთან ერთად და 46% განავალთან ერთად. პრეპარატის 75 მგ დოზით ერთჯერადი მიღებისას კლოპიდოგრელის T1/2 შეადგენს 6 საათს. ერთჯერადი და განმეორებითი მიღებისას ძირითადი მოცირკულირე არააქტიური მეტაბოლიტის T1/2 შეადგენს 8 საათს.
ფარმაკოგენეტიკა
კლოპიდოგრელის აქტივაციაში მონაწილეობენ ციტოქრომ P450-ის სისტემის ზოგიერთი პოლიმორფული იზოფერმენტები. იზოფერმენტი CYP2C9 ჩართულია როგორც აქტიური მეტაბოლიტის, ასევე შუალედური მეტაბოლიტის - 2-ოქსო-კლოპიდოგრელის წარმოქმნაში. კლოპიდოგრელის ფარმაკოკინეტიკა და აქტიური მეტაბოლიტის ანტითრომბოციტული ეფექტები, რომლებიც გამოკვლეული იქნა ex vivo თრომბოციტების აგრეგაციის მეშვეობით, განსხვავდება CYP2C19 იზოფერმენტის გენოტიპისგან. CYP2C19*1 გენის ალელი პასუხს აგებს მეტაბოლიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, მაშინ როცა CYP2C19 *2 CYP2C19*3 იზოფერმენტის ალელის გენი პასუხისმგებელია მეტაბოლიზმის დაქვეითებაზე. ეს ალელები პასუხისმგებელია მეტაბოლიზმის დაქვეითებაზე დაახლოებით 85% ევროპული რასის წარმომადგენელ და 99% მონღოლოიდური რასის წარმომადგენელ პაციენტებში. სხვა ალელები დაკავშირებული არიან CYP2C19*4,*5,*6,*7 და*8 იზოფერმენტებით მეტაბოლიზმის დაქვეითებასთან, მაგრამ ისინი იშვიათად გვხვდება მთლიან მოსახლეობაში. CYP2C19 იზოფერმენტის გენოტიპის და ფენოტიპის შეხვედრის სიხშირე სხვადასხვა რასის პაციენტებში შემდეგია: 2% ევროპული რასის წარმომადგენელ პაციენტებში, 4% ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში, 14% მონღოლოიდური რასის წარმომადგენლებში.
CYP2C19 იზოფერმენტის გენოტიპების და კლოპიდოგრელით მკურნალობის შედეგის კავშირი შეფასდა ორ პოსტრეგისტრირებულ კლინიკურ კვლევაში (Clarity-TIMI 28 (n=465) და TRITON-TIMI 38 (n=1477) და 5 კოგორტულ კვლევაში (n=6489). CLARITY-TIMI 28-ში და ერთ-ერთ კოგორტული კვლევაში (Trenk, n=765), გულ-სისხლძარღვთა მოვლენების სიხშირე არსებითად არ განსხვავდებოდა გენოტიპთან დამოკიდებულებაში. TRITON-TIMI 38 და სამ კოგორტულ კვლევაში (Collet, Sibbing, Giusti, n=3516) პაციენტებს შუალედური და დაქვეითებული მეტაბოლიზმით აღენიშნათ გულ-სისლძარღვთა მოვლენების მაღალი სიხშირე (სიკვდილიანობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი) ან სტენტის თრომბირება, კარგი მეტაბოლიზმის მქონე პაციენტთან შედარებით. მეხუთე კოგორტულ კვლევაში (Simon, n=2208) გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოვლენების სიხშირის გაზრდა აღინიშნა მხოლოდ დაქვეითებული მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში. 
ფარმაკოლოგიური ტესტირება იძლევა გენოტიპის დადგენის საშუალებას CYP2C19 იზოფერმენტის აქტივობის ვარირებით.
შესაძლოა, აგრეთვე P450 სისტემის სხვა ფერმენტების გენეტიკური ვარიანტები კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნის უნარით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:
კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა ცალკეული ჯგუფის პაციენტებში არ არის შესწავლილი. ხანდაზმულ მოხალისეებში (75 წელზე ზემოთ) ახალგაზრდა მოხალისეებთან შედარებით არ გამოვლინდა განსხვავება თრომბოციტების აგრეგაციის მაჩვენებლებსა და სისხლდენის დროს შორის. ხანდაზმულ პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.
ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში კლოპიდოგრელის დოზით 75 მგ/დღეში 10-დღიანი მიღებისას თრომბოციტების ადფ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე მაინჰიბირებელი ეფექტი იგივეა, რაც ჯანმრთელ პაციენტებში. სისხლდენის დრო ასევე მსგავსია ორივე ჯგუფში.
კლოპიდოგრელის განმეორებითი მიღებისას 75 მგ/დღეში დოზით თირკმლის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 5-15 მლ/წთ) თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის ინიცირება იყო უფრო დაბალი (25%) ჯანმრთელ პაციენტებთან შედარებით, მაგრამ სისხლდენის დროის გახანგრძლივება იგივე იყო რაც ჯანმრთელ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კლოპიდოგრელს 75 მგ/დღეში დოზით.
CYP2C19 იზოფერმენტის გენების ალელების გავრცელება, რომლებიც პასუხს აგებენ შუალედურ და დაქვეითებულ მეტაბოლიზმზე, განსხვავება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებში. არსებობს მცირე ლიტერატურული ცნობები მონღოლოიდური რასის წარმომადგენლებს შორის, რაც არ იძლევა CYP2C19 იზოფერმენტის გენოტიპირების მნიშვნელობის შეფასების საშუალებას მოვლენათა კლინიკურ შედეგზე.

ჩვენებები
ათერო-თრომბოზული მოვლენების პროფილაქტიკა:
• მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის ან პერიფერიული არტერიების დაავადებების დროს.
ათერო-თრომბოზული დაავადებების პროფილაქტიკა პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული ოკლუზიური დაავადების დროს;
• პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით.
ათერო-თრომბოზული მოვლენების პროფილაქტიკა მწვავე კორონარული სინდრომისას:
- პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი), 
- ST-სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) მედიკამენტოზური მკურნალობისას და თრომბოლიზის ჩატარების შესაძლებლობით.
გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებში კლოპიდოგრელის მიღების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილები და ხანდაზმულები:
მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური ინსულტი და პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებები:
პრეპარატი ინიშნება დოზით - 75 მგ ერთხელ დღეში.
მწვავე კორონარული სინდრომი:
მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური ანგინა ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე): კლოპიდოგრელი ინიშნება ერთჯერადად 300 მგ დოზით. შემდეგ უნდა გაგრძელდეს - 75 მგ/დღეში, აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად 75-325 მგ/დღეში. 
მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი შთ სეგმენტის ელევაციით):
კლოპიდოგრელი ინიშნება 75 მგ ერთხელ დღეში ერთჯერადი საწყისი დატვირთვის დოზით აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში და თრომბოლიზურ პრეპარატებთან ერთად (ან მათ გარეშე). 75 წელზე ზემოთ ასაკის პაციენტებში კლოპიდოგრელით მკურნალობა ინიშნება დატვირთვის დოზის გარეშე.
კომბინირებული თერაპია ინიშნება სიმპტომების გამოვლენიდან რაც შეიძლება დროულად და გრძელდება მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში.
პრეპარატი მიიღება შინაგანად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
• ფარმაკოგენეტიკა:
CYP2C19 იზოფერმენტის დახმარებით მეტაბოლიზმის ინტენსივობის დაქვეითებამ შესაძლოა გამოიწვიოს კლოპიდოგრელის ეფექტურობის შემცირება. დოზირების ოპტიმალური რეჟიმი CYP2C19 იზოფერმენტით დაქვეითებული მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებისათვის ამ დრომდე არ არის დადგენილი.
• ბავშვები და მოზარდები:
კლოპიდოგრელის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. • თირკმლის უკმარისობა:
კლოპიდოგრელის კლინიკური გამოყენების შესახებ მონაცემები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დადგენილი არ არის.
• ღვიძლის უკმარისობა:
მონაცემები კლოპიდოგრელის კლინიკური გამოყენების შესახებ ღვიძლის საშუალო სიმძიმის დაავადების მქონე პაციენტებში ჰემორაგიული დიათეზის ალბათობით შეზღუდულია.

გვერდითი მოვლენები
კლოპიდოგრელის უსაფრთხოება გამოკვლეულია 44000-ზე მეტ პაციენტზე ჩატარებული კლინიკური ცდებით, მათ შორის 12000 პაციენტი ღებულობდა პრეპარატს ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში. ქვემოთ ჩამოთვლილია კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა CAPRIE, CURE, CLARITY და COMMIT კვლევებისას. 
CAPRIE კვლევაში კლოპიდოგრელის დოზა 75 მგ/დღეში და აცეტილსალიცილის მჟავას დოზა 325 მგ/დღეში მიჩნეულია ტოლერანტულად. ე.ი. გამოკვლევის თანახმად, კლოპიდოგრელის ტოლერანტობა მსგავსია აცეტილსალიცილის მჟავის ტოლერანტობის, ასაკის, სქესის და რასის მიუხედავად.
CAPRIE კვლევაში სისხლდენის ზოგადი სიხშირე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კლოპიდოგრელს ან აცეტილსალიცილის მჟავას შეადგენდა 9.3%-ს. რთული შემთხვევების სიხშირე კლოპიდოგრელის გამოყენებისას შეადგენდა 1.4%-ს, ხოლო აცეტილსალიცილის მჟავას შემთხვევაში – 1.6%-ს. 
CURE კვლევა: პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს პრეპარატის მიღება 5 დღით ადრე აორტოკორონარული შუნტირების ჩატარებამდე, არ აღინიშნა ძლიერი სისხლდენის სიხშირის მომატება ოპერაციის შემდეგ 7 დღის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებმაც გააგრძელეს პრეპარატის მიღება ხუთი დღის განმავლობაში კორონარულ შუნტირებამდე სისხლდენის სიხშირე შეადგენდა 9.6% კლოპიდოგრელი+აცეტილსალიცილის მჟავას და 6.3% მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავის მიღების შემთხვევაში.
CLARITY კვლევაში - აღინიშნა სისხლდენის სიხშირის ზოგადი მომატება კლოპიდოგრელ+აცეტილსალიცილის მჟავას ჯგუფში პლაცებო+აცეტილსალიცილის მჟავას ჯგუფთან შედარებით. ძლიერი სისხლდენის სიხშირე ორივე ჯგუფში იყო ანალოგიური და პრაქტიკულად არ იყო დამოკიდებული პაციენტის საწყის მახასიათებლებზე და ფიბრინოლიზური ან ჰეპარინით თერაპიის სახეობაზე.
COMMIT კვლევისას ცერებრალური ძლიერი სისხლდენების ან ცერებრალური სისხლდენების საერთო სიხშირე დაბალი და ორივე ჯგუფში ანალოგიური იყო.
სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნაCAPRIE, CURE, CLARITY, COMMIT კვლევებისას > 0.1% სიხშირით, აგრეთვე ყველა რთული გვერდითი ეფექტი ჩამოთვლილია ქვემოთ. მათი სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი სახით: ხშირად ( > 1%, < 10%), არახშირად ( > 0.1%, < 1%), იშვიათად > 0.01% , < 0.1%); ძალიან იშვიათად ( < 0.1%):
სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: არახშირად - ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია; იშვიათად - ნეიტროპენია, გამწვავების ჩათვლით; ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენიური თრომბოჰემოლიზური პურპურა, აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, გამწვავებული თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია.
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქციები, შრატისმიერი დაავადება ფსიქიატრიული დაავადებები: ძალიან იშვიათად - გონების დაბინდვა, ჰალუცინაცია.
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - ქალაშიდა სისხლჩაქცევა (ადგილი ჰქონდა ლეტალურ შემთხვევებს), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია; იშვიათად - გემოს დარღვევა. მხედველობის ორგანოების მხრივ: არახშირად - თვალშიდა სისხლჩაქცევა (კონიუქტივიტი, ბადურის დაზიანება). სმენის ორგანოები: იშვიათად - ვერტიგო.
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად - ჰემატომა, ძალიან იშვიათად - ოპერაციის შემდგომი სისხლდენა, ვასკულიტი, ჰიპოტენზია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად - სისხლდენა ცხვირიდან, ძალიან იშვიათად - სისხლდენა სასუნთქი გზებიდან (ფილტვებიდან), ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციალური პნევმონია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად - სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, დისპეფსია, დიარეა, აბდომინალური ტკივილი, არახშირად - გულისრევა, გასტრიტი, მეტეორიზმი, ყაბზობა, ღებინება, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; ძალიან იშვიათად - კუჭ-ნაწლავის და რეტროპერიტონიალური სისხლდენა ლეტალური შედეგით, პანკრეატიტი, კოლიტი (წყლულოვანი და ლიმფოზური კოლიტის ჩათვლით), სტომატიტი.
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადება: ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად - სილურჯე, არახშირად – გამონაყარი და ქავილი, ძალიან იშვიათად - ერითემული სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბულეზური დერმატიტი (ექსუდაციური მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი), ეგზემა, ვილსონის სირსველი.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - სისხლჩაქცევა ძვალ-კუნთოვან სისტემაში (ჰემართროზი), ართრალგია, ართრიტი, მიალგია.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის დაავადებები: არახშირად - ჰემატურია, ძალიან იშვიათად - გლომერულონეფრიტი, სისხლში კრეატინინის დონის მომატება.
ზოგადი: ხშირად - პოსტოპერაციული სისხლდენა, ძალიან იშვიათად - სიცხე.
კვლევები: ძალიან იშვიათად - სისხლდენის დროის გახანგრძლივება.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
_ პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
_ თირკმლის მწვავე უკმარისობა;
_ მწვავე სისხლდენა (პეპტიური წყლული, სისხლჩაქცევა თავის ტვინში);
_ ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის B კატეგორია
ორსულებში პრეპარატის გამოყენების ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ ორსულებში კლოპიდოგრელის გამოყენება არა რეკომენდებულია. კლოპიდოგრელის გამოყოფა დედის რძეში არ არის შესწავლილი, შესაბამისად კლოპიდოგრელის მიღებისას უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
სისხლდენა და ჰემატოლოგიური გართულებები:
სისხლდენის და არასასურველი ჰემორაგიული გართულებების წარმოქმნის რისკის გათვალიწინებით, სისხლდენის სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ დაითვალოს სისხლის ფორმიანი ელემენტები და/ან ჩატარდეს სხვა ტესტები.
კლოპიდოგრელი ინიშნება სიფრთხილით: სხვა ანტითრომბოციტური აგენტების დანიშვნისას, სისხლდენის მომატებული რისკის პაციენტებში ქირურგიული ოპერაციების, ტრავმების გადატანის შემდეგ, აცეტილსალიცილის მჟავას, აასს, ჰეპარინის, ლლბ/ლლა ტიპის გლიკოპროტეინის ინჰიბიტორების ან თრომბოლიზური საშუალებების მიღებისას. ოპერაციული ჩარევიდან პირველი კვირის მანძილზე კლოპიდოგრელით მკურნალობა სასურველი არ არის, სხვადასხვა სისხლდენის (მათ შორის შინაგანი) განვითარების თავიდან ასაცილებლად. 
კლოპიდოგრელის მიღება ანტიკოაგულანტებთან ერთად რეკომენდებული არ არის, რამდენადაც ეს კომბინაცია აძლიერებს სისხლდენას.
გეგმიური ქირურგიული ჩარევებისას (თუ ანტიაგრეგაციული მოქმედება არასასურველია) რეკომენდებულია კლოპიდოგრელით მკურნალობის კურსის შეწყვეტა ოპერაციამდე 7 დღით ადრე. 
კლოპიდოგრელი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. ამასთან დაკავშირებით, ქსოვილების და ორგანოების დაზიანებისას, სისხლდენის მომატების რისკის გამო პრეპარატის მიღება იზღუდება. 
პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ კლოპიდოგრელის მიღებისას (ცალკე ან აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში) სისხლდენის შეჩერებას შესაძლოა დასჭირდეს მეტი დრო, აგრეთვე უნდა გავაფრთხილოთ, რომ უჩვეულო სისხლდენის გამოვლენის შემთხვევაში უნდა აცნობონ ექიმს. ნებისმიერ ოპერაციამდე ან ნებისმიერი პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე უნდა აცნობონ ექიმს (ასევე სტომატოლოგს) კლოპიდოგრელის მიღების შესახებ.
თრომბოციტოპენიური თრომბოჰემოლიზური პურპურა (თთპ):
კლოპიდოგრელის მიღების, ან ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თრომბოციტოპენიური თრომბოჰემოლიზური პურპურა. ეს სიმპტომი ხასიათდება თრომბოციტოპენიის, ჰემოლიზური მიკროანგიოპათიური ანემიის განვითარებით, ნერვოლოგიური ხასიათის დარღვევებით, თირკმლის დისფუნქციით და ტემპერატურის მომატებით. თთპ-ს განვითარება შესაძლოა სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის და საჭიროებდეს გადაუდებელი ზომების მიღებას, მათ შორის პლაზმოფერეზს.
მწვავე ინსულტი:
მწვავე იშემიური ინსულტის გადატანიდან 7 დღემდე ვადის განმავლობაში კლოპიდოგრელის მიღება არ არის რეკომენდებული. 
ციტოქრომ P450 2C19 (CYP2C19):
ფარმაკოგენეტიკა: დაქვეითებული CYP2C19 მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში კლოპიდოგრელი ანიშნული დოზით ხელს უწყობს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ფორმირებას ნაკლები ხარისხით და ნაკლებად ეფექტურია თრომბოციტების ფუნქციის მიმართ. პაციენტის გენოტიპის ტიპი CYP2C19 დასადგენად არსებობს სპეციალური ტესტები.
იმასთან დაკავშირებით, რომ კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნა ხდება ნაწილობრივ ჩYP2ჩ19 იზოფერმენტის მონაწილეობით, ისეთი მედიკამენტების გამოყენებამ, რომლებიც ახდენენ ამ ფერმენტის ინჰიბირებას შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის შემცველობის შემცირება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური კავშირი შესწავლილი არ არის. ამ ეფექტის აღმოსაფხვრელად არ არის რეკომენდებული კლოპიდოგრელის ერთდროული მიღება CYP2C19 ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთად. 
თირკმლის უკმარისობა:
კლოპიდოგრელი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობისას, ვინაიდან ამ ჯგუფის პაციენტებში მონაცემები აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შესახებ შეზღუდულია.
ღვიძლის უკმარისობა:
კლოპიდოგრელი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, რადგან შესაძლებელია ჰემორაგიული დიათეზის განვითარება.
ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და ფსიქომოტორულ ფუნქციაზე 
კლოპიდოგრელის უარყოფითი გავლენა დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება
ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის დროის გახანგრძლივება და შემდგომი გართულებები სისხლდენების სახით.
კლოპიდოგრელის 600 მგ-ის მიღებისას (რაოდენობა ექვივალენტურია 75 მგ-იანი 8 სტანდარტული ტაბლეტის) ჯანმრთელ მოხალისეებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნა. სისხლდენის დრო გახანგრძლივდა 1.7-ჯერ, ისევე როგორც 75 მგ/დღეში (თერაპიული დოზის) მიღებისას.
კლოპიდოგრელის ფარმაკოლოგიური აქტივობის ანტიდოტი არ არსებობს. სისხლდენის დროის კორექციის აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია თრომბოციტების ტრანსფუზია, რამაც შეიძლება გაანეიტრალოს კლოპიდოგრელის ეფექტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ორალური ანტიკოაგულანტები:
კლოპიდოგრელის და ვარფარინის ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან მოსალოდნელია სისხლდენის გაძლიერება.
გლიკოპროტეინ llb/llla-ს ინჰიბიტორები: კლოპიდოგრელის და გლიკოპროტეინ llb/llla-ს ინჰიბიტორების ერთად გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
აცეტილსალიცილის მჟავა არ ცვლის კლოპიდოგრელის ადფ-ით ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების უნარს. მიუხედავად ამისა, კლოპიდოგრელი აძლიერებს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებას კოლაგენ-ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციაზე. ამასთან, კლოპიდოგრელთან ერთად 500 მგ აცეტილსალიცილის მჟავას დღეში ორჯერ მიღება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს სისხლდენის ხანგრძლივობაზე, რომელიც გამოწვეულია კლოპიდოგრელის მიღებით. არ არის გამორიცხული ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელისა და აცეტილსალიცილის მჟავის ერთობლივი მიღებისას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
ჰეპარინი: კლინიკური კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩატარდა ჯანმრთელ მოხალისეებში, კლოპიდოგრელის და ჰეპარინის კომბინირებული მიღებისას არ იცვლება მოთხოვნილება ჰეპარინზე, არც ჰეპარინის მოქმედება სისხლის შედედებაზე. ასევე არ იცვლება კლოპიდოგრელის მაინჰიბირებელი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე. ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება მათი ერთობლივი მიღებისას ზრდის სისხლდენის წარმოქმნის რისკს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
თრომბოლიზური საშუალებები: კლოპიდოგრელის, ჰეპარინის და რეკომბინირებული ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის ერთობლივად გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილ იქნა პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი, რამაც აჩვენა, რომ სისხლდენის სიხშირე ანალოგიურია შემდეგი კომბინაციისას: ასპირინი+ჰეპარინი+რეკომბინირებული ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი. კლოპიდოგრელის უსაფრთხოება სხვა თრომბოციტებთან კომბინირებულად გამოყენების შემთხვევაში შესწავლილი არ არის. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით, საჭიროა სხვა ანალოგიური პრეპარატების გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა.
აასს: კლინიკური კვლევებიდან, რომლებიც ჩატარდა ჯანმრთელ მოხალისეებზე, აღმოჩნდა, რომ კლოპიდოგრელის და ნაპროქსენის ერთობლივად გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფარული სისხლდენის რისკი მატულობს. სხვა აასს-თან მიმართებაში, რადგან არ არის ჩატარებული კლინიკური კვლევა, რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისა ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამიტომ კლოპიდოგრელის კომბინირებისას სხვა აასს-თან საჭიროა სიფრთხილე.
კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნა ხდება ნაწილობრივ CYP2C19 იზოფერმენტის მონაწილეობით. ამიტომ ისეთი მედიკამენტების გამოყენებამ, რომლებიც ახდენენ ამ ფერმენტის ინჰიბირებას შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის შემცველობის შემცირება და მისი ეფექტურობის შემცირება. ისეთი პრეპარატების ერთდროული მიღება, რომლებიც აინჰიბირებენ CYP2C19-ს, არ არის რეკომენდებული. CYP2C19 მაინჰიბირებელ პრეპარატებს მიეკუთნებიან ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუვოქსეტინი, მოკლობემიდი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ციკლოპიდინი, ციპროფლოქსაცინი, ციმეტიდინი, კარბამაზეპინი, ოქსაკარბაზეპინი და ქლორამფენიკოლი.
სხვა სამკურნალო პრეპარატები:
ჩატარდა მთელი რიგი კლინიკური გამოკვლევები კლოპიდოგრელისა და სხვა პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას შესაძლო ფარმაკოდინამიკური და ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებების შესწავლის მიზნით, რომლებმაც გამოავლინეს შემდეგი. 
ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელისა ატენოლოლთან და ნიფედიპინთან დაფიქსირებული არ არის, ასევე კლოპიდოგრელის ფარმაკოდინამიკური აქტივობა პრაქტიკულად უცვლელია ფენობარბიტალთან, ციმეტიდინთან და/ან ესტროგენებთან ერთად მიღებისას.
დიგოქსინის ან თეოფილინის ფარმაკოლოგიური თვისებები არ იცვლება კლოპიდოგრელთან კომბინირებისას. ანტაციდური საშუალებები არ ცვლის კლოპიდოგრელის აბსორბციის მაჩვენებელს. 
ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კლოპიდოგრელის მეტაბოლიტს (კარბოქსილის მჟავას წარმოებული) აქვს ციტოქრომ P450 2C9-ის აქტივობის ინჰიბირების უნარი, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ფენიტოინის, ტოლბუტამიდის და აასს პლაზმური დონის აწევა, რომლებიც მეტაბოლიზდებიან P450 2C9 ქრომოსომით.
კლოპიდოგრელის ფენიტიონთან და ტოლბუტამიდთან ერთად გამოყენება უსაფრთხოა (CAPRIEკვლევა). არ არსებობს მონაცემები კლოპიდოგრელის დიურეტიკებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, ადფ- ინჰიბიტორებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, ჰიპოლიპიდურ პრეპარატებთან, კორონარული სისხლძ

სად შევიძინოთ?