საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Comb.drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გინეკოლოგიური ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებები, ანტიბიოტიკები და კორტიკოსტეროიდები
კომპანია: Ircon SRL
მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი
გამოშვების ფორმა: N12 სანთელი(პესარია)
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით)
შემადგენლობა:
ქლორამფენიკოლი-200მგ
მეტრონიდაზოლი-500მგ
ნისტატინი-660000 ს.ე
ჰიდროკორტიზონის აცეტატი-51მგ
ჩვენება:
- აერობული და ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ვაგინიტის და ცერვიციტის მკურნალობა (მათ შორის, Clostridium spp)
- ვაგინალური ტრიქომონათი (Trichomonas vaginalis) გამოწვეული ვაგინიტის და ცერვიციტის მკურნალობა;
- Mycoplasma spp და Chlamydia spp–ით გამოწვეული ვაგინიტის და ცერვიციტის მკურნალობა;
- სოკოთი გამოწვეული ვაგინიტის მკურნალობა;
- მიქსინფექციების, მათ შორის E.coli, Trichomonas vaginalis, Candida spp და Mycoplasma spp და Chlamydia spp–ით გამოწვეული ვაგინიტის მკურნალობა;
- ვაგინიტის და ცერვიციტის პრევენცია ქალებში, რომელთაც უტარდებათ იმუნოსუპრესიული თერაპია, ქიმიოთერაპია ან კორტიკოსტეროიდებით თერაპია და ქალებში, რომლებიც გადიან სხივური თერაპიის კურსს;
- ვაგინიტის და ცერვიციტის პრევენცია იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კვლევითი ან ქირურგიული ჩარევა გენიტალიებში (ჰისტეროსალპინგოგრაფია, ენდომეტრიუმის ბიოფსია და ა.შ.);
- პათოგენური ფლორის მკურნალობისათვის: Babes Papanicolau ციტოტესტისთვის ნაცხის აღებამდე (პაპ ნაცხი), რათა დადგინდეს მიკროსკოპული სფერო და გაუმჯობესდეს ციტოტესტის ინტერპრეტაცია;
ცერვუჟიდის ვაგინალური სანთლები განკუთვნილია ზრდასრული ქალების მიერ გამოსაყენებლად. საჭიროების შემთხვევაში, იგი შეიძლება დაენიშნოთ მოზარდებსაც.
უკუჩვენება:
– თუ აგეღნიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერების მიმართ;
– თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა;
– თუ გაწუხებთ მძიმე ჰემატოლოგიური დარღვევები;
– თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
ორსულობა და ლაქტაცია:
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის მიღებამდე.
ცერვუჟიდის ვაგინალური სანთლები არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ თქვენი ექიმი ამას აუცილებლად არ ჩათვლის.
ცერვუჟიდის ვაგინალური სანთლები არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძური დედის მიერ; თუ თქვენი ექიმი მიიჩნევს, რომ ამგვარი მკურნალობა აუცილებელია, ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
დოზირება და გამოყენების წესი:
ცერვუჟიდის ვაგინალური სანთლები არის ვაგინალური გამოყენებისთვის განკუთვნილი; ვაგინალური სანთელი თავსდება ღრმად საშოს შიგნით, ამავე დროს, იგი თავისუფლად უნდა ბრუნავდეს საშოში.
ცერვუჟიდის ერთი ვაგინალური სანთელი ჩვეულებრივი დოზაა დღეში ერთხელ, ძილის წინ. ხანგრძლივობა – 12 დღის განმავლობაში.
წყლულოვანი ცერვიციტის შემთხვევაში მკურნალობა უნდა განმეორდეს 1-2-ჯერ, მანამ, სანამ არ განიკურნება – მკურნალობის თითოეული კურსის მანძილზე 7 დღიანი შესვენებით.
ცერვიციტის და ვაგინიტის შემთხვევაში, რასაც თან ახლავს ინფექციით გამოწვეული მძიმე ანთება (მენჯის შეშუპება, რეტრო-ადნექსიტი, ადნექსიტი, პელვიოპერიტონიტი), ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ცერვუჟიდის მოხმარება სისტემურ ანტიბიოტიკებთან ერთად.
ცერვუჟიდით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ და აღნიშნული დამოკიდებულია თქვენი მდგომარეობის პერიოდულ შეფასებაზე.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების შედეგად და პირველი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ერითემას, ადგილობრივ წვას.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ სახეს მიიღებს ან თუ შეამჩნევთ რომელიმე გვერდითი მოვლენას, რაც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ შევინახოთ ცერვუჟიდი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე
შეინახეთ 25°C–ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში თავდაპირველ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ პაკეტზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მოცემულია შესაბამისი თვის ბოლო დღემდე.
გამოშვების ფორმა:
ცერვუჟიდის ვაგინალური სანთლები ტორპედოს ფორმისაა – ყვითელი ფერის და გლუვი ზედაპირით.
ცერვუჟიდის შეფუთვაში არის ორი ბლისტერი,თითოზე 6-6 სანთელი