შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს 20მგ ან 40 მგ ციტალოპრამს (ჰიდრობრომიდის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიცერინი 85%, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კოპოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (A ტიპის), მაკროგოლი 6000, ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171).
შეფუთვა
ტაბლეტები პვდქ-პვქ/ალუმინის ბლისტერში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 20 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.
რა არის ციტაჰექსალი და რისთვის გამოიყენება
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი.
კოდი ATX: N06AB04.
ციტოჰექსალს აქვს ანტიდეპრესიული მოქმედება. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება (ციტალოპრამი) არის სეროტონინის უკუმიტაცების მძლავრი და სელექტიური ინჰიბიტორი. პრეპარატი ხელს უწყობს თავის ტვინში სეროტონინის კონცენტრაციის მომატებას. მისი ხანგრძლივი მიღებისა არ იწვევს შეჩვევას .
ჩვენებები
- დიდი დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობა;
- პანიკური აშლილობების მკურნალობა, თანმდევი აგორაფობიით ან მის გარეშე.
უკუჩვენება:
ციტალოპრამის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებით მკურნალობა (მაო-ს ინჰიბიტორები).
შესაძლებელია სეროტონინის სინდრომის მსგავსი მდგომარეობის არსებობა. პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს, მათ შორის სელეგილინსაც, პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.
აპრეპარატის მიღება შეუქცევადი და შექცევადი მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში სასურველი არ არის. მაო-ს ინჰიბიტორების მიღება ნებადართულია ციტაჰექსალის მიღების შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ.
პრეპარატს აქვს უკუჩვენება ლინეზოლიდთან ერთად მიღებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაძლებელია არტერიულ წნევაზე საგულდაგულო დაკვირვება და კონტროლი.
პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ გახანგრძლივებული QT ინტერვალი, ან თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი.
პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია ისეთ საშუალებებთან ერთად, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება პერორალურად დღეღამეში ერთხელ, დილას ან საღამოს, საკვების მიღების მიუხედავად. ყოველთვის აუცილებელია სითხის მიყოლება.
მოზრდილები
დიდი დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობა
20 მგ დღეღამეში ერთხელ. თერაპიაზე საპასუხო რეაქციის მიხედვით, შესაძლებელია დოზის გაიზარდა მაქსიმალურ მნიშვნელობამდე, დღეღამეში 40მგ-მდე. ანტიდეპრესიულ ეფექტის განვითარება მოსალოდნელია მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ. რეციდივის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მკურნალობის გაგრძელება 4-6 თვის განმავლობაში ავადმყოფობის სიმპტომატიკის გაქრობამდე.
პანიკური აშლილობის მკურნალობისას
მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში რეკომენდირებულია დღეღამეში 10მგ-ს მიღება, შემდგომში დღეღამეში დოზის 20მგ-მდე გაზრდამდე. თერაპიაზე საპასუხო რეაქციის მიხედვით, შესაძლებელია დოზის გაზრდა მაქსიმალურ მნიშვნელობამდე, დღეღამეში 40 მგ-მდე. პირველი თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ ჩნდება 2-4 კვირის შემდეგ. სრული თერაპიული ეფექტის მიღწევას შესაძლოა 3 თვემდე დაჭირდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება რამოდენიმე თვის განმავლობაში.
ობსესიურ- კომპულსიური აშლილობის მკურნალობისას
საწყისი რეკომენდირებული დოზა შეადგენს 20მგ-ს დღეღამეში. თერაპიაზე საპასუხო რეაქციის მიხედვით, შესაძლებელია დოზის გაიზარდა მაქსიმალურ მნიშვნელობამდე, დღეღამეში 40მგ-მდე.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე ზემოთ)
ხანდაზმული პაციენტებისათვის პრეპარატის დოზა უნდა შეადგენდეს რეკომენდირებული სტანდარტული დოზის ნახევარს, ე.ი. 10-20მგ დღეღამეში. ხანდასმული პაციენტებისათვის მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შადგენს 20 მგ-ს დღეღამეში.
პირები, CYP2C19 ფერმენტის დაბალი აქტივობით
CYP2C19 ფერმენტის დაბალი აქტივობის მქონე პირებისათვის, პრეპარატის რეკომენდირებული საწყისი დოზა პირველი ორი კვირის განმავლობაში შეადგენს 10მგ-ს დღეღამეში. თერაპიაზე საპასუხო რეაქციის მიხედვით, შესაძლებელია დოზის გაიზარდა მაქსიმალურ მნიშვნელობამდე, დღეღამეში 20მგ-მდე.
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები
ციტაჰექსალი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ბავშვების მკურნალობისას.
ღვიძლის უკმარისობა
პირებისათვის ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით, რეკომენდირებულია საწყისი დოზა 10მგ-ის ოდენობით დღეღამეში პირველი ორი კვირის განმავლობაში. თერაპიაზე საპასუხო რეაქციიდან გამომდინარე, შესაძლოა დოზის გაზრდა მის მაქსიმალურ დონემდე, 20მგ-მდე დღეღამეში. პაციენტებისათვის ღვიძლის ძლიერი უკმარისობით, რეკომენდირებულია დაიცვან სიფრთხილე და განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ პრეპარატის დოზის ეტაპობრივად ზრდის საკითხს.
თირკმლის უკმარისობა
თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობისას პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინის კლირენსი 20მლ/წთ) ციტაჰექსალის მიღება არ არის რეკომენდირებული.
ციტოჰექსალის მიღების შეწყვეტის შემდეგ გამოვლენილი მოხსნის სიმპტომები,
არ შეიძლება პრეპარატის მიღების სწრაფი შეწყვეტა. მოხსნის სიმპრომების განვითარების რისკის შემცირების მიზნით, რეკომენდირებულია დოზის ეტაპობრივი შემცირება არანაკლებ ერთი-ორი კვირის განმავლობაში. თუ დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ, მოხდება აუტანელი სიმპტომების განვითარება, უნდა განახლდეს პრეპარატის მიღება ადრე დანიშნული დოზით. შემდეგ შესაძლებელია გაგრძელდეს დოზის შემცირება, მხოლოდ მეტი სიფრთხილით.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები
სუიციდური ქცევის (თვითმკვლელობის მცდელობა და სუიციდური აზრები) მაღალი რისკიდან და მტრული დამოკიდებულებიდან (უპირატესად აგრესია, ოპოზიციური ქცევა, რისხვა) გამომდინარე, 18 წლამდე პირებისათვის ანტიდეპრესანტების მიღება მიზანშეწონილი არ არის. თუ პრეპარატი დანიშნულია კლინიკურ აუცილებლობიდან გამომდინარე, სუიციდური სიმპტომების გამოსავლენად აუცილებელია საფუძვლიანი დაკვირვება. ბავშვებისა და მოზარდების ხანგრძლივი უსაფრთხოება პრეპარატის გავლენის თვალსაზრისით ზრდაზე, მომწიფებაზე, ასევე კოგნიტურ და ქცევით განვითარებაზე შესწავლილი არ არის.
პარადოქსული შფოთვა
მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია შფოთვის სიმპტომების გაძლიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირველი ორი კვირის განმავლობაში მცირდება; პარადოქსული შფოთვის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მკურნალობის დაწყება მცირე დოზით.
ჰიპონატრიემია
ჰიპონატრიემია წარმოადგენს იშვიათ გვერდითი რეაქციას სეროტონინის უკუშებოჭვის სელექციური ინჰიბიტორის მიღებაზე, რაც ძირითადად დამახასიათებელია ასაკოვან ქალებისთვის. ჩვეულებრივ, თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ზემოთ ხსენებული სიმპტომი გადის.
სუიციდი/სუიციდური აზრები ან დაავადების კლინიკური მიმდინარეობის გაუარესება
დეპრესია დაკავშირებულია სუიციდური მოვლენების წარმოშობის გაზრდილ რისკთან (სუიციდური აზრები, საკუთარი თავის დასახიჩრება და სუიციდი). ეს რისკი ნარჩუნდება მნიშვნელოვანი რემისიის მომენტის დადგომამდე. რამდენადაც მკურნალობის პირველი რამდენიმე ან უფრო მეტი კვირის განმავლობაში შესაძლოა არ მოხდეს გაუმჯობესება, მაგრამ გაიზარდოს სუიციდის რისკი შესაძლებლობა, აუცილებელია საფუძვლიანი კონტროლი.
სხვა ფსიქიური აშლილობებისთვის ასევე დამახასიათებელია სუიციდური მოვლენების მომატებული რისკი; ისინი შეიძლება განვითარდეს დიდი დეპრესიული აშლილობის ფონზე. ამიტომ საჭიროა დაცული იყოს უსაფრთხოების იგივე ზომები, რაც დიდი დეპრესიული აშლილობის დროს.
ცნობილია, რომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობის დაწყებამდე ავლენენ სუიციდურ მოვლენებს და სუიციდისკენ მიმართულ აზრებს, აქვთ სუიციდური აზრებისა და სუიციდის წარმოშობის დიდი რისკი. ისინი მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ. სუიციდური ქცევის რისკი მომატებულია 25 წლამდე პაციენტებში. მკურნალობის დასაწყისში და დოზის ცვლილების შემდეგ აუცილებელია განსაკუთრებული დაკვირვება მომატებული რისკის ჯგუფის პაციენტებზე. ამგვარი მოვლენების აღმოცენების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს .
აკატიზია/ფსიქომოტორული შფოთვა
ნორადრენალინისა და სეროტონინის უკუშებოჭვის ინჰიბიტორების მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს აკატიზია, მოძრაობითი მოუსვენრობის სუბიექტური არასასიამოვნო შეგრძნებით და მოძრაობის მოთხოვნილება, რომელსაც ნაწილობრივ თან სდევს ერთ ადგილზე დგომის ან ჯდომის უნარის არ ქონა. ჩვეულებრივ ეს ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. მსგავსი სიმპტომების არსებობისას დოზის გაზრდამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტს.
მანია
მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების დროს შესაძლოა მოხდეს მანიაკალურ ფაზაში გადასვლა. მანიაკალური ფაზის პერიოდის დასაწყიში აუცილებელია ციტაჰექსალის მიღების შეუწყვეტა.
ეპილეფსიური შეტევები
ეპილეფსიური შეტევების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ციტაჰექსალის მიღება. არასტაბილური ეპილეპსიის დროს უნდა მოხდეს ციტაჰექსალის მიღების თავიდან აცილება, ხოლო კონტროლირებადი ეპილეფსიის შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს განსაკუთრებული დაკვირვება. შეტევების გახშირების შემთხვევაში უნდა მოხდეს ციტაჰექსალის მიღების შეწყვეტა.
დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებზე პრეპარატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს გლიკემიური კონტროლიზე, რაც მოითხოვს ინსულინისა და/ან პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის ცვლილებას.
სეროტონინული სინდრომი
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს სეროტონინული სინდრომი, რაც ვლინდება აგზნებით, ტრემორით, მიოკლონუსითა და ჰიპერთერმიით. ამ შემთხვევაში ციტაჰექსალით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.
სეროტონინენერგიული პრეპარატები
არ შეიძლება ციტაჰექსალის მიღება სუმატრიპტანთან, სხვა ტრიპტანებთან, ტრამადოლთან, ოქსიტრიპტანთან, ტრიპტოფანთან ერთად.
სისხლდენა
მოსაოდნელია ხანგრძლივი სისხლდენა (ეკქიმოზები, გინეკოლოგიური, კუჭ-ნაწლავის და სხვა, კანისა და ლორწოვანის სისხლდენები). რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ისეთ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლდენის რისკის ზრდა, ასევე პაციენტებში სისხლის შედედების დარღვევით.
ელექტრო-კრუნჩხვითი თერაპია (ეკთ)
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ეკთ-ს.
კრაზანა
არასასურველი ეფექტების თავიდან ასაცილების მიზნით არ შეიძლება ციტაჰექსალის მიღება კრაზანის შემცველ მცენარეულ პრეპარატებთან ერთად.
მოხსნის სიმპტომები, რომლებიც აღინიშნება სუშსი-ით მკურნალობის შეწყვეტისას
მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, განსაკუთრებით კი მკვეთრი შეწყვეტის შემთხვევაში ხშირად ვითარდება მოხსნის სინდრომი.
მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და მისი მიღების ხანგრძლივობაზე, აგრეთვე დოზის შემცირების სიჩქარეზეც. ყველაზე მეტად გავრცელებული რეაქციებია თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (პარესთეზიის ჩათვლით), ძილის დარღვევა (უძილობისა და ინტენსიური სიზმრიანობის ჩათვლით), აგზნება ან შფოთვა, გულისრევა და/ან პირღებინება, ტრემორი, გონების დაბინდვა, ოფლდენა, თავის ტკივილი, დიარეა, აჩქარებული გულისცემა, ემოციური ლაბილურობა, გაღიზიანება და მხედველობის დარღვევა. ზემოთ ხსენებული სიმპტომები შესაძლოა მძიმედ იყოს გამოხატული.
ჩვეულებრივ მათი შემჩნევა ხდება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის შემდეგ, თუმცა შეიძლება თავი იჩინონ იმ პაციენტებშიც, რომელთაც შემთხვევით გამოტოვეს პრეპარატის მიღება. როგორც წესი, სიმპტომები თავისით ქრება ჩვეულებრივ ორი კვირის განმავლობაში, თუმცა შესაძლოა ზოგჯერ ატარებდნენ მძიმე ხასიათს (2-3 თვე და მეტი), ამიტომ მკურნალობის სრულ შეწყვეტამდე ციტაჰექსალის დოზა უნდა შემცირდეს ეტაპობრივად რამოდენიმე კვირის და შესაძლოა თვის განმავლობაშიც პაციენტის მოთხოვნილებიდან გამომდინარე.
ფსიქოზი
დეპრესიული ეპიზოდების მქონე ფსიქოზური პაციენტების მკურნალობისას შესაძლოა გაძლიერდეს ფსიქოზური სიმპტომები.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
ციტალოპრამი იწვევს დოზის სიდიდეზე დამოკიდებულ QT ინტერვალის გახანგრძლივებას. პრეპარატის ბაზარზე გასვლის შემდეგ შესამჩნევი გახდა QT ინტერვალის გახანგრძლივება და პარკუჭოვანი არითმიის წარმოქმნა "პირუეტის" ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით. ასეთი შემთხვევები აღინიშნება უმეტესად მდედრობითი სქესის პირებში, ჰიპოკალემიის ფონზე ანდა წინა QT ინტერვალის გახანგრძლივებისა ან გულის სხვა დაავადების შემთხვევაში.
პაციენტებმა გამოხატული ბრადიკარდიით, აგრეთვე პირებმა, რომლთაც ბოლო დროს გადაიტანეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ან პირებმა გულის დეკომპენსირებული უკმარისობით საჭიროა დაიცვან სიფრთხილის ზომები.
ელექტროლიტული ბალანსის დარღვევის შემთხვევაში, ისეთი როგორიცაა ჰიპოკალემია ან ჰიპომაგნიემია, იზრდება მძიმე არითმიების განვითარების რისკი. აქედან გამომდინარე, ციტალოპრამით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია ელექტროლიტული ბალანსის დარღვევის აღმოფხვრა.
გულის სტაბილური დაავადების მქონე პაციენტებში, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექკ-ს შედეგების შეფასება.
თუ ციტალოპრამით თერაპიის ფონზე თავს იჩენს გულის არითმიის ნიშნებმა, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და ჩატარდეს ექკ–ს კვლევა.
დახურულ კუთხოვანი გლაუკომა
ციტალოპრამმა, ისევე როგორც სხვა სუშსი-მა, შესაძლოა გავლენა მოახდინოს თვალის გუგების ზომაზე, რასაც მივყევართ მიდრიაზამდე. მიდრიაზული ეფექტის შედეგად პოტენციურად შესაძლებელია თვალის კუთხის შევიწროვება, რის გამოც მატულობს თვალის შიდა წნევა და ვითარდება დახურულ კუთხოვანი გლაუკომა, განსაკუთრებით მისკენ მიდრეკილ პაციენტებში. ამასთან დაკავშირებით გლაუკომის ან დახურულ კუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში ციტალოპრამი უნდ დაინიშნოს სიფრთხილით.
დამხმარე ნივთიერებები
ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზaს მონოჰიდრატს. პაციენტებმა, ისეთი იშვიათი მემკვიდრული დაავადებით, როგორიცაა გალაქტოზის გადაუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა – გალაქტოზის შეწოვის დარღვევა, არ უნდა მიიღონ მოცემული პრეპარატი.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ციტალოპრამის მიღებისას მოკლობემიდთან და ბუსპირონთან ერთად შესაძლოა აღმოცენდეს სეროტონინული სინდრომი.
უკუნაჩვენები კომბინაციები
მაო-ს ინჰიბიტორები: მოსალოდნელია სერიოზული არასასურველი ეფექტების აღმოცენება, მათ შორის სეროტონინული სინდრომის. ციტაჰექსალი არ უნდა გამოიყენებოდეს მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად, მათ შორის სელეგილინთან, ლინეზოლიდთან და მოკლობემიდთან. ციტაჰექსალის მიღების შეწყვეტიდან მაო-ს ინჰიბიტორების მიღების დაწყებამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 14 დღისა.
QT ინტერვალის გახანგრძლივება. არ შეიძლება გამოირიცხოს ადიტიური ეფექტის განვითარება. აქედან გამომდინარე, უკუნაჩვენებია ციტალოპრამისა და QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების, ისეთი როგორიცაა IA და III კლასის არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატებია, ანტიფსიქოტური პრეპარატების (მაგ: ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ზოგიერთი მიკრობსაწინააღმდეგო პრეპარატის (მაგ: სპარფლოქსაცინი, მოკსიფლოქსაცინი, ერითრომიცინის ვ/ვ ფომა, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთ ანტიჰისტამიურ პრეპარატების (ასტემიზოლი, მიზოლასტინი) და სხვ დანიშვნა.
პიმოზიდი. უკუნაჩვენებია პრეპარატის ერთდროული მიღება პიმოზიდის სულ მცირე დოზასთან ერთადაც კი.
შეთავსებები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომების დაცვას
სელეგილინი (მაო B-ს სელექტიური ინჰიბიტორი): უკუნაჩვენებია ციტაჰექსალისა და სელეგილინის (დღეღამეში 10 მგ-ზე მაღალი დოზით) ერთად მიღება.
ლითიუმი და ტრიპტოფანი: საჭიროა ლითიუმის დონის რეგულარული კონტროლი. სეროტონინერგიულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებას (ტრამადოლი, სუმატრიპტანი) მივყევართ 5-HT-სთან დაკავშირებული ეფექტების გაძლიერებასთან. ციტაჰექსალისა და 5-HT-ს აგონისტების (სუმატრიპტანი და სხვა ტრიპტანები) ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
კრაზანა: მივყევართ არასასურველი ეფექტების გაძლიერებამდე.
სისხლდენა. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებიც ერთდროულად იღებენ ანტიკოაგულანტებს, თრომბოციტების (აცეტილსალიცილის მჟავა, დიპირიდამოლი და ტიკლოპიდინი) ფუნქციაზე მოქმედ სამკურნალწამლო პრეპარატებს და სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან სისხლდენის რისკს (ატიპიური ანტიფსიქოტური პრეპარატები).
ელექტრო- კრუნჩხვითი თერაპია (ეკთ): მოსალოდნელი სარგებლიანობა ან შესაძლო რისკი ციტოჰექსალისა და ეკთ-ს ერთობლივად გამოყენებისას გამოკვლეული არ არის.
ალკოჰოლი; ერთდროული მიღება არ არის რეკომენდირებული.
სამკურნალწამლო პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემია/ ჰიპომაგნიემიას: ისეთი საწამლე საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალიემია/ჰიპომაგნიემიას, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რათა არ განვითარდეს ავთვისებიანი არითმია.
საწამლე საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს. რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა ისეთ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთდროული მიღებისას, რომლებიც აქვეითებენ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს (ანტიდეპრესანტები, სუსში, ნეიროლეპტიკები (ბუტიროფენონები, თიოქსანტები)), მეფლოქსინი, ბუპროპიონი და ტრამადოლი) .
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები
საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას ციტალოპრამის აბსორბციაზე და სხვა ფარმაკოკინეტიკურ თვისებებზე.
ციმეტიდინი (ფერმენტების ცნობილი ინჰიბიტორი) იწვევს ციტალოპრამის საშუალო წონასწორული დონის მსუბუქი ზრდას. ამიტომ რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა ციტალოპრამის ციმეტიდონთან ერთად დანიშვნის დროს. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
მეტოპროლოლი: რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა ციტაჰექსალის ფლეკაინიდთან, პროპაფენონთან და მეტოპროლოლთან (გამოიყენება გულის უკმარისობის დროს) ან სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ ცნს-ზე და მეტაბოლიზირდებიან უმთავრესად CYP2D6-ის მონაწილეობით (დეზიპრამინი, კლომიპრამინი, რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი). შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
დეზიპრამინი, იმიპრამინი: ციტალოპრამთან დეზიპრამინის გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს პლაზმაში დეზიპრამინის კონცენტრაციის ზრდა. შესაძლოა საჭირო გახდეს დეზიპრამინის დოზის დაწევა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა: შეძლებისდაგვარად არ უნდა მოხდეს ორსულობის დროს ციტაჰექსალის მიღება გარდა ცალსახად აუცილებელი შემთხვევებისა, რისკებისა და მოსალოდნელი სარგებლის დეტალურად შეფასების შემდეგ. თუ ქალი მესამე ტრიმესტრში იღებდა ციტაჰექსალს, ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ. თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის დროს პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტა.
ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის ბოლო პერიოდში იღებდნენ სუშსი/ნსუში-ს, შეიძლება აღმოაჩნდეთ შემდეგი სიმპტომები: რესპირატორული დისსტრესი, ციანოზი, ქოშინი, კრუნჩხვები, ტემპერატურა არასტაბილურობა, სირთულეები კვების დროს, გულისრევა, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, ნერვოზულობა, გაღიზიანება, ჩამორჩენილობა, განუწყვეტელი ტირილი, ძილიანობა და ძილის დარღვევა. ხშირ შემთხვევაში გართულებები თავს იჩენს მაშინვე ან მშობიარობიდან მოკლე პერიოდში (24 საათზე ნაკლებ დროში).
სუშსი-ს მიღებამ ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში შეიძლება გაზარდოს ახალშობილების პერსისტირებული ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარების რისკი.
ფერტილურობა: ციტალოპრამს შეუძლია გავლენა იქონიოს სპერმის ხარისხზე. ზემოთხსენებული ეფექტი რევერსულია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენა
პრეპარატის მიღებამ შეიძლებაგავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევებბი, როგორც წესი, დაკავშირებულია ერთდროულად სხვა პრეპარატებთან/ალკოჰოლთან ერთად დოზის გადაჭარბებასთან.
სიკვდილის შემთხვევების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო პრეპარატების დოზის გადაჭარბებასთან, რომელთა მირება ხდებოდა ციტალოპრამთან ერთად.
ძირითადი სიმპრომები: კრუნჩხვები, ტახიკარდია, ძილიანობა, QT ინტერვალის გახანგრძლივება, კომა, ღებინება, ტრემორი, ჰიპოტენზია, გულის გჩერება, გულისრევა, სეროტონინული ეფექტი, აღგზნება, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, ჰისის კონის ფეხის ბლოკადა, QRS ინტერვალის გახანგრძლივება, ჰიპერტენზია, მიდრიაზი, ორმხრივ მიმართული პარკუჭოვანი ტახიკარდია, სტუპორი, ოფლიანობა, ციანოზი, წინაგულებისა და პარკუჭების არითმია და ჰიპერვენტილაცია.
სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. მკურნალობა სიმპტომურია და შემანარჩუნებელი.
შესაძლებელია მოხდეს გააქტივებული ნახშირის, ოსმოსური საფაღარათო საშუალების (მაგ.: ნატრიუმის სულფატი) მიღება და კუჭის გამორეცხვა.გონების დაკარგვის შემთხვევაში საჭიროა ინტუბაციის ჩატარება. აუცილებელია ეკგ-სა და სხვა საციცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების კონტროლი. დოზის გადაჭარბების დროს პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობის/ბრადიარითმით, პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, ან მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე პაციენტებში, მაგალითდ, ღვიძლის უკმრისობით რეკომენდირებულია ეკგ-ს მაჩვენებლების კონტროლი.
გვერდითი მოვლენები
მთლიანობაში ციტალოპრამის არასასურველი რეაქციები ზომიერია და მალე გადის. ისინი გაცილებით უფრო ხშირია მკურნალობის პირველი ერთი-ორი კვირის განმავლობაში და შემდეგ სუსტდება. შემდგომი რეაქციები დოზაზეა დამოკიდებული: მომატებული ოფლიანობა, პირის სიმშრალე, უძილობა, ძილიანობა, ფაღარათი, გულისრევა და დაღლილობა.
ცხრილში მოტანილია არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე, რაც დაკავშირებულია სუშსი-თან და/ან ციტალოპრამთან, რაც აღენიშნება პაციენტების 0,1 % კლინიკური გამოცდის დროს ან რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში. სიხშირე განისაზღვრება შემდეგი გზით: ძალიან ხშირად ( 1/10), ხშირად ( 1/100-დან 1/10-მდე), არც ისე ხშირად ( 1/1000-დან 1/100-მდე); იშვიათად ( 1/10000-დან 1/1000-მდე); ძალიან იშვიათად ( 1/10000-მდე), უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან
უცნობია: თრომბოციტოპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან:
უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები.
ენდოკრინული დარღვევები:
უცნობია: ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეცია.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის სისტემისა და კვების მხრიდან.
ხშირად: მადის დაქვეითება, წონაში დაკლება; არც ისე ხშირად: მადის მომატება, წონაში მომატება.
იშვიათად:ჰიპინატრიემია; უცნობია: ჰიპოკალიემია.
ფსიქიკის დარღვევა
ხშირად: აღგზნებადობა, ლიბიდოს დაქვეითება; შფოთვა; ნერვოზულობა, ცნობიერების დაბინდვა, ორგაზმის ანომალიები (ქალებში), ანომალიური სიზმრები; იშვიათად: აგრესია, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები, მანია; უცნობია: პანიკური აშლილობის შეტევა, ბრუქსიზმი, შფოთვა, სუიციდური აზრები, სიუციდური ქმედებები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
ძალიან ხშირად: ძილიანობა, უძილობა, თავის ტკივილი; ხშირად: ტრემორი, პარასტეზია, თავბრუსხვევა, ყურადღების გაფანტვა; არც ისე ხშირად: გულის წასვლა; იშვიათად: ძლიერი კრუნჩხვითი შეტევა, დისკინეზია, გემოს დარღვევა; უცნობია: კრუნჩხვა, სეროტონინული სინდრომი, ექსტრაპირამიდალური დარღვევები, აქატიზია, მოძრაობის დარღვევები.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან
არახშირად: მიდრიაზი; უცნობია: მხედველობის დარღვევა.
დარღვევები სმენის ორგანოების მხრიდან და ლაბირინთული დარღვევები
ხშირად: ხმაური ყურებში.
დარღვევები გულის მხრიდან
არც ისე ხშირად: ბრადიკარდია, ტახიკარდია; უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი არითმია, “პირუეტის”ტიპის პარკუჭოვანი ტახიკარდიის ჩათვლით.
დარღვევები სისხლძარღვების მხრიდან
იშვიათად: სისხლდენა; უცნობია: ორტოსტატიური ჰიპოტენზია.
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრიდან - გულის ფიცრისა და შუალედური ადგილის.
ხშირად: მთქნარება; უცნობია: სისხლდენა ცხვირიდან.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ძალიან ხშირად: პირის სიმშრალე, გულისრევა; ხშირად: დიარეა, ღებინება, ყაბზობა; უცნობია: კუჭ-ნაწლავის სისხლდენა (მათ შორის რექტალური).
დაღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრიდან
იშვიათად: ჰეპატიტი; უცნობია: ღვიძლის სინჯების ანომალიური მაჩვენებლები.
დაღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან
ძალიან ხშირად: მომატებული ოფლიანობა; ხშირად: ქავილი; არც ისე ხშირად: გამონაყარი, ალოპეცია, ჭინჭრის ციება. პურპურა, რეაქცია სინათლისადმი მგრძნობელობაზე; უცნობია: ექხიმოზი, ანგიონევროტიული შეშუპება.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან
ხშირად: მიალგია, ართრალგია.
დაღვევები თირკმლებისა და შარდსადენი გზების მხრიდან
არახშირად: შარდის გამოყოფის შეფერხება.
დარღვევები რეპროდუქტიული ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრიდან
ხშირად: იმპოტენცია, ეაკულაციის მოშლა, ეაკულაციის არარსებობა; არც ისე ხშირად: ქალებში - მენორაგია; უცნობია: ქალებში - მეტრორაგია; მამაკაცებში - პრიაპიზმი, გალაქტორეა.
ზოგადი დარღვევები და მოშლილობა შეყვანის ადგილებში
ხშირად: დაღლილობის შეგრძნება; არც ისე ხშირად: შეშუპება; იშვიათად: ჰიპერტრემია.
სიუციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის შემთხვევები დარეგისტრირებული იყო ციტალოპრამით თერაპიისას ან მკურნალობის შეწყვეტიდან მცირე ხანში (იხ. “განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები”)
ძვლების მოტეხილობა
50 წლისა და ზემოთ პაციენტები, რომლების იღებენ სუშსი-ს-სა და ტცა-ს , აქვთ ძვლების მოტეხილობის მომატებული რისკი .
QT ინტერვალის გახანგრძლივება
რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში რეგისტრირებული იყო QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და პარკუჭოვანი არითმიის შემთხვევები, ორმმხრივი პარკუჭოვანი ტახიკარდიის ჩათვლით, უპირატესად მდედრობითი სქესის პირებში, ჰიპოკალემიის ფონზე, ანდა წინა QT ინტერვალის გახანგრძლივების არსებობისას ანდა გულის სხვა დაავადებებისას.
მოხსნის სიმპტომები, რომელიც აღინიშნებოდა სუშსი-ის (განსაკუთრებით მკვეთრი) მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (პარესტენზიის ჩათვლით), ძილის დარღვევა (უძილობისა და ინტენსიური ზმანებების ჩათვლით), აღგზნებადობა ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, ცნობიერების აღრევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, გახშირებული გულისცემა, ემოციონალური ლაბილობა, გაღიზიანება და მხედველობის დარღვევა. ზოგადად ისინი მსუბუქია და ზომიერი და თავისთავად გადის, თუმცა ზოგიერთ პაციენტთან მძიმეც შეიძლება იყოს და/ან ხანგრძლივიც. ამიტომ სასურველია პრეპარატის დოზის შემცირება მისი მიღების სრულ შეწყვეტამდე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25 0C
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ მიიღოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით