შემადგენლობა:
ყოველი კო-ირდა 150 მგ/12.5 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ირბესარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს აქტიური ინგრედიენტების სახით; ტიტანის დიოქსიდს (E171) და წითელ რკინის ოქსიდს (E172-იი) საღებარი ნივთიერების სახით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, კომბინაციები.
ათქ კოდი: C09DA04.
კო-ირდა არის ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტის, ირბესარტანისა და თიაზიდური დიურეტიკის, ჰიდროლქორთიაზიდის კომბინაცია. ამ ინგრედიენტების კომბინაციას გააჩნია დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ახდენს რა არტერიული წნევის უფრო მაღალი ხარისხით დაწევას, ვიდრე ცალკე რომელიმე კომპონენტი.
ირბესარტანი არის ძლიერი, პერორალურად აქტიური, სელექციური ანგიოტენზინ-II რეცეპტორის (ტიპი AT1) ანტაგონისტი. ის ახდენს AT1 რეცეპტორით განპირობებული ანგიოტენზინ-II-ის ყველა მოქმედების ბლოკირებას, განურჩევლად ანგიოტენზინ-II-ის სინთეზის წყაროსი ან გზისა. ანგიოტენზინ-II (AT1) რეცეპტორების სელექციური ანტაგონიზმის შედეგად იზრდება პლაზმაში რენინისა და ანგიოტენზინ-II-ის დონეები და მცირდება ალდოსტერონის პლაზმური დონეები. რეკომენდებული დოზებით ცალკე ირბესარტანი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს შრატში კალიუმის დონეებზე. ირბესარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინაზა-II), ფერმენტს, რომელიც წარმოშობს ანგიოტენზინ-II-ს და აგრეთვე შლის ბრადიკინინს აქტიურ მეტაბოლიტებად. ირბესარტანი აქტივობისათვის არ საჭიროებს მეტაბოლურ აქტივაციას.
ჰიდროქლორთიაზიდი არის თიაზიდური დიურეტიკი. თიაზიდური დიურეტიკების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მექანიზმი სრულად არ არის ცნობილი. თიაზიდები გავლენას ახდენენ ელექტროლიტების რეაბსორბციის თირკმლისმიერ ტუბულარულ მექანიზმზე, პირდაპირ ზრდიან რა ნატრიუმისა და ქლორიდის ექსკრეციას თითქმის თანაბარი რაოდენობებით. ჰიდროქლორთიაზიდის დიურეტიკული მოქმედება ამცირებს პლაზმის მოცულობას, ზრდის პლაზმური რენინის აქტივობას, ალდოსტერონის სეკრეციას, შარდში კალიუმის მომატებით და ბიკარბონატის დაკარგვით, ამცირებს შრატისმიერ კალიუმს. სავარაუდოდ, რენინ ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკადით, ირბესარტანის იმავდროული მიღება ახდენს ამ დიურეტიკებთან ასოცირებული კალიუმის დაკარგვის უკუქცევას. ჰიდროქლორთიაზიდით დიურეზის განვითარება იწყება 2 საათში და პიკური ეფექტი ვლინდება დაახლოებით 4 საათში, ხოლო მოქმედება ნარჩუნდება დაახლოებით 6-12 საათის განმავლობაში.
ჰიდროქლორთიაზიდისა და ირბესარტანის კომბინაცია წარმოქმნის დოზაზე დამოკიდებულ დამატებით ეფექტს არტერიული წნევის დაწევის მხრივ, თერაპიული დოზების გამოყენებისას. 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის დამატება 300 მგ ირბესარტანზე დღეში ერთხელ იმ პაციენტებში, რომელთა კონტროლი ადექვატურად არ ხდება მხოლოდ 300 მგ ირბესარტანით, იწვევდა პლაცებო კორექტირებული დიასტოლური არტერიული წნევის დაწევას (24 საათში დოზის მიღების შემდეგ) 6.1 მმ Hg-ით. 300 მგ ირბესარტანისა და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია იწვევდა პლაცებო-სუბტრაქტული სისტოლური/დიასტოლური წნევის შემცირებას 13.6/11.5 მმHG-ზე.
მცირე კლინიკური მონაცემები (22-დან 7 პაციენტი) მიუთითებს, რომ ის პაციენტები, რომელთა კონტროლი ვერ ხდება 300მგ/12.5 მგ კომბინაციით, შეიძლება რეაგირებდნენ 300მგ/25მგ-ზე. ამ პაციენტებში დაფიქსირდა ინკრემენტული არტერიული წნევის დაწევის ეფექტი როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური არტერიული წნევისათვის (13.3 და 8.3 მმHგ, შესაბამისად).
დღეში ერთხელ 150 მგ ირბესარტანისა და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის მიღებით მიიღწეოდა სისტოლური/დიასტოლური საშუალო პლაცებო კორექტირებული არტერიული წნევის დაწევები (24 საათი დოზის მიღების შემდეგ) 12.9/6.9 მმ Hგ-ით ზომიერი ან საშუალო ხარისხის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. უმაღლესი ეფექტები ვლინდებოდა 3-6 საათში. ამბულატორიული არტერიული წნევის მონიტორინგისას 150 მგ ირბესარტანი და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი დღეში ერთხელ მიღებისას უზრუნველყოფდა არტერიული წნევის მყარ დაწევას 24 საათის განმავლობაში საშუალო 24-საათიანი პლცებო-სუბტრაქტული სისტოლური/დიასტოლური წნევის 15.8/10.0 მმ Hგ-ით შემცირებით. ამბულატორიული მონიტორინგისას ირბესარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის 150 მგ/12.5 მგ უმაღლესი ეფექტები შეადგენა 100%-ს. უმაღლესი ეფექტები წნევის ოფისებში ვიზიტის დროს გაზომვისას იყო 68% და 76% ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის 150მგ/12.5მგ შემთხვევაში და ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის 150მგ/12.5მგ შემთხვევაში, შესაბამისად. ამგვარი 24-საათიანი ეფექტები გამოვლინდა ჭარბი არტერიული წნევის პიკამდე დაწევის გარეშე და იყო მყარი, უსაფრთხო და ეფექტური ერთდღიანი ინტერვალის განმავლობაში.
იმ პაციენტებში, რომელთა კონტროლიც ადექვატურად ვერ ხდებოდა ცალკე მხოლოდ 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდით, ირბესარტანის მიღებით დამატებით მიიიღწეოდა პლაცებო-სუბტრაქტული სისტოლური/დიასტოლური წნევის საშუალო შემცირება 11.1/7.2 მმ Hg-ით.
ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინაციაში ირბესარტანის არტერიული წნევის დამწევი ეფექტი აშკარა იყო პირველი დოზის შემდეგ, რაც ნარჩუნდებოდა 1-2 კვირა, მაქსიმალური ეფექტი კი ვლინდებოდა 6-8 კვირისათვის. შემდგომი გრძელვადიანი კვლევებისას ირბესარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის ეფექტი ნარჩუნდებოდა ერთი წლის განმავლობაში.
ირბესარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის ეფექტი ავადობასა და სიკვდილიანობაზე შესწავლილი არ არის. ეპიდემიოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ჰიდროქლორთიაზიდით გრძელვადიანი მკურნალობა ამცირებს კარდიოვასკულარული სიკვდილიანობის და ავადობის რისკს.
ირბესარტანზე/ჰიდროქლორთიაზიდზე რეაგირება ასაკისა დ სქესის მიხედვით არ განსხვავდება. როგორც სხვა ისეთი პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგეოტენზინის სისტემაზე, შავკანიანი ჰიპერტენზიული პაციენტები შესამჩნევად ნაკლებად რეაგირებენ ირბესარტანით მონოთერაპიაზე. როდესაც ირბესარტანი მიიღება ჰიდროქლორთიაზიდის დაბალ დოზასთან ერთად (მაგ. 12.5 მგ დღეში), ანტიჰიპერტენზიული პასუხი შავკანიან პაციენტებში აუახლოვდება არაშავკანიან პაციენტებში პასუხს.
ირბესარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის ეფექტიანობა და უსაფრთხოება, როგორც საწყისი თერაპია მძიმე ხარისხის ჰიპერტენზიისათვუს (შეDBP >110მმHg) შეფასდა მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, აქტიურად კონტროლირებული, 8-კვირიანი, პარალელური კვლევებისას. სულ 697 პაციენტი იქნა რანდომიზებული 2:1 კოეფიციენტით ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი 150მგ/12.5მგ-ზე ან 150 მგ ირვესარტანზე და ხდებოდა სისტემური ტიტრირება (უფრო დაბალ დოზაზე პასუხის შეფასებამდე), ხოლო ერთი კვირის შემდეგ ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი 300მგ/25მგ-ზე ან 300 მგ ირვესარტანზე, შესაბამისად.
კვლევაში მონაწილეთა 58% იყო მამაკაცი. პაციენტთა საშუალო ასაკი 52.5 წლის, 13% იყო >65 წლის და მხოლოდ 2% - >75 წლის. პაციენტთა 12 პროცენტს ჰქონდა დიაბეტი, 34% ჰიპერლიპიდემია და ყველაზე ხშირი კარდიოვასკულარული მდგომარეობა იყო სტაბილური სტენოკარდია მონაწილეთა 3.5%-ში.
ამ კვლევის მთავარი მიზანი იყო იმ პაციენტთა პროპორციის შედარება, რომლებშიც კონტროლდებოდა შეDBP (<90მმHg) მკურნალობის მე-5 კვირას. კომბინაციის მიმღებ პაციენტთა 47.2%-ში მიღწეულ იქნა შეDBP<90მმHg, ხოლო მხოლოდ ირბესარტანის მიმღებ პაციენტთა 33.2%-ში (პ=0.0005). საშუალო საბაზისო არტერიული წნევა იყო დაახლოებით 172/113 მმ Hg თითოეულ სამკურნალო ჯგუფში, ხოლო შეშBP/შეDBP დაწევა მეხუთე კვირას შეადგენდა 30.8/24.0 მმHg-ს და 21.1/19.3 მმ Hგ-ს შესაბამისად ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდისა და ირბესარტანის შემთხვევაში.
არასასურველი მოვლენების სახეობა და რაოდენობა, რომლებიც გამოვლინდა კომბინაციის მიმღებ პაციენტებში იგივე იყო, რაც მონოთერაპიაზე მყოფ პაციენტებში. 8-კვირიანი მკურნალობის პერიოდში არც ერთ სამკურნალო ჯგუფში არ გამოვლენილა სინკოპეს შემთხვევები. კომბინაციურ და მონოთერაპიულ ჯგუფებში გამოვლინდა არასასურველი რეაქციების სახით ჰიპოტენზია პაციენტთა 0.6% და 0%-ში და თავბრუსხვევა პაციენტთა 2.8% და 3.1% შესაბამისად.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS)
ორი მსხვილი რანდომიზირებულ-კონტროლირებული კვლევით ONTARGET (ONING Telmisartan Alone da Ramipril Global Endpoint Trial –თან ერთად) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes) იკვლევდნენ აგფ ინჰიბიტორების ანგიოტენსინ II-თან კომბინაციია გამოყენებას. ONTARGET წარმოადგენდა კვლევას, რომელიც უტარდებოდა პაციენტებს გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობით ან ცერებროვასკულარული დაავადებებით ან ტიპი-2 დიაბეტით, კიდურების დაზიანებით. VA NEPHRON-D – კვლევა პაციენტებში ტიპი-2 დიაბეტით და დიაბეტური ნეფროპათიით.
კვლევებმა ვერ აჩვენა, მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა თირკმლის და/ან გულ-სისხლძარღვთა დავადებათა გამოსავალზე ან ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე უკმარისობის ან/და ჰიპოტენზიის გაზრდილი რისკით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე, მონოთერაპიასთან შედარებით. მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები შესაბამისია სხვა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებისთვის.
შეასბამისად, აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთობლივი გამოყენება დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში დაუშვებელია.
ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) არის ჩატარებული კვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ტიპი-2 დიაბეტით დაავადებულ პაცინტებში, ასევე თირკმლების ქრონიკული დაავადებებით და გულ-სისხლძრღვთა დაავადებების მქონე (ან ორივე ერთად) პაციენტებში აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთობლივ სტანდარტულ თერაპიაზე ალისკირენის დამატების უპირატესობის შესწავლა. კვლევა დროზე ადრე შეწდა არასასურველი გამოსავლიანობის რისკის ზრდის გამო. სისხლძარღვოვანი სიკვდილიანობა და ინსულტი წარმოადგენდა უფრო ხშირ შემთხვევას ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში, ასევე გვერდითი ეფექტები და არასასურველი მოვლენები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტონია და თირკმლის უკმარისობა) უფრო ხშირად დაფიქსირდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ჰიდროქლორთიაზიდისა და ირბესარტანის ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს რომლიმე ამ პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე.
ირბესარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი არის პერორალურად აქტიური საშუალებები და აქტივობისათვის არ საჭიროებენ ბიოტრანსფორმაციას. ირბესარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტის პერორალურად მიღების შემდეგ ირბესარტანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 60-80%, ხოლო ჰიდროქლორთიაზიდის 50-80%. საკვები გავლენას არ ახდენს ირბესარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტის ბიოშეღწევადობაზე. უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები ვლინდება 1.5-2 საათში ირბესარტანის პერორალურად მიღების სემდეგ და 1-2.5 საათში ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ.
ირბესარტანის პლაზმურ ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 96%-ს, მისი შეკავშირება უჯრედოვანი სისხლის კომპონენტებთან უმნიშვნელოა. ირბესარტანის განაწილების მოცულობა არის 53-93 ლიტრი. ჰიდროქლორთიაზიდი 68%-ით უკავშირდება პლაზმურ პროტეინს და მისი განაწილების მოცულობა არის 0.83-1.14 ლ/კგ.
ირბესარტანი ავლენს სწორხაზოვან და დოზის პროპორციულ ფარმაკოკინეტიკას 10-600 მგ დოზის ფარგლებში. დაფიქსირფდა 600 მგ-ზე მეტი დოზისას პერორალური აბსორბციის პროპორციულზე ნაკლები მომატება, რისი მექანიზმიც უცნობია. თირკმელსა და ორგანიზმში საერთო კლირენსი არის 157-176 და 3-3.5 მლ/წთ, შესაბამისად. ირბესარტანის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 11-15 საათი. მყარი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა 3 დღეში დღეში ერთხელ დოზირების რეჟიმის დაწყებიდან. ირნესარტანის სეზღუდული აკუმულაცია (<20%) ფიქსირდება პლაზმაში განმეორებით დღეში ერთხელ მიღებისას. კვლევის დროს ირბესარტანის უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაციები გამოვლინდა მდედრობითი სქესის ჰიპერტენზიულ პაციენტებში. მიუხედავად ამისა, არავითარი სხვაობა არ ყოფილა ირბესარტანის ნახევარგამოყოფისა და აკუმულაციის მხრივ. დოზის კორექცია საჭირო არ არის მდედრობითი სქესის პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში (>65 წლის) უფრო მაღალი იყო ირბესარტანის AUC და Cmax მაჩვენებლები, ვიდრე ახალგაზრდებში (18-40 წლის). თუმცა, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. დოზის კორექცია ხანდაზმულებში საჭირო არ არის. ჰიდროქლორთიაზიდის საშუალო პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-15 საათს.
14C ირბესარტანის პერორალური ან ინტრავენური გზით მიღების შემდეგ მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტივობის 80-85% მიეკუთვნება უცვლელ ირბესარტანს. ირბესარტანი მეტაბოლიზდება ღვიძლით გლუკორონიდული კონიუგაციითა და ოქსიდაციით. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტე არის ირბესარტანის გლუკორონიდი (დაახლოებით 6%). ინ ვიტრო გამოკვლევები მიუთითებს, რომ ირბესარტანი უპირატესად ოქსიდიზდება P450 ციტოქრომის CYP2C9 ფერმენტით; იზოფერმენტს CYP3A4 გააჩნია უმნიშვნელო ეფექტი. ირბესარტანი და მისი მეტაბოლიტები გამოიდევნება ბილიარული და თირკმლისმიერი გზებით. 14C ირბესარტანის პერორალური ან ივ მიღების შემდეგ რადიოაქტივობის დაახლოებით 20% აღდგება შარდში, დანარჩენი კი – განავალში. დოზის 2%-ზე ნაკლები გამოიდევნება შარდში უცვლელი ირბესარტანის სახით. ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, არამედ ელიმინირდება სწრაფად თირკმელებით. პერორალური დოზის მინიმუმ 61% გამოიდვნება უცვლელად 24 საათში. ჰიდროქლორთიაზიდი კვეთს პლაცენტის ბარრიერს, მაგრამ არა ტვინში სისხლის ბარრიერს და გადადის დედის რძეში.
თირკმლის ფუნქციის მოშლა:თირკმლის ფუნქციის მოშლის მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ირბესარტანის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება. ირბესარტანი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით. <20 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში ჰიდროქლორთიაზიდის ნახევარგამოყოფის დრო იზრდება 21 საათამდე.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS)
არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთობლივი გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლების ფუნქციის დაქვეითების (თირკმლის უკმარისობის ჩათვლით) რისკს. ამიტომ არ არის რეკომენდებული RAAS ორმაგი ბლოკადის გამოყენებააგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინირების გზით (იხ. თავები: “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან” და “ფარმაკოდინამიკური თვისებები”). თუ ორმაგი ბლოკადით მკურნალობა აუცილებებლია, იგი უნდა ჩატარდეს სპეციალური დაკვირვების ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგით. Aგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთობლივი გამოყენება დაუშვებელია დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის მოშლა:ზომიერი ან საშუალო ხარისხის ციროზის მქონე პაციენტებში ირბესარტანის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება. გამოკვლევები არ ჩატარებულა ღვიძლის მწავავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ჩვენებები
ესენციალური ჰიპერტენზიის მკურნალობა.
ეს ფიქსირებული დოზის კომბინაცია ნაჩვენებია მოზრდილი პაციენტებისათვის, რომლებშიც არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი ვერ ხდება ცალკე ირბესარტანით ან ჰიდროქლორთიაზიდით (იხ. ქვეთავი “ფარმაკოდინამიკური თვისებები”).
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური სუბსტანციების, რომელიმე დამხმარე ნივთიერების ან სხვა სულფონიამიდის წარმოებული სუბსტანციების მიმართ (ჰიდროქლორთიაზიდი არის სულფონამიდეს წარმოებული სუბსტანცია)
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრები (იხ. ქვეთავები “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები” და “ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია”)
თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ)
რეფრაქტორული ჰიპოკალემია, ჰიპერკალცემია
ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი.
კო-ირდასა და ალისკირენის შემცველი პროდუქტების ერთობლივი გამოყენება უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის (გლომერულარული ფილტრაციის მაჩვენებელი(GFR)<60 მლ/წთ/1.73მ2) მქონე პაციენტებში (იხ. ქვეთავები “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან” და “ფარმაკოდინამიკური თვისებები”)
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ჰიპოტენზია – პაციენტები შემცირებული მოცულობით
ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი იშვიათად ასოცირდება სიმპტომატურ ჰიპოტენზიასთან ჰიპერტენზიულ პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ჰიპოტენზიის სხვა რისკ-ფაქტორები. სიმპტომატური ჰიპოტენზია შეიძლება აღინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებსაც სენმცირებული აქვთ მოცულობა და/ან ნატრიუმის შემცველობა ძლიერი დიურეტიკული თერაპიის, პირღებინების ან დიარეის, კვების რაციონში მარილის შეზღუდვის შედეგად. ამგვარი მდგომარეობები კორექცია უნდა მოხდეს კო-ირდას გამოყენებით თერაპიის დაწყებამდე.
თირკმლის არტერიის სტენოზი – რენოვასკულარული ჰიპერტენზია:
არსებობს მწვავე ჰიპოტენზიისა და თირკმლის უკმარისობის მომატებული რისკი, როდესაც აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტებით (AIIRA) ხდება იმ პაციენტების მკურნალობა, რომლებსაც აქვთ ორმხრივი თირკმლის არტერიეს სტენოზი ან ერთი ფუნქციონირებადი თირკმლის არტერიეს სტენოზი. ვინაიდან ეს დადასტურებული არ არის ირბესარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის შემთხვევაში, ანალოგიური ეფექტი არის მოსალოდნელი.
თირკმლის უკმარისობა და თირკმლის ტრანსპლანტაცია:
როდესაც კო-ირდა გამოიყენება თირკმლის ფუნქციის მოშლის მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია შრატში კალიუმის, კრეატინინისა და შარდმჟავას დონეების პერიოდული მონიტორინგი. არ არსებობს ირბესარტანის/ჰიდროლქორთიაზიდის გამოყენების გამოცდილება იმ პაციენტებში, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია. კო-ირდა არ გამოიყენება თირკმლის ფუნქციის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში (კრეატინინი კლირენსი <30 მლ/წთ) (იხ. ქვეთავი “უკუჩვენებები”). თიაზიდურ დიურეტიკთან ასოცირებული აზოთემია შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის მოშლის მქონე პაციენტებში. დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე იმ პაციენტებში კრეატინინის კლირენსით >30 მლ/წთ. თუმცა, თირკმლის ფუნქციის საშუალო ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი >30 მლ/წთ მაგრამ <60 მლ/წთ) ეს ფიქსირებული დოზების კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.
ღვიძლის ფუნქციის მოშლა:
თიაზიდები სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის პროგრესიული დაავადების მქონე პაციენტებში, ვინაიდან სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის მცირე ცვლილბებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კომა. არ არსებობს ირბესარტანის/ჰიდროლქორთიაზიდის გამოყენების გამოცდილება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
აორტული და მიტრალური სარქველების სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათია:
როგორც სხვა ვაზოდილატატორების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ აორტული და მიტრალური სარქველების სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათია.
პირველადი ალდოსტერონიზმი:
პაციენტები პირველადი ალდოსტერონიზმით ზოგადად კარგად რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებზე, რომლებიც მოქმედებენ რენნინ-ანგიოტენზინ სისტემის ინჰიბირების გზით. ამიტომ, კო-ირდას გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები:
თიაზიდებით თერაპიამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს გლუკოზის ამტანობის უნარზე. დიაბეტურ პაციენტებში შეიძლება საჭირო აგხდეს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. თიაზიდებით თერაპიისას შეიძლება თავი იჩინოს ლატენტურმა შაქრიანმა დიაბეტმა.
ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეების მომატება შეიძლება ასოცირებული იყოს თიაზიდური დიურეტიკებით თერაპიასთან; თუმცა, 12.5 მგ დოზით, რას წარმოდგენილია ირბესარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტში, აღინიშნა მინიმალური ან საერთოდ არავითარი ეფექტი.
თიაზიდების მიღებისას ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს ჰიპერურიკემია ან პოდაგრა.
ელექტროლიტური დისბალანსი:
როგორც ყველა პაციენტში, რომლებიც იმყოფებიან დიურეტიკულ თერაპიაზე, საჭიროა შრატში ელექტროლიტების პერიოდული განსაზღვრა შესაბამისი ინტერვალებით.
თიაზიდებმა, ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს სითხის ან ელექტროლიტების დისბალანსი (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი). სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსის გამაფრთხილებელი ნიშნებია პირის სიმშრალე, წყურვილი, სისუსტე, ლეთარგია, ძილიანობა, მოუსვენრობა, კუნთების ტკივილი ან სპაზმები, კუნთების დაღლილობა, ჰიპოტენზია, ოლიგურია, ტაქიკარდია და კუჭ-ნაწლავური მოშლილობები, როგორიცაა გულისრევა ან პირღებინება.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოკალიემია შეიძლება განვითარდეს თიაზიუდრი დიურეტიკების გამოყენებისას, იმავდროულად ირბესარტანის მიღებამ შეიძლება შეამციროს დიურეტიკით ინდუცირებული ჰიპოკალიემია. ჰიპოკალიემიის რისკი უფრო მაღალია ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, დიურეზის მქონე პაციენტებში, იმ პაციენტებში, რომლებიც პერორალურად არასათანადოდ იღებენ ელექტროლიტებს და იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ კორტიკოსტეროიდებს ან ACTH-ს. კო-ირდას შემადგენლობაში ირბესარტანის კომპონენტის არსებობის გამო შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემიაც, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის მოშლისას და/ან გულის უკმარისობისას და შაქრიანი დიაბეტისას. რეკომენდებულია რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში შრატში კალიუმის დონეების შესაბამისი მონიტორინგი. კალიუმის გამომდევნი დიურეტიკების გამოყენებისას კო-ირდასთან ერთად სიფრთხილით უნდა მოხდეს კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების მიღება (იხ. “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
არ არსებობს იმის დასაბუთება, რომ ირბესარტანი ახდენს დიურეტიკით ინდუცირებული ჰიპონატრიემიის შემცირებას ან პრევენციას.
ქლორის დეფიციტი ზოგადად ზომიერი ხასიათისაა და ჩვეულებრივ არ საჭიროებს მკურნალობას.
თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ კალციუმის ექსკრეცია და გამოიწვიონ შრატისმიერი კალციუმის უწყვეტი და მცირე მომატება კალციუმის მეტაბოლიზმის ცნობილი დარღვევების არარსებობისას. ჰიპერკალციემია შეიძლება მიუთითებდეს ფარულ ჰიპერპარათიროიდიზმის არსებობაზე. თიაზიდების მიღება უნდა შეწყდეს პარათიროიდული ფუნქციის ტესტების ჩატარებამდე.
თიაზიდები ზრდიან მაგნიუმის შარდისმიერ ექსკრეციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიზემია.
ლითიუმი:
ლითიუმისა და კო-ირდას კომბინაცია რეკომენდებული არ არის (იხ. “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
ანტი-დოპინგ ტესტები:
სამკურნალო საშუალებაში შემავალმა ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება აჩვენოს დადებითი შედეგი ანტი-დოპინგ ტესტში.
ზოგადი:
იმ პაციენტებში, რომლებშიც ვასკულარული ტონი და თირკმლის ფუნქცია უპირატესად დამოკიდებულია რენნინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგ. პაციენტებში გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობით აბ ძირითადი თირკმლის დაავადებით, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით), აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტებით მკურნალობა, რაც გავლენას ახდენს ამ სისტემაზე, ასოცირებულია მწვავე ჰიპოტენზიასთან, აზოთემიასთან, ოლიგურიასთან ან იშვიათად, თირკმლის მწვავე უკმარისობასთან. როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების შემთხვევაში, არტერიული წნევის მკვეთრად დაწევამ იშემიური კადრიოპათიისა ან იშემიური კარდიოვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
ჰიდროქლორთიაზიდის მიმარტ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება განვითარდეს ანამნეზში ალერგიის ან ბრონქული ასთმის მქონე ან არმქონე პაციენტებში, თუმცა უფრო მეტი ალბათობით ამგვარი ისტორიის მქონე პაციენტებში.
თიაზიდური დიურეტიკების გამოყენებისას აღინიშნა სისტემური წითელი მგლურას გამწვავება ან აქტივაცია.
თიაზიდური დიურეტიკების გამოყენებისას აღინიშნა ფოტოსენსიტივობის რეაქციების შემთხვევები (იხ. “გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები”). ფოტომგრძნობელობის რეაქციები ვიტარდება მკურნალობის დროს, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა. თუ დიურეტიკის ხელახლა მიღება აუცილებელია, რეკომენდებულია შესაბამისი უბნების დაცვა მზის ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან.
ორსულობა:
ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტების (AIIRA) მიღების დაწყება ორსულობის პერიოდში არ შეიძლება. თუ აუცილებელი არ არის უკვე დაწყებული AIIRA თერაპიის გაგრძელება, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, რომლის გამოყენების უსაფრთხოებაც ორსულობის პერიოდში დადასტურებულია. ორსულობის დადგომისას ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტების (AIIRA) მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და თუ საჭიროა, დაიწყოს ალტერნატიული თერაპია (იხ. “უკუჩვენებები” და “ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია”).
მწვავე მიოპია და მეორადი მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომა: სულფონამიდურმა პრეპარატებმა ან სულფონამიდების წარმოებულებმა შესაძლოა გამოიწვიონ იდიოსინკრაზიული რექციები, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს მწვავე მიოპია და მეორადი მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომა. ჰიდროქლოროთიაზიდის, როგორც სულფონამიდის, გამოყენების შედეგად მწვავე მიოპიის და მეორადი მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომის განვითარების მხოლოდ ერთეული შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. სიმპტომები მოიცავს მხედველობის მკვეთრად დაქვეითების დაწყებას და თვალის მწვავე ტკივილს, რაც გადის მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათის ან კვირის შემდეგ. მეორადი მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომა შესაძლოა გახდეს მხედველობის დაკარგვის მიზეზი. Pირველადი მკურნალობა მოითხოვს პრეპარატის მიღების დაუყოვნებელ შეწყვეტას. თუ თვალშიდა წნევა რჩება გაუკონტროლებელი, შესაძლოა აუცილებელი გახდეს სასწრაფო სამედიცინო ან ქირურგიული ჩარევა. გლაუკომის განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს სულფონამიდებსა და პენიცილინების გამოყენებაზე ალერგიის არსებობა (იხილეთ თავი “გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები).
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა
ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტების გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები). ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში (იხ. “უკუჩვენებები” და “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები”).
ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტირების მიღების შემდეგ ტერატოგენურობის რისკის შესახებ საბოლოო არ არის; თუმცა, ამ რისკის მცირედ მომატება გამორიცხული არ არის. ვინაიდან არ არსებობს კონტროლირებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტების გამოყენებისას რისკის შესახებ, ანალოგიური რისკები შეიძლება არსებობდეს პრეპარატთა ამ კლასისათვის. თუ აუცილებელი არ არის უკვე დაწყებული თერაპიის გაგრძელება, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, რომლის გამოყენების უსაფრთხოებაც ორსულობის პერიოდში დადასტურებულია. ორსულობის დადგომისას ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტების მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და თუ საჭიროა, დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტების გამოყენება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში იწვევენ ადამიანებში ფეტოტოქსიკურობას (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალას გაძვლოვანების შეფერხება) და ნეონატალურ ტოქსიკურობას (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია).
თუ ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტების მიღება მოხდა ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციისა და თავის ქალას ულტრაბგერითი შემოწმება.
იმ დედებისაგან შობილ ჩვილებს, რომლებიც იღებდნენ ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტების, უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა ჰიპოტენზიაზე (იხ. “უკუჩვენებები” და “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები”).
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. თიაზიდები დიდი დოზით იწვევენ ინტენსიურ დიურეზს და აფერხებენ რძის წარმოქმნას. კო-ირდას გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული. თუ კო-ირდა გამოიყენება ძუძუთი კვების დროს, უნდა იყოს შერჩეული მინიმალური დოზა.
ორსულობის დროს, განსაკუთრებით მის პირველ ტრიმესტრში, ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ჰიდროქლოროთიაზიდი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს. ჰიდროქლოროთიაზიდის მოქმედების ფარმაკოლოგიურ მექანიზმზე დაყრდნობით, მისმა გამოყენებამ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტის პერფუზიის დაქვეითება, ნაყოფისა და ახალშობილის შემდეგი დარღვევები: ნოონატალური სიყვითლე,
ჰიდროქლოროთიაზიდი არ უნდა იქნას გამოყენებული გასტაციური შეშუპების დროს, გასტაციური ჰიპერტენზიის ან პრეეკლამფსიის დროს პლაზმის მოცულობის შემცირებისა და პლაცენტარული ჰიპოპერფუზიის რისკის გამო, დაავადების მიმდინარეობაზე დადებითი ეფექტის გარეშე.
ჰიდროქლოროთიაზიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტონული დაავადების მქონე ორსულებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სხვა მკურნალობის დანიშვნა შეუძლებელია.
ვინაიდან კო-ირდა შეიცავს ჰიდროქლორთიაზიდს, მისი მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველ ტრიმესტრში. დაგეგმილი ორსულობისას წინასწარ უნდა მოხდეს შესაბამის ალტერნატიულ მკურნალობაზე გადასვლა.
ძუძუთი კვება:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA):
ვინაიდან არ არსებობს ინფორმაცია ირბესარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ, კო-ირდა რეკომენდებული არ არის და უმჯობესია დადასტურებული უსაფრთხოების პროფილის მქონე ალტერნატიული მკურნალობების გამოყენება, განსაკუთრებით ახალშობილის ან დღენაკლული ჩვილის ძუძუთი კვებისას.
ცნობილი არ არის გადადის თუ არა ირბესარტანი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. ვირთხებში არსებული ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემები მიუთითებს ირბესარტანის ან მისი მეტაბოლიტების რძეში ექსკრეციის შესახებ.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. თიაზიდები დიდი დოზით იწვევენ ინტენსიურ დიურეზს და აფერხებენ რძის წარმოქმნას. კო-ირდას გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული. თუ კო-ირდა გამოიყენება ძუძუთი კვების დროს, უნდა იყოს შერჩეული მინიმალური დოზა.
ფერტილობა
ირბესარტანს არ გააჩნია ეფექტი ნამკურნალევი ვირთხებისა და მათი შტამომავლების ფერტილურობაზე დოზის დონეებამდე მიღებისას, მათ შორის პარენტალური ტოქსიკურობის პირველი ნიშნები.
ზემოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
გამოკვლევები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ არ ჩატარებულა. ფარმაკოდინამიკური თვისებების მიხედვით, კო-ირდამ სავარაუდოდ არ უნა იმოქმედოს აღნიშნულ უნარზე. ავტომობილებისა და მექანიზმების მართვისას გათვალისწინებული უნდა იყოს თავბრუსხვევისა და დაღლილობის განვითარების შესაძლებლობა ჰიპერტენზიის მკურნალობის ფონზე.
გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები:
ირბესარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია:
989 ჰიპერტენზიული პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ ირბესარტანს/ჰიდროქლორთიაზიდს (დოზით 37.5 მგ/6.25 მგ – 300მგ/25მგ) პლაცებო-კონტროლირებული ცდებისას, პაციენტთა 29.5%-ში განვითარდა არასასურველი რეაქციები. ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქცია იყო თავბრისხვევა (5.6%), დაღლილობა (4.9%), გულისრევა/პირღებინება (1.8%) და შარდვის მოშლა (1.45). გარდა ამისა, ცდებისას ხშირად აღინიშნა სისხლში შარდოვანას აზოტის (2.3%), კრეატინის კინაზას (1.7%) და კრეატინინის (1.1%) მომატება.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები დაფიქსირებულ იქნა სპონტანურად ან პლაცებო-კონტროლირებადი კვლევებისას.
ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-<1/10), არახშირი (>1/1000-<1/100); იშვიათი (>1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); ცნობილი არ არის (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).
არასასურველი რეაქციები პლაცებო-კონტროლირებული კვლევებისას და სპონტანური შემთხვევები
გამოკვლევები:
ხშირი: სისხლში შარდოვანას აზოტის, კრეატინინისა და კრეატინის კინაზას მომატება
არახშირი: შრატისმიერი კალიუმისა და ნატრიუმის დაქვეითება
დარღვევები გულის მხრივ:
არახშირი: სინკოპე, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, შეშუპება
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირი: თავბრისხვევა
არახშირი: ორთოსტატიკური თავბრუსხვევა
ცნობილი არ არის: თავის ტკივილი
დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ:
ცნობილი არ არის: ტინიტი
რესპირატორული, თორაკიული და მედიასტინალური დარღვევები:
ცნობილი არ არის: ხველა
გასტროინტესტინალური დარღვევები:
ხშირი: გულისრევა/პირღებინება
არახშირი: დიარეა
ცნობილი არ არის: დისპეფსია, დისგეზია
თირკმლისმიერი და საშარდე სისტემის დარღვევები:
ხშირი: შარდვის მოშლა
ცნობილი არ არის: თირკმლის ფუნქციის მოშლა, მათ შორის თირკმლის უკმარისობის ცალკეული შემთხვევები რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში (იხ. “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები”)
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
არახშირი: კიდურების შეშუპება
ცნობილი არ არის: ართრალგია, მყალგია
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები:
ცნობილი არ არის: ჰიპერკალიემია
ვასკულარული დარღვევები:
არახშირი: სისხლის მოწოლა
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები მიღების ადგილას:
ხშირი: დაღლილობა
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
ცნობილი არ არის: ჰიპერსენსიტივობის რეაქციები, როგორიცაა ანგიოშეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი
ჰეპატობილიარული დარღვევები:
არახშირი: სიყვითლე
ცნობილი არ არის: ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის მოშლა
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ:
არახშირი: სქესობრივი დისფუნქცია, ლიბიდოს ცვლილებები
დამატებითი ინფორმაცია ცალკეული კომპონენტების შესახებ
ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების გარდა, შეიძლება გამოვლინდეს სხვა რეაქციებიც, რომლებიც ადრე აღინიშნა პრეპარატში შემავალი ცალკეული კომპონენტების გამოყენებისას. ქვემოთ 2 და 3 ცხრილებში წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს იბერსარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის ინდივიდუალური კომპონენტების გამოყენებისას.
ცალკე ირბესარტანის გამოყენებისას გამოვლენილი არასასურველი რეაქციები
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:
ცნობილი არ არის: თრომბოციტოპენია
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები მიღების ადგილას:
არახშირი: ტკივილი გულ-მკერდის არეში
ცალკე ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას გამოვლენილი არასასურველი რეაქციები
გამოკვლევები:
ცნობილი არ არის: ელექტროლიტური დისბალანსი (მათ შორის ჰიპოკალიემია და ჰიპონატრიემია, იხ. “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები”), ჰიპერურიკემია, გლიკოზურია, ჰიპერგლიკიემია, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატება
დარღვევები გულის მხრივ:
ცნობილი არ არის: გულის არითმიები
დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ:
ცნობილი არ არის: აპლასტური ანემია, ძვლის ტვინის დათრგუნვა, ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, ჰემოლიტური ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ცნობილი არ არის: ვერტიგო, პარესთეზია, მოუსვენრობა
დარღვევები თვალის მხრივ:
ცნობილი არ არის: ტრანზიტორული მხედველობის დაბინდვა, ქსანთოფსია
რესპირატორული, თორაკიული და მედიასტინალური დარღვევები:
ცნობილი არ არის: რესპირატორული დისტრესი (მათ შორის პნევმონიტი და ფილტვის შეშუპება)
გასტროინტესტინალური დარღვევები:
ცნობილი არ არის: პანკრეატიტი, ანორექსია, დიარეა, ყაბზობა, კუჭის გაღიზიანება, სიალადენიტი, მადის დაკარგვა
დარღვევები თირკმლისა და საშარდე სისტემის მხრივ:
ცნობილი არ არის: ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის დისფუნქცია
დარღვევები კანის, კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
ცნობილი არ არის: ანაფილაქსური რეაქციები, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მანეკროტიზებელი ანგიტი (ვასკულიტი, კანისმიერი ვასკულიტი), კანის წითელი მგლურას მაგვარი რეაქციები, კანის წითელი მგლურას რეაქტივაცია, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ:
ცნობილი არ არის: სისუსტე, კუნთების სპაზმი
ვასკულარული დარღვევები:
ცნობილი არ არის: პოსტურალური ჰიპოტენზია
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები მიღების ადგილას:
ცნობილი არ არის: მაღალი ტემპერატურე
ჰეპატობილიარული დარღვევები:
ცნობილი არ არის: სიყვითლე (ინტრაჰეპატური ქოლესტატიური სიყვითლე)
ფსიქიკური დარღვევები:
ცნობილი არ არის:
დეპრესია, ძილის დარღვევები
ჰიდროქლორთიაზიდის დოზაზე დამოკიდებული არასასურველი მოვლენები (განსაკუთრებით ელექტროლიტური დისბალანსი) შეიძლება გაიზარდოს ჰიდროქლორთიაზიდის ტიტრირებისას.
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები:
ირბესარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაიზარდოს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების იმავდროული გამოყენებისას. ირბესარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი (დოზებით 300 მგ-მდე ირბესარტანი/25 მგ-მდე ჰიდროქლორთიაზიდი) უსაფრთხოდ მიიღებოდა სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად, მათ შორის კალციუმის არხის ბლოკატორებთამ და ბეტა-ადრენერგიულ ბლოკატორებთან. მანამდე მიღებულმა დიურეტიკებმა მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს მოცულობის შემცირება და ჰიპოტენზიის რისკი ირბესარტანით თერაპიის დაწყებისას თიაზიდურ დიურეტიკებთან ერთად ან მათ გარეშე, თუ პირველ რიგში არ მოხდა მოცულობის შემცირების კორექცია (იხ. “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები”).
ალისკირენ-შემცველი პროდუქტები ან აგფ ინჰიბიტორები: კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS) აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირების გზით დაკავშირებულია გვერდითი ეფექტების, როგორიცაა: ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) უფრო მაღალი სიხშირით განვითარების რისკთან, ვიდრე ამას ადგილი აქვს RAAR-ში მონაწილე მხოლოდ ერთი კომპონენტის გამოყენების დროს ( იხ. თავები: “უკუჩვენებები”, “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები” და “ფარმაკოდინამიკური თვისებები”).
ლითიუმი:
ლითიუმისა და აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა შრატისმიერი ლითიუმის კონცენტრაციებისა და ტოქსიკურობის შექცევადი მომატებები. ანალოგიური ეფექტები იშვიათად გამოვლინდა ირბესარტანის შემთხვევაშიც. გარდა ამისა, თიაზიდები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს, ასე რომ ირბესარტანის/ჰიდროქლოთიაზიდის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ლითიუმის ტოქსიკურობის რისკი. ამიტომ, ლითიუმისა და კო-ირდას კომბინაცია რეკომენდებული არ არის (იხ. “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები”). თუ აუცილებელია ამგვარი კომბინაციის გამოყენება, რეკომენდებულია შრატისმიერი ლითიუმის დონეების მონიტორინგი.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ კალიუმზე:
ჰიდროქლორთიაზიდით გამოწვეული კალიუმის შემცირების ეფექტი სუსტდება ირბესარტანის კალიუმის დამტღგუნველი ეფექტით. თუმცა, ჰიდროქლორთიაზიდის ეს ეფექტი შრატისმიერ კალიუმზე სავარაუდოდ ძლიერდება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ასოცირებულია კალიუმის დაკარგავსთან და ჰიპოკალიემიასთან (მაგ. სხვა კალიურეტიული დიურეტიკები, საფაღარათე საშუალებები, ამფოტერიცინი, კარბენოქსოლონი, პენიცილინი G ნატრიუმი). სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების გამოცდილების საფუძველზე, რომლებიც თრგუნავენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემას, კალიუმის დამთგრუნველი დიურეტიკებისმ კალიუმის დანამატების, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან სხვა სამკურნალო საშუალებების იმავდროულმა გამოყენებამ, რომლებამც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის დონეები (მაგალიტად, ჰეპარინის ნატრიუმი), შეიძლება გამოიწვიონ შრატისმიერი კალიუმის მომატება. რეკომენდებულია რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში შრატისმიერი კალიუმის ადექვატური მონიტორინგი (იხ. “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები’).
სამკურნალო საშუალებები, რომლებზეც მოქმედებს შრატისმიერი კალიუმის დარღვევები
რეკომენდებულია შრატისმიერი კალიუმის პერიოდული მონიტორინგი, როდესაც კო-ირდა მიიღება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებზეც მოქმედებს შრატისმიერი კალიუმის დარღვევები (მაგალითად, დიგიტალისის გლიკოზიდები, ანტიარითმიული საშუალებები).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები:
როდესაც ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტები მიიღება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად (მაგ. სელექციური COX-2 ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილმჟავა (>3გ/დღეში) და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები), შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება.
როგორც აგფ ინჰიბიტორების შემთხვევაში, ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაურესების რისკის მომატება, მათ შორის შესაძლო მწვავე თირკმლის უკმარისობა და შრატისმიერი კალიუმის მომატება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ თირკმლის სუსტი ფუნქცია. კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებითY ხანდაზმულებში. აუცილებელია პაციენტთა ადექვატურად ჰიდრატირება და გათვალისწინებული უნდა იყოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი იმავდროული თერაპიის დაწყების შემდეგ და შემდგომში პერიოდულად.
დამატებითი ინფორმაცია ირბესარტანის ურთიერთქმედებების შესახებ:
კლინიკური კვლევებისას ირბესარტანის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენა არ მოიუხდენია ჰიდროქლორთიაზიდს. ირბესარტანი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C9-ით და უფრო ნაკლებად გლუკორონიდაციით. არავითარი მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა ირბესარტანის ვარფარინთან ერთად მიღებისას, რომელიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით. CYP2C9 ინდუქტორების, როგორიცაა რიფამპიცინი, ეფექტები ირბესარტანის ფარმაკოკინეტიკაზე არ შეფასებულა. დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ირბესარტანის იმავდროული მიღებით.
დამატებითი ინფორმაცია ჰიდროქლორთიაზიდის ურთიერთქმედებების შესახებ:
იმავდროულად მიღებისას, შეიძლება აღინიშნოს შემდეგი პრეპარატების ურთიერთქმედება თიაზიდურ დიურეტიკებტან:
ალკოჰოლი:
შეიძლება გაძლიერდეს ორთოსტატიკუი ჰიპოტენზია.
ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუელებები (პერორალური საშუალებები და ინსულინები):
შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია (იხ. “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები”).
ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლის გუმფისს.
ჰიდროქლორთიაზიდის აბსორბციას აფერხებს ანიონური ცვლის გუმფისის არსებობა. კო-ირდას მიღება უნდა მოხდეს ამ პრეპარატის მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე ან მიღებიდან ოთხი საათის შემდეგ.
კორტიკოსტეროიდები, ACTH:
შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტების დაქვეითება, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია.
დიგიტალისის გლიკოზიდები:
თიაზიდით ინდუცირებული ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიზემია ხელს უწყობს დიგიტალისით ინდუცირებულ გულის არითმიებს (იხ. “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები”).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება შეამციროს თიაზიდური დიურეტიკების დიურეტიკული, ნატრიურეტიკული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტები;
პრესორული ამინები (მაგ. ნორადრენალინი):
შეიძლება დაქვეითდეს პრესორული ამინების ეფექტი, თუმცა არა იმდენად, რომ გამოირიცხოს მათი გამოყენება.
ჩონჩხ-კუნთოვანი არამადეპოლარიზებელი რელაქსანტები (მაგ. ტუბოკურარინი):
ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გააძლიეროს ჩონჩხ-კუნთოვანი არამადეპოლარიზებელი რელაქსანტების მოქმედება.
პოდაგრას საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები:
შეიძლება საჭირო გახდეს ამ პრეპარატების დოზის კორექცია, ვინაიდან ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჯავას დონე. შეიძლება აუცილებელი გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. თიაზიდური დიურეტიკების იმავდროულად მიღებამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიხშირე.
კალციუმის მარილები:
თიაზიდურმა დიურეტიკებმა შეიძლება გაზარდონ შრატში კალციუმის დონეები დაქვეითებული ექსკრეციის გამო. თუ უნდა დაინიშნოს კალციუმის შემცვლელები ან კალციუმის დამთრგუნველი პრეპარატები (მაგ. D ვიტამინი), უნდა მოხდეს შრატში კალციუმის დონეების მონიტორინგი და კალციუმის დოზირების შესაბამისად კორექცია.
კარბამაზეპინი:
კარბამაზეპინისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული გამოყენება ასოცირებულია სიმპტომატური ჰიპონატრიემიის რისკთან. ერთობლივი გამოყენებისას აუცილებელია ელექტროლიტების მონიტორინგი. თუ შესაძლებელია, გამოყენებული უნდა იყოს დიურეტიკების სხვა კლასი.
სხვა ურთიერთქმედებები:
თიაზიდებმა შეიძლება გააუმჯობესონ ბეტა-ბლოკატორებისა და დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიური ეფექტი. ანტიქოლინერგიულმა საშუალებებმა (მაგ. ატროპინე, ბეპერიდენი) შეიძლება გაზარდონ თიაზიდის ტიპის დიურეტიკების ბიოშეღწევადობა კუჭ-ნაწლავური მოძრაობისა და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირებით. თიაზიდებმა შეიძლება გაზარდონ ამანტადინით გამოწვეული არასასურველი ეფექტების რისკი. თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ ციტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებების თირკმლისმიერი ექსკრეცია (მაგ. ციკლოფოსფამიდის, მეთოტრექსატის) და გააძლიერონ მათი მიელოსუპრესიული ეფექტები.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
კო-ირდა შეიძლება მიღებული იყოს დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
შეიძლება რეკომენდებული იყოს დოზის ტიტრირება ინდივიდუალური კომპონენტებით (მაგ. ირბერსატანი და ჰიდროქლორთიაზიდი).
როდესაც შეიძლება გათვალისწინებული იყოს კლინიკურად შესაფერისი პირდაპირი გადასვლა მონოთერაპიიდან ფიქსირებულ კომბინაციებზე:
კო-ირდა 150 მგ/12.5 მგ შეიძლება მიღებული იყოს იმ პაციენტებში, რომლებშიც არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება ცალკე ჰიდროქლორთიაზიდით ან ირბესარტანით 150 მგ.
300 მგ ირბესარტანი/25 მგ ჰიდროქლორთიაზიდზე მაღალი დოზების მიღება დღეში ერთხელ რეკომენდებული არ არის.
აუცილებლობისას, კო-ირდა შეიძლება მიღებული იყოს სხვა ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებასთან ერთად (იხ. “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
განსაკუთრებული ჯგუფები:
თირკმლის უკმარისობა: ჰიდროქლორთიაზიდის შემცველობის გამო, კო-ირდა რეკომენდებული არ არის თირკმლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ). ამ პოპულაციებში უმჯობესია მარყუჟისებრი დიურეტიკების გამოყენება, ვიდრე თიაზიდების. დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც კრეატინინის კლირენსი არის >30მლ/წთ (იხ. “უკუჩვენებები” და “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები”).
ღვიძლის უკმარისობა: კო-ირდა ნაჩვენები არ არის ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. თიაზიდები სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. კო-ირდას დოზის კორექცია აუცილებელი არ არის საშუალო ან ზომიერი სიმძიმის ღვიძლის უკმარისობისას (იხ. “უკუჩვენებები”).
ხანდაზმულები: ხანდაზმულ პაციენტებში აუცილებელი არ არის კო-ირდას დოზის კორექცია.
პედიატრიული პაციენტები: კო-ირდა რეკომენდებული არ არის ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად, ვინაიდან მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. შესაბამისი მონაცემები არ არსებობს.
მიღების წესი:
მიიღება პერორალურად.
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ირბესარტანის/ჰიდროქლორთიაზიდით ზედოზირების მკურნალობის შესახებ. აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება. მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური და დამხმარე. მართვა დამოკიდებულია დროზე, მონელებისა და სიმპტომების სიმწვავის გათვალისწინებით. შემოთავაზებული ღონისძიებები მოიცავს ემეზისის ინდუქციას და/ან კუჭის გამორეცხვას. აქტივირებული ნახშირი შეიძლება სასარგებლო იყოს ზედოზირების მკურნალობისას. შრატისმიერი ელექტროლიტებისა და კრეატინინის მაჩვენებლები ხშირად უნდა შემოწმდეს. ჰიპოტენზიის განვითარებისას პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და სასწრაფოდ მიეცეს მარილისა და მოცულობის ჩამანაცვლებელი საშუალებები.
ირბესარტანის ზედოზირების ყველაზე აშკარა გამოვლინებაა ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; შეიძლება ასევე განვითარდეს ბრადიკარდია.
ჰიდროქლორთიაზიდით ზედოზირება ასოცირებულია ელექტროლიტების შემცირებასთან (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორიემია, ჰიპონატრიემია) და დეჰიდრატაიასთან, რასაც იწვევს ჭარბი დიურეზი. ზედოზირების ყველაზე ხშირი ნიშნები და სიმპტომებია გულისრევა და ძილიანობა. ჰიოკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სპაზმი და/ან გულის არითმიები ასოცირებული დიგიტალისის გლიკოზიდებთან ან ზოგიერთი ანტო-არითმიული საშუალებების გამოყენებასთან.
ირბესარტანი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით. ჰემოდიალიზით ჰიდროქლორთიაზიდის გამოდევნის ხარისხის დადგენილი არ არის.
შენახვის პირობები:
ინახება 25°C-მდე, საკუთარ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
კო-ირდა 150მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვებში 28 შემოგარსული ტაბლეტით.
სხვა ფარმაცევტული დოზირების ფორმები:
კო-ირდა 300მგ/12.5მგ შემოგარსული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვებში 28 შემოგარსული ტაბლეტით.
შენახვის ვადა:
3 წელი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით