შემადგენლობა
ტაბლეტები 1 ტაბ.
ლოზარტან კალიუმი 50 მგ
ჰიდროქლორთიაზიდი 12.5 მგ
არააქტიური ინგრედიენტები: ტიტანის დიოქსიდი, D & C yellow №10 lake.
ეკლიფსი – სანოველი პლუსი თავის შემადგენლობაში შეიცავს ლოზარტან კალიუმის მარილს – ანგიოტენზინ II ტიპის რეცეპტორების ხანგრძლივი მოქმედების ანტაგონისტს (AT1 ქვეტიპი) და ეფექტურ დიურეზულ საშუალებას – ჰიდროქლორთიაზიდს. ეკლიფსი – სანოველი პლუსს გააჩნია ანტიჰიპერტენზული მოქმედება.
ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდი
ამ პრეპარატების კომბინაცია უფრო ეფექტურად აქვეითებს არტერიულ წნევას, ვიდრე თითოეული მათგანი ცალკე აღებული. ეს ეფექტი ამ პრეპარატების კომბინირებული მოქმედების შედეგია. გარდა ამისა, ჰიდროქლორთიაზიდი, როგორც ძლიერი დიურეზული საშუალება ზრდის სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობას, ალდოსტერონის სეკრეციას, ანგიოტენზინ II დონეს, ამცირებს შრატში კალიუმის რაოდენობას. ხოლო ლოზარტანი აბლოკირებს რა ანგიოტენზინ II-ს ყველა ფიზიოლოგიურ ფუნქციას და ალდოსტერონის სეკრეციას იცავს ორგანიზმს კალიუმის დაკარგვისაგან.
ლოზარტან კალიუმი ხელს უწყობს შარდოვანას გამოყოფას შარდთან ერთად და შესაბამისად გააჩნია მსუბუქი და გარდამავალი ურიკოზურიული მოქმედება. ჰიდროქლორთიაზიდი ზრდის შარდოვანას კონცენტრაციას.
ლოზარტან კალიუმი და ჰიდროქლორთიაზიდი ერთად ამცირებენ ჰიპერურიკემიას, რომელიც ჰიდროქლორთიაზიდის დიურეზული მოქმედებითაა გამოწვეული.
ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდი კომპლექსის ანტიჰიპერტენზული მოქმედება გრძელდება 24 საათის განმავლობაში. ხანგრძლივი მკურნალობისას (არაუმცირეს ერთი წლისა) ანტიჰიპერტენზული მოქმედება შენარჩუნებულია. მიუხედავად არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებისა, გულის რითმის ცვლილებები არ აღინიშნება. კლინიკური კვლევების თანახმად 50მგ ლოზარტან კალიუმი/12,5მგ ჰიდროქლორთიაზიდის მიღება 12 კვირის მანძილზე ამცირებს დიასტოლური წნევის მაჩვენებელს 13,2მმ-მდე.
ლოზარტან კალიუმი ანგიოტენზინ II ტიპის (AT1 ქვეტიპი) რეცეპტორების სპეციფიკური, ეფექტური პერორალური ანტაგონისტია. ანგიოტენზინ II როგორც ვაზოკონსტრიქციის, ალდოსტერონის გამოთავისუფლებისა და სიმპათიკური სტიმულაციის ხელშემწყობს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არტერიული ჰიპერტენზიის პათფიზიოლოგიაში. ჩატარებული ფარმაკოლოგიური კვლევებით გამოვლინდა მისი უნარი შერჩევითად დაუკავშირდეს AT1 რეცეპტორებს. ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი შერჩევითად აინჰიბირებენ ანგიოტენზინ II-ის კავშირს AT1 რეცეპტორებთან სისხლძარღვთა გლუვ კუნთებსა და სხვა ქსოვილებში, რის შედეგადაც ითრგუნება ანგიოტენზინ II-ს მოქმედება (ვაზოკონსტრიქცია, ალდოსტერონის სეკრეცია). ჩატარებულმა in vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი – კარბოქსილის მჟავა, მიღების მეთოდის მიუხედავად, აინჰიბირებს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურ ეფექტს. ლოზარტანი სელექტიურად უკავშირდება AT1 რეცეპტორებს და არ უერთდება სხვა ჰორმონულ რეცეპტორებსა და იონურ არხებს. გარდა ამისა ლოზარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინაზა II), რომელიც ამცირებს ბრადიკინინის რაოდენობას. ამგვარად, ლოზარტანის მიღებისას არ აღინიშნება ისეთი მოვლენების განვითარება, რომლებიც არ არის პირდაპირ დაკავშირებული AT1 რეცეპტორების ბლოკირებასთან (ბრადიკინინ დამოკიდებული ფუნქციები, შეშუპება, (ლოზარტანი 1,7%, პლაცებო 1,9%)). არადიაბეტური ხასიათის პროტეინურიით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ლოზარტან კალიუმს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რადგანაც იგი პროტეინურიის შემცირების ხარჯზე ამცირებს იმუნოგლობულინ G და ალბუმინის ფრაქციების გამოყოფას. ლოზარტანის გამოყენებისას შენარჩუნებულია გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე და მცირდება ფილტრაციის ფრაქცია. მას არ გააჩნია ხანგრძლივი მოქმედება უპირობო რეფლექსებსა და პლაზმურ ნორადრენალინზე.
ჰიდროქლორთიაზიდი დიურეზული, ჰიპოტენზიური საშუალებაა. ანტიჰიპერტენზული მოქმედების მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის. უმრავლეს შემთხვევაში თიაზიდები ნორმალურ არტერიულ წნევაზე გავლენას არ ახდენენ.
ჰიდროქლორთიაზიდი მოქმედებს ელექტროლიტების რეაბსორბციის მექანიზმზე ნეფრონის დისტალურ მილაკებში; აძლიერებს ნატრიუმისა და ქლორის იონების გამოყოფას (თითქმის თანაბარი რაოდენიბით). ნატრიურიის შემთხვევაში შესაძლებელია კალიუმისა და ბიკარბონატების ერთდროული გამოყოფა.
ლოზარტან კალიუმი:
შეწოვა და მეტაბოლიზმი: პერორალურად მიღების შემდეგ ლოზარტანი სწრაფად შეიწოვება, განიცდის “პირველადი გავლის” ეფექტს, გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტ – კარბოქსილის მჟავად და არააქტიურ მეტაბოლიტებად. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების Cmax მიიღწევა შესაბამისად 1 და 3-4სთ-ში. საკვებთან ერთად მიღებისას არ აღინიშნება ამ მაჩვენებლების კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები.
განაწილება: ლოზარტანის სისტემური ბიოშეღწევადობა – 33%. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის შეკავშირება სისხლის ცილებთან, ალბუმინის ჩათვლით ≥ 99%. განაწილების მოცულობა – 34ლ. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი შეადგენს შესაბამისად 74 და 26მლ/წთ.
გამოყოფა: შარდთან ერთად უცვლელი სახით გამოიყოფა 4%, აქტიური მეტაბოლიტის სახით – 6% გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად. C14 მონიშნული ლოზარტანის მიღებისას რადიოაქტიური ნიშნის 35% აღმოჩენილი იყო შარდში, ხოლო 58% – განავალში.
ჰიდროქლორთიაზიდი:
შეწოვა: ჰიდროქლორთიაზიდის პერორალურად მიღებისას დიურეზი იწყება 2 საათის განმავლობაში, აღწევს პიკს 4სთ-ის განმავლობაში და გრძელდება 6-12 საათი.
განაწილება: ჰიდროქლორთიაზიდი გადის პლაცენტარულ ბარიერს, არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ხვდება დედის რძეში.
მეტაბოლიზმი: ჰიდროქლორთიაზიდი არ მეტაბოლიზირდება.
გამოყოფა: გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. სისხლის პლაზმაში ჰიდროქლორთიაზიდის კონცენტრაციის დაკვირვებისას 24სთ-ის განმავლობაში აღინიშნებოდა ნახევრადგამოყოფის პერიოდის ცვალებადობა ინტერვალით 5,6-14,8სთ. ერთჯერადი პერორალური დოზის 61% ორგანიზმიდან გამოიყოფა შეუცვლელი სახით 24სთ-ის მანძილზე.
კომპლექსი ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისთვის კომბინირებული თერაპიის სახით.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით.
ცნობები პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ბავშვებში არ არსებობს.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
კლინიკური კვლევების მონაცემებით ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება ხანდაზმულ პაციენტებსა და ახალგაზრდებში არ განსხვავდება.
ხანგრძლივი მკურნალობისას საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს.
მაქსიმალური ანტიჰიპერტენზული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 3 კვირაში.
ავადმყოფებისათვის მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითებით (მაგ., რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს დიდი დოზით) ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის მიღება რეკომენდებული არ არის. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი ≤30მლ/წთ-ში) პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმულ პაციენტებში საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ლოზარტან კალიუმის მიღება შესაძლებელია როგორც ჭამამდე, ასევე ჭამის დროს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მათ შორის ინსულტის) განვითარების და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინიშნება 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი ან იზრდება ლოზარტან კალიუმის დოზა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ, შესაბამისად იზრდება ჰიდროქლორთიაზიდის დოზა 25 მგ-მდე.
ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის კლინიკური კლევებისას არ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ამ კომპლექსისთვის გათვალისწინებული არ იყო. როგორც ლოზარტან კალიუმის ასევე ჰიდროქლორთიაზიდის გვერდითი მოვლენები პლაცებოს მსგავსია.
ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსი ძირითადად ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს, მათ გამო არ არის საჭირო მკურნალობის შეწყვეტა. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის მიღების შემდეგ უფრო ხშირია პლაცებოსთან შედარებით და შეადგენს შემთხვევათა 1%-ს და მეტს: ტკივილი მუცლის არეში, შეშუპება, ზურგის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხველა, სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, გამონაყარი.
პოსტმარკეტინგული მონაცემები:
მომატებული მგრძნობელობა: ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის სახის, ტუჩების, ხორხის ან ენის ძალიან იშვიათად აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ლოზარტან კალიუმით; აღნიშნულ პაციენტებში ანგიონევროზული შეშუპების განვითარებას ადგილი ჰქონდა აგრეთვე სხვა პრეპარატების, მათ შორის აგფ-ინჰიბიტორების მიღების დროს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ჰეპატიტი (ძალიან იშვიათად).
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა.
აღინიშნებოდა ჰიპერკალიემია და ჰიპონატრიემია.
ლაბორატორიული კვლევების მონაცემები:
საკონტროლო კლინიკური კვლევების დროს კლინიკური ხასიათის ცვლილებები აღინიშნებოდა ძალზედ იშვიათად.
კრეატინინი და შარდოვანას აზოტი: აღენიშნებოდა ამ მაჩვენებლების უმნიშვნელო ზრდა არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტთა 0,6% და 0,8%-ს შესაბამისად.
ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი: ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსის მიღებისას აღინიშნებოდა ამ მაჩვენებლების კლინიკური თვალსაზრისით უმნიშვნელო შემცირება.
ღვიძლის ფუნქციის ანალიზი: იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს ღვიძლის ფერმენტებისა და/ან პლაზმური ბილირუბინის კონცენტრაციის მომატებას.
პლაზმის ელექტროლიტები: ელექტროლიტების დისბალანსის შესაძლო განვითარების გამო აუცილებელია ელექტროლიტების მაჩვენებლების პერიოდული კონტროლი (ჰიპონატრიემია, ჰიპოგლიკემიური ალკალოზი, ჰიპოკალიემია).
ძლიერი ღებინების ან საინფუზიო ხსნარის ინტრავენური შეყვანისას საჭიროა სისხლის პლაზმის ანალიზი და შარდში ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდის კომპლექსი უკუნაჩვენებია მომატებული მგრძნობელობისას პრეპარატის კომპონენტებისადმი, სულფონამიდების ჯგუფის სხვა წარმოებულებისადმი, აგრეთვე ანურიის არსებობისას, აგრეთვე ორსულობისას.
ორსულობის კატეგორია: C (I ტრიმესტრი) და D (II და III ტრიმესტრი).
უშუალოდ რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებამ ორსულობის II და III ტრიმესტრში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებების განვითარება, ნაყოფის სიკვდილიანობის ჩათვლით. ამიტომ ორსულობის დადგენის შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
მონაცემები ლოზარტან კალიუმის გამოყენების შესახებ ორსულებში არ არსებობს. ადამიანებში ნაყოფის თირკმელების პერფუზია, რომელიც დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, იწყება ორსულობის II ტრიმესტრიდან. ამიტომ ორსულობის II და III ტრიმესტრში ლოზარტან კალიუმის გამოყენება სარისკოა ნაყოფისათვის. ამ მიზეზით ორსულობის პერიოდში ლოზარტან კალიუმის მიღება არარეკომენდებულია.
თიაზიდები გაივლიან პლაცენტარულ ბარიერს და ხვდებიან ჭიპლარის სისხმიმოქცევაში. ამასთან დაკავშირებით იზრდება ნაყოფისა და ახალშობილის სიყვითლის, თრომბოციტოპენიის ან სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა.
ბოლომდე არ არის დადგენილი ხვდება თუ არა პრეპარატი დედის რძეში. დედისთვის ლოზარტან კალიუმის მიღების მნიშვნელობისა და ახალშობილის მხრიდან უარყოფითი გვერდითი მოვლენების შესაძლო განვითარების შეფასების შედეგად უნდა შეწყდეს ან პრეპარატის მიღება ან ძუძუთი კვება.
რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებამ ორსულებში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებების (ფეტალური და ნეონატალური) განვითარება, ნაყოფის სიკვდილიანობის ჩათვლით. ამიტომ ორსულობის დადგენის შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების მიღებამ ორსულობის II და III ტრიმესტრში შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება, ნაყოფის თავის ქალის არასწორი ფორმირება, ანურია, თირკმლის შექცევადი ან შეუქცევადი უკმარისობა, ნაყოფის სიკვდილი. ნაყოფის თირკმლის ფუნქციის შესაძლო დარღვევის შედეგად ვითარდება ოლიგოგიდრამნიონი. ამ შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შეწყვეტა. თიაზიდები გაივლიან პლაცენტარულ ბარიერს და ხვდებიან ჭიპლარის სისხმიმოქცევაში. ამასთან დაკავშირებით იზრდება ნაყოფისა და ახალშობილის სიყვითლის, თრომბოციტოპენიის ან სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა.
არტერიული ჰიპოტონია: პაციენტებში დეჰიდრატაციით (მაგ. რომლებიც იღებდნენ დიურეზული საშუალებების მაღალ დოზებს), ლოზარტან კალიუმის მიღებისას შესაძლოა არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება. საჭიროა მკურნალობის დაწყებამდე ამ მდგომარეობის კორექცია ან მკურნალობის დაწყება პრეპარატის დაბალი დოზებით.
ღვიძლის ფუნქციების დარღვევა:
ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს, როდესაც საჭიროა ლოზარტან კალიუმით ტიტრირება, ამ კომბინირებული პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ჰიდროქლორთიაზიდი: სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი კომის განვითარება, ამიტომ ღვიძლის ფუნქციების დარღვევისას და ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებების დროს თიაზიდების დანიშვნა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
მომატებული მგრძნობელობა: ანამნეზში ალერგიისა ან ბრონქული ასთმის არსებობის მიუხედავად ჰიდროქლორთიაზიდის მიღებისას ვითარდება მის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სისტემური წითელი მგლურა: ცნობილია თიაზიდური დიურეზული საშუალებების თვისება დააჩქარონ ან გაააქტიურონ სისტემური წითელი მგლურას განვითარება.
ლითიუმის იონებთან ურთიერთქმედება: ლითიუმის იონებისა და თიაზიდური დიურეზული საშუალებების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.
ზოგადად:
მომატებული მგრძნობელობა: ანგიონევროზული შეშუპება.
ლოზარტან კალიუმი – ჰიდროქლორთიაზიდი: კლინიკური კვლევები ლოზარტან კალიუმისა და ჰიდროქლორთიაზიდის სხვადასხვა შეფარდების გამოყენებით გვიჩვენებს, რომ პროცენტული შეფარდება ავადმყოფებისა არტერიული ჰიპერტენზიითა და განვითარებული ჰიპოკალიემიით (კალიუმის შემცველობა სისხლის პლაზმაში < 3,5 მეკვ/ლ) პლაცებოსთან შედარებით (3,5%) შეადგენს 6,7%-ს, განვითარებული ჰიპერკალიემიით (კალიუმის შემცველობა სისხლის პლაზმაში > 5,7 მეკვ/ლ) შეადგენს 0,4%-ს. კალიუმის კონცენტრაციის ცვალებადობის მიზეზით მკურნალობის შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია. სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის შემცირების საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 0,123 მეკვ/ლ.
ჰიდროქლორთიაზიდი: შესაძლო ელექტროლიტური დისბალანსის განვითარების აღსაკვეთად საჭიროა სისხლის პლაზმაში მათი რაოდენობის კონტროლი. აუცილებელია იმ პაციენტების დაკვირვება, რომლებიც მკურნალობენ თიაზიდური დიურეზული საშუალებებით სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსის გამოვლენის მიზნით (ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი და ჰიპოკალიემია).
ძლიერი ღებინების ან საინფუზიო ხსნარის ინტრავენური შეყვანისას საჭიროა სისხლის პლაზმის ანალიზი და შარდში ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა.
მწვავე ციროზის დროს ან ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, განსაკუთრებით აქტიური დიურეზის შემთხვევაში აღინიშნება ჰიპოკალიემია. პერორალურად მიღებული ელექტროლიტების არასაკმარისმა რაოდენობამ აგრეთვე შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოკალიემიის განვითარება, რაც თავის მხრივ შესაძლოა გახდეს არითმიის მიზეზი.
ქლორის იონების უკმარისობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მკურნალობას. მიუხედავად ამისა მეტაბოლური ალკალოზის მკურნალობისას საჭირო ხდება ქლორის იონების დამატებით შეყვანა.
ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ჰიპერურიკემიას ან ტკივილს მუცლის არეში. ლოზარტანი აქვეითებს შარდმჟავას რაოდენობას, რის გამოც მისი კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან ამცირებს დიურეზული საშუალებებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში საჭიროა ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. თიაზიდური დიურეზული საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემიის განვითარება, შედეგად შესაძლოა განვითარდეს ფარული შაქრიანი დიაბეტი (diabetes mellitus).
თიაზიდების მიღებისას შესაძლოა კალციუმის ექსკრეციის დაქვეითება და კალციუმის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში. მკვეთრად გამოხატული ჰიპერკალციემია შესაძლებელია იყოს ფარული ჰიპერპარათირეოიდიზმის გამოვლინება. საჭიროა თიაზიდური დიურეზული საშუალებების მიღების შეწყვეტა პარათირეოიდული ფუნქციების ტესტირებამდე.
თირკმლის ფუნქციების დარღვევა: ავადმყოფებში, რომელთა თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მოქმედებაზე (მაგ. მწვავე კორონარული გულის უკმარისობა) ლოზარტანის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოლიგურიის და/ან პროგრესირებადი აზოტემიის, უფრო იშვიათად კი თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან სიკვდილი. აგფ – ინჰიბიტორებს შესწევთ უნარი გაზარდონ კრეატინინის დონე შრატში თირკმლების ბილატერალური სტენოზის ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
ჰიდროქლორთიაზიდი: საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე თიაზიდური დიურეზული პრეპარატების დანიშვნისას თირკმლების მწვავე დაავადებების დროს, ამ დროს იზრდება აზოტემიის განვითარების რისკი. ასეთ ავდმყოფებში ვლინდება ჰიდროქლორთიაზიდის კუმულაციური ეფექტი.
შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობა, Lapp ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა, ასეთი პრეპარატის მიღება არარეკომენდებულია.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ლოზარტან კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდის გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გარკვეული არ არის.
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია. მკურნალობა სიმპტომატური და შემანარჩუნებელია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. ჭარბი დოზირების გამოვლენისთანავე საჭიროა ღებინების გამოწვევა და დეჰიდრატაციის, ელექტროლიტების დისბალანსის, არტერიული ჰიპოტენზიის და ღვიძლისმიერი კომის შესაბამისი მეთოდებით კორექცია.
ლოზარტან კალიუმი: მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია. ამ დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია. პარასიმპათიკური (ვაგუსის) სტიმულაციის გამო შესაძლოა ბრადიკარდიის განვითარება. სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას საჭიროა შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყება.
ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.
ჰიდროქლორთიაზიდი: შედარებით ხშირად აღინიშნება ელექტროლიტების ბალანსის დარღვევის სიმპტომები (ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია), აგრეთვე დეჰიდრატაცია, რომელიც გაძლიერებული დიურეზის შედეგია. საგულე გლიკოზიდების გამოყენებისას შესაძლოა არითმიის განვითარება ჰიპოკალიემიის გამო.
არ არის დადგენილი ჰიდროქლორთიაზიდის რა რაოდენობის გამოდევნა შეიძლება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით.
ლოზარტან კალიუმი: ჩატარებულ ფარმაკოკინეტიკურ კლინიკურ კვლევებში გამოყენებული იყო ჰიდროქლორთიაზიდი, დიგოქსინი, ვარფარინი და ფენობარბიტალი, მათი ურთიერთქმედება ლოზარტან კალიუმთან არ აღინიშნებოდა. კლინიკური კვლევები ციტოქრომ P450 და 2C9 ინჰიბიტორებთან არ ჩატარებულა. In vitro კვლევები გვიჩვენებს, რომ P450 3A4-ს ინჰიბიტორები (კეტოკონაზოლი, ტროლეანდომიცინი, ჰესტოდენი) ან P450 2C9 (სულფოფენაზოლი) მნიშვნელოვნად, ხოლო სულფოფენაზოლ – კეტოკონაზოლის კომპლექსი კი სრულად აინჰიბირებს აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნას. ადამიანებში კეტოკონაზოლი, რომელიც P450 3A4-ს ინჰიბიტორია, ლოზარტანის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნის პროცესზე არ მოქმედებს. ფარმაკოდინამიკური კვლევები ლოზარტანისა და P450 2C9-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენების შესახებ არ არსებობს.
ანგიოტენზინ II ბლოკატორების მსგავსად, ლოზარტანის ერთდროულმა მიღებამ კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან (მაგ. სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატებთან ერთად შესაძლოა ხელი შეუწყოს კალიუმის კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში.
ჰიდროქლორთიაზიდი: ქვემოთჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებები ურთიერთქმედებენ თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან:
ალკოჰოლი, ბარბიტურატები და ნარკოტიკული პრეპარატები – შესაძლოა ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარება;
ჰიპოგლიკემიური პრეპარატები (ინსულინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) – ამ პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას საჭიროა მათი დოზის კორექცია;
სხვა ანტიჰიპერტენზულ პრეპარატებთან შესაძლებელია ადიტიური ეფექტის განვითარება;
ქოლესტირამინთან და ქოლესტიპოლთან - შესაძლებელია ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვის დარღვევა. ქოლესტირამინის და ქოლესტიპოლის ერთჯერადი მიღებით შესაძლებელია შესაბამისად 85% და 43%-ით შემცირდეს ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
კორტიკოსტეროიდების, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ერთდროული მიღებით შესაძლებელია ელექტროლიტების ძლიერი დაკარგვა, ჰიპოკალიემიის გაძლიერება;
პრესორულ ამინებთან კომბინირებისას (მაგ. ეპინეფრინთან) – მოსალოდნელია პრესორული ამინების ეფექტის უმნიშვნელო შემცირება;
არადეპოლარიზებულ მიორელაქსანტებთან (მაგ. ტუბოკურარინთან) კომბინირებისას – შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მათი მოქმედების გაძლიერებას;
ლითიუმი – ლითიუმის დიურეზულ საშუალებებთან ერთად დანიშვნა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან დიურეზული საშუალებები ამცირებენ ლითიუმის რენულ კლირენსს და ზრდიან ლითიუმის მიერ გამოწვეული ინტოქსიკაციის რისკს;
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთად მიღებისას – ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია დიურეზული, ნატრიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედების შემცირება. ამიტომ საჭიროა იმ პაციენტების კონტროლი, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამ პრეპარატებს.
პრეპარატი ინახება 30°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
შენახვის ვადა _ 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).