Plasmon
ენკორტონი / Encorton

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): prednisone
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები
  • მწარმოებელი კომპანია: ADAMED
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №20
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 10მგ პრედნიზონს.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი.

 


ფარმაკოლოგიური
თვისებები

პრედნიზონი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, კორტიზოლის ანალოგი.  არააქტიური ნაერთი და კლინიკურად მნიშვნელოვანია პრედნიზონის ღვიძლისმიერი მეტაბოლიტი, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო გლუკოკორტიკოიდი - პრედნიზოლონი. ითვლება, რომ 5 მგ პრედნიზონს გააჩნია 4 მგ მეთილპრედნიზოლონის ან ტრიამცინოლონის, 0.75 მგ დექსამეტაზონის, 0.6 მგ ბეტამეტაზონის და 20 მგ ჰიდროკორტიზონის ეკვივალენტური ანთების საწინააღმდეგო ეფექტები.

 

მისი მინერალოკორტიკოიდული აქტივობა ჰიდროკორტიზონის აქტივობის დაახლოებით 60%-ს შეადგენს. პრედნიზოლონი თრგუნავს ანთების სიმპტომების განვითარებას, ანთების მიზეზზე ზემოქმედების გარეშე. იგი აინჰიბირებს უჯრედების დაგროვებას ანთებითი კერის მიდამოში. იგი ამცირებს კაპილარების გაფართოების შესაძლებლობას და გამტარობას, რაც იწვევს შეშუპების წარმოქმნის დათრგუნვას.

 


ჩვენებები
:

 ენდოკრინული სისტემის დარღვევები:
- თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი (ადისონის დაავადება) და მეორადი უკმარისობა (არჩევის პრეპარატები არის ჰიდროკორტიზონი და კორტიზონი; მინერალოკორტიკოიდებთან შეიძლება სინთეზური წარმოებულების გამოყენება);
- თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;
- კიბოსთან დაკავშირებული ჰიპერკალციემია;
- თირეოიდიტი (არაჩირქოვანი).

 

 

მკურნალობის სხვა მეთოდების მიმართ მდგრადი მძიმე ალერგიული დაავადებები:

კონტაქტური დერმატიტი;
 
ატოპიური დერმატიტი;
 
შრატისმიერი დაავადება;
 
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სამკურნალო საშუალებების მიმართ;
 
მრავალწლიანი ან სეზონური ალერგიული რინიტი.

 

 

კოლაგენოზები (გლუკოკორტიკოიდები ნაჩვენებია გამწვავების პერიოდებში ან ზოგიერთ შემთხვევაში შემანარჩუნებელი თერაპიის სახით):

-      მწვავე რევმოკარდიტი;
-      დერმატომიოზიტი (ბავშვებში არჩევის პრეპარატი შეიძლება იყოს გლუკოკორტიკოიდები);
-      სისტემური წითელი მგლურა.

 

 

კანის და ლორწოვანი გარსის დაავადებები:

-      ექსფოლიაციური დერმატიტი;
-      ჰერპეტული ბულოზური დერმატიტი;
-      მწვავე სებორეული დერმატიტი;
-      მულტიფორმული მძიმე ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
-      სოკოვანი გრანულომა;
-      პემფიგუსი;
-      მძიმე ფსორიაზი.

კუჭ-ნაწლავის დაავადებები (გამწვავების პერიოდების დროს; ხანგრძლივი მკურნალობა არ არის ნაჩვენები):

-      წყლულოვანი კოლიტი;
-      კრონის დაავადება.

 


ჰემოპოეზური სისტემის დაავადებები:

-      შეძენილი ჰემოლიზური ანემია (აუტოიმუნური);
-      თანდაყოლილი აპლასტიური ანემია;
-      ანემია სისხლის წითელი უჯრედების სისტემის სელექციური ჰიპოპლაზიის გამო;
-      მეორადი თრომბოციტოპენია მოზრდილებში;
-      იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა (ვერლჰოფის დაავადება) მოზრდილებში.

 


სიმსივნეები (პალიატიური თერაპიის სახით, შესაბამის სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიასთან კომბინაციაში):

-      ლეიკემია და ლიმფომა მოზრდილებში;
-      მწვავე ლეიკემია ბავშვებში.

 

 

ნეფროზული სინდრომი.

გლუკოკორტიკოიდები ნაჩვენებია დიურეზის ინდუცირებისათვის ან რემისიის მისაღწევად პროტეინურიის შემთხვევაში აურემიული იდიოპათიური ნეფროზული სინდრომის დროს ან თირკმელების ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით წითელი მგლურას მქონე პაციენტებში. იდიოპათიური ნეფროზული სინდრომის დროს ხშირი რეციდივების თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს ხანგრძლივი მკურნალობა.

 

ნევროლოგიური დაავადებები:

გაფანტული სკლეროზი გამწვავების პერიოდებში.

 

 

თვალის დაავადებები (მძიმე მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები):

-      ირიტი;
-      ირიდოციკლიტი;
-      ქორიორეტინიტი;
-      დიფუზური უკანა უვეიტი;
-      ოპტიკური ნევრიტი;
-      სიმპათიკური ქოროიდიტი;
-      თვალის წინა სეგმენტის ანთება;
-      ალერგიული კონიუნქტივიტი;
-      კერატიტი (რომელიც არ არის დაკავშირებული მარტივი ჰერპესით ინფექციასთან ან სოკოვან ინფექციასთან);
-      რქოვანას ალერგიული მარგინალური წყლული.

 

სასუნთქი სისტემის დაავადებები:

-      ბერილიოზი;
-      ლოფლერის სინდრომი;
-      ასპირაციული პნევმონია;
-      სიმპტომური სარკოიდოზი;
-      ფილტვების ფულმინანტური ან დიფუზური ტუბერკულოზი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიასთან ერთად);
-      ბრონქული ასთმა.

 

რევმატიული დაავადებები (დამხმარე მკურნალობის სახით გამწვავების პერიოდებში):

-      მაანკილოზირებელი სპონდილიტი;
-      ფსორიაზული ართრიტი;
-      რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი (მკურნალობის სხვა მეთოდების მიმართ რეზისტენტულ შემთხვევებში).
 

სხვა არარევმატიული ძვალ-სახსროვანი ანთება:

-      მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი;
-      მწვავე პოდაგრული ართრიტი;
-      მწვავე, არასპეციფიკური ტენოსინოვიტი;
-      პოსტტრავმული ოსტეოართრიტი;
-      სინოვიტი ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში;
-      ეპიკონდილიტი.

 

სხვა:

-      ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ბლოკით (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიასთან კომბინაციაში);

-      ტრიქინელოზი მიოკარდიუმის ან ნერვული სისტემის დაზიანებით.

 

მიღების წესები და დოზები

 

დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ, დაავადების ტიპის და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით. სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ, რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება, მინიმალურ ეფექტურ დოზამდე. ასევე, ნებისმიერ დაგეგმილ მოხსნამდე, დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით. მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, მოხსნა შეიძლება დაიწყოს დოზის თვეში 1 მგ-ით შემცირებით და ხანმოკლე პერიოდით მკურნალობის შემთხვევაში – 2-დან 5 მგ-მდე ყოველ 2-7 დღეში. 7 დღეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში, დღეში 40 მგ-მდე დოზით მიღებული პრედნიზონის მიღების შეწყვეტა შესაძლებელია ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დათრგუნვის რისკის გარეშე.

ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის სუპრესიის რისკის შესამცირებლად, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ დილით, რადგან ენდოგენური კორტიკოსტეროიდების მაქსიმალური სეკრეცია აღინიშნება დილით. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს პრედნიზონის უფრო ხშირი მიღება.

 ჩვეულებრივი დოზა:

 მოზრდილები და მოზარდები: 5 მგ-დან 60 მგ-მდე დღეში, ერთჯერადი დოზის ან დაყოფილი დოზების სახით, დღეში 250 მგ-მდე.

 

ბავშვები: ჩვეულებრივი დოზები ბავშვებში: 2 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში, დაყოფილი დოზების სახით ყოველ 6 ან 8 საათში ან ერთჯერადი დოზის სახით.

-      გაფანტული სკლეროზი გამწვავების პერიოდების დროს

მოზრდილები: 200 მგ დღეში 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 80 მგ დღეგამოშვებით, 1 თვის განმავლობაში.

-      ნეფროზული სინდრომი:

 

18 თვემდე ასაკის ბავშვები: დოზა დადგენილი არ არის.

18 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვები: თავდაპირველად 7 მგ-დან 10 მგ-მდე დღეში ოთხჯერ.

4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: თავდაპირველად 15 მგ დღეში ოთხჯერ.

10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: თავდაპირველად 20 მგ დღეში ოთხჯერ.

-      გულის რევმატიული დაავადება, ლეიკემია, სიმსივნეები:

ბავშვები: პირველი 2 ან 3 კვირა: 0.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ან 15 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, დღეში ოთხჯერ; შემდეგ 0.375 მგ/კგ სხეულის მასაზე ან 11.25 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, დღეში ოთხჯერ 4–6 კვირის განმავლობაში.

-      ტუბერკულოზი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიასთან კომბინაციაში):

ბავშვები: 0.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ან 15 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, დღეში ოთხჯერ, ორი თვის განმავლობაში.

პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით

 

უკუჩვენება
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.  სისტემური სოკოვანი ინფექცია.

 

გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად, პრედნიზონის ხანმოკლე გამოყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში არის დაკავშირებული გვერდით ეფექტებთან. შემდეგი გვერდითი ეფექტების რისკი, პირველ რიგში მიეკუთვნება პაციენტებს, რომლებიც პრედნიზონს იყენებენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

 

გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:(ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

- სკლეროდერმული თირკმლის კრიზი სკლეროდერმიის მქონე პაციენტებში (აუტოიმუნური დარღვევა). სკლეროდერმული თირკმლის კრიზის სიმპტომებს მიეკუთვნება არტერიული წნევის მატება და შარდის პროდუქციის შემცირება.
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები; კუშინგის სინდრომი; ზრდის ინჰიბირება ბავშვებში; თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის მეორადი უკმარისობა, განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში, დიაბეტის გამოვლენა და მომატებული მოთხოვნილება ინსულინზე და პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებზე აშკარა დიაბეტის მქონე პაციენტებში; ჰირსუტიზმი (ქალებში თმის მამაკაცური ტიპის ზრდის განვითარება).
 აზოტის უარყოფითი ბალანსი, სისხლში და შარდში გლუკოზის მომატება, წონაში მომატება, მადის მომატება.
-  ფსიქიკური დარღვევები, ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში; შესაძლებელია განვითარდეს შიზოფრენიის, მანიისა და დელირიუმის სიმპტომები; ისინი ვითარდება პაციენტების 15-50%-ში; ისინი არის დოზადამოკიდებული; ისინი ყველაზე ხშირად ვითარდება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დღეში 40 მგ პრედნიზონის დოზით; სიმპტომების განვითარების მიმართ ყველაზე მგრძნობიარე არიან ქალები და წითელი მგლურას მქონე პაციენტები.
-  კრუნჩხვები; ქალასშიდა წნევის მომატება პაპილოედემით; თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.
- კატარაქტა; თვალშიდა წნევის მომატება; გლაუკომა (ჩვეულებრივ არა ნაკლებ 1 წელი მკურნალობის შემდეგ); პროპტოზი, ბუნდოვანი მხედველობა.
- თრომბოემბოლიური სინდრომები.
-  პეპტიკური წყლული და მისი შედეგები: პერფორაციები, სისხლდენა; მსხვილი და/ან წვრილი ნაწლავის პერფორაცია, განსაკუთრებით ნაწლავების ანთების მქონე პაციენტებში; პანკრეატიტი; მეტეორიზმი; წყლულოვანი ეზოფაგიტი, საჭმლის მონელების დარღვევები.
-  სტრიები, აკნე, ჭრილობის შეხორცების დარღვევა; პეტექიები და ექიმოზები
- ერითემა; მომატებული ოფლიანობა. კანის სხვა რეაქციები: ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიოშეშუპება.
- კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია, კუნთოვანი მასის დაკარგვა, ოსტეოპოროზი, ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები, გრძელი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები, ბარძაყის და მხრის თავის ასპტიკური ნეკროზი.

სხვა გვერდითი ეფექტები:

 

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გულისრევა, შეუძლოდ ყოფნა, ძილის დარღვევები, ნატრიუმის და სითხის შეკავება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი (სისხლის pH-ის მატება კალიუმის დეფიციტის შედეგად), ჰიპერტენზია.

 

ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან აპირებთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ადეკვატური მასშტაბის, კონტროლირებული კვლევები ადამიანებში არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, კორტიკოსტეროიდებმა გამოიწვია სასის ნაპრალის, აბორტების, პლაცენტარული უკმარისობის და ნაყოფის განვითარების ინჰიბირების მომატებული შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში კორტიკოსტეროიდების ტერატოგენულ ეფექტებებზე ეჭვი არ დამტკიცებულა, არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ პლაცენტარული უკმარისობის, დაბადების დროს მცირე მასის და ნაყოფის სიკვდილიანობის მომატებულ რისკზე ქალებში, რომლებიც ორსულობის დროს იღებდნენ გლუკოკორტიკოიდებს. ორსულ ქალებში სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ითვლება, რომ დედის მკურნალობა დღეში 5 მგ-მდე პრედნიზონით არ იწვევს რაიმე გვერდით ეფექტს ბავშვში. თუმცა, პრეპარატის უფრო მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ზრდის ინჰიბირება ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ენდოგენური ჰორმონების სეკრეციის სუპრესია. თუ ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში საჭიროა უფრო მაღალი დოზები, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

ბავშვები და მოზარდები
გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ენკორტონი შეიცავს ლაქტოზას
თუ დაგიდგინეს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.

 

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.  25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. სინათლის და ტენისგან  დაცულ ადგილზე .

პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა  №3 რეცეპტი.

 

 

 

 

 

 

სად შევიძინოთ?