Plasmon
ესციტალოპრამი ნორმონი / ESCITALOPRAM NORMON


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ესციტალოპრამი ნორმონი - წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, შექცევადი მოქმედების სეროტონინის სელექტიურ ინჰიბიტორს. სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბირება იწვევს სინაფსურ ნაპრალში ან ნეირომედიატორის კონცენტრაციის ზრდას, პოსტსინაფსური რეცეპტორულ უბნებზე ახდენს მოქმედების გაძლიერებასა და პროლონგირებას. ესციტალოპრამს არ აქვს ან ძალიან სუსტი უნარი გააჩნია დაუკავშირდეს რეცეპტორების რიგს, მათ შორის: 5-HTIa, 5-HT2 რეცეპტორებს დოფამინის D1 და D2 რეცეპტორებს, α1,α2,β-ადრენო რეცეპტორებს, ჰისტამინურ H1- მუსკარინულ ქოლინორეცეპტორებს, ბენზოდიაზეპინურ და ოპიატურ რეცეპტორებს.

 

ფარმაკოკინეტიკა:

მისი შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ესციტალოპრამის ბიო-შეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 80%. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო შეადგენს (Tmax) დაახლოებით 4 საათს მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ. განაწილების სავარაუდო მოცულობა (Vd, β/F) პერორალურად მიღების შემდეგ შეადგენს 12-დან 26 ლ/კგ-მდე, ესციტალოპრამისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტების დაკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან 80%-ზე ნაკლებია. ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებულ და დიდემეთილირებულ მეტაბოლიტებამდე. ისინი არიან ფარმაკოლოგიურად აქტიურები. ძირითადი სუბსტანცია და მისი მეტაბოლიტები ნაწილობრივად გამოიყოფა გლუკურონიდების სახით. 

მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ დემეთილ და დიდემეთილ-მეტაბოლიტების საშუალო კონცენტრაცია, როგორც წესი შეადგენს 28-31% და არანაკლებ 5%-ისა, ესციტალოპრამის კონცენტრაციიდან. ესციტალოპრამის ბიოტრანსფორმაცია დემითილირებულ მეტაბოლიტებად ძირითადად ხდება ციტოქრომის P4502C19 მეშვეობით. შესაძლებელია იზოფერმენტების P4503A4 და P4502D6-ით გარკვეული მონაწილეობა. პაციენტებში P4502C19-ს სუსტი აქტიურობით ესციტალოპრამის კონცენტრაცია შეიძლება 2-ჯერ მეტი იყოს, ვიდრე ამ იზოფერმენტის მაღალი აქტიურობისას. P4502D6 იზოფერმენტის სუსტი აქტიურობისას პრეპარატის კონცენტრაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება. 

ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 30 საათს. პერორალური გამოყენებისას კლირენსი (CLoral) შეადგენს დაახლოებით 0.6 ლ/წთ. ესციტალოპრამის ძირითად მეტაბოლიტებს ნახევრად გამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივი აქვთ. ესციტალოპრამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფა ღვიძლით (მეტაბოლური გზა) და თირკმელებით. უდიდესი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად. 

ესციტალოპრამის კინეტიკა ხაზოვანია. წონასწორული კონცენტრაცია -(Css) მიიღწევა დაახლოებით 1 კვირაში. საშუალო Css 50 ნმოლ/ლ მიიღწევა სადღეღამისო დოზით 10 მგ-ის მიღებისას. 

ხანდაზმულებში (65 წლის ზემოთ) ესციტალოპრამი შეყვანილი უნდა იქნას უფრო ნელა, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტების შემთხვევაში. სუბსტანციის რაოდენობა, რომელიც იმყოფება სისტემაში გამოთვლილია ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლის მეშვეობით “მრუდით AUC ფართობის ქვეშ”,  რომელიც ხანდაზმულებში 50%-ით მეტია, ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში.

 

ჩვენებები:
· ნებისმიერი სიმძიმის დეპრესიული ეპიზოდები;
· პანიკური დარღვევები, რომელთაც თან სდევს აგორაფობია ან მის გარეშე.

 

მიღების წესი და დოზირება:

ესციტალოპრამი ნორმონი - ინიშნება დღე-ღამეში ერთხელ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. 

დეპრესიული ეპიზოდები:

დღეში, როგორც წესი, ინიშნება 10 მგ. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე დოზა შეიძლება მაქსიმალურამდე იქნას გაზრდილი - 20 მგ/დღე-ღამეში. 

ანტიდეპრესიული ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ. დეპრესიის სიმპტომების გაქრობის შემდეგ. მინიმუმ კიდევ 6 თვის განმავლობაში აუცილებელია თერაპიის გაგრძელება, რათა მიღებული ეფექტი განმტკიცდეს. 

პანიკური დარღვევები, რომელთაც თან სდევს აგორაფობია ან მის გარეშე: მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია დოზა 5 მგ-ის ოდენობით დღეში, რომელიც შემდეგ უნდა გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურამდე - 20 მგ დღეში. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 3 თვეში. თერაპია გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში.

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ასაკის ზევით): რეკომენდებული ჩვეულებრივი დოზის ნახევარის გამოყენება (ანუ სულ 5 მგ დღეში) და უფრო დაბალი მაქსიმალური დოზის გამოყენება (10 მგ დღეში). 

თირკმელების ფუნქცის დაქვეითების დროს: თირკმელების მსუბუქი და საშუალო უკმარისობისას დოზა არ მოითხოვს კორექციას. პაციენტების გამოხატული თირკმელების უკმარისობით (CLcr მლ/მინ ქვემოთ) ესციტალოპრმი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს. 

ესციტალოპრამი ნორმონის რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. 

ციტოქრომის P4502C19 დაქვეითებული აქტიურობისას: პაციენტებში რომელთაც აქვთ იზოფერმენტ P4502C19-ს სუსტი აქტიურობა, მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. 

მკურნალობის შეწყვეტა: ესციტალოპრამი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს 1-2 კვირის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული მოხსნის სინდრომი.

 

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, თავს იჩენენ მკურნალობის 1 ან 2 კვირის  განმავლობაში, შემდეგ მათი ინტენსიურობა ნელ-ნელა კლებულობს და ისინი უფრო იშვიათად იჩენენ თავს ხანგრძლივი თერაპიისას. 

შედარებით ხშირია: გულისრევა, მადის დაქვეითება, ფაღარათი, ყაბზობა, უძილობა ან ძილიანობა, თავბრუსხვევა, სისუსტე, გაძლიერებული ოფლიანობა, ჰიპერთერმია, სინუსიტები, ლიბიდოს დაქვეითება იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა, ანორგაზმია (ქალებში). 

შედარებით იშვიათად შეიმჩნევა გემოს რეცეპტორების ფუნქციონირების დაქვეითება და უძილობა. 

ასევე შესაძლებელია: ორთოსტატური ჰიპოტენზია, ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია, მხედველობის დარღვევა, პირღებინება, სიმშრალე პირის ღრუში, ანაფილაქსიური რეაქციები, ღვიძლის ფუნქციონირების ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვალებადობა, ართრალგია, მიალგია, კრუნჩხვითი შეტევები, ტრემორი, მოძრაობის დარღვევები, სეროტონინური სინდრომი, ჰალუცინაციები, მანია, ცნობიერების დაბინდვა, აგზნება, შფოთვა, დეპერსონალიზაცია, პანიკური შეტევები, გაძლიერებული გაღიზიანებადობა, შარდის შეკავება, გალაქტორეა, კანზე გამონაყარი, ქავილი, ეკიმოზი, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება. 

ამის გარდა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ესციტალოპრამი ნორმონით თერაპიის უცებ შეწყვეტამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის წარმოქმნა. ესციტალოპრამის მიღების სწრაფად შეწყვეტამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და პირღებინება, რომლებიც არ არის მკვერთად გამოხატული და მათი ხანგრძლიობა ასევე შეზღუდულია.

 

უკუჩვენებები:

* პრეპარატის და მისი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

* ბავშვებში (15 წლამდე);

*მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად ერთდროული მიღება, ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.

 

განსაკუთრებული მითითებები:

ესციტალოპრამი არ შეიძლება დაინიშნოს მაოს ინჰიბიტორებთან ერთად.

ესციტალოპრამი შეიძლება დაინიშნოს მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 14 დღეში და A-ტიპის მაოს- ინჰიბიტორის მოკლობემიდის თერაპიის შეწყვეტის შემდეგ მინიმუმ 1 დღეში. უნდა გავიდეს მინიმუმ 7 დღე ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი არასელექტიური მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყება.

 

ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე მოქმედება

თუმცა ესციტალოპრამი არ მოქმედებს ფსიქომოტორულ აქტივობაზე, მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ავტომობილის და მექანიზმების მართვა.

 

სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებით (სუი) თერაპიული ჯგუფის პრეპარატების გამოყენებისას, ესციტალოპრამის ჩავლით, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგს ზოგიერთი პაციენტი პანიკური აშლილობით სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებით (სუი) მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება შეაწუხოს გაძლიერებულმა შფოთვამ. ამგვარი პარადოქსალური რეაქცია, როგორც წესი, ქრება მკურნალობის ორი კვირის განმავლობაში.

 

ანქსიოგენული ეფექტის წარმოქმნის საშიშროების შესამცირებლად რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზების გამოყენება.

 

პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა კრუნჩხვითი შეტევები. არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში გამოყენება, რომელთაც აწუხებთ არასტაბილური ეპილეფსია; იმ შეტევებისას რომლებიც ექვემდებარება კონტროლს, აუცილებელია დეტალური დაკვირვება. კრუნჩხვითი შეტევების ზრდის შემთხვევაში, მკურნალობა სუი-ით, ესციტალოპრამის ჩათვლით, უნდა შეწყდეს.

 

ესციტალოპრამი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს ავადმყოფებს, რომელთაც აწუხებთ ანამნეზში მანია/ჰიპომანია. მანიაკალური მდგომარეობის განვითარებისას ესციტალოპრამის მიღება უნდა შეწყდეს.

 

პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, ესციტალოპრამმა შეიძლება შეამციროს გლუკოზის დონე სისხლში. ამიტომ შეიძლება აუცილებელი გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია.

 

ესციტალოპრამისა და სხვა სუი-ს კლინიკური გამოყენების გამოცდილებამ, სუიციდის რისკის შესაძლებელ ზრდასთან დაკავშირებით, გამოავლინა დასახელებული რისკის შესაძლებლობა თერაპიის დასაწყისში. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ყურადღება მიექცეს პაციენტებს.

 

ჰიპონატრიემია, რომელიც შეიძლება იყოს დაკვშირებული ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევასთან, ესციტალოპრამის მიღების ფონზე თავს იშვიათად იჩენს და როგორც წესი, ქრება თერაპიის შეწყვეტისთანავე.

 

ესციტალოპრამი და სხვა სუი, სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებიც შედიან ჰიპონატრიემიის განვითარების საშიშროების ჯგუფში: ხანდაზმულები, ღვიძლის ციროზით დაავადებული პაციენტები და პაციენტები, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომელთაც შეუძლიათ ჰიპონატრიემიის გამოწვევა.

 

ესციტალოპრამის მიღებისას შესაძლებელია კანზე სისხლჩაქცევების განვითარება (ეკქიმოზი და პურპურა). ესციტალოპრამი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც მიდრეკილება აქვთ სისხლდენისკენ, და ასევე იმ პაციენტებს, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს და პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედებაზე. რადგანაც ესციტალოპრამისა და   ეცტ- ერთდროული გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, ამ შემთხვევებში დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს.

 

ესციტალოპრამისა და A ტიპის მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული სეროტონინური სინდრომის განვითარების საშიშროების გამო.

 

პაციენტებს, რომლებიც იღებენ ესციტალოპრამს სხვა სუი-ს სეროტონინერგულ პრეპარატებთან ერთდროულად, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განუვითარდეთ სეროტონინური სინდრომი. აუცილებელია სიფრთხილით გამოვიყენოთ ესციტალოპრამი იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომელთაც გააჩნიათ სეროტონინერგული მოქმედება. ისეთ სიმპტომებთან კომბინაცია, როგორიცაა აჟიტირება, ტრემორი, მიოკლონუსი, ჰიპერთერმია, მიუთითებს სეროტონინური სინდრომის განვითარებაზე. თუ ეს მოხდა, სუი-ს ტიპის სეროტონინერგული პრეპარატების მიღება უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს სიმპტომატური მკურნალობა.

 

ესციტალოპრამისა და ალკოჰოლის ერთდროული მიღება არ რის  რეკომენდებული.

 

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თავბრუსხვევა, ტრემორი, აგზნება, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვითი შეტევები, ტაქიკადრია, ელექტრო კარდიოგრამის ცვლილება ST-T-ის ცვლილებები (QRS კომპლექსის გაფართოება, QT ინტერვალის გახანგრძლივება), არითმია, სუნთქვის დათრგუნვა, გულისრევა, რაბდომიოლიზი, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოკალემია. 

მკურნალობა: არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.

სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობისას: კუჭის ამორეცხვა, ადექვატური ოქსიგენაცია, გულისა და სისხლძარღვების და სასუნთქი სისტემის ფუნქციების მონიტორინგი.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფარმაკოდინამიური  ურთიერთქმედება

 მაო-ს ინჰიბიტორები:

შესაძლებელია სერიოზული არასასურველი რეაქციების წარმოქმნა ესციტალოპრამი ნორმონი და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას. ასევე მაო-ს ინჰიბიტორების მიღებისას იმ პაციენტების მიერ, რომლებმაც მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს ესციტალოპრამის მიღება. ამგვარ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სეროტონინური სინდრომი. 

სეროტონინერგული პრეპარატები:

ერთდროულმა გამოყენებამ სეროტონინერგულ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად, ტრამადოლთან, სუმატრიპტანთან და სხვა ტრიპტანინებთან) შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომის განვითარება.

 

- ესციტალოპრამი ნორმონმა შეიძლება შეამციროს კრუნჩხვების ზღურბლი. უნდა იქნას გამოჩენილი სიფრთხილე ესციტალოპრამისა და იმ პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვების ზღურბლს.

 

ლითიუმი, ტრიპტოფანი:

ვინაიდან აღნიშნულია შემთხვევები ესციტალოპრამი ნორმონის და ლითიუმის ან ტრიპტოფანის ერთდროული დანიშვნისას მათი მოქმედების გაძლიერება, ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილე მათი ერთდოული დანიშვნისას. 

კრაზანა:

ესციტალოპრამი ნორმონის და იმ პრეპარატების ერთდროულმა დანიშვნამ, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (Hypericum perforatum) შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების რიცხვის ზრდა. 

ანტიკოაგულანტები და საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედებაზე:

სისხლის შედედების დარღვევა შეიძლება წარმოიქმნას ესციტალოპრამისა და პერორალური ანტიკოაგულანტების და წამლების მიღებისას, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედებაზე (მაგალითად, ატიპიურ ანტიფსიქოზურებთან და ფენოთიაზინებთან, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმრავლესობასთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ტიკლოპიდინთან და დიპირიდამოლთან) ერთდროული დანიშვნისას. ამგვარ შემთხვევებში ესციტალოპრამით თერაპიის დაწყებისას ან დასრულებისას, აუცილებელია სისხლის შედედების დეტალური მონიტორინგი. 

ალკოჰოლი:

ესციტალოპრამი არ შედის ალკოჰოლთან ფარმაკოდინამიკურ ან ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებაში. მაგრამ, ისევე როგორც სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების შემთხვევაში, ესციტალოპრამისა და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატების მოქმედება ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე: 

მისმა ერთდროულმა გამოყენებამ პრეპარატებთან, რომლებიც აინჰიბირებენ ციტოქრომ P4502C19-ს, შეიძლება გამოიწვის სისხლის პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაციის ზრდა. სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ესციტალოპრამი ამგვარ პრეპარატებთან, მაგალითად ომეპრაზოლთან ერთად. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ესციტალოპრამის დოზის შემცირება. 

სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ესციტალოპრამის მაღალი დოზები ციმეტიდინის, რომელიც წარმოადგენს ციტოქრომების P4502D6, P4503A4 და P4501A2-ის ინჰიბიტორს, მაღალ დოზებთან ერთად. 

ესციტალოპრამის მოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: ესციტალოპრამი წარმოადგენს იზოფერმენტ P4502D6 ინჰიბიტორს. ესციტალოპრამი სიფრთხლით უნდა დაინიშნოს სხვა იმ სამედიცინო პრეპარატებთან ერთდროულად, რომლებიც მეტაბოლიზდება ზემოთ დასახელებული იზოფერმენტის მეშვეობით და რომელთაც აქვთ მცირე თერაპიული ინდექსი. მაგალითად როგორიცაა ფლეკაინიდა, პროპაფენონი და მეტოპროლოლი ან იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება P4502D6-ის მეშვეობით და მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მაგალითად, დეზიპრამინის ტიპის ანტიდეპრესანტებთან, კლომიპრამინთან, ნორტრიპტილინთან ერთად. ან რისპერიდონის, თიორიდაზინის, ჰალოპერიდოლის ანტიფსიქოზურების გამოყენებისას. ამ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. 

ესციტალოპრამისა და დეზიპრამინის ან მეტოპროლოლის ერთდროული დანიშვნა იწვევს ბოლო ორი პრეპარატის კონცენტრაციის ორმაგ ზრდას.

 

ესციტალოპრამმა შეიძლება უმნიშვნელოდ მოახდინოს იზოფერმენტ P4502C19 იზოფერმენტის ინჰიბირება. ამიტომ, რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ესციტალოპრამისა და იმ პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას, რომელიც მეტაბოლიზდება P4502C19.

 

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა:

იხილეთ შეფუთვაზე.

 

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სად შევიძინოთ?