შემადგენლობა:
1გ შეიცავს:
ბეტამეთაზონის დიპროპიონატი 0.64მგ
კლოტრიმაზოლი 10მგ
გენტამიცინის სულფატი 1მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი და გარეგანი გამოყენებისთვის რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით და ხასიათდება ანტიმიკოზური, ანტიბაქტერიული, ანტიალერგიული, ქავილისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
ფარმაკოდინამიკა
ბეტამეთაზონის დიპროპიონატი - სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.
კლოტრიმაზოლი - წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულია. ახდენს ანტიფუნგალურ მოქმედებას სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რაც განაპირობებს მემბრანის თვისებების ცვლილებას და სოკოს უჯრედის ლიზისს. კლოტრიმაზოლი აქტიურია Trichophyton rubrum, Tricophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare), Corynebacterium minutissimum, Strep. Spp. Staph. Spp. Trichomonas vaginalis მიმართ.
გენტამიცინის სულფატი - ამინოგლოკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი, ფართო სპექტრისა და ბაქტერიციდული მოქმედების ანტიბიოტიკია. იგი აქტიურად აღწევს ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, უკავშირდება რიბოსომებს და თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია როგორც გრამიარყოფითი ბაქტერიების (Pseudomonas aeruginosa, E. coli, Aerobacter aerogenes, Klebsiella spp., Proteus vulgaris.) ასევე გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp.
ფარმაკოკინეტიკა
ბეტამეტაზონი - ნორმალურ პირობებში ადგილობრივი გამოყენებისას სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ხვდება ბეტამეტაზონის მხოლოდ ნაწილი. შეღწევის და შეწოვის წილი დამოკიდებულია სხეულის უბანზე, კანის მდგომარეობაზე, სამკურნალწამლო ფორმაზე, ასაკზე და გამოყენების მეთოდზე.
გენტამიცინი - დაუზიანებელ კანზე გენტამიცინის წასმისას შეწოვა ნაკლებმოსალოდნელია, კერატინის გარსის დაზიანების, ანთების, ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენების ან კანის დიდ ფართობზე წასმისას მოსალოდნელია კანიდან შეწოვის ზრდა.
კლოტრიმაზოლი - წასმული კლოტრიმაზოლის დიდი ნაწილი რჩება რქოვანა გარსში, სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეწოვა უმნიშვნელოა.
გამოყენების ჩვენებები:
• ვაგინალური კანდიდოზი, შერეული ვაგინიტი, ვულვიტი, კოლპიტი
• კანის ინფექციები: ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები
• ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია
• კანის ჩირქოვანი დაავადებები
• დერმატიტები, ნეიროდერმატიტი
• ეგზემა
• ოტომიკოზები
• ბალანიტი
• ბალანოპოსპიტი
დოზირება და მიღების წესი:
ფარკლობენის კრემის თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 2-4 კვირას:
კერძოდ, დერმატოფიტური ინფექციების დროს კურსი შეადგენს ერთ თვეს. ხოლო კანდიდოზების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში.
გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებში 2 წლის ასაკიდან პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. ჭრილობა, კანის ტუბერკულოზი, სიფილისი, კანდიდოზი, ჰერპეს ზოსტერი, მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, დამწვრობის ან მეორე ხარისხის მოყინვისას, პირის გარშემო დერმატიტის, აკნეს ან როზაცეას დროს, 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
სიფრთხილის ზომები: ლაქტაცია ან ორსულობა, ჩვილები.
ადგილობრივი გვერდითი რეაქციები:
კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შმთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა).
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში. თუ პრეპარატი მოხვდება თვალში, ამოიბანეთ თვალი წყლით. თუ სიმპტომი სერიოზულია, მიმართეთ ოფთალმოლოგს. თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დატანებას ღია ჭრილობაზე.
გამოშვების ფორმა:
თეთრი ფერის კრემი, ალუმიის ტუბში 30გ