წამლის ფორმა
საინექციო სუსპენზია
შემადგენლობა
1 ამპულა – 1 მლ საინექციო სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ბეტამეტაზონი:
• 6.43 მგ ბეტამეტაზონის დიპროპიონატის სახით, რაც შეესაბამება 5 მგ ბეტამეთაზონს
• 2.63 მგ ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი, რაც შეესაბამება 2 მგ ბეტამეთაზონს
დამხმარე ნივთიერებები:
დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, ბენზილის სპირტი, მეტალპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაკროგოლი (ოპლიეთილენგლიკოლი), ქლორწყალბადიანი მჟავა, კონცენტრირებული, საინექციო წყალი.
აღწერა
თეთრი ფერის სუსპენზია ხილული მექანიკური მინარევების გარეშე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გლუკოკორტიკოსტეროიდი
ათქ კოდი: H02AB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ბეტამეტაზონი – სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდი, აფერხებს ლიმფოციტებიდან და მაკროფაგებიდან 1-ინტერლეიკინის, 2-ინტერლეიკინის, გამა-ინტერფერონის გამოთავისუფლებას.
ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ, მადესინსიბილიზირებელ, ანტიშოკურ, ანტიტოქსიკური და იმუნოდეპრესიულ მოქმედებას. თრგუნავს ჰიპოფიზით ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონისა და ბეტა-ლიპოტროპინის გამოთავისუფლებას, მაგრამ არ ამცირებს მოცირკულირე ბეტა-ენდორფინის დონეს. თრგუნავს თირეოტროპული ჰორმონისა და ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას.
ზრდის ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, ამცირებს ლიმფოციტებისა და ეოზინოფილების რაოდენობას. ზრდის ერითროციტების რაოდენობას (ერითროპოეტინების გამომუშავების გაძლიერების ხარჯზე).
ურთიერთქმედებს სპეციფიკურ ციტოპლაზმურ რეცეპტორებთან და წარმოქმნის უჯრედის ბირთვში შეღწევად კომპლექსს და ასტიმულირებს მატრიცული რიბონუკლეინმჟავას სინთეზს; ეს უკანასკნელი აინდუცირებს ცილების წარმოქმნას, მათ შორის ლიპოკორტინის, რომელიც განაპირობებს უჯრედოვან ეფექტებს. ლიპოკორტინი აინჰიბირებს A2 ფოსფოლიპაზას, თრგუნავს არაქიდონული მჟავას გამოთავისუფლებას და ენდოპერეკისების, პროსტაგლანდინის (Pg), ლეიკოტრიენების სინთეზს, რომლებიც ხელს უწყობენ ანთების, ალერგიის და სხვ. პროცესებს.
ცილების ცვლა:
ამცირებს ცილების რაოდენობას პლაზმაში (გლობულინების ხარჯზე) ალბუმინის/გლობულინის კოეფიციენტის მომატებით, ზრდის ალბუმინის სინთეზს ღვიძლსა და თირკმლებში; აძლიერებს ცილების კატაბოლიზმს კუნთოვან ქსოვილებში.
ლიპიდური ცვლა:
ზრდის უმაღლესი ცხიმოვანი მჟავებისა და თირეოტროპული ჰორმონის სინთეზს, ახდენს ცხიმების გადანაწილებას (ცხიმების დაგროვება უპირატესად მხარის, სახის, მუცლის არეში), იწვევს ჰიპერქოლესტერინემიის განვითარებას.
ნახშირწყლოვანი ცვლა:
ზრდის ნახშირწყლების შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ზრდის გლუკოზო-6-ფოსფატაზას აქტივობას, რაც იწვევს თირკმლებიდან სისხლში გლუკოზის მოხვედრის მომატებას; ზრდის ფოსფოენოლპირუვატკარბოქსილაზას აქტივობას და ამინოტრანსფერაზების სინთეზს, რაც იწვევს გლუკონეოგენეზის აქტივაციას.
წყალ-ელექტროლიტური ცვლა:
აკავებს Na+ და წყალს ორგანიზმში, ასტიმულირებს K+ გამოყოფას (მინერალოკორტიკოსტეროიდული აქტივობა), ამცირებს Ca2+ შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, იწვევს Ca2+ “გამორეცხვას” ძვლებიდან, ზრდის თირკმლებით Ca2+ გამოყოფას.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი დაკავშირებულია ეოზინოფილებით ანთების მედიატორების გამოთავისუფლების დათრგუნვასთან; ლიპოკორტინის წარმოქმნის ინდუცირებასთან და გიალურონმჟავას გამომმუშავებელ ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობის შემცირებასთან; კაპილარების გამტარობის შემცირებასთან; უჯრედოვანი მემბრანებისა და ორგანელის მემბრანების (განსაკუთრებით ლიზოსომალური) სტაბილიზაციასთან.
ანტიალერგიული ეფექტი ვითარდება ალერგიის მედიატორების სინთეზისა და სეკრეციის დათრგუნვის, ჰისტამინისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, T- და B- ლიმფოციტების, ცხიმოვანი უჯრედების სენსიბილიზირებული ცხიმოვანი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან გამოთავისუფლების შეფერხების, ალერგიის მედიატორებისადმი ეფექტორული უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითების, ანტისხეულების წარმოქმნის დათრგუნვისა და ორგანიზმის იმუნური რეაქციის ცვლილების შედეგად.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისას მოქმედება ძირითადად ეფუძნება ანთებითი პროცესების შეფერხებას, ლორწოვანი გარსების შეშუპების განვითარების დათრგუნვას ან პრევენციას, ბრონქების ეპითელიუმის ქველორწოვანი შრის ეოზინოფილური ინფილტრაციის შეფერხებას, მოცირკულირე იმუნური კომპლექსების დაგროვებას ბრონქების ლორწოვან გარსში, ასევე ლორწოვანი გარსის ეროზირებისა და დესკვამაციის შეფერხებას. ზრდის წვრილი და საშუალო კალიბრის ბრონქების ადრენორეცეპტორების მგრძნობელობას ენდოგენური კატექოლამინებისა და ეგზოგენური სიმპატომიმეტიკების მიმართ, ამცირებს ლორწოს წებოვანებას მისი წარმოქმნის დათრგუნვის ან შემცირების გზით. ანტიშოკური და ანტიტოქსიკური მოქმედება დაკავშირებულია არტერიული წნევის მომატებასთან (მოცირკულირე კატექოლამინების კონცენტრაციების მომატებისა და მათ მიმართ ადრენორეცეპტორების მგრძნობელობის აღდგენის, აგრეთვე ვაზოკონსტრიქციის ხარჯზე), სისხლძარღვების კედლების შეღწევადობის შემცირებასთან, მემბრანოპროტექტორულ თვისებებთან, ანდო- და ქსენობიოტიკების მეტაბოლიზმში მონაწილე ღვიძლის ფერმენტების აქტივაციასთან.
იმუნოდეპრესიულ ეფექტს განაპირობებს ლიმფოციტებიდან და მაკროფაგებიდან ციტოკინების (1 ინტერლეიკინის, 2 ინტერლეიკინის, გარმა ინტერფერონის) გამოთავისუფლების შეფერხება.
თრგუნავს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სინთეზსა და სეკრეციას და მეორადად – ენდოგენური გკს-ს სინთეზს.
აფერხებს შემაერთებელ-კონტაქტურ რეაქციებს ანთებითი პროცესის მიმდინარეობისას და ამცირებს ნაწიბურიანი ქსოვილის წარმოქმნის შესაძლებლობას.
ბეტამეთოაზონის ნატრიუმის ფოსფატი წარმოადგენს იოლად ხსნად ნაერთს, რომელიც კარგად შეიწოვება პარენტერალური შეყვანის შემდეგ ქსოვილებში და უზრუნველყოფს სწრაფ ეფექტს. ბეტამეტაზონის დიპროპიონატს გააჩნია უფრო ნელი აბსორბციის უნარი. ამ მარილების კომბინირებით შესაძლებელია სამკურნალო საშუალების შექმნა, როგორც ხანმოკლე (მაგრამ სწრაფი), ისე ხანგრძლივი მოქმედებით. მიღების წესის მიხედვით (ვენებში, კუნთებში, შიდაარტიკულარულად, პერიარტიკულარულად, კანში) მიიღწევა საერთო ან ადგილობრივი ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა
სახსრებში შეყვანის შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) მიიღწევა 30 წუთში. პლაზმებში უკავშირდება ცილებს. ადვილად გადის ჰისტოჰემატიკურ, მათ შორის პლაცენტარულ ბარიერს. მეტაბოლიზდება ღვიძლში უპირატესად არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. გამოიდევნება თირკმლებით, მცირე რაოდენობა – ნაღველით, ნაწილობრივ – დედის რძესთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
ადგილობრივი მკურნალობა:
• შეიყვანება სახსრებში და სახსრების სიახლოვეს ანთებითი რევმატული დაავადებებისას (რევმატოიდული ართრიტი, სერონეგატიური სპონდილოართრიტი, ართრიტები შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებებისას), პოსტტრავმული ართრიტისას, ფსორიაზული ართრიტისას სახსრების მრავლობითი დაზიანებებითა და ტენდოსინოვიტით, კრისტალური ართრიტებისას;
• შეიყვანება სახსრებში დეგენერაციული რევმატული დაავადებებისას, განსაკუთრებით სინოვიიტის არსებობისას (არ გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზის დროს);
• სახსრების სიახლოვეს ქსოვილების ანთებითი დაზიანებები (ბურსიტის, ტენდინიტი, ტენდოსინოვიიტი, ეპიკონდილიტი, პლანტარული ფასციიტები);
• შეიყვანება დაზიანების კერაში კანის დაავადებების სამკურნალოდ იშვიათ შემთხვევებში (თუ არ არის რეაქცია ადგილობრივი თერაპიის სხვა საშუალებებზე): მასკლეროზირებელი ფოლიკულიტი, კელოიდები, რგოლისებური გრანულომა, კანის სარკოიდოზი, დიაბეტური ლიპოდისტროფია (ლიპონეკროზი), ფსორიაზი, კეროვანი ალოპეცია, გლუვი თეთრი ლიქენი, ნეიროდერმიტი, მონეტისებური ეგზემა, დისკოიდური წითელი მგლურა;
სისტემური მკურნალობა
ფლოსტერონის სისტემური ეფექტი გამოიყენება ზოგიერთი გამოხატული ალერგიული დაავადებისას:
ალერგიული რინიტი, ასთმური სტატუსი, კვინკეს შეშუპება, ალერგიული რეაქციები სამკურნალო საშუალებებზე და შრატზე, მწერების ნაკბენებზე.
უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა ბეტამეტაზონის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
• კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლული, ცოტა ხნის წინ წარმოქმნილი ნაწლავური ანასტამოზი, დივერტიკულიტი;
• ოსტეოპოროზი;
• ტუბერკულოზი;
• გლაუკომა;
• შაქრიანი დიაბეტი;
• თრომბოფლებიტი;
• მწვავე ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი სისტემური ინფექციები (როდესაც არ ტარდება შესაბამისი თერაპია);
• იცენკო-ქუშინგის სინდრომი;
• მდგომარეობები ქირურგიული ოპერაციებისა და მძიმე ტრავმების შემდეგ;
• პოსტვაქცინური პერიოდი (ვაქცინაციამდე 8 კვირა და ვაქცინაციის შემდეგ 2 კვირა);
• იდიოპათური თრომბოციტოპენიური პურპურა (კუნთებში შეყვანა);
• ლაქტაციის პერიოდი;
• ფლოსტერონი შეიცავს ბენზილის სპირტს, ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია ახალშობილებსა და ბავშვებში 3 წლამდე;
• ინფექციური (სეპტიკური) ანთებითი პროცესი სახსრებში და პერიარტიკულარული ინფექციები (მათ შორის ანამნეზში);
• სახსრებში ანთების ნიშნების არარსებობა (ე.წ. “მშრალი” სახსარი, მაგალითად, ოსტეოართროზის დროს სინოვიიტის გარეშე);
• ადრე გაკეთებული ართროპლასტიკა;
• სახსრებში ძვლების მოტეხილობა;
• გამოხატული ძვლოვანი დესტრუქცია და სახსრების დეფორმაცია (სახრებსშორისი ნაპრალის მკვეთრი შევიწროვება, ანკილოზი);
• სახსრის არასტაბილურობა, როგორც ართრიტის საწყისი;
• შეყვანა აქილევსის მყესების არეში;
• ძვლების ეპიფიზების მაფორმირებელი სახსრების ასეპტიკური ნეკროზი;
• პათოლოგიური სისხლდენა (ენდოგენური ან გამოწვეული ანტიკოაგულანტების გამოყენებით).
სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
თირკმლების ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი ან ქრონიკული ჰეპატიტი, ჰიპოთირეოზი, ეზოფაგიტი, გასტრიტი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ფსიქოზი ან ფსიქონევროზი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები (მათ შორუის შიდსი ან აივ-ინფიცირება), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, თრომბოემბოლია, პაციენტები, რომლებსაც გადატანილი არ აქვთ ჩუტყვავილა, ჰიპერლიპიდემია, ნეფროუროლითიაზი, ჰიპოალბუმინემია და მდგომარეობები, რომლებიც განაპირობებენ მის განვითარებას (ნეფროტული სინდრომი), მიასთენია, ეპილეფსია, გაცხიმოვანება (III-IV ხარისხის), პოლიომიელიტი (ბულბარული ენცეფალიტის ფორმის გარდა), ბრონქული ასთმა ან ალერგია ანამნეზში, ბავშვთა და ხანდაზმულთა ასაკი, ორსულობა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის თერაპიის პოტენციურ რისკს. ორსულობისას ჩვეულებრივ რეკომენდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების უმცირესი დოზების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ ამა თუ იმ დაავადების კონტროლს. იმ დედების ბავშვებს, რომლებიც ორსულობის პერიოდში იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევები თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შესაძლო ნიშნების გამოსავლენად.
გლუკოკორტიკოსტეროიდები აღწევენ პლაცენტის ბარიერში და შეუძლიათ მიაღწიონ მაღალ კონცენტრაციებს ნაყოფის ორგანიზმში.
გლუკოკორტიკოსტეროიდები მცირე რაოდენობით აღწევენ დედის რძეში. ამიტომ, გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია რეკომენდებული არ არის.
გამოყენების წესი და დოზები
შეყვანის გზა – პარენტერალურად (სახსრებში, სახსრების სიახლოვეს, კანში, დაზიანებულ ქსოვილებში და გამონაკლის შემთხვევებში, კუნთებში).
დოზა მოზრდილებისა და ბავშვებისათვის განისაზღვრება ინდივიდუალურად სახსრის ზომის, დაავადების სიმძიმისა და ხასიათის და ავადმყოფის რეაქციის მიხედვით.
შეყვანა სახსრებში და სახსრების სიახლოვეს:
• ძალიან მსხვილი სახსრები (მენჯ-ბარძაყის) – 1-2 მლ;
• მსხვილი სახსრები (მუხლის, მხარის, წვივტერფის) – 1 მლ;
• საშუალო ზომის სახსრები (იდაყვის, მაჯაის) – 0.5-1 მლ;
• წვრილი სახსრები (მკერდ-ლავიწის, მაჯა-ფალანგის, ფალანგშორისი) – 0.25-0.5მლ. მწვავე პოდაგრული ართრიტისას გამოიყენება 0.5-1 მლ.
ინიექციები მსხვილ სახსრებში – არა უმეტეს 3-4-ჯერ წელიწადში ერთ სახსარში.
შეყვანა დაზიანების კერაში (კანში და არა კანქვეშ!):
ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0.2 მლ/სმ2-ს, ხოლო ყველა დაზიანებულ უბანში შესაყვანი საერთო ყოველკვირეული დოზა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 1 მლ-ს.
ადგილობრივი ინფილტრაცია:
• ბურსიტი – 0.25-1 მლ (მწვავე სტადიაში 2 მლ-მდე),
• ტენდოსინოვიიტი, ტენდინიტი – 0.5 მლ;
• ფიბროზიტი – 0.5-1 მლ.
პრეპარატი განმეორებით შეიყვანება ყოველ 1-2 კვირაში.
აუცილებლობისას შეიძლება პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში ადგილობრივ ანესთეტიკთან.
სისტემური შეყვანა გამოხატული ალერგიული დაავადებებისას
შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ერთჯერადი დოზა 1-2 მლ (კუნთებში, მაგრამ არა ვენებში!).
პრეპარატი შეიყვანება ღრმად კუნთებში, დუნდულის არეში.
3-5 წლის ასაკის ბავშვებში საწყისი დოზა არის 2 მგ, რაც შეესაბამება პრეპარატის 0.3 მლ-ს, 6-12 წლის ასაკის ბავშვებში – 4 მგ, რაც შეესაბამება პრეპარატის 0.5-0.6 მლ-ს.
გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე და გამოხატულება დამოკიდებულია გამოყენების ხანგრძლივობაზე, გამოყენებული დოზის სიდიდესა და დანიშვნის ცირკადული რითმის დაკვირვების შესაძლებლობაზე.
ენდოკრინული სისტემის მხრივ:
გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, სტეროიდული შაქრიანი დიაბეტი ან ლატენტური შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომი (მთვარისებური სახე, ჰიპოფიზური ტიპის გაცხიმოვანება, “ხარის კუზი”, ჰირსუტიზმი, არტერიული წნევის მომატება, დისმენორეა, ამენორეა, კუნთების სისუსტე, სტრიები), ბავშვებში სქესობრივი განვითარების შეფერხება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
გულისრევა, პირღებინება, პანკრეატიტი, ეროზიული ეზოფაგიტი, 12-გოჯა ნაწლავის სტეროიდული წყლული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენები და პერფორაცია (შავი განავალი, “ყავის ნალექი”-ს ამოღებინება), მადის მომატება ან დაქვეითება, მეტეორიზმი, სლოკინი, ღვიძლისმიერი ტრანსამინაზებისა და ტუტოვანი ფოსფატაზას აქტივობის მომატება, პირ-ხახის კანდიდოზი, ტკივილი მუცლის არეში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმიები, ბრადიკარდია (გულის გაჩერებამდე); გულის უკმარისობის განვითარება (წინასწარგანწყობილ პაციენტებში) ან გულის უკმარისობის გამოხატულების გაძლიერება, ცვლილებები ეკგ-ზე, დამახასიათებელი ჰიპოკალიემიისათვის, არტერიული წნევის მომატება. მწვავე და ქვემწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში – ნეკროზის კერის გავრცელება, ნაწიბურიანი ქსოვილის ფორმირების შეფერხება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის გაწყვეტა (პრეპარატის სისტემური გამოყენებისას), ჰიპერკოაგულაცია, ვენების თრომბოზი.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:
მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, დეპრესია, დეზორიენტაცია, ეიფორია, ჰალუცინაციები, პარანოია, ნევროზულობა ან შფოთვა, უძილობა, თავბრუსხვევა, ნათხემის ფსევდოსიმსივნე, თავის ტკივილი, ქალასშიდა წნევის მომატება, კრუნჩხვები.
გრძნობის ორგანოების მხრივ:
მხედველობის უეცარი დაკარგვა (შესაძლებელია პრეპარატის კრისტალების დაგროვება თვალის კამერაში), უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, თვალის შიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით, თვალის მეორადი ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების განვითარებისადმი მიდრეკილება, რქოვანას ტროფიკული ცვლილებები, ეგზოფთალმი, დიპლოპია.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ:
ჰიპოკალციემია, სხეულის მასის მომატება, აზოტის უარყოფითი ბალანსი. მინერალოკორტიკოიდური აქტივობით განპირობებული – სითხისა და ნატრიუმის შეკავება (პერიფერიული შეშუპებები), ჰიპერნატრიემია, ჰიპოკალიემიური სინდრომი (ჰიპოკალიემია, არითმია, მიალგია ან კუნთების სპაზმი, უჩვეულო სისუსტე და დაღლილობა).
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ:
ზრდისა და გაძვლოვანების პროცესების შეფერხება ბავშვებში (ზრდის ეპიფიზარული ზონების ნაადრევი დახურვა), ოსტეოპოროზი (ძალიან იშვიათად – ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები, მხარისა და ბარძაყის ძვლების თავების ასეპტიკური ნეკროზი), კუნთების მყესების გაწყვეტა, სტეროიდული მიოპათია, კუნთების მასის შემცირება (ატროფია), პროქსიმალური კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებში.
კანის საფარისა და ლორწოვანი გარსის მხრივ:
პეტექიები, ეკქიმოზები, ჰიპერ- და ჰიპოპიგმენტაცია, პიოდერმიისა და კანდიდოზების განვითარებისადმი მიდრეკილება, ჭრილობების შეხორცების შეფერხება, კანის ატროფია, კანის გათხელება, სტეროიდული გამონაყარი, სტრიები.
ალერგიული რეაქციები:
გენერალიზებული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსური შოკი), ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, ბრონქოსპაზმი (ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში მეტაბისულფიტების შემცველობის ხარჯზე), ეოზინოფილია.
სხვა:
ტკივილი ზურგის არეში, ოპორტუნისტული ინფექციების განვითარება (ამ გვერდითი ეფექტისგანვითარებას ხელს უწყობს იმავდროულად გამოყენებული იმუნოდეპრესანტები და ვაქცინაცია), ლეიკოციტურია, ლეიკოციტოზი, პრეპარატის უეცრად შეწყვეტის შემდეგ განვითარებული “აბსტინენციის” სინდრომი.
ადგილობრივი:
წვა, დაბუჟება, ტკივილი, ჩხვლეტა შეყვანის ადგილას, ინფექციები შეყვანის ადგილას, მიმდებარე ქსოვილების ნეკროზი, ინიექციის ადგილას ნაწიბურების წარმოქმნა, კანისა და კანქვეშა უჯრედისის ატროფია კუნთებში შეყვანისას (განსაკუთრებით საშიშია შეყვანა დელტოიდურ კუნთში).
ზედოზირება
სიმპტომები:
გულისრევა, პირღებინება, ძილის დარღვევა, ეიფორია, აგზნება, დეპრესია. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზებით – ოსტეოპოროზი, ორგანიზმში სითხის შეკავება, არტერიული წნევის მომატება, მიოპათია, იცენკო-ქუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა. ზედოზირების ეფექტები შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე კვირა.
მკურნალობა:
ასეთ შემთხვევებში დოზა აუცილებლად უნდა შემცირდეს პრეპარატის თანადათან შეწყვეტამდე და ჩატარდეს სიმპტომატური მკურნალობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნება, ელქტროლიტური ბალანსის კორექცია, ანტაციდები, ფენოთიაზინები, ლითიუმის პრეპარატები. იცენკო-ქუშინგის სინდრომისას – ამინოგლუტეტიმიდი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან და ეთანოლთან ერთად გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავური სისხლდენების განვითარებისა და წყლულის წარმოქმნის რისკი. მატულობს პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკი.
ბეტამეტაზონის ეფექტიანობა მცირდება, თუ ის შეიყვანება რიფამპიცინთან, კარბამაზეპინთან, ფენობარბიტალთან, ფენიტოინთან (დიფენილჰიდანტოინთან), პრიმიდონთან, ეფედრინთან და ამინოგლუტეტიმიდთან ერთად. რისკს ზრდიან შემდეგი პრეპარატები: ანტიფსიქოტური საშუალებები, იმუნოდეპრესანტები (ინფექციების, ლიმფომების და სხვა ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების განვითარების ალბათობის გაზრდა), კარბუტამიდი, აზატიოპრინი (კატარაქტა), მ-ქოლინობლოკატორები, ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნიტრატები (თვალის შიდა წნევის მომატება), ფუტკარას გლიკოზიდები (არითმიები, დაკავშირებული ჰიპოკალიემისთან).
გლუკოკორტიკოსტეროიდები ამცირებენ ანტიდიაბეტური საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული საშულებების, ანტიკოაგულანტების (კუმარინის, ინდანდიონისა და ნატრიურეტიკების წარმოებულები) თერაპიულ ეფექტს; ამცირებენ ანტიკოაგულანტების (მათ შორის ჰეპარინის, სტრეპტოკინაზას და უროკინაზას), ალბენდაზოლისა და კალიურეტიკების ეფექტურობას.
მაღალი დოზებით გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და ბეტა-2-ადრენომიმეტიკების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი. გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდიან სალიცილატების თირკმლისმიერ კლირენსს, რის გამოც, მათი მოქმედების ფონზე ზოგჯერ რთულია სისხლის შრატში სალიცილატების თერაპიული ეფექტების მიღწევა.
ანდროგენებთან, ესტროგენებთან, სტეროიდულ ანაბოლიკებთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებისას გლუკოკორტიკოსტეროიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს, მათი ეფექტი ძლიერდება, ხოლო გვერდითი ეფექტების (ჰირსუტიზმი, გამონაყარი) სიხშირე მატულობს. რიტოდრინისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, ვინაიდან ამგვარი კომბინაციისას შესაძლებელია ფილტვების შეშუპების განვითარება. ცოცხალ ანტივირუსულ ვაქცინებთან ერთად გამოყენებისას და სხვა სახის იმუნიზაციების ფონზე მატულობს ვირუსების აქტივაციისა და ინფექციების განვითარების რისკი.
ამცირებს პრაზიკვანტელის კონცენტრაციას სისხლის შრატში. ამფოტერიცინი B და კარბანჰიდრაზას ინჰიბიტორები ზრდიან ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. ზრდის ასპარაგინაზას ტოქსიკურობას (შესაძლებელია მისი ჰიპოგლიკემიური მოქმედებისა და ნევროპათიისა და ერითროპოეზის დარღვევის განვითარების რისკის გაძლიერება). ამცირებს ციკლოსპორინის მეტაბოლიზმს, ზრდიან მის ტოქსიკურობას. ზრდის (ხანგრძლივი გამოყენებისას) ფოლიუმის მჟავას შემცველობას. ზრდის იზონიაზიდის, მექსილეთინის (განსაკუთრებით “სწრაფ აცეტილატორებში”) მეტაბოლიზმს, რაც იწვევს მათი პლაზმური კონცენტრაციების შემცირებას. მიტოტანმა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სხვა ინჰიბიტორებმა შეიძლება განაპირობონ გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზების მომატების აუცილებლობა. გლუკოკორტიკოსტეროიდებით გამოწვეულმა ჰიპოკალიემიამ შეიძლება გააძლიეროს კუნთოვანი ბლოკადის გამოხატულება და ხანგრძლივობა მიორელაქსანტების ფონზე. ამცირებს სომატოტროპინის ეფექტს. ზრდის სტრეპტოზოცინის ჰიპოგლიკემიური მოქმედების გამოხატულებას.
განსაკუთრებული მითითებები
ფლოსტერონის სუსპენზიის შეყვანა ვენებში არ შეიძლება.
პრეპარატის შეყვანა სახსრებში და სახსრების ირგვლივ უნდა მოხდეს სპეციალურად განსწავლული სპეციალისტის მიერ.
პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას ყველა შემთხვევაში აუცილებელია იმავდროულად შესაყვან ადგილობრივ ანესთეტიკებთან მისი შეთავსებადობის შეფასება.
დასაშვებია შერევა ადგილობრივი ანესთეტიკების ხსნარების თანაბარ მოცულობასთან (1%-იანი პროკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი ან 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) შპრიცში და არა ამპულაში. არ გამოიყენება გიალინურ-მემბრანული დაავადების მქონე ახალშობილების მკურნალობისათვის, შეყვანა ინფიცირებულ ზონებში და ხერხემლის მალებს შორის სივრცეში.
გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი (სახსრებში) შეყვანისას შეიძლება აღინიშნოს როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური ეფექტები. სტეროიდული თერაპიის დაწყებამდე და თერაპიის პერიოდში აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის, გლიკემიისა და გლუკოზურიის, სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი.
სეპტიკური პროცესის გამოსარიცხად აუცილებელია ყოველ სახსარში სინოვიალური სითხის გამოკვლევა. ტკივილის მნიშვნელოვანი გაძლიერება თანმხლები ადგილობრივი შეშუპებით, სახსრის მოძრაობის შემდგომი შეზღუდვით, ტემპერატურითა და შეუძლოდ ყოფნით, შეიძლება მიუთითებდეს სეპტიკურ ართრიტზე. თუ დასტურდება სეფსისის დიაგნოზი, აუცილებელია შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპიის ჩატარება. ინტერკურენტული ინფექციების, სეპტიკური მდგომარეობების, ტუბერკულოზის დროს თერაპიისას იმავდროულად ტარდება მკურნალობა ანტიბიოტიკებით.
არ შეიძლება შეყვანა “არასტაბილურ” სახსარში, აქილევსის მყესის არეში ამ მყესის გაწყვეტის რისკის გამო.
ვაქცინაცია ცოცხალი ვირუსული ვაქცინებით უკუნაჩვენებია გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიის პერიოდში. გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების ფონზე მოკლული ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინებით იმუნიზაცია არ უზრუნველყოფს ანტისხეულების რაოდენობის მოსალოდნელ ზრდას და არ იძლევა მოსალოდნელ დამცავ ეფექტს. ამიტომ ამგვარი პრეპარატები არ ინიშნება ვაქცინაციამდე 8 კვირით ადრე და ვაქცინაციის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში.
იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი არ აქვთ ჩუტყვავილა და მიღებული აქვთ გლუკოკორტიკოსტეროიდები, იზრდება ჩუტყვავილით ან ჰერპესული ინფექციით დაავადების რისკი ინფიცირებულ პირებთან შემთხვევითი კონტაქტის დროს. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია პასიური იმუნიზაცია.
სიფრთხილე არის აუცილებელი პაციენტებში ოპერაციებისა და ძვლების მოტეხილობების შემდეგ, ვინაიდან გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაართულონ ჭრილობებისა და მოტეხილობების მოშუშება.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედება ძლიერდება ღვიძლის ციროზით ან ჰიპოთირეოზით დაავადებულებში.
ფლოსტერონის გამოყენებისას არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის, ეპილეფსიის, თრომბოემბოლიის, მიასთენიის, გლაუკომის, ჰიპოთირეოზისა და ღვიძლის მძიმე დაზიანების ფონზე მატულობს ჰიპოკალიემიის რისკი.
ფლოსტერონის გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ჰიპერმგრძნობელობაზე ტესტების მაჩვენებლები.
ბავშვებში ზრდის პერიოდში გლუკოკორტიკოსტეროიდები გამოიყენება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებისას და მკურნალო ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობით.
მწვავე და ქვემწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ნეკროზის კერის გავრცელება, ნაწიბურიანი ქსოვილის ფორმირების შეფერხება და ამის შედეგად, გულის კუნთის გაწყვეტა.
ბრონქული ასთმით დაავადებულებში ან ანამნეზში ალერგიის არსებობისას მეტაბისულფიტებმა შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული ტიპის რეაქციები ანაფილაქსიისა და ბრონქოსპაზმის ჩათვლით.
0.6 მგ ბეტამეტაზონი ექვვალენტი 0.75 მგ დექსამეტაზონისა, 4 მგ ტრიამცინალონისა, 4 მგ მეთილპრედნიზოლონისა და 20 მგ ჰიდროკორტიზონისა (AMA-ს მონაცემებით, 1994).
ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე:
მკურნალობის პერიოდში პაციენტი უნდა მოერიდოს ავტომობილების მართვასა და პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებას, რაც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
საინექციო სუსპენზია, 7 მგ/მლ.
1 მლ გამჭვირვალე შუშის ამპულაში (IშO 9187-2OPჩ-B-1-ცლ) ფერადი წერტილით ამპულის გადატეხვის ადგილას. 5 ამპულა მოთავსებულია კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, რომელიც ინსტრუქციის ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25oC-ზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტით.