ფტოროკორტი / FTOROCORT
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): triamcinolone
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → საშუალებები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
- მწარმოებელი კომპანია: GEDEON RICHTER Plc
- მწარმოებელი ქვეყანა: უნგრეთი
- გამოშვების ფორმა: მალამო 0.1%: ტუბი 15 გ
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ტრიამცინოლონის აცეტონიდი 15 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, სტეარინის მჟავა, პოლისორბატი 60, ცეტილის სპირიტი, თხევადი პარაფინი, გლიცერინი (85%), გასუფთავებული წყალი.
აღწერა
თეთრი, ან თითქმის თეთრი, ერთგვაროვანი, პრაქტიკულად უსუნო მალამო.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები გარეგანი გამოყენებისათვის დერმატოლოგიაში. კორტიკოსტეროიდები, ზომიერად აქტიური (II ჯგუფი).
ათქ კოდი: D07AB09
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტრიამცინოლონის აცეტონიდი წარმოადგენს ძლიერ ფტორირებულ კორტიკოსტეროიდს ანთებისსაწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით.
გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიური ეფექტი ეფუძნება ორგანიზმის სპეციფიური ცილების სინთეზის კონტროლს. ეს მრავლობითი ბიოლოგიური ეფექტი ემსახურება სტრესული სიტუაციებისადმი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ადაპტაციას: გლუკოზის შეწოვის და მოხმარების დაქვეითება, გლუკონეოგენეზის მომატება (ჰიპერგლიკემია). იზრდება გლიკოგენის დაგროვება (უმთავრესად ღვიძლში) ინსულინის სეკრეციის გაზრდის გამო, რომელიც გამოწვეულია სისხლში შაქრის დონის მომატებით (ანაბოლური ეფექტი). ცილის სინთეზი ქვეითდება, იზრდება პროტეოლიზი კუნთებში (კატაბოლური ეფექტი), ძვლებში (ოსტეოპოროზი) და კანში. გლუკოკორტიკოიდები პერმისიულ მოქმედებას ახდენენ ლიპოლიზზე. ისინი აქვეითებენ სისხლძარღვების გაფართოვებას, სისხლძარღვების გამტარობას და შეშუპების ფორმირებას. გლუკოკორტიკოიდული რეცეპტორების დიდი ნაწილი მდებარეობს თავის ტვინის და გულის ქსოვილებში. ფილტვებში ისინი აძლიერებენ ბეტა-ადრენორეცეპტორების პასუხს, ბრონქოდილატაციას და აქვეითებენ ფილტვების სისხლძარღვების რეზისტენტობას.
შედარებით მაღალი დოზებით შეყვანისას, გლუკოკორტიკოიდები თრგუნავენ კორტიკოტროპინის სეკრეციას, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შემთხვევაში, ისინი ზრდიან გორგლოვან ფილტრაციას და დიურეზს, ასევე წყლულების განვითარების სიხშირეს. ისინი ავლენენ ალერგიის საწინააღმდეგო და ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტებს ფიზიოლოგიურზე მაღალ დოზებში.
ცხიმოვანი მჟავებით კორტიკოსტეროიდების ეთერიფიკაცია 17 ან 21 მდებარეობაში ჩვეულებრივ ზრდის კანზე აქტიურობას. ციკლური აცეტონიდების წარმოქმნა 16 და 17 მდებარეობაში დამატებით ზრდის ადგილობრივ ანთებისსაწინააღმდეგო აქტივობას, როგორც წესი, გლუკოკორტიკოიდების სისტემური მოქმედების გაზრდის გარეშე და ფტორირებული კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი მოქმედება ასევე ძლიერდებოდა.
ფარმაკოკინეტიკა
კორტიკოსტეროიდები კარგად შეიწოვება ადგილობრივი გამოყენების ადგილებიდან. აქტიური ნივთიერების შეღწევის უნარი დამოკიდებულია წასმის მეთოდზე, წასმის ადგილზე და კანის მდგომარეობაზე. ადგილობრივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევის ქვეშ, ან კანის საფარველის მთლიანობის დარღვევისას, ასევე კლიზმის სახით გამოყენებისას, შეიძლება შეიწოვოს კორტიკოსტეროიდის საკმაო რაოდენობა და გამოიწვიოს სისტემური მოქმედება.
ტრიამცინოლონის აცეტონიდის კანზე გამოყენებისას 70-90% რჩება კანის ზედაპირზე. ნორმალურ რქოვანა ფენაში გადის სტეროიდის 30%. ეფექტური კანშიდა კონცენტრაციები მიიღწევა მხოლოდ 30 წუთის შემდეგ. კონცენტრაციები ეპიდერმისში და დერმაში ნარჩუნდება 16 საათის განმავლობაში. კანის პათოლოგიურად შეცვლილ უბნებში დაქვეითებული ბარიერული ფუნქციის შედეგად აღმოჩნდება ნივთიერებების 3-10 ჯერ მაღალი კონცენტრაციები დერმაში და ეპიდერმისში. დაუზიანებელ კანში გადის შეყვანილი დოზის 1% ნაკლები, რქოვანა გარსის დაზიანების შემდეგ – დაახლოებით 3% და დაახლოებით 10% ოკლუზიური ნახვევის ქვეშ. ეფექტური შეწოვა მნიშვნელოვნად უკეთესადაა გამოხატული კანის უბანზე თხელი რქოვანა გარსით (წინამხარი), ან საოფლე ჯირკვლების, თმიანი ფოლიკულების, კანის ბუნებრივი ნაკეცების არეში.
კორტიკოსტეროიდები სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში. ტრიამცინოლონის დაახლოებით 80% დაკავშირებულია შრატის ალბუმინთან და ტრანსკორტინთან. ტრიამცინოლონი მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის გზით. ტრიამცინოლონის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს 6-ბეტა-ჰიდროქსი-ტრიამცინოლონი. ორგანიზმიდან გამოიყოფა ნაღველით დაახლოებით 70-80% და დაახლოებით 20% თირკმლებით. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 საათს, ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი შეადგენს 18-36 საათს. სინთეზური კორტიკოსტეროიდების შედარებით ნელი მეტაბოლიზმი მათი შედარებით დაბალი ცილა-შემაკავშირებელი აფინურობით ხსნის მათ მომატებულ ეფექტურობას ბუნებრივ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით.
მიღების ჩვენებები
გლუკოკორტიკოსტეროიდებისადმი მგრძნობიარე კანის დაავადებები (ეგზემა, ვულგარული ფსორიაზი, ალერგიული დერმატიტი).
წინააღმდეგჩვენებები
ორსულობის პირველი ტრიმესტრი
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებისადმი.
საჭიროა თავი აარიდოთ პრეპარატის კონტაქტს თვალებთან, ან პერიორბიტალურ არესთან. პრეპარატი არ უნდა გამოიყეოთ კანის ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციებისას თანმხლები შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპიის გარეშე.
პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია კანის ტუბერკულოზური და მწვავე ვირუსული დაზიანებისას (მარტივი ჰერპესი, შემომსარტყვლელი ჰერპესი, ჩუტყვავილა).
პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია პარაზიტებით გამოწვეული (მაგ. მუნი) კანის ინფექციებისას. პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ ფეხებზე წყლულების სამკურნალოდ, როზაცეას, ან სახის აკნეს დროს, პერიორალური დერმატიტის, ან საფენების დერმატიტის, კანის მშრალი აქერცვლისას, ვაქცინაზე რეაქციისას, სიფილისის (კანის დაზიანება), გავრცელებული ბალთისებრი ფსორიაზის, ვაქცინაციის შემდეგ 2-8 კვირის განმავლობაში, ასევე წინააღმდეგნაჩვენებია ძუძუზე წასმა უშუალოდ კვების წინ.
პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უსაფრთხოების ზომები
თუ ვითარდება გაღიზიანება, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
თუ მუშავდება დიდი ზედაპირები, ან გამოიყენება ოკლუზიური ნახვევი, ეს გამოიწვევს კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბციის გაზრდას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღება, განსაკუთრებით ბავშვებში და ჩვილებში.
დასუსტებულ რქოვანა შრეში მიკროორგანიზმები, პირველ რიგში პიოგენური მიკროორგანიზმები, უფრო ადვილად აღწევენ და მკურნალობის პერიოდში იწვევენ სხვადასხვა პიოდერმიებს. ანტისეპტიკების გამოყენებით ეს ადვილი გასაკონტროლებელია. ასევე შეიძლება განვითარდეს ბლასტომიკოზები. იშვიათ შემთხვევებში ოკლუზიური ნახვევის ქვეშ შეიძლება განვითარდეს სისხლდენა. კანის ერთსადაიმავე ნაწილზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის პირებში, შეიძლება გამოიწვიოს ატროფიის განვითარება.
ფსორიაზის დროს სტეროიდებით ადგილობრივ მკურნალობას შესაძლოა თან ახლდეს რამდენიმე რისკ ფაქტორი (მაგ. უკუეფექტი, სტეროიდული დამოკიდებულება, გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზის და ადგილობრივი ან სისტემური ინტოქსიკაციის განვითარების საშიშროება, კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევის გამო). ამგვარად, ფსორიაზისას ტოპიკური სტეროიდებით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.
საჭიროა თავი აარიდოთ სახეზე მალამოს ხანგრძლივად გამოყენებას.
რეკომენდებულია მალამოს თვალებიდან შორს წასმა, რადგან ამ პრეპარატის პერიორბიტალურ არეში გამოყენებამ შეიძლება მოახდინოს თვალის გართულებების პროვოცირება, რომლებიც მოიცავს კატარაქტას, გლაუკომას, რქოვანას დაზიანებას, ჰერპესული ინფექციის გავრცელებას და ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის რისკის მომატებას.
კორტიკოსტეროიდებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სახის, წინამხრის და ზურგის დაზიანებული კანი, რადგან ისინი განიცდიან მზის სხივების ზემოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
არის ცნობები ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიის სპორადიული შემთხვევების შესახებ კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, შეყვანის გზისგან დამოუკიდებლად (სისტემური, ლოკალური ან გარეგანი) ლატენტური პერიოდით რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლამდე.
მალამოს ხანგრძლივად (3-4 კვირაზე მეტი), ან დიდ ზედაპირებზე (სხეულის ზედაპირის 20% მეტი) გამოყენებისას, განსაკუთრებით თვალების ახლოს, არ შეიძლება გამოირიცხოს შთანთქმის ალბათობა. ამ შემთხვევებში საჭიროა სიფრთხილის ყველა ზომების დაცვა, რომელიც დამახასიათებელია გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიისათვის.
მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდის და/ან კანის დიდ ზედაპირებზე გამოყენების - კერძოდ ოკლუზიური ნახვევის ქვეშ – შემთხვევაში, საჭიროა ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის პერიოდული კონტროლი.
გენიტალურ ან ანალურ ნაწილში პრეპარატის გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს პრეზერვატივების სიმტკიცის დაქვეითება და ამგვარად გავლენა მოახდინოს მათ უსაფრთხოებაზე მალამოს შემადგენლობაში პარაფინის ან გლიცერინის არსებობის გამო.
გამოყენება ბავშვებში
პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ბავშვებში, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში! ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებისადმი და სენსიტიური მათი სისტემური ტოქსიურობისადმი, სხეულის მასასთან შედარებით, კანის უფრო დიდი ზედაპირის და მისი მომატებული განვლადობის გამო. კორტიკოსტეროიდებით ქრონიკულმა თერაპიამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ბავშვის ზრდას და განვითარებას. ბავშვებში მალამო უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში და სხეულის მცირე ზედაპირზე (სხეულის ზედაპირის 10% ნაკლები).
თერაპიის კურსები არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს და არ უნდა გამოიყენოთ ოკლუზიური ნახვევები.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა (ცნობილია როგორც პარაბენი) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები წინასწარი განწყობის მქონე პირებში.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ფტოროკორტის მალამო არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის პირველ ტრიმესტრში, შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მოსალოდნელი სარგებლის და შესაძლო რისკის გულმოდგინე შეფასების შემდეგ.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა ფეტოტოქსიური ეფექტები (ტერატოგენობა, ემბრიოტოქსიურობა). არსებობს არასაკმარისი მტკიცებულება ორსულობისას გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ადამიანებში.
ორსულ ცხოველებში კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების პათოლოგიები, სასის ნაპრალის და საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების ჩათვლით. შესაბამისად, ადამიანის ნაყოფის ორგანიზმში არსებობს ასეთი ეფექტების ძალიან მცირე რისკი.
ორსულობისას გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება და პლაზმის კლირენსი ახალშიბილებში უფრო დაბალია, ვიდრე ბავშვებში და მოზრდილებში.
ძუძუთი კვების პერიოდი
სისტემური გლუკოკორტიკოიდები ექსკრეტირდებიან ქალის რძეში და შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ ახალშობილებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქზე და გამოიწვიონ არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ზრდის დათრგუნვა.
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, პრეპარატი არ უნდა წაისვათ კანის დიდ ზედაპირზე (20% მეტი), ოკლუზიური ნახვევის ქვეშ და 2-3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.
ხანგრძლივი, ან მაღალი დოზებით მკურნალობის აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
მიღების წესი და დოზები
მოზრდილები:
მალამოს თხელი ფენა უნდა განაწილდეს კანის დაზიანებულ უბანზე, დღეში ორჯერ, ან სამჯერ (მაქსიმუმ 15 გ მალამო დღეში), ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ (მაქსიმუმ 10 გ მალამო დღეში).
ბავშვთა ასაკის პაციენტები
ფტოროკორტი არ უნდა გამოიყენოთ 1 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
ერთ წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, მალამო შეიძლება წაისვას დაზიანებულ უბანზე მაქსიმუმ ორჯერ დღეში, რათა შეამციროთ არასასურველი ეფექტების განვითარების შესაძლებლობა. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 დღისა. ოკლუზიური ნახვევის ქვეშ წასმა რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ ხანმოკლე დროის განმავლობაშიც, რადგან ხანდაზმულ ადამიანებში ხდება კანის ბუნებრივი განლევა.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, სიმძიმესა და მიმდინარეობაზე.
დაავადების გავლის შემდეგაც კი, მალამო უნდა წაისვათ რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოთ გამწვავება.
მკურნალობის ხანგრლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 კვირას (მაქსიმუმ 4 კვირას).
მდგომარეობის გაუმჯობესებისას, საჭიროა მალამოს გამოყენების სიხშირის შემცირება.
საჭიროა თავი აარიდოთ მალამოს წასმას სხეულის ზედაპირის დიდ ფართობზე (მოზრდილებში – 20% მეტი, ბავშვებში – 10% მეტი), განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები
სტეროიდებით ადგილობრივი მკურნალობა პოტენციურად დაკავშირებულია ადგილობრივი გვერდითი მოვლენების განვითარებასთან. ასევე მოსალოდნელია სისტემური ეფექტები, რომელიც დამოკიდებულია კანში გასული სტეროიდის რაოდენობაზე.
კანის დიდ უბნებზე კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად ადგილობრივი გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია ბავშვთა ასაკის პაციენტებში გამოყენებისას, ასევე ფტოროკორტის მალამოს ოკლუზიური ნახვევის ქვეშ წასმისას. ცილების კატაბოლიზმმა შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი აზოტოვანი ბალანსი.
პირველადი სისტემურ-ორგანული კლასი (MMedDRA 10.0) | გვერდითი რეაქციები |
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები | ლატენტური ინფექციების გამწვავება |
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ | მომატებული მგრძნობელობის რეაქციები |
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ | თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მეორადი უკმარისობა (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დათრგუნვა) |
დარღვევები ფსიქიკის მხრივ | უძილობა |
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ | ფსიქიკური დარღვევები |
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ | კატარაქტა* |
დარღვევები გულის მხრივ | გულის უკმარისობა |
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ | არტერიული ჰიპერტენზია |
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ | სისხლდენა კუჭიდან |
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ | დერმატიტი |
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ | ზრდის შეფერხება |
ზოგადი დარღვევები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას | ჭრილობის შეხორცების დარღვევა |
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები | მომატებული თვალისშიდა წნევა |
*კატარაქტის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია ბავშვთა ასაკის პაციენტებში.
ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების განვითარებისას, ასევე ისეთი რეაქციებისას, რომლებიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
მიუხედავად იმისა რომ, ცნობები დოზის რაიმე გადაჭარბების შესახებ არ არის, დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი და სისტემური ეფექტები, ორგანიზმში მოხვედრილი სტეროიდების რაოდენობიდან გამომდინარე. ადგილობრივად რეკომენდებული დოზის გამოყენებისას, დოზის გადაჭარბება მოსალოდნელი არ არის.
დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომები:
ხანგრძლივად (4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში) და/ან დიდ ზედაპირზე (20% მეტი) გამოყენებისას – განსაკუთრებით დაზიანებულ კანზე დაქვეითებული ბარიერული ფუნქციით, ან ოკლუზური ნახვევის ქვეშ – მოქმედი ნივთიერება შეიძლება მისაწვდომი იყოს სისტემურად უფრო მეტი რაოდენობით და გამოიწვიოს გლუკოკორტიკოიდების ცნობილი სისტემური გვერდითი ეფექტები (ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი).
მკურნალობა
სიმპტომურია (სისტემური გვერდითი ეფექტების). დოზის გადაჭარბებისას მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად; პრეპარატი უნდა მოიხსნას თანდათან.
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიდროკორტიზონის ინტრავენური შეყვანა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფტოროკორტის მალამოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ კვლევა არ ჩატარებულა.
სტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას, მათი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან უცნობია.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
1 მგ/გ ფტოროკორტის მალამო არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
შეფუთვა
ალუმინის ტუბი, დახურული თეთრი პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია წვერით პერფორაციისათვის.
ერთი ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტით.