შემადგენლობა
თითოეული სუპოზიტორია შეიცავს:ნეომიცინის სულფატი 35000 ერთეული, ნისტატინი 100000 ერთეული, პოლიმიქსინი B სულფატი 35000 ერთეული.
თვისობრივი მახასიათებლები:
გინოტრი წარმოადგენს ფართო სპექტრის გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე მოქმედ ანტიბაქტერიულ საშუალებას, რადგან მის შემადგენლობაში შედის ნეომიცინი და პოლიმიქსინი, ასევე გინოტრი მაღალეფექტურია ვაგინალური ტრიქიმონას დაკანდიდოზის მიმართ.
გინოტრი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- ვაგინალური ინფექციები.
- საშვილოსნოს ყელის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები.
- ვაგინალური გამონადენი.
- გენიტალური ორგანოების ოპერაციის წინ ინფექციებისგან დასაცავად.
ერთი სუპოზიტორია თავსდება ვაგინაში ძილის წინ. მკურნალობის კურსი შეადგენს 12 დღეს.
ალერგიული ეგზემა, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის დროს.
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის პირველ მესამედში, მეორე და მესამე ნახევარში ინიშნება ექიმის რჩევის გათვალისწინებით.
ალერგიის შემთხვევებში ინიშნება პეროლალურად მისაღები ანტიბიოტიკი. მკაცრად უნდა იქნას დაცული მკურნალობის განსაზღვრული პერიოდი.
გინოტრის ამინოგლიკოზიდების ჯგუფის პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში იზრდება ინგრედიენტებისადმი მგრძნობელობა.აქედან გამომდინარე იგი არ უნდა იქნას მიღებული სხვა პრეპარატებთან ერთად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტები უნდა იქნან აყვანილი კონტროლის ქვეშ.
არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნიდან უნდა გაიხარჯოს ერთი თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურის პირობებში შენახვისას.
შენახვის ვადა: 3 წელი
ექიმის რეცეპტით