შემადგენლობა
გლუკოტონი MR-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – გლიკლაზიდის 30 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
II თაობის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება (სულფონილშარდოვანას წარმოებული). გლუკოტონი MR პანკრეასის ბეტა-უჯრედების მიერ ინსულინის გამომუშავების სტიმულაციის გზით სისხლში ამცირებს გლუკოზის დონეს. ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში გლუკოტონი MR აღადგენს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკს და აძლიერებს ინსულინის სეკრეციის მეორე ფაზას. ინსულინის გამომუშავების მნიშვნელოვანი გაძლიერება აღინიშნება საკვების მიღების ან გლუკოზის შეყვანის საპასუხოდ. გლუკოტონი MR აძლიერებს პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ასტიმულირებს უჯრედშიგა ფერმენტების (მათ შორის გლიკოგენ-სინთეტაზას) აქტივობას. გლუკოტონი MR ნახშირწყლების ცვლაზე ზემოქმედებასთან ერთად გავლენას ახდენს მიკროცირკულაციაზეც. ამცირებს მიკროთრომბოზის განვითარების რისკს, რაც თრომბოციტების ადჰეზიისა და აგრეგაციის ინჰიბირებით და თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორების კონცენტრაციის შემცირებით მიიღწევა. ასევე, აძლიერებს სისხლძარღვთა ენდოთელუიმის ფიბრინოლიზურ და ქსოვილოვანი აქტივატორის - პლაზმინოგენის აქტივობას. გლიკლაზიდი ხასიათდება ანტიოქსიდანტური და ანტიათეროგენული მოქმედებით. პრეპარატის მიღების შემდეგ გლიკლაზიდი მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლში Cmax მიიღწევა დაახლოებით 6 -12 სთ-ში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 95%. გლიკლაზიდი მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა ძირითადად თირკმლების საშუალებით, T1/2 - 16 სთ.
ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი (II ტიპის), დიეტოთარაპიასა და ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად, როცა ეს უკანასნელნი არაეფექტურია.
გლუკოტონი MR ინიშნება მხოლოდ მოზრდილებში. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 30 მგ-ს (1 ტაბლეტი). დოზის შერჩევა ხდება სისხლში გლუკოზის მუდმივი კონტროლის ფონზე. ასევე, დოზის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს თერაპის მინიმუმ 2-კვირიანი პერიოდის შემდეგ. შემანარჩუნებელი თერაპიის დროს შერჩეული დოზის ყოველდღიური მიღება უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის დონის ეფექტურ კონტროლს. პრეპარატის დღიური დოზა დასაშვებია მერყეობდეს 30-120 მგ-ის (1-4 ტაბლეტი) ფარგლებში. მაქსიმალური დღიური დოზა 120 მგ-ია. პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ საუზმის დროს. დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუშვებელია შემდეგი დოზის გაზრდა. არანამკურნალებ პაციენტებში პრეპარატის საწყისი დოზა 30 მგ-ია, შემდგომში დოზირება ხდება ინდივიდუალურად საკმარისი თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. სხვა ჰიპოგლიკემიური საშუალებიდან გლუკოტონი Mღ-ზე გადასვლა არ მოითხოვს გარდამავალ პერიოდს. ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის სულფონილშარდოვანას წარმოებულებიდან გლუკოტონი MR-ზე გადასვლისას, ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მიზნით, 1-2 კვირის განმავლობაში საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოგლიკემია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა (როგორც წესი შექცევადი), ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება; სისხლმბადი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში - თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი ან ლეიკოპენია, ანემია (ჩვეულებისამებრ შექცევადი); ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი. აღნიშნული სიმპტომები პრეპარატის მოხსნის შემდეგ, როგორც წესი, ქრება.
- ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპის);
- დიაბეტური კეტოაციდოზი;
- დიაბეტური პრეკომა და კომა;
- ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციათა მძიმე დარღვევები;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
- მიკონაზოლთან ერთდროული გამოყენება;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი ან სულფონილშარდოვანას წარმოებულებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
გლუკოტონი MR-ის დანიშვნისას პაციენტმა მკაცრად უნდა დაიცვას კვების რეჟიმი, ექიმის მიერ დანიშნული დიეტა, პრეპარატის დოზა და მიღების წესი, ასევე პერიოდულად ჩაიტაროს სისხლის და შარდის ანალიზი გლუკოზის შემცველობაზე. გლუკოტონი MR-ის დანიშვნისას საჭიროა პაციენტის ინფორმირება ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის, მისი სიმპტომების, მკურნალობის და ჰიპოგლიკემიის ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ. ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულ ასაკში, პაციენტებში საერთო სისუსტით ან რომლებიც მუდმივად ვერ იღებენ საკმარის კალორიულ საკვებს, თირკმელზედა და ჰიპოფიზის უკმარისობის ან გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის დროს, ალკოჰოლის ან რამდენიმე ჰიპოგლიკემიური საშუალების ერთდროულად გამოყენებისას. ინფექციური დაავადებების, ტრავმებისა და ქირურგიული ჩარევების დროს საჭიროა გლუკოტონი MR-ის მოხსნა და ინსულინის დანიშვნა. გლუკოტონი MR-ისა და გლიკლაზიდის ფარმაკოკინეტიკაზე მოქმედი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას პაციენტებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ სისხლში გლუკოზის დონე. გლუკოტონი MR-თან ერთად დასაშვებია ბიგუანიდების, ალფა-გლუკოზიდაზის ინჰიბიტორების ან ინსულინის დანიშვნა. გლუკოტონი MR-თან ერთად დაუშვებელია ალკოჰოლის და ეთანოლის შემცველი პრეპარატების მიღება. მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს გასათვალისწინებელია ჰიპოგლიკემიის განვითარების საშიშროება.
სიმპტომები: ჰიპოგლიკემია. მკურნალობა: ჰიპოგლიკემიის ზომიერი სიმპტომების კორექტირება ხდება ნახშირწყლების მიღებით, დოზის ცვლილებით ან დიეტის შეცვლით. ჰიპოგლიკემიური კომის დროს საჭიროა დაუყოვნებლივ 50 მლ გლუკოზის კონცენტრირებული (40%) ხსნარის ინტრავენური შეყვანა, შემდეგ 5% განზავებული ხსნარით სისხლში გლუკოზის საჭირო დონის შენარჩუნება და 48 საათის მანძილზე მუდმივი კონტროლი. გლიკლაზიდისა და მიკონაზოლის (სისტემური გამოყენების) ერთდროული დანიშვნა უკუნაჩვენებია. ფენილბუტაზონი, ეთანოლის შემცველი პრეპარატები გლუკოტონთან ერთდროული დანიშვნისას აძლიერებენ მის ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას. ბეტა-ადრენობლოკატორები გლუკოტონი MR-თან ერთდროულად დანიშვნისას ნიღბავენ ჰიპოგლიკემიის სიმპტომებს (ტაქიკარდია, გულისცემის გაძლიერება) და აძლიერებენ ჰიპოგლიკემიის გამოვლინების სიხშირესა და სიმძიმეს. ფლუკონაზოლი ზრდის ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს. დანაზოლი ამცირებს გლიკლაზიდის ეფექტურობას. გლუკოკორტიკოსტეროიდები (სისტემური, გარეგანი და ადგილობრივი მოქმედების), ტეტრაკოზაკტიდი, რიტოდრინი, სალბუტამოლი, ტერბუტალინი (ინტრავენური) სისხლში ზრდიან გლუკოზის დონეს. პროგესტოგენების დიდი დოზის გამოყენებისას გასათვალისწინებელია დიაბეტოგენური ეფექტი.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ექიმის რეცეპტით!
წს N რ - 002751 25.06.2007