შემადგენლობა
1 ფლაკონი - 10მლ სუსპენზიის შემადგენლობაში შედის აქტიური ნივთიერება ალბენდაზოლი 400მგ.
ჰეზოლი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე-ანტიჰელმინთურ პრეპარატს, რომლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია აქტიური ნივთიერების – ალბენდაზოლის მოქმედებით. ალბენდაზოლი მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლების ჯგუფს, გააჩნია მოქმედების ორმაგი მექანიზმი.
ჰელმინთის უჯრედებში ალბენდაზოლი აინჰიბირებს ბეტა-ტუბულნის პოლიმერიზაციის პროცესს, რაც განაპირობებს ჰელმინთის ნაწლავური არხის ციტოპლაზმური მიკროტუბულების დესტრუქციას.
ალბენდაზოლი მოქმედებს ჰელმინთის ენერგეტიკულ ცვლაზე, კერძოდ აინჰიბირებს ჰელმინთის ფერმენტ მალეატდეჰიდროგენაზას, რის შედეგადაც ირღვევა გლუკოზის უტილიზაციის პროცესი, ჰელმინთის ორგანიზმში მცირდება გლიკოგენის მარაგი, პარაზიტის ორგანიზმი იფიტება და კვდება.
ალბენდაზოლი მოქმედებს ჰელმინთის განვითარების ყველა სტადიაზე – კვერცხი, ლარვა, ზრდასრული პარაზიტი. ეფექტურია როგორც მონო ასევე პოლიინვაზიისას.
ჰეზოლის პერორალურად მიღებისას ალბენდაზოლი უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 30%-ს. ცხიმიანი საკვების მიღება ხელს უწყობს ალბენდაზოლის შეწოვას. (ბიოშეღწევადობა იზრდება დაახლოებით 5-ჯერ).
ალბენდაზოლი სისხლის პლაზმაში უცვლელი სახით არ აღინიშნება, ვინაიდან სწრაფად განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში და გარდაიქმნება პირველად მეტაბოლიტად – ალბენდაზოლის სულფოქსიდად, რომელიც ასევე ხასიათდება ანტიჰელმინთური აქტივობით. ალბენდაზოლის სულფოქსიდი მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) სისხლის პლაზმაში აღწევს 2-5სთ-ში, პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 70%-ს. ვრცელდება პრაქტიკულად მთელ ორგანიზმში. მისი აღმოჩენა შესაძლებელია შარდში, ნაღველში, ღვიძლში, კისტის კედელსა და კისტოზურ სითხეში, ცერებროსპინალურ სითხეში. ალბენდაზოლის სულფოქსიდი ღვიძლში გარდაიქმნება მეორად მეტაბოლიტად – ალბენდაზოლის სულფონად, წარმოიქმნება ასევე სხვა მეტაბოლიტები. მეორადი მეტაბოლიტები უმნიშვნელო რაოდენობით აღინიშნებიან სისხლის პლაზმაში. ალბენდაზოლის სულფოქსიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი T1/2 შეადგენს 8-12სთ-ს. გამოიყოფა ნაღველთან ერთად ნაწლავების გავლით სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით, მცირე რაოდენობით გამოყოფა ხდება შარდთან ერთად.
ალბენდაზოლის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის საერთო კლირენსი თირკმლის ფუნქციის დარღვევისას არ იცვლება. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში მატულობს ბიოშეღწევადობა და ალბენდაზოლის სულფოქსიდის Cmax იზრდება 2-ჯერ, ხოლო T1/2 ხანგრძლივდება. ალბენდაზოლი არის მიკროსომული ფერმენტების სისტემის ციტოქრომ P450(IA)- ს ინდუქტორი. აძლიერებს სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმს.
• ნემატოდოზები (მრგვალი ჭიები)
ასკარიდოზი (Ascaris lumbricoides)
ენტერობიოზი (maxvila Enterobius vermicularis)
ანკილოსტომიდოზი (Ancylostoma duodenale)
ნეკატოროზი (Necator americanus)
ტრიქოცეფალოზი (Trichuris trichiura)
სტრონგილოიდოზი (Strongyloides stercoralis)
ტრიქინელოზი (Trichinella spiralis)
ტოქსოკაროზი (Toxocara canis)
გნათოსტომოზი (Gnathostoma spinigerum)
• ცესტოდოზები (ლენტისებრი ჭიები):
ნეიროცისტიცერკოზი (Taenia solium)
ტენიოზი (Taenia solium, Taenia saginata)
ღვიძლის, ფილტვის, პერიტონეუმის ექინოკოკოზი (Echinococcus granulosus, Echinococcus multilocularis)
ჰიმენოლეპიდოზი (Hymenolepis nana)
• ლამბლიოზი (Giardia lamblia)
• ტრემატოდოზები
oპისტორქოზი (Opisthorchis felineus)
კლონორქოზი (Clonorchis sinensis)
• ექინოკოკური კისტების ქირურგიული მკურნალობის დროს, როგორც დამხმარე საშუალება წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში;
• კანის სინდრომი Larva Migrans
• ჰელმინთოზის შერეული ფორმები, გამოწვეული რამდენიმე ჰელმინთის კომბინაციით.
ჰეზოლი (ალბენდაზოლი) მიიღება პერორალურად საკვების მიღების დროს ან ჭამის შემდეგ. სპეციალური დიეტა ან საფაღარათო საშუალებების მიღება საჭირო არ არის. პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად, ინვაზიის სახეობისა და პაციენტის სხეულის მასის მიხედვით. რეკომენდებულია მკურნალობის ჩატარება ერთდროულად ოჯახის ყველა წევრზე.
მოზრდილები და 2 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები:
ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი, ნეკატოროზი, ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი – 10მლ (400მგ-მთლიანი ფლაკონი) 1-ჯერ დღეში 1-3 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ 3 კვირის შემდეგ.
ტრიქინელოზი – 10მლ (400მგ-მთლიანი ფლაკონი) 2-ჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ 3 კვირის შემდეგ.
სტრონგილოიდოზი, ტენიოზი, ჰიმენოლეპიდოზი - 10მლ (400მგ-მთლიანი ფლაკონი) 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ 3 კვირის შემდეგ.
ოპისტორქოზი, კლონორქოზი - 10მლ (400მგ-მთლიანი ფლაკონი) 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.
ტოქსოკაროზი – 400მგ 2-ჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი – ბავშვები 2-დან-12წლამდე 10მლ (400მგ-მთლიანი ფლაკონი) 1-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში.
კანის მიგრირებადი ჭიის არსებობისას ინიშნება 10მლ (400მგ-მთლიანი ფლაკონი) 1-ჯერ დღეში 1-3 დღის განმავლობაში.
კაპილაროზი - 10მლ (400მგ-მთლიანი ფლაკონი) 1-ჯერ დღეში 10-20 დღის განმავლობაში.
გნათოსტომოზი - 10მლ (400მგ-მთლიანი ფლაკონი) 1-ჯერ დღეში 10-20 დღის განმავლობაში.
ნეიროცისტიცერკოზის და ექინოკოკოზის დროს პაცინტებში, რომელთა სხეულის მასა უდრის ან აღემატება 60კგ-ს, ინიშნება 10მლ (400მგ-მთლიანი ფლაკონი) 2-ჯერ დღეში, ხოლო 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში – 15 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში გაყოფილი 2 მიღებაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 800მგ-ს (20მლ). მკურნალობის ხანგრძლივობა ნეიროცისტიცერკოზის დროს – 8-30 დღე, ექინოკოკოზის დროს ტარდება 28 დღიანი თერაპიის 3 კურსი, რომელთა შორის ინტერვალი შეადგენს 14 დღეს. ინოპერაბელური ექინოკოკური კისტების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის 5 კურსის ჩატარება.
2 წლამდე ასაკის ბავშვები:
ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი, ნეკატოროზი, ასკარიდოზი – 5მლ (200მგ-1/2 ფლაკონი) 1-ჯერ დღეში 1-3 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ 3 კვირის შემდეგ.
სტრონგილოიდოზი – 5მლ (200მგ-1/2 ფლაკონი) 1-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ 3 კვირის შემდეგ.
ტოქსოკაროზი – 10მგ/კგ დღე-ღამეში გაყოფილი 2 მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.
ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა ანამნეზში ალბენდაზოლის და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ, ასევე ბენზიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ. ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი; თვალის ბადურა გარსის დაზიანება;
ჰეზოლი მიიღება სიფრთხილით: ძვლისტვინში სისხლის წარმოქმნის დათრგუნვის, ღვიძლის უკმარისობის, ღვიძლის ციროზის დროს. (მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში საჭიროა ღვიძლის ფუნქციების რეგულარული კონტროლი).
ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა ალბენდაზოლის ტერატოგენულობა.
ჰეზოლი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ჰეზოლის დანიშვნამდე პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ არ არის ორსულად. რეპროდუქციული ასაკის ქალებში ჰეზოლით მკურნალობის დროს რეკომენდებულია არაჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება.
არ არის ცნობილი გადადის თუ არა ალბენდაზოლი და მისი აქტიური მეტაბოლიტები დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ჰეზოლის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
ყურადღება!
მედიკამენტი ჰეზოლი-ს მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ჰეზოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ძვლის ტვინში ჰემოპოეზის დაქვეითება, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, თვალის ბადურის პათოლოგია. სისხლის ანალიზის ჩატარება აუცილებელია ყოველი 28 დღიანი ციკლის დაწყების წინ და მკურნალობის პერიოდში ყოველ 2 კვირაში ერთხელ. ლეიკოპენიის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ჰეზოლით მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია, თუ ლეიკოციტების და ნეიტროფილების საერთო რაოდენობის შემცირება ზომიერია და არ პროგრესირებს.
პაციენტები, რომლებიც მაღალი დოზით იღებენ ჰეზოლს უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და რეგულარულად აკონტროლებდნენ ღვიძლის ფუნქციებს.
ნეიროცისტიცერკოზის დროს თვალის დაზიანებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოკვლეული იქნეს თვალის ბადურა, (არსებობს პათოლოგიის გართულების რისკი).
დაავადებულმა პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ შესაბამისი თერაპია სტეროიდებით და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით. ორალური ან ვენაში შესაყვანი კორტიკოსტეროიდები გამოიყენება ჰიპერტენზიული შეტევის თავიდან ასაცილებლად ანტიცისტური თერაპიის პირველ კვირაში.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.
დექსამეტაზონი, პრაზიკვანტელი და ციმეტიდინი ზრდიან სისხლში ალბენდაზოლის კონცენტრაციას.
აღინიშნება ალბენდაზოლის კონცენტრაციის მომატება ნაღველში და ექინოკოკური კისტის შიგთავსში ციმეტიდინთან ერთდროულად მიღებისას, რაც ზრდის ექინოკოკოზის მკურნალობის ეფექტურობას.
ინახება მშრალ სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, 25°C- ზე დაბალ ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენოთ ფლაკონი გახსნიდან ერთი თვის შემდეგ.
გაიცემა ექიმის რეცეპტით.