რას წარმოადგენს ჰიმეკრომონ სოფარმა და რისთვის გამოიყენება
ჰიმეკრომონ სოფარმა – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც ხსნის სანაღვლე გზების გლუვი მუსკულატურის სპაზმებს. ამგვარად, ამსუბუქებს ნაღველის გადინებას ნაღვლის ბუშტიდან და სანაღვლე გზებიდან, ამცირებს მათში წნევას, რომელიც ნაღველის შეკავებითაა გამოწვეული.
ჰიმეკრომონ სოფარმა გამოიყენება:
- სანაღვლე გზების ფუნქციური დარღვევებისას (დისკინეზია);
- ნაღვლის ბუშტში ქვების და სილის არსებობისას გართულებების გარეშე, შეტევის გარეშე პერიოდში, ან შედარებით იოლი კრიზებისას;
- ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების ოპერაციის შემდგომ პერიოდში;
- ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებისას (ქოლეცისტიტი);
- დისპეფსიური ჩივილებისას (საჭმლის ცუდი მონელება) – შეკრულობა და ცხიმების ათვისების დარღვევა ნაღვლის არასაკმარისი სეკრეციის შედეგად.
ჰიმეკრომონ სოფარმას მიღებამდე
არ მიიღოთ ჰიმეკრომონ სოფარმა
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) სამკურნალო საშუალების მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება;
- თუ გაქვთ წვრილი ან მსხვილი ნაწლავის მძიმე ანთებითი დაავადება;
- თუ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა;
- ნაღვლის მწვავე კრიზისას;
- ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე გზების მწვავე ანთებისას;
- სანაღვლე გზების მექანიკური დახშობისას.
ჰიმეკრომონ სოფარმას მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია დაავადების სახის და მიზეზის დადგენა. მექანიკურმა წინააღმდეგობებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაღვილს ბუშტში დახშობა მოცულობის გაზრდით და წნევის მომატებით.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეატიტი), ან ნაწლავების (მწვავე და ქრონიკული კოლიტი) დაავადება.
სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
სამკურნალო პრეპარატის მოქმედება შეიძლება შეიცვალოს, თუ თქვენ იღებთ:
- ღებინების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს;
- გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს (საგულე გლიკოზიდები);
- შედედების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატებს.
შეიძლება სხვა სპაზმოლიტიკებთან (სპაზმის მომხსნელ) და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან ერთდროულად მიღება.
ჰიმეკრომონ სოფარმას გამოყენება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან
სამკურნალო პრეპარატი მიიღეთ ჭამის წინ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ჰიმეკრომონ სოფარმა, თუ ხართ ორსულად, ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მექანიზმებთან
ჰიმეკრომონ სოფარმა არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰიმეკრომონ სოფარმას ზოგიერთ კომპონენტზე
ეს სამკურნალო საშუალება დამატებითი ნივთიერების სახით შეიცავს საკვებ სახამებელს. შესაფერისს პირებისთვის ცელიაკიით (გლუტენური ენტეროპათია). პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ალერგია ხორბალზე (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან), არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
როგორ მივიღოთ ჰიმეკრომონ სოფარმა
ჰიმეკრომონ სოფარმას მიღებისას ყოველთვის ზუსტად დაიცავით თქვენი ექიმის დანიშნულება. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ტაბლეტები არ დაღეჭოთ, არამედ მიიღეთ მთლიანად, ჭამამდე.
მოზრდილები და 16 წელზე მეტი ასაკის მოზარდები
1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 10-14 დღე.
თუ მიიღეთ ჰიმეკრომონ სოფარმას საჭიროზე მეტი დოზა
არ არის მონაცემები ამ სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბების შესახებ. თუ თქვენ მიიღეთ დოზა, რომელიც მნიშვნელოვნად აჭარბებს დანიშნულს, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
თუ გამოტოვეთ ჰიმეკრომონ სოფარმას მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად. თუ თითქმის შემდეგი დოზის მიღების დრო მოვიდა, მიიღეთ ის ჩვეულებრივ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ, რადგან ამან შესაძლოა გაზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა. გააგრძელეთ სამკურნალო საშუალების მიღება ექიმის დანიშნულებით.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან, გთხოვთ კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ჰიმეკრომონ სოფარმამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ უვითარდება ყველას.
ჰიმეკრომონ სოფარმამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, თუმცა ძალიან იშვიათად. შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს, ან სამკურნალო დაწესებულებას, თუ შენიშნეთ კანის შეწითლება, ქავილი.
სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. ის გაივლის დოზის შემცირებისას. აუცილებელი არ არის მკურნალობის შეწყვეტა.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
როგორ შეინახოთ ჰიმეკრომონ სოფარმა
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.
არ გამოიყენოთ ჰიმოკრომონ სოფარმა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო საშუალებები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო საშუალებები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ჰიმეკრომონ სოფარმა
- მოქმედი ნივთიერება: ჰიმეკრომონი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 400 მგ ჰიმეკრომონს.
- დამხმარე ნივთიერებები: ხორბლის სახამებელი, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება ჰიმეკრომონ სოფარმა და რას შეიცავს შეფუთვა
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დიამეტრით 11 მმ, თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის.
10ტაბლეტი მყარ გამჭირვალე პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 2 ბლისტერი დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ექიმის დანიშნულებით