შემადგენლობა:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ფერმენტული აქტივობის 100,000 Armour ერთეულს, გასუფთავებულ
კონცენტრატი, რომლის აქტივობა განისაზღვრება ტრიფსინის და ქიმოტრიფსინის სპეციფიკური აქტივობის შეფარდებით ექვსი ერთთან.
საღებავი: POCEAU 4R ყვითელი FCF
ATC კოდი: M09AB52
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ჰიმოლიტი დუო მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში შემავალი ორი ფერმენტის მოქმედებით, ეს ფერმენტები შთაინთქმება ფერმენტთა მოცირკულარე ინჰიბიტორების მიერ, რომელთა დონე გაზრდილია ტრამვის და სხვა ანთებითი პროცესების შედეგად. ჰიმოლიტი დუო ადრეულ სტადიაზე ამცირებს შეშუპებას და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
ჩვენებები:
ანთებითი შეშუპება
ქირურგიაში პოსტოპერაციული შეშუპების დროს, აღდგენით პროცესების გასაუმჯობესებლად, საკეისრო კვეთის, ეპიზიოტომიის და ჰისტეროქტომიის დროს, დისკის თიაქარი,იშიაზი, რადიკულიტი.
ჰემატომა
ტრამვატოლოგიაში დაჭიმულობისა და მოტეხილობების დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანებისა და პოსტტრამვული შეშუპებისას.
გინეკოლოგიაში მენჯის ანთებითი დაავადებები,პერინატალური შეშუპება, მასტიტები.
ჰიმოლიტი აუმჯობესებს ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით ქსოვილებში,განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის ორგანოებში
ჰიმოლიტი დუო წარმატებით გამოიყენება: ოფთალმოლოგიაში, პულმონოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
მიღების წესი:
1ტაბლეტი 4 ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს და არ უნდა დაიღეჭოს გასტრორეზისტენტული გარსის შესანარჩუნებლად.
უკუჩვენება:
მომეტებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტების მიმართ;
თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადებები;
სისხლის შედედების მაჩვენებლის დარღვევა;
ჰემორაგიული დიათეზი;
გვერდითი მოვლენები:
ზოგჯერ აღინიშნება ალერგიული რეაქციები;
ძალიან იშვიათად კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება;
დოზის გადაჭარბების შედეგად მიღებული გვერდით მოვლენები ნაკლებად სავარაუდოა;
სხვა მედიკამენტთან ურთიერთქმედება:
რკინის შემცვლელ მედიკამენტებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება მოხდეს რკინის რაოდენობის შემცირება შეწოვის დროს.
უსაფთხოების ზომები:
სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა:
ჰიმოლიტი დუო არის შემოგარსული ტაბლეტები, ორი ბლისტერში, თითო ბლისტერზე 10ცალი.
განსაკუთრებული მითითებები:
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება;
შენახვის პირობები:
შევინახოთ მშრალ და მზის სხივებისგან დაცულ ადგილას,არა უმეტეს 25°C
გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ! მისი გაცემა შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც!