შემადგენლობა:
მიო-ინოზიტოლი 2000 მგ
მეთილ ფოლატი 200 მკგ.
ვიტ D3 25 mcg (1000სე)
რას წარმოადგენს მიოინოზიტოლი?
მიოინოზიტოლი ექვსატომიანი ინოზიტოლური სპირტების ერთ-ერთი ნაირსახეობაა.მიოინოზიტოლი ასრულებს შიდა უჯრედული სიგნალების,ინსულინის რეცეპტორებიდან სიგნალების გადამწოდის როლს,მონაწილეობს ცხიმების გახლეჩვაში,სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებასა და ორგანიოზმში მიმდინარე სხვა პროცესებში.მიო-ინოზიტოლი წარმოდგენილია ზოგიერთ საკვებ პროდუქტებში(ნესვი,ფორთოხალი, მარცვლეული და თხილეული).
მიოინოზიტოლი აუცილებელია სასქესო ჰორმონების კერძოდ-გონადოტროპინების (FSH,LH) ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რაც განაპირობებს რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.მიო-ინოზიტოლის ზემოქმედება შემაერთებელ ქსოვილზე განაპირობებს ემბრიონის ნორმალურ განვითარებას.
როგორც ცნობილია პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) წარმოადგენს უნაყოფობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს და სხვადასხვა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა,რომ მიო-ინოზიტოლის უწყვეტი მიღბა დადებით გავლენას ახდენს მეტაბოლურ პროცესებსა და ჰორმონულ პროფილზე,რის შედეგადაც აღდგება ოვულაცია,რაც განაპირობებს რეგულარულ მენსტრუალურ ციკლს. მიო-ინოზიტოლის მიღება ორსულ ქალებში მნიშვნელოვნად ამცირებს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკს.
როგორია ფოლიუმის მჟავას ფიზიოლოგიური როლი?
ფოლიუმის მაჟავა (მეთილფოლატი) არის წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინი,იგი ჩართულია დნმ-ის,რნმ-ის და ცილების სინთეზში,უჯრედების დაყოფის პროცესში.სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა,რომ ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა ხშირად უკავშირდება ნაყოფის ზრდის შეფერხებას და ნერვული ღეროს დეფექტის განვითარებას.ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ ფუნქციონირებას,რის გამოც მნიშვნელოვნად მცირდება ნაადრევი მშობიარობის რისკი.
როგორია ვიტ D3 ფიზიოლოგიური როლი?
ვიტ D3 მიეკუთვნება ბიოლოგიურად აქტიურ ცხიმში ხსნადი ნაერთების ჯგუფს,შეიცავს 50 ზე მეტ მეტაბოლიტს,რომლებიც სინთეზდება სტერინებიდან ცხოველებისა და მცენარეების ქსოვილებში ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენით. ვიტამინმა შეიძინა ჰორმონის ფუნქცია,რომელიც არეგულირებს ადამიანის გენების დაახლოებით 10 %-ს,ასტიმულირებს ინსულინის გამომუშავებას პანკრეასის ბეტა უჯრედების მიერ ინსულინის გენის გააქტიურობით და უჯრედშიდა კალციუმუს რეგულირებით.
როდის ინიშნება ინო-პლუსი?
მეტაბოლური დარღვევები
გესტაციური დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტის ტიპი-2
უნაყოფობა
საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი(PCOS)
არარეგულარული მენსტრუალური ციკლი
აკნე,ჰირსუტიზმი
ინო პლუსი აუმჯობესებს კვერცხუჯრედის ხარისხს
როგორ მიიღება ინო პლუსი?
მოზარდებში 1 პაკეტი 1 ჯერ დღეში
მოზრდილებში-1 პაკეტი 2 ჯერ დღეში 3-6 თვე
გახსენით შიგთვსი 1 ჭიქა წყალში
გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას
შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ,მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე
ინო პლუსი შეფუთვა:
30 პაკეტი
არ შეიცავს შაქარს