1. რას წარმოადგენს კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელი და რისთვის გამოიყენება
კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელი წარმოდგენილია გელის ფორმით და მოთავსებულია 100მლ შეფუთვაში.
კეტოკონაზოლს გააჩნია ანტიფუნგიციდური მოქმედება დერმატოფიტების მიმართ, როგორებიცაა Trichophyton rubrum, T. mentagrophytes and T. tonsurans, Epidermophyton floccosum da Microsporum canis, საფუარი სოკოების მიმართ, როგორებიცაა Candida albicans და C. tropicalis და Malassezia ovale და M. orbiculare-ს მიმართ.
კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელი ნაჩვენებია სებორიული დერმატიტის, ბრტყელი ლიქენის (პიტყრიასის ცაპიტის)(ქერტლი) და სხეულის სხვადასხვა უბნებზე ლოკალიზებული ქატოსებრი ლიქენის (პიტყრიასის ვერსიცოლორ) ადგილობრივი მკურნალობისათვის.
2. რა უნდა იცოდეთ კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელი
თუ ხართ ალერგიული კეტოკონაზოლის, ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელის გამოყენებისას:
თუ მკურნალობთ, ან მკურნალობდით ადგილობრივი კორტიკოსტეროიდით. სტეროიდებით გამოწვეული ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად სასურველია კორტიკოსტეროიდის გამოყენებიდან გავიდეს 2 კვირა და შემდგომ დაიწყოს მკურნალობა კეტოკონაზოლის 2% გელით.
თავიდან აიცილეთ თვალთან კონტაქტი.
ორსულობა და ლაქტაცია
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია არ წარმოადგენს კეტოკონაზოლის გელი გამოყენების უკუჩვენებას, რადგან ადგილობრივად გამოყენების შემდეგ კეტოკონაზოლი არ შეიწოვება კანიდან. თუმცა მისი გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რადგან ადგილობრივად გამოყენების შემდეგ კეტოკონაზოლი არ შეიწოვება კანიდან, არ არის მოსალოდნელი პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულიში იღებდით სხვა პრეპარატებს ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.
3. როგორ გამოვიყენოთ კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელი
დაიცავით დანართ ფურცელში მოცემული ინსტრუქტაჟი თუ ექიმმა არ გირჩიათ სხვაგვარად.
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის გამოყენება.
ექიმი განსაზღვრავს კეტოკონაზოლი 2% გელით მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა დროზე ადრე, რადგან შესაძლებელია ინფექციის ხელახალი გამოვლენა.
კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ კეტოკონაზოლი 2% გელის ეფექტი ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტია.
კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელი გამოიყენება კანზე, ან სკალპზე.
კანის და სკალპის დაზიანებული უბნების სამკურნალოდ დაიტანეთ პრეპარატი, გაიჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში მის ჩამობანვამდე. საჭიროა არა მარტო თმის,
არამედ სკალპის გულმოდგინედ ჩამობანვა. ერთ გამოყენებაზე საკმარისია გელის ის რაოდენობა, რაც თავსდების ხელის გულზე.
ფერადი ლიქენის სამკურნალოდ გელი გამოიყენება დღეში ერთჯერ 5 დღის განმავლობაში.
სებორიული დერმატიტის და ბრტყელი ლიქენის (ქერტლი) სამკურნალოდ გელი გამოიყენება კვირაში 2ჯერ 2-4 კვირის განმავლობაში.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ.
მნიშვნელოვანია ზოგადი ჰიგიენის დაცვა ინფექციის რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
თუ გამოიყენეთ კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელი ჭარბი დოზით
თუ გამოიყენეთ კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელი ჭარბი დოზით დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ნაკლებსავარაუდოა ინტოქსიკაცია, რადგან კეტოკონაზოლი არ შეიწოვება კანიდან.
დოზის გადაჭარბების, ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო ცენტრს, ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურს ტელ. 91 562 04 20 და აცნობეთ პრეპარატის დასახელება და გადაყლაპული გელის რაოდენობა. ასპირაციის თავიდან ასაცილებლად არ გამოიწვიოთ ღებინება და არ ჩაიტაროთ კუჭის ამორეცხვა.
თუ დაგავიწყდათ კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. მკურნალობა განაგრძეთ ჩვეული სქემით, ხოლო თუ რამდენჯერმე დაგავიწყდათ გელის გამოყენება დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
რადგან კეტოკონაზოლი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ არ შეიწოვება კანიდან, შესაძლო გვერდითი მოვლენები ვლინდება მხოლოდ გამოყენების ადგილას და შეიძლება აღინიშნოს წვის შეგრძნება, ქავილი და კონტაქტური დერმატიტის (გაღიზიანების, ან ალერგიის გამო). იშვიათად იყო ცნობები თმის გაცხიმიანების, ან გამოშრობის შესახებ.
თმის გაზრდილი ცვენა ხშირად დაკავშირებულია სებორიულ დერმატიტთან და ქერტლთან და იშვიათად აქვს კავშირი კეტოკონაზოლის 2% გელის გამოყენებასთან.
იშვიათად იყო ცნობები თმის ფერის შეცვლის შესახებ, რაც ძირითადად ვლინდება დაზიანებული თმის, ან ჭაღარა თმის შემთხვევაში.
მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
5. როგორ შევინახოთ კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელი
შეინახეთ კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 30 ° C დაბალ ტეპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
არ გამოიყენოთ კეტოკონაზოლი კორჰისპანა 2% გელი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.