შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 40 მგ ციმიციფუგას (Black cohosh) მშრალ სტანდარტიზირებულ ექსტრაქტს.
მოქმედების მექანიზმი
კლიმაქტო - რიცი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები - ფიტოესტროგენები ორგანოსელექციური, ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება. პრეპარატს ახასიათებს კომლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს პრე- და მენოპაუზის პერიოდში, ასევე ოვარიოექტომიის შემდეგ. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები უერთდებიან ჰიპოთალამუსის ესტროგენულ რეცეპტორებს (მოქმედებს ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-საკვერცხეების სისტემაზე), ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემცირება იწვევს პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების თავიდან აცილებას, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ერთდროულად, მალუთეინზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციის გაძლიერებით. პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში.
ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზის პერიოდში:
- სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურება);
- გაძლიერებული ოფლიანობა;
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- მომატებული გაღიზიანებადობა;
- ხასიათის ლაბილობა;
- ძილის დარღვევა;
- გულისცემის გაძლიერება.
კლიმაქტო-რიცი ინიშნება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საღამოს. კაფსულები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება დასაშვებია ხანგრძლივად, მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.
იშვიათად - ეპიგასტრალური არის გარდამავალი ტკივილი, პრეპარატის კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქცია. ძალიან იშვიათად - დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში, წონის მატება, მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი.
- ესტროგენდამოკიდებული სიმსივნე;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა, ექიმის განმეორებითი კონსულტაციის გარეშე, არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. პრეპარატის სხვა საშუალებებზე ურთიერთგავლენის შემთხვევები აღწერილი არ არის. პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვასა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებაზე.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
რეცეპტის გარეშე!
წს N რ - 002996 09.08.2007