კლონტი / Klont
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): metronidazole
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → ტრიქომონიაზის წინააღმდეგ გამოსაყენებელი სისტემური მოქმედების საშუალებები → ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები
- გამოშვების ფორმა: 200მგ ტაბლეტი #20
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა:
მეტრონიდაზოლი 200 მგ
ჩვენებები:
კლონტი (Kლონტ) ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგ შემთხვევებში:
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა, რომელთა შორისაცაა სეპტიცემია (ინფექცია სისხლში), ტვინის, ფილტვების, ძვლების, სასქესო სისტემის ინფექციების (ბაქტერიული ვაგინიტი (ასევე ცნობილი როგორც არასპეციფიკური ვაგინიტი, ანაერობული ვაგინიტი ან Gარდნერელლა-თი გამოწვეული ვაგინიტი),
უროგენიტალური ტრიქომონადოზი ქალებში (ტრიქომონული ვაგინიტი) და მამაკაცებში), მენჯის არეში, კუჭში, ნაწლავებში, ასევე ლამბლიოზი (ჟიარდიაზი).
მწვავე წყლულოვანი გინგივიტის და სხვა სტომატოლოგიური ინფექციების მკურნალობა (მაგ. მწვავე პერიკორონიტი და მწვავე წვეტიანი ინფექციები).
ანაერობული მიკროორგანიზმებით და ხანგრძლივი წოლით/ზეწოლით (ზეწოლის წყლულები) გამოწვეული ფეხის ინფიცირებული წყლულების მკურნალობა.
ამებიაზის ყველა ფორმის მკურნალობა (ნაწლავის და ექსტრაინტესტინალური დაავადების და ასიმპტომური ცისტების გამავრცელებლებისგან გამოწვეული დაავადების).
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა
გვერდითი მოვლენები:
მეტრონიდაზოლის,სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგია. ალერგიული რეაქციის სიმპტომები მოიცავს გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
კლონტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:
თუ გაქვთ თირკმლის დისფუნქცია.
თუ გაქვთ ან როდესმე გქონიათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები (ღვიძლის უკმარისობა) ან ღვიძლის ენცეფალოპათია.
თუ გაქვთ ნერვული სისტემის რომელიმე დაავადება.
თუ გადიხართ დიალიზს. თირკმლის კლირენსი დევნის მეტრონიდაზოლს თქვენი სისხლიდან
თუ გადიხართ თირკმელების დიალიზს, ეს წამალი უნდა მიიღოთ დიალიზის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
განსაკუთრებით, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
ციკლოსპორინს,რომელიც გამოიყენება გადანერგვის შემდეგ ორგანოთა უარყოფის პრევენციისათვის. დისულფირამს (გამოიყენება ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ).
ლითიუმს (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის ზოგიერთი ფორმის დროს).
ფენობარბიტალს და ფენოტოინს (გამოიყენება ეპილეფსიის მკურნალობის დროს).
ორალურ ანტიკოაგულანტებს - ვარფარინს (გამოიყენება სისხლის გასათხელებლად).
ბუსულფანს და 5-ფტორურაცილს (კიბოს სამკურნალოდ).
ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა
კლონტის მიღების პერიოდში შეიძლება გქონდეთ ძილიანობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა, დაინახოთ ან გაიგოთ ის, რაც არ არსებობს (ჰალუცინაციები), გქონდეთ კრუნჩხვები (სპაზმები) ან მხედველობის დროებითი პრობლემები (როგორიცაა ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა). თუ ეს მოხდება, ნუ მართავთ მანქანას ან არ მართოთ რაიმე მექანიზმი ან ხელსაწყო
# |
ჩვენება |
დოზირება |
ხანგრძლივობა |
მეანობა-გინეკოლოგიაში |
|||
1 |
ბაქტერიული ვაგინოზი |
||
ა |
ბაქტერიული ვაგინოზი არაორსულებში |
500მგ. ორჯერ დღეში ან 750მგ. ერთხელ დღეში |
7 დღე |
ბ |
ბაქტერიული ვაგინოზის დროს პარტნიორი მამაკაცის მკურნალობა |
400მგ. ორჯერ დღეში |
7 დღე |
გ |
ბაქტერიული ვაგინოზი ორსულებში |
500მგ. ორჯერ დღეში ან 250მგ. სამჯერ დღეში |
7 დღე |
2 |
ტრიქომონიაზი |
2გრ. ერთჯერადად ან 1გრ. ორჯერ დღეში* ან 500მგ. ორჯერ დღეში* |
1 დღე* |
3 |
მცირე მენჯის ღრუს ინფექციები, მათ შორის ენდომეტრიტი |
500მგ. ორჯერ დღეში |
14 დღე |
4 |
ტუბო-ოვარიული აბსცესი |
500მგ. ორჯერ დღეში |
14 დღე |
სხვა სპეციალობებში |
|||
5 |
Helicobacter pylori-ის ერედიკაცია |
500მგ. სამჯერ დღეში |
14 დღე |
6 |
ამებიაზი |
500მგ. ან 750მგ. 8 საათში ერთხელ |
7-10 დღე |
7 |
კოლო-რექტალური ქირურგია(საპროფილაქტიკოდ) |
1გრ. 3-4 საათში ერთხელ |
სულ 3 დოზა |
კლონტის შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ტენისგან დასაცავად. არ გამოიყენოთa ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
კლონტის (Kლონტ) გამოშვების ფორმა:
კლონტის 200 მგ ტაბლეტები არის მრგვალი, ბრტყელი და ნარინჯისფერი ფერის. შეფუთვაში ორი ბლისტერი, ბლისტერზე 10-10 ტაბლეტი