Plasmon
მეტოტრექსატი ებევე / Methotrexate EBEWE


შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: მეტოტრექსატი.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ მეტოტრექსატს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა
ღია ყვითელი ფერის მოგრძო ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები (დასაშვებია ყვითლიდან წითელ ფერამდე ჩანართები) გამყოფი მოკვეცილი ღარით ერთი მხრივ. გამყოფი მოკვეცილი ღარი არის მხოლოდ ტაბლეტის დასაყოფად შინაგანად მიღების შესამსუბუქებლად, მაგრამ არა მის თანაბარ დოზებად დასაყოფად.

გამოყენების ჩვენებები
მეტოტრექსატი-ებევე 5 მგ ტაბლეტებში გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში 3 წლიდან:
რევმატოლოგიური და დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ
- აქტიური რევმატოიდული ართრიტი მოზრდილ პაციენტებში;
- მძიმე აქტიური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (იია-ის) პოლიართრიტული ფორმები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (აასს-ით) თერაპიაზე არასაკმარისი პასუხის დროს; 
- ფსორიაზის მძიმე დამაინვალიდებელი ფორმები, რომლებიც არ ექვემდებარება მკურნალობას, თერაპიის სხვა ისეთი სახეების არაეფექტურობის დროს, როგორებიცაა ფოტოთერაპია, პუვა თერაპია და რეტინოიდები და, ასევე ფსორიაზული ართრიტის მძიმე ფორმები მოზრდილ პაციენტებში.

დოზები და გამოყენების წესი
მნიშვნელოვანი გაფრთხილება მეტოტრექსატი ებევეს ® ტაბლეტების დოზირების შესახებ:

რევმატული და დერმატოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის მეტოტრექსატი უნდა მიღებულ იქნას კვირაში მხოლოდ ერთხელ. მეტოტრექსატის არასწორმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არასასურველი მოვლენები, ლეტალური გამოსავლის ჩათვლით. გთხოვთ, ინსტრუქციის ეს ნაწილი წაიკითხოთ ძალიან ყურადღებით.

მეტოტრექსატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ ექიმების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ პრეპარატთან მუშაობის გამოცდილება და ფლობენ ცოდნას მისი მოქმედების თავისებურებების შესახებ.

გამოყენების წესი 
შინაგანად მისაღებად.
ტაბლეტებს ყლაპავენ დაღეჭვის გარეშე მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით.
მიიღება  კვირაში ერთხელ.
რეკომენდებულია კვირის ერთი კონკრეტული დღის შერჩევა პრეპარატის მიღებისთვის. ექიმმა შეიძლება მიუთითოს მიღების დღე რეცეპტში.
15 მგ ნაკლები დოზა მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. 15 მგ და უფრო მაღალი დოზა მიიღება არანაკლებ 1 საათით ადრე საკვების მიღებამდე ან არანაკლებ 2 საათში საკვების მიღების შემდეგ. შეტყობინებულ იქნა, რომ საკვებთან და, კერძოდ, რძის პროდუქტებთან, პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას დაკვირვებულ იქნა პრეპარატის შეწოვის შენელება.
დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი ადგენს ინდივიდუალურად კლინიკურ სურათზე და მეტოტრექსატის ამტანობის უნარზე დამოკიდებულებით.
რევმატოიდული ართრიტის, იუვენილური იდიოპათიური ართრიტის, ფსორიაზის მძიმე ფორმების და ფსორიაზული ართრიტის მკურნალობისას საჭიროა ხანგრძლივი თერაპიის ჩატარება.

დოზები
რევმატოლოგიური და დერმატოლოგიური დაავადებები
რევმატოიდული ართრიტი
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს მეტოტრექსატის 7,5 მგ შინაგანად კვირაში ერთხელ. დოზა შეიძლება თანდათან მომატებულ იქნას 2,5 მგ-ით კვირაში დაავადების ინდივიდუალურ აქტივობაზე და პაციენტის მიერ ამტანობის უნარზე დამოკიდებულებით. მაქსიმალური დოზა შეადგენს 25 მგ კვირაში. დოზები, რომლებიც აღემატება კვირაში 20 მგ, შეიძლება დაკავშირებული იყოს ტოქსიკურობის საგრძნობ მომატებასთან, განსაკუთრებით ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვასთან. პრეპარატის პერორალური ფორმების არაეფექტურობის დროს ნაჩვენებია პარენტერულ ფორმაზე გადასვლა. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტოტრექსატის სამკურნალწამლო ფორმები ინტრამუსკულარული ან კანქვეშა შეყვანისთვის, რომლებიც რეკომენდებულია პაციენტებისთვის პერორალური ფორმების არასაკმარისი აბსორბციით და პაციენტებისთვის პრეპარატის პერორალური ფორმების ცუდი ამტანობის უნარით.
ნაჩვენებია ფოლიუმის მჟავას 5 მგ თანმხლები მიღება კვირაში 2 ჯერ, გარდა მეტოტრექსატის მიღების დღისა.
თერაპიაზე პასუხი შეიძლება მოსალოდნელი იყოს 4-8 კვირის შემდეგ. სასურველი თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ მეტოტრექსატის შემანარჩუნებელი დოზა უნდა შემცირებულ იქნას მინიმალურად ეფექტურამდე. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სიმპტომები შეიძლება განახლდეს. მეტოტრექსატის დახმარებით ქრონიკული პოლიართრიტის მკურნალობისას საჭიროა ხანგრძლივი თერაპიის ჩატარება.
იუვენილური იდიოპათიური ართრიტის პოლიართრიტული ფორმების მქონე 
ბავშვები და მოზარდები
რეკომენდებული დოზაა 10-15 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობისა (სზფ) კვირაში. 
თერაპიის მიმართ რეფრაქტერობის შემთხვევებში კვირის დოზა შეიძლება გაზრდილ იქნას 20 მგ/მ2 სზფ კვირაში. დოზის გაზრდის დროს საჭიროა საკონტროლო გამოკვლევების სიხშირის გაზრდა. იუვენილური იდიოპათიური ართრიტის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით კლინიკურ ცდებში, რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა გამოიყენებოდა დოზები 4-17 მგ/მ2 სზფ კვირაში ან 0,1-1,1 მგ/კგ კვირაში, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენდა 1 თვიდან 7,3 წლამდე.
უმეტეს კვლევებში გამოიყენებოდა პრეპარატის პერორალური ფორმები, მაგრამ ზოგიერთში ასევე გამოიყენებოდა ინტრამუსკულარული ფორმები. იუვენილური იდიოპატითური ართრიტის მქონე პაციენტები ყოველთვის უნდა გაგზავნილ იქნას სპეციალიზებულ საბავშვო და მოზარდების ცენტრებში.  ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო არ არის რეკომენდებული 3 წელზე უმცროს ბავშვებში გამოყენება (იხ. ასევე "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები").
ფსორიაზის მძიმე ფორმები, ფსორიაზული ართრიტი 
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 7,5 მგ, რომელიც მიიღება შინაგანად კვირაში ერთხელ. საჭიროებისას დოზა შეიძლება გაზრდილ იქნას, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს კვირის მაქსიმალურ დოზას 30 მგ. სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ მეტოტრექსატის შემანარჩუნებელი დოზა უნდა შემცირებულ იქნას მინიმალურად ეფექტურამდე.
კვირის იმ დღეს, რომელიც შერჩეულ იქნა პრეპარატის მიღებისთვის, კვირის მთლიანი დოზა შეიძლება მიღებულ იქნას ერთ მიღებაში ან დაყოფილ იქნას 2-3 მიღებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პრეპარატი მიიღება კვირაში ერთხელ. ერთ მიღებაში მთლიანი დოზის გამოყენების დროს პრეპარატი უნდა მიღებულ იქნას უზმოზე და შემდეგ მიღებულ იქნას საკვები.
თერაპიაზე პასუხი შეიძლება მოსალოდნელი იყოს დაახლოებით 2-6 კვირის შემდეგ. კლინიკურ სიტუაციაზე და ლაბორატორიული მაჩვენებლების დინამიკაზე დამოკიდებულებით მიიღება გადაწყვეტილება თერაპიის გაგრძელების ან შეწყვეტის საჭიროების შესახებ.
შეიძლება განხილულ იქნას ფოლიუმის ან ფოლინის მჟავათი ჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენების შესაძლებლობა თერაპიის დამტკიცებული სახელმძღვანელოების შესაბამისად.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები. მეტოტრე ქსატი უნდა მიღებულ იქნას სიფრთხილით. დოზა უნდა კორექტირებულ იქნას შემდეგნაირად:

კრეატინინის კლირენსი

დანიშნული დოზის %

(მლ/წთ)

 

 

 

>50

100%

20 – 50

50%

<20

პრეპარატი არ უნდა მიღებულ იქნას

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები. მეტოტრექსატი უნდა მიღებულ იქნას განსაკუთრებული სიფრთხილით იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც ამჟამად ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა გააჩნია ან ანამნეზში ასეთი დარღვევები გააჩნია, განსაკუთრებით თუ ალკოჰოლის მოხმარებით არის გამოწვეული. პრეპარატი უკუნაჩვენებია, თუ ბილირუბინის დონე > 5 მგ/დლ (85,5 მკმოლი/ლ) (იხ. "უკუჩვენებები").
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი). ფოლიუმის მჟავას ნაკლებობისა და ღვიძლისა და თირკმლების შეზღუდული ფუნქციის გამო უნდა განხილულ იქნას პრეპარატის დოზის დაქვეითება ხანდაზმულ პაციენტებში. რეკომენდებულია ხანდაზმულ პაციენტებში ტოქსიკურობის ადრეულ ნიშნებზე გულმოდგინე დაკვირვების განხორციელება.
სხეულის ღრუებში სითხის პათოლოგიური დაგროვების მქონე პაციენტები (ასციტით, პლევრული გამონაჟონით). რადგან სხეულის ღრუებში სითხის დაგროვების მქონე პაციენტებში პლაზმიდან მეტოტრექსატის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 4 ჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მეტოტრექსატის დოზის შემცირება ან მისი მოხსნა (იხ. "ფარმაკოკინეტიკა" და "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები").

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მეტოტრექსატის და (ან) პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. 
ღვიძლის უკმარისობა (იხ. "დოზები და გამოყენების წესი"). 
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. 
თირკმლების ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი < 20 მლ/წთ, იხ. "დოზები და გამოყენების წესი"). 
სისხლის ფუნქციის ისეთი არსებული პათოლოგიური ცვლილებები, როგორიცაა ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია ან მძიმე ანემია. 
იმუნოდეფიციტი. 
ისეთი მძიმე, მწვავე ან ქრონიკული ინფექციები, როგორებიცაა ტუბერკულოზი და აივ. 
სტომატიტი, პირის ღრუს წყლულები და კუჭ-ნაწლავის დიაგნოსტირებული წყლულები აქტიურ ფაზაში. 
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი. 
ცოცხალი ვაქცინებით თანმხლები აცრა.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
მეტოტრექსატის დახმარებით ფსორიაზისა და რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა მოითხოვს ამ სფეროში სპეციალურ ცოდნას და მას თან ახლავს შესაბამისი რისკები, რაც მოითხოვს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვას.
მნიშვნელოვანია მიღების სქემის დაცვა: კვირაში ერთხელ.
რევმატოლოგიური და დერმატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები და სამედიცინო პერსონალი უნდა მკაფიოდ გაფრთხილებულ იქნას იმის შესახებ, რომ პრეპარატი უნდა მიღებულ იქნას კვირაში ერთხელ და არა ყოველდღე. მეტოტრექსატის არასწორმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე და, შესაძლებელია, ლეტალური გვერდითი მოვლენების განვითარება.
პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სათანადო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ, რომელიც საშუალებას მისცემს უმოკლეს ვადებში განისაზღვროს შესაძლო ტოქსიკური ან გვერდითი ეფექტების ადრეული ნიშნები.
ამიტომ მეტოტრექსატით მკურნალობა შეიძლება დანიშნულ იქნას მხოლოდ იმ ექიმების მიერ, რომლებსაც გააჩნია გამოცდილება და ცოდნა ანტიმეტაბოლური პრეპარატების გამოყენების სფეროში, ან ასეთი სპეციალისტების კონტროლის ქვეშ. 
მძიმე ან ლეტალური ტოქსიკური რეაქციების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით ექიმებმა უნდა მოახდინონ პაციენტების მკაფიო ინფორმირება მეტოტრექსატით თერაპიის შესაძლო სარგებლისა და რისკების შესახებ (ტოქსიკურობის ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების ჩათვლით), სიფრთხილის სპეციალური ზომების შესახებ და ექიმთან დაუყონებლივი კონსულტაციის საჭიროების შესახებ ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რომელიც მოითხოვს დაკვირვებას შემდგომში ინტოქსიკაციის სიმპტომებზე (ლაბორატორიული ტესტების რეგულარული ჩატარების ჩათვლით). 
დოზებმა, რომლებიც აღემატება კვირაში 20 მგ, შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდონ ტოქსიკურობა, კერძოდ, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა. 
თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ მეტოტრექსატით თერაპია მხოლოდ დაბალ დოზებში და მომატებული სიფრთხილით. ასეთ პაციენტებში ადგილი აქვს მეტოტრექსატის გამოყოფის დაყოვნებას (იხ. "დოზები და გამოყენების წესი").
პაციენტებში მნიშვნელოვანი ამჟამად მიმდინარე ან მანამდე არსებული, განსაკუთრებით ალკოჰოლით გამოწვეული, ღვიძლის დაავადებებით მეტოტრექსატი უნდა გამოყენებულ იქნას დიდი სიფრთხილით ან საერთოდ უარი ითქვას მის გამოყენებაზე.

რეკომენდებული გამოკვლევები და უსაფრთხოების ზომები
მეტოტრექსატით თერაპიამდე ან მის განახლებამდე პრეპარატის გამოყენების გარეშე პერიოდის შემდეგ საჭიროა ჩატარებულ იქნას სისხლის კლინიკური ანალიზი ლეიკოციეტებისა და თრომბოციტების დიფერენცირებული გამოთვლით, შემოწმებულ იქნას ღვიძლის ფერმენტების, ბილირუბინის, შრატის ალბუმინის დონეები, ჩატარებულ იქნას გულმკერდის ორგანოების რენტგენოგრაფია და გამოკვლეულ იქნას ღვიძლის ფუნქცია. თუ კლინიკურად ნაჩვენებია, საჭიროა ტუბერკულოზისა და ჰეპატიტის გამორიცხვა.
მეტოტრექსატით თერაპიის დროს (ყოველკვირეულად პირველი ორი კვირის განმავლობაში, შემდგომ ორ კვირაში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში, შემდგომ ლეიკოციტების რაოდენობაზე და პაციენტის მდგომარეობის სტაბილურობაზე დამოკიდებულებით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში და შემდგომ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ) საჭიროა ჩატარებულ იქნას პირის ღრუს და ხახის დათვალიერება ლორწოვანი გარსის ცვლილებებზე, სისხლის გაშლილი ანალიზი ლეიკოციტებისა და თრომბოციტების დიფერენცირებული გამოთვლით, ღვიძლის ფუნქციონალური სინჯები, შემოწმებულ იქნას თირკმელების ფუნქცია და გამოკვლეულ იქნას სასუნთქი სისტემა. დოზის გაზრდის დროს ნაჩვენებია კონტროლის სიხშირის გაზრდა. ხანდაზმული პაციენტები უფრო ხშირად უნდა გამოკვლეულ იქნან ტოქსიკურობის ადრეულ ნიშნებზე (იხ. "დოზები და გამოყენების წესი").
ჰემოპოეზის დათრგუნვა, რომელიც გამოწვეულია მეტოტრექსატით, შეიძლება მოხდეს მკვეთრად და აშკარად უსაფრთხო დოზების გამოყენების დროს. ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის ნებისმიერი სერიოზული შემცირება მიუთითებს პრეპარატის დაუყონებლივი მოხსნისა და შესაბამისი შემანარჩუნებელი თერაპიის დანიშვნის  საჭიროებაზე. პაციენტებმა უნდა შეატყობინონ ყველა სიმპტომისა და ნიშნის შესახებ, რომლებიც ინფექციის არსებობაზე მიუთითებს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულად ჰემატოტოქსიკურ პრეპარატებს (მაგალითად, ლეფლუნომიდი) საჭიროა რეგულარულად შემოწმებულ იქნას სისხლის სურათი და თრომბოციტების შემცველობა. მეტოტრექსატით ხანგრძლივი თერაპიის დროს ტარდება ძვლის ტვინის ბიოფსიები.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ღვიძლის ტოქსიკურობის ნიშნების გაჩენას. მკურნალობა არ შეიძლება დაწყებულ იქნას ან უნდა შეჩერებულ იქნას, თუ თერაპიამდე არსებობს ან თერაპიის მსვლელობისას ვითარდება ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების ან ღვიძლის ბიოფსიის მაჩვენებლების რაიმე დარღვევა. ასეთი დარღვეული მაჩვენებლები უნდა ნორმალიზებულ იქნას ორი კვირის განმავლობაში, ამის შემდეგ მკურნალობა შეიძლება განახლებულ იქნას ექიმის შეხედულებისამებრ.
ღვიძლის ფერმენტების შემცველობის შემოწმება სისხლის შრატში: ტრანსამინაზების ნორმის ზედა ზღვარზე ორჯერ ან სამჯერ მეტად  გარდმავალი მომატება აღინიშნებოდა 13-20% პაციენტბში. ღვიძლის ფერმენტების მდგრადი მომატება და (ან) შრატის ალბუმინის დონის დაქვეითება შეიძლება მიანიშნებდეს ჰეპატოტოქსიკურ ეფექტზე.
ღვიძლის ფერმენტების განსაზღვრა არ ახდენს კორელირებას ღვიძლის დაზიანების მორფოლოგიურ ნიშნებთან, ანუ შესაძლებელია ჰისტოლოგიურად განისაზღვრებოდეს ფიბროზი ან უფრო იშვიათად ღვიძლის ციროზი ამინოტრანსფერაზების ნორმალური დონის დროს.
არ არსებობს მონაცემები რევმატოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს ჰეპატოტოქსიკურობის მონიტორინგში ღვიძლის ბიოფსიის საჭიროების სასარგებლოდ.
ფსორიაზის მძიმე ფორმების ხანგრძლივი მკურნალობის დროს საჭიროა ჩატარებულ იქნას ღვიძლის ბიოფსიები ჰეპატოტოქსიკური პოტენციალის განსაზღვრის მიზნით.
ღვიძლის ბიოფსია რეკომენდებულია მეტოტრექსატით თერაპიის დროს ან მალევე მისი დაწყების შემდეგ რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც პირველ რიგში მიეკუთვნება პაციენტები ანამნეზში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, ღვიძლის ფერმენტების დონის პერსისტირებადი მომატებით, ანამნეზში ჰეპატოპათიით, ქრონიკული B ან C ჰეპატიტის ჩათვლით, მემკვიდრეობითი ჰეპატოპათიის ოჯახური ანამნეზით და მეორეს მხრივ - პაციენტები ანამნეზში შაქრიანი დიაბეტით, სიმსუქნით, ჰეპატოტოქსიკური პრეპარატებისა და სხვა ჰეპატოტოქსიკური ქიმიური საშუალებების  გამოყენებით.
რადგან პაციენტების მცირე პროცენტი წყვეტს თერაპიას სხვადასხვა მიზეზების გამო 2-4 თვის შემდეგ, პირველი ბიოფსია შეიძლება გადადებულ იქნას ამ საწყისი ფაზის დასრულებამდე. იგი უნდა ჩატარებულ იქნას, თუ ივარაუდება გრძელვადიანი თერაპია. ღვიძლის გამეორებითი ბიოფსიები რეკომენდებულია ჯამური 1,0-1,5 გ დოზის მიღწევის შემდეგ.
ღვიძლის ბიოფსიის ჩატარების საჭიროება არ არსებობს, თუ არ არის მიღწეული ჯამური დოზა 1,0-1,5 გ და, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში, მწვავე დაავადების მქონე პაციენტებში, ღვიძლის ბიოფსიის უკუჩვენებების მქონე პაციენტებში (მაგალითად, გულის მუშაობის არასტაბილურობით, სისხლის შედედების დარღვევით), პაციენტებში სიცოცხლის მცირე მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
უფრო ხშირი კონტროლი შეიძლება საჭირო იყოს მკურნალობის საწყისი ფაზის დროს და, ასევე დოზის მომატების დროს და სისხლში მეტოტრექსატის დონის გაზრდის მომატებული რისკის შემთხვევაში (მაგალითად, ორგანიზმის დეჰიდრატაცია, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ისეთი დამატებითი ან ერთდროულად გამოყენებადი ისეთი სამკურნალწამლო საშუალებების მომატებული დოზები, როგორებიცაა აასს).
აუცილებელია შემდგომი კვლევები იმისთვის, რომ განსაზღვრულ იქნას ღვიძლის ფუნქციის უწყვეტი ტესტების ან კოლაგენ III პროპეპტიდის დონის განსაზღვრის გამოყენებადობა ჰეპატოტოქსიკურობის გამოვლენისთვის.
ამ დროს საჭიროა პაციენტების გამოყოფა ისეთი რისკის ფაქტორებით და რისკის ფაქტორების გარეშე, როგორებიცაა ანამნეზში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ღვიძლის ფერმენტების მდგრადი მომატება, ღვიძლის დაავადებები ანამნეზში, ოჯახურ ანამნეზში ღვიძლის მემკვიდრეობითი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ჰეპატოტოქსიკური პრეპარატებისა და ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება ანამნეზში, მეტოტრექსატით ხანგრძლივი მკურნალობა ან პრეპარატის ჯამური დოზაა 1,5 გ და უფრო მეტი.
ღვიძლის ფერმენტების დონის მდგრადი მომატებისას უნდა განხილულ იქნას დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა. მეტოტრექსატით თერაპიის დროს, თუ არ არის აშკარა საჭიროება, უნდა გამორიცხულ იქნას ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების ერთდროული მიღება და თავიდან აცილებულ ან მნიშნვლოვნად შემცირებულ იქნას ალკოჰოლის მიღება (იხ. "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან").
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულ თერაპიას სხვა ჰეპატოტოქსიკური პრეპარატებით (მაგალითად, ლეფლუნომიდით), საჭიროა ჩატარებულ იქნას ღვიძლის ფერმენტების უფრო გულმოდგინე მონიტორინგი. იგივე ეხება ჰემატოტოქსიკური პრეპარატების ერთდროული მიღების შემთხვევებს.
უნდა დაცულ იქნას განსაკუთრებული სიფრთხილე მეტოტრექსატით თერაპიის დროს ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რადგან აღინიშნებოდა ღვიძლის ციროზის განვითარების ერთეულოვანი შემთხვევები ტრანსამინაზების დონის მომატების გარეშე.
თირკმელების ფუნქცია უნდა გაკონტროლებულ იქნას თირკმლის სინჯებისა და შარდის ანალიზების საშუალებით. შრატში კრეატინინის დონის მომატების დროს დოზა უნდა შემცირებულ იქნას ან პრეპარატი მოხსნილ იქნას შრატის კრეატინინის დონისას, რომელიც აღემატება 2 მგ/დლ (იხ. "დოზები და გამოყენების წესი" და "ჭარბი დოზირება"). რადგან მეტოტრექსატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების მეშვეობით, თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელია მოსალოდნელი იყოს შრატში მისი კონცენტრაციის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არასასურველი რეაქციები. თირკმელების ფუნქციის შესაძლო დარღვევის შემთხვევაში (მაგალითად, ხანდაზმულ ადამიანებში) მონიტორინგი უნდა ჩატარდეს უფრო ხშირად. ეს კერძოდ ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ერთდროულად შეიყვანება სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც მოქმედებს მეტოტრექსატის გამოყოფაზე, იწვევს თირკმელების დაზიანებას (მაგალითად, აასს) ან რომლებსაც პოტენციურად შეუძლია სისხლის წარმოქმნის გაუარესება.
არ არის რეკომენდებული აასს-თან ერთად თანმდევი გამოყენება პაციენტებში ისეთი რისკის ფაქტორებით, როგორებიცაა თირკმლის უკმარისობა, მათ შორის მსუბუქი ხარისხის.
გაუწყლოების დროს შეიძლება გაიზარდოს მეტოტრექსატის ტოქსიკურობა.
მეტოტრექსატით თერაპია საშუალოდ მაღალი და მაღალი დოზებით არ უნდა დანიშნულ იქნას შარდის pH 7,0 ნაკლების დროს. საჭიროა რეგულარულად უზრუნველყოფილ იქნას შარდის გამოტუტვა სულ მცირე პირველი 24 სთ განმავლობაში პრეპარატის მიღებიდან (pH მეტი ან ტოლია 6,8).
რესპირატორული სისტემის გამოკვლევა: პაციენტებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ფილტვების ფუნქციის დარღვევის სიმპტომებს და საჭიროებისას გამოიკვლიონ ფილტვების ფუნქცია. ფილტვის სიმპტომები (განსაკუთრებით მშრალი არაპროდუქტიული ხველა) ან არასპეციფიკური პნევმონიტი, რომლებიც ჩნდება მეტოტრექსატით თერაპიის პროცესში, შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურად სახიფათო დაზიანებაზე და ითხოვს მკურნალობის შეწყვეტას და გულმოდგინე გამოკვლევას. კლინიკური სურათი შეიძლება ვარირებდეს, თუმცა ტიპიურად მეტოტრექსატით ინდუცირებული ფილტვების დაავადების მქონე პაციენტებში აღინიშნება ცხელება, ხველა, ქოშინი, ჰიპოქსემია; ინფექციის გამოსარიცხად საჭიროა გულმკერდის ორგანოების რენტგენოგრამის ჩატარება.
შეტყობინებულ იქნა მწვავე ან ქრონიკული ინტერსტიციული პნევმონიის განვითარების შესახებ, რომელსაც თან ახლდა სისხლის ეოზინოფილია, ლეტალური გამოსავლით.
პაციენტები უნდა გაფრთხილებულ იქნან პნევმონიის განვითარების რისკისა და ექიმთან დაუყონებლივი მიმართვის საჭიროების შესახებ მდგრადი ხველის ან მდგრადი ქოშინის გაჩენის შემთხვევაში.
ფილტვების მხრივ სიმპტომების მქონე პაციენტებში საჭიროა მეტოტრექსატის მოხსნა და დაუყონებლივ საჭირო გამოკვლევების ჩატარება (გულმკერდის რენტგენის ჩათვლით) ინფექციის ან სიმსივნის გამორიცხვის მიზნით. მეტოტრექსატით გამოწვეული ფილტვების დაავადების განვითარებაზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა კორტიკოსტეროიდებით თერაპიის დანიშვნა, ხოლო მეტოტრექსატით მკურნალობა აღარ უნდა განახლდეს.
მეტოტრექსატით გამოწვეული ფილტვების ისეთი დაავადებები, როგორებიცაა პნევმონიტი, შეიძლება გაჩნდეს უეცრად თერაპიის ნებისმიერ მომენტში, ყოველთვის არ არის სრულად შექცევადი და შეიძლება გაჩნდეს პრეპარატის ნებისმიერი დოზის გამოყენების დროს (7,5 მგ-დან კვირაში დაბალი დოზების ჩათვლით).
მეტოტრექსატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ოპორტუნისტული ინფექციების განვითარება, პნევმონიის ჩათვლით, რომელიც გამოწვეულია Pneumocystis carnii, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური. პაციენტებში ფილტვების მხრივ სიმპტომატიკის განვითარების დროს ეჭვი უნდა მიტანილ იქნას პნევმოცისტური პნევმონიის განვითარების შესაძლებლობაზე.
განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იყოს დაცული ფილტვების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იყოს დაცული არააქტიური ქრონიკული ინფექციის დროს (მაგალითად, სარტყლისებრი ლიქენი, ტუბერკულოზი, ჰეპატიტი B ან C) შესაძლო აქტივაციის გამო.
- რადგან მეტოტრექსატი იმუნურ სისტემაზე ახდენს ზეგავლენას, მას შეუძლია შეამციროს ვაქცინაციაზე პასუხი და ზეგავლენა მოახდინოს იმუნოლოგიური ტესტების შედეგებზე. მეტოტრექსატით თერაპიის ფონზე დაუშვებელია აცრა ცოცხალი ვაქცინების გამოყენებით. 
- პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტოტრექსატის დაბალ დოზებს, შეიძლება განვითარდეს ავთვისებიანი ლიმფომები. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყვეტილ იქნას. თუ არ მოხდება ლიმფომისგან სპონტანური განკურნება, საჭიროა ციტოტოქსიკური თერაპიის დანიშვნა. 
- სხეულის ღრუებში სითხის პათოლოგიური დაგროვების (ასციტის, პლევრული გამონაჟონის) მქონე პაციენტებში პლაზმიდან მეტოტრექსატის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება. 
მეტოტრექსატით თერაპიის დაწყებამდე საჭიროა პუნქციის დახმარებით ექსუდატის ამოღება, რომელიც აღინიშნება ასციტის ან ექსუდაციური პლევრიტის დროს (იხ. "დოზები და გამოყენების წესი").
- ისეთმა პირობებმა, რომლებიც იწვევს გაუწყლოებას, როგორებიცაა ღებინება, დიარეა, სტომატიტი, შეიძლება გამოიწვიონ მეტოტრექსატის ტოქსიკურობა. ამ შემთხვევაში თერაპია მეტოტრექსატით უნდა შეჩერებულ იქნას სიმპტომების შეწყვეტამდე. პრეპარატის მიღებიდან 48 სთ განმავლობაში მნიშვნელოვანია შემოწმებულ იქნას პრეპარატის კონცენტრაცია, რადგან შესაძლო მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტოტრექსატის შეუქცევადი ტოქსიკურობა.
დიარეა და წყლულოვანი სტომატიტი შეიძლება ტოქსიკური ეფექტების განვითარების ნიშნებს წარმოადგენდეს და მოითხოვს თერაპიის შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწლავების პერფორაციამ შეიძლება ჰემორაგიული ენტერიტი და სიკვდილი გამოიწვიოს. მკურნალობა უნდა შეწყვეტილ იქნას სისხლიანი ღებინების, შავი ფერის განავლის ან განავალში სისხლის მინარევის შემთხვევაში.
- ვიტამინური და სხვა ფოლიუმის, ფოლინის მჟავას ან მათი წარმოებულების შემცველი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მეტოტრექსატის ეფექტურობა. 
- ეფექტურობის  და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო  3 წელზე უმცროს ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. "დოზები და გამოყენების წესი"). 
- მეტოტრექსატით თერაპიის დროს არსებობს სხივური დერმატიტის და მზის დამწვრობების გაჩენის რისკი (სხივური რეაქციის რეციდივი მანამდე დასხივებული კანის ზედაპირის ზონაში). ფსორიაზული კერები შეიძლება გამწვავებულ იქნას ულტრაიისფერი დასხივების და მეტოტრექსატით თანმხლები თერაპიის დროს. 
ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებიც მეტოტრექსატს იღებდნენ აღინიშნებოდა ენცეფალოპათია/ლეიკოენცეფალოპათია, რომლის განვითარება არ შეიძლება გამორიცხულ იქნას მეტოტრექსატით თერაპიის დროს იმ ჩვენებებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული ონკოლოგიასთან.
მეტოტრექსატით თერაპიის დროს და მისი დასრულების შემდეგ მცირე პერიოდის განმავლობაში აღინიშნებოდა ფერტილობის დარღვევა, ოლიგოსპერმია, მენსტრუალური დარღვევები და ამენორეა. პრეპარატი გენო- და ემბრიოტოქსიკურია, იწვევს მუცლის მოშლას და განვითარების თანდაყოლილ მანკებს. მეტოტრექსატს შეუძლია ფერტილობის დაქვეითება თერაპიის ჩატარების დროს სპერმატოგენეზზე და ოოგენეზზე ზემოქმედების ხარჯზე. თუმცა ამ დარღვევებს შექცევადი ხასიათი აქვთ და პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება. რეპროდუქციულ ასაკში მყოფ მდედრობითი და მამრობითი სქესის პაციენტებთან უნდა განხილულ იქნას რეპროდუქციულ ფუნქციაზე ზემოქმედების შესაძლო რისკები, მამაკაცებისთვის კი თერაპიის დაწყებამდე რეკომენდებულია ასევე კონსულტაციისთვის მიმართვა სპერმის კონსერვაციასთან დაკავშირებით (იხ. "ორსულობა და ლაქტაცია").
პრეპარატის დანიშვნამდე საჭიროა იმის დადასტურება, რომ ორსულობას არ აქვს ადგილი. მამაკაცებისა და ქალებისთვის, რომლებიც იღებენ თერაპიას მეტოტრექსატით მკურნალობის განმავლობაში და არანაკლებ 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რეკომენდებულია ბავშვის ჩასახვისგან თავის არიდება და კონტრაცეპციის სანდო მეთოდების გამოყენება (იხ. "ორსულობა და ლაქტაცია"). 
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (157,20 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს/ტაბლეტზე), ამიტომ იგი არ უნდა მიღებულ იქნას პაციენტების მიერ ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგიებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს), სალიცილის მჟავას ჩათვლით, გამოყენება, აქვეითებს მეტოტრექსატის მილაკოვან სეკრეციას და, შესაბამისად, ზრდის მის ტოქსიკურ ეფექტებს. კლინიკურ კვლევებში, სადაც აასს და სალიცილის მჟავა გამოიყენებოდა რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების დამხმარე თერაპიის სახით, არ აღინიშნებოდა გვერდითი ეფექტების რაოდენობის მომატება. რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა ასეთი პრეპარატებით შეიძლება გაგრძელებულ იქნას მეტოტრექსატის დაბალი დოზებით მკურნალობის ფონზე გულმოდგინე სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფის შემთხვევაში. ალკოჰოლის რეგულარულმა მოხმარებამ ან ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მეტოტრექსატის ჰეპატოტოქსიკურობა. 
აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას იმ პაციენტებზე გულმოდგინე დაკვირვება, რომლებიც დამატებით იღებენ პოტენციურად ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებს (მაგალითად, ლეფლუნომიდი, აზატიოპრინი, სულფასალაზინი, რეტინოიდები). რეკომენდებულია ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა.
დამატებით ჰემატოტოქსიკური პრეპარატების (მაგალითად, მეტამიზოლის) გამოყენება ზრდის მეტოტრექსატის სერიოზული გვერდითი ჰემატოტოქსიკური ეფექტების ალბათობას.
აუცილებელია ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების გათვალისწინება მეტოტრექსატსა და კრუნჩვების საწინააღმდეგო საშუალებებს (შრატში მეტოტრექსატის დონეების დაქვეითება) და, ასევე 5-ფტორურაცილს (5-ფტორურაცილის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა) შორის.
სალიცილატები, ფენილბუტაზონი, დიფენილჰიდანტოინი (ფენიტოინი), ბარბიტურატები, ტრანკვილიზატორები, პერორალური კონტრაცეპტივები, ტეტრაციკლინი, ამიდოპირინის წარმოებულები, სულფანილამიდები და, ასევე პარა-ამინობენზოის მჟავა ანაცვლებს მეტოტრექსატს პლაზმის ცილებთან კავშირებში, ბიოხელმისაწვდომობის და, შესაბამისად, ტოქსიკურობის გაზრდით (დოზის ირიბი გაზრდა).
პრობენეციდს და სუსტ ორგანულ მჟავებს შეუძლია მეტოტრექსატის ექსკრეციის შემცირება და, შესაბამისად, ირიბად მისი დოზის გაზრდა.
ისეთმა ანტიბიოტიკებმა, როგორებიცაა პენიცილინები, გლიკოპეპტიდები, სულფანილამიდები, ციპროფლოქსაცინი და ცეფალოტინი, შეიძლება ერთეულ შემთხვევებში შეამცირონ მეტოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსი, ამიტომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს შრატში მეტოტრექსატის კონცენტრაციის მომატებას ერთდროულად ჰემატოლოგიური და კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობით.
ისეთ პერორალურ ანტიბიოტიკებს, როგორებიცაა ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი და მოქმედების ფართო სპექტრის არაშეწოვადი ანტიბიოტიკები, შეუძლია ნაწლავებში მეტოტრექსატის შეწოვის შემცირება ან ღვიძლ-ნაწლავურ ცირკულაციაზე ზემოქმედება ნაწლავის მიკროფლორის ან ბაქტერიების მიერ მეტოტრექსატის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გზით.
ძვლის ტვინის მხრივ გვერდითი რეაქციების გამომწვევი პრეპარატებით (მაგალითად, სულფანილამიდებით, ტრიმეტოპრიმით-სულფამეტაქსოზოლით, ქლორამფენიკოლით, პირიმეტამინით) მკურნალობის (ასევე წინმსწრები) შემთხვევაში საჭიროა ჰემატოპოეზის გამოხატული დარღვევების გაჩენის შესაძლებლობის გათვალისწინება.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის გამომწვევი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ (მაგალითად, სულფანილამიდების, ტრიმეტოპრიმის-სულფამეტაქსოზოლის), შეიძლება გამოიწვიოს მეტოტრექსატის ტოქსიკურობის მომატება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ასევე ფოლიუმის მჟავას უკვე არსებული დეფიციტის შემთხვევაში. მეორეს მხრივ, ფოლინის მჟავას შემცველი პრეპარატების ან ფოლიუმის მჟავას ან მისი წარმოებულების შემცველი ვიტამინური პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მეტოტრექსატის ეფექტურობა.
გათვალისწინებული უნდა იქნას აასს და მეტოტრექსატს შორის ურთიერთქმედების რისკი პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას მეტოტრექსატის დაბალი დოზებით, განსაკუთრებით თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში. თანმდევი თერაპიის შემთხვევაში აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩატარება და თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა, თუ აასს და მეტოტრექსატი გამოიყენება ერთდროულად 24 საათის ფარგლებში, რადგან ამ შემთხვევაში მეტოტრექსატის დონე პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს და გამოიწვიოს ტოქსიკურობის მომატება.
მეტოტრექსატით და საბაზო მოქმედი ნივთიერებებით ერთდროული თერაპიის ჩატარების დროს (მაგალითად, ოქროს ნაერთებით, პენიცილამინით, ჰიდროქსიქლოროხინით, სულფასალაზინით, აზატიოპრინით, ციკლოსპორინით) მეტოტრექსატის მომატებული ტოქსიკური ეფექტები, როგორც წესი, არ არის მოსალოდნელი.
მეტოტრექსატისა და სულფასალაზინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტოტრექსატის მოქმედების გაძლიერება სულფასალაზინის მიერ ფოლიუმის მჟავას სინთეზის დათრგუნვის ხარჯზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების რისკის მომატება.
მეტოტრექსატისა და პროტონული ტუმბოს ისეთი ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ, როგორიცაა ომეპრაზოლი ან პანტოპრაზოლი, შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალწამლო საშუალებების ურთიერთქმედება: მეტოტრექსატისა და ომეპრაზოლის გამოყენება იწვევს მეტოტრექსატის თირკმლისმიერი ელიმინაციის დაყოვნებას. არსებობს შეტყობინება პანტოპრაზოლის ერთდროული შეყვანის შესახებ, რომელმაც გამოიწვია 7-ჰიდროქსიმეტოტრექსატი მეტაბოლიტის თირკმლისმიერი ელიმინაციის დათრგუნვა და, ასევე მიალგიისა და შეციების განვითარება.
მეტოტრექსატისა და ტეოფილინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ტეოფილინის კლირენსი. საჭიროა პლაზმაში ტეოფილინის დონეების რეგულარული კონტროლი.
მეტოტრექსატით თერაპიის დროს თავიდან უნდა აცილებულ იქნას კოფეინის ან ტეოფილინის შემცველი სასმელების (ყავის, კოფეინის შემცველი ცივი სასმელების, შავი ჩაის) ჭარბი მოხმარება, რადგან მეტოტრექსატის ეფექტურობა ასეთ პირობებში შეიძლება შემცირებულ იქნას ადენოზინის რეცეპტორებზე მეტოტრექსატსა და მეთილქსანტინს შორის ურთიერთქმედების გამო.
მეტოტრექსატისა და ლეფლუნომიდის კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს პანციტოპენიის რისკი. საჭიროა სიფრთხილის დაცვა მეტოტრექსატის იმუნომოდულაციურ პრეპარატებთან ერთად მიღების დროს, განსაკუთრებით ორთოპედიული ქირურგიის შემთხვევაში, სადაც ინფექციის განვითარების რისკი მაღალია.
საანესთეზიო საშუალებები აზოტის ოქსიდის საფუძველზე აძლიერებს მეტოტრექსატის მიერ გამოწვეულ ფოლატების მეტაბოლიზმის დარღვევებს და შეუძლია მძიმე და წინასწარ განუჭვრეტელი მიოლოსუპრესიისა და სტომატიტის გამოწვევა. ეს ეფექტი შეიძლება შემცირებულ იქნას კალციუმის ფოლინატის შეყვანის დროს.
ღვიძლ-ნაწლავური რეცირკულაციის დათრგუნვის ხარჯზე ქოლესტირამინს შეუძლია მეტოტრექსატის არათირკმლისმიერი გამოყოფის გაზრდა.
საჭიროა გათვალისწინებულ იქნას მეტოტრექსატის შენელებული კლირენსი სხვა ციტოსტატიკურ საშუალებებთან ერთად მისი გამოყენების დროს.
სხივურმა თერაპიამ მეტოტრექსატით მკურნალობის დროს შეიძლება გამოიწვიოს რბილი ქსოვილების ან ძვლების ნეკროზის რისკის მომატება.
მერკაპტოპურინისა და მეტოტრექსატის თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში მერკაპტოპურინის ბიოხელმისაწვდომობის მომატება, სავარაუდოდ, მერკაპტოპურინის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გამო.
იმუნურ სისტემაზე შესაძლო ზემოქმედების გამო მეტოტრექსატს შეუძლია ვაქცინაციისა და ანალიზების (იმუნური რეაქციების ფიქსაციისთვის იმუნოლოგიური პროცედურების) შედეგების დამახინჯება. ამიტომ აუცილებელია თავიდან აცილებულ იქნას ცოცხალი ვაქცინებით იმ პაციენტების აცრა, რომლებიც იღებენ თერაპიას მეტოტრექსატით (იხ. "უკუჩვენებები" და "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები").

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
მეტოტრექსატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა მეტოტრექსატის რეპროდუქციული ტოქსიკურობა, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში. დადგენილ იქნა, რომ მეტოტრექსატი ტერატოგენულია ადამიანისთვის. არის შეტყობინებები იმის შესახებ, რომ იგი წარმოადგენდა თვითნებური მუცლის მოშლის და (ან) თანდაყოლილი ანომალიების განვითარების მიზეზს. შეზღუდული რაოდენობის (42) ორსულ ქალებზე ზემოქმედებამ გამოიწვია განვითარების მანკების (თავის ქალის, გულსისხლძარღვთა სისტემის და კიდურების) სიხშირის მომატება (1:14). ჩასახვამდე მეტოტრექსატით თერაპიის შეწყვეტის შემთხვევებში აღნიშნულია ნორმალური ორსულობები.
რეპროდუქციული ასაკის ქალებში თერაპიის დაწყებამდე საჭიროა სრულად გამორიცხულ იქნას ორსულობის არსებობა.
ქალები არ უნდა დაორსულდნენ მეტოტრექსატით მკურნალობის განმავლობაში. სქესობრივად მომწიფებული ასაკის მამაკაცებმა და ქალებმა მკურნალობის დროს და ასევე მისი დასრულებიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპცია (იხ. "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები").
თუ ამ დროის განმავლობაში ადგილი აქვს ორსულობას, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა ბავშვზე პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების რისკთან დაკავშირებით.

ძუძუთი კვება
მეტოტრექსატი აღწევს დედის რძეში და შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიკურობა ძუძუთა ბავშვებში. მკურნალობის განმავლობაში ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია (იხ. "უკუჩვენებები"). თუ ჩნდება პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა ლაქტაციის პერიოდში, ძუძუთი კვება უნდა შეწყვეტილ იქნას.

ფერტილობა
რადგან მეტოტრექსატი შეიძლება გენოტოქსიკური იყოს, თერაპიის დაწყებამდე ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტაციისთვის, მამაკაცებისთვის კი სპერმის კონსერვაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართვა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება
მეტოტრექსატი ახდენს უმნიშვნელო ან ზომიერ ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. შესაძლებელია ისეთი არასასურველი რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორებიცაა დაღლილობა, თავბრუსხვევა და ძილიანობა, რომელთა გამოც ერთეულ შემთხვევებში შეიძლება დარღვეულ იქნას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ეს უფრო მეტად ეხება ალკოჰოლთან ერთად მიღებას.

გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტების სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია პრეპარატის დოზის დონეზე და მიღების სიხშირეზე. რადგან მძიმე გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს დაბალი დოზის დროსაც კი, საჭიროა ექიმის მხრიდან რეგულარული და ხშირი კონტროლი. გვერდითი ეფექტების უმეტესობა ადრეული გამოვლენისას შექცევადია. თუ ჩნდება ასეთი გვერდითი მოვლენები, საჭიროა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა და, ასევე შესაბამისი კონტრზომების მიღება (იხ. "ჭარბი დოზირება"). მეტოტრექსატით თერაპია უნდა განახლდეს სიფრთხილით, მკურნალობის მიზანშეწონილობის გულმოდგინე შეფასებითა და ტოქსიკურობის მოვლენების შესაძლო გამეორებასთან მიმართებაში მომატებული ყურადღების გამოვლენით.
გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100; <1/10), არახშირი (≥ 1/1 000; <1/100), იშვიათი (≥ 1/10 000; <1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე).

ინფექციები და ინვაზიები
ძალიან იშვიათი: სეპსისი, ოპორტუნისტული ინფექციები (ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეთ ლეტალური გამოსავალი), ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ციტომეგალიის ვირუსით. გარდა ამისა, შეტყობინებულ იყო ასევე ნოკარდიოზის, ჰისტოპლაზმოზის, კრიპტოკოკული მიკოზის, დისემინირებული მარტივი ჰერპესის შესახებ.
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი ახალწარმონაქმნები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
არახშირი: ლიმფომის ცალკეული შემთხვევები, რომელიც რიგ შემთხვევებში
მცირდებოდა მეტოტრექსატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ბოლო კვლევამ ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ მეტოტრექსატით თერაპია ზრდის ლიმფომების განვითარების სიხშირეს.
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ ხშირი: ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია. 
არახშირი: პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, სისხლმბადი ფუნქციის აშლილობები. 
იშვიათი: მეგალობლასტური ანემია.
ძალიან იშვიათი: ძვლის ტვინის ფუნქციის მძიმე დათრგუნვა, აპლასტიური ანემია, ლიმფადენოპათია, ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები (ნაწილობრივ შექცევადი), ეოზინოფილია და ნეიტროპენია.
სიცოცხლისთვის ამ მძიმე გართულებების პირველი ნიშნები შეიძლება იყოს: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულება, ჩივილები გრიპის მაგვარ სიმპტომებზე, ძლიერი დაღლილობა, სისხლდენა ცხვირიდან და სისხლჩაქცევა კანში.
თუ სისხლის უჯრედების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, მეტოტრექსატის გამოყენება დაუყონებლივ უნდა შეწყდეს.
ცვლილებები იმუნური სისტემის მხრივ 
არახშირი: ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ცხელება, შეციება.
ძალიან იშვიათი: იმუნოსუპრესია, ჰიპოგამაგლობულინებია, ალერგიული ვასკულიტი (მძიმე ტოქსიკური სიმპტომი).
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
არახშირი: შაქრიანი დიაბეტი.
ფსიქიკური დარღვევები
არახშირი: დეპრესია.
იშვიათი: ხასიათის ცვლილებები.
ძალიან იშვიათი: უძილობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ 
ხშირი:  თავის ტკივილი, დაღლილობა, ცნობიერების დაბნელება.
არახშირი: თავბრუსხვევა, ცნობიერების არეულობა, დეპრესია, კრუნჩხვითი შეტევები.
ძალიან იშვიათი: ტკივილი, კუნთოვანი ასთენია ან კიდურების პარესთეზიები, გემოს შეგრძნებების ცვლილება (ლითონის გემო პირში), მწვავე ასეპტიკური მენინგიტი მენინგიზმთან ერთად (დამბლით, ღებინებით).
სიხშირე უცნობია: ლეიკოენცეფალოპათია.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
იშვიათი: მხედველობის მძიმე დარღვევები. 
ძალიან იშვიათი: კონიუნქტივიტი, რეტინოპათია.
დარღვევები გულის მხრივ 
იშვიათი: პერიკარიდიტი, პერიკარდიული გამონაჟონი, გულის ტამპონადა.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ 
იშვიათი: ჰიპოტენზია, თრომბოემბოლიები (მათ შორის არტერიული და ცერებრული თრომბოზი, თრომბოფლებიტი, ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, ბადურას ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია).
დარღვევები სასუნთქი, გულმკერდის ღრუს და შუასაყრის ორგანოების მხრივ 
ხშირი: ფილტვისმიერი გართულებები, რომლებიც გამოწვეულია ალვეოლიტით/პნევმონიით და ამასთან დაკავშირებული ლეტალური გამოსავლები (დოზისგან და მეტოტრექსატით მკურნალობის ხანგრძლივობისგან დამოუკიდებლად). ტიპიური სიმპტომები: ზოგადი შეუძლოდ ყოფნა, მშრალი გამაღიზიანებელი ხველა, ქოშინი, რომელიც პროგრესირებს ქოშინამდე მოსვენებისას, ტკივილები გულმკერდში, ცხელება. ასეთ გართულებებზე ეჭვის არსებობისას მეტოტრექსატით მკურნალობა დაუყონებლივ უნდა შეჩერებულ იქნას; უნდა გამოირიცხოს ინფექციები (პნევმონიის ჩათვლით).
არახშირი: ფილტვების ფიბროზი.
იშვიათი: ფარინგიტი, აპნოე, ბრონქული ასთმის ტიპის რეაქციები ხველის, ქოშინის, ფილტვების ფუნქციის ტესტის პათოლოგიური შედეგების სახით.
ძალიან იშვიათი: პნევმოცისტური პნევმონია და ფილტვის სხვა ინფექციები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, პლევრული გამონაჟონი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ 
ძალიან ხშირი: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებები და დაწყლულებები (განსაკუთრებით მეტოტრექსატის შეყვანიდან პირველი 24-48 საათის განმავლობაში), სტომატიტი, დისპეპსია.
ხშირი: დიარეა (განსაკუთრებით შეყვანიდან პირველი 24-48 საათი განმავლობაში). 
არახშირი: კუჭ-ნაწლავის წყლულები და სისხლდენები.
იშვიათი: ენტერიტი, მელენა, გინგივიტი, მალაბსორბცია. 
ძალიან იშვიათი: სისხლიანი ღებინება, ტოქსიკური მეგაკოლონი.
ცვლილებები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი სისტემის მხრივ 
ძალიან ხშირი: ღვიძლის ფერმენტების (ალტ, ასტ, ტუტე ფოსფატაზას და ბილირუბინის) დონის მომატება.
არახშირი: ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება, ღვიძლის ფიბროზი და ციროზი (ხშირად ხვდება, მიუხედავად ფუნქციის რეგულარული კონტროლისა და ღვიძლის ფერმენტების ნორმალური მნიშვნელობებისა); შრატის ალბუმინის დაქვეითება.
იშვიათი: მწვავე ჰეპატიტი და ჰეპატოტოქსიკურობა.
ძალიან იშვიათი: ქრონიკული ჰეპატიტის რეაქტივაცია, ღვიძლის მწვავე ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა.
გარდა ამისა, აღნიშნული იყო ჰეპატიტი, რომელიც გამოწვეული იყო მარტივი ჰერპესის ვირუსით და ღვიძლის უკმარისობა (იხ. ასევე კომენტარები, რომლებიც ეხება ღვიძლის ბიოფსიას ნაწილში "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები").
ცვლილებები კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის მხრივ
ხშირი: ერითემა, ეგზანთემა, ქავილი.
არახშირი: ჭინჭრის ციება, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის პიგმენტაციის მომატება, თმის ცვენა, ჭრილობების შეხორცების დარღვევა, რევმატული კვანძების რაოდენობის ზრდა, სარტყლისებრი ლიქენი, მტკივნეული დაზიანებები ფსორიაზული ბალთებით (ფსორიაზული ბალთები შეიძლება გამწვავდეს ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მეტოტრექსატით თანმდევი თერაპიის განმავლობაში (ასევე იხ. "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები")); მძიმე ტოქსიკური რეაქციები: ვასკულიტი, ჰერპეტიფორმული გამონაყარი კანზე, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).
იშვიათი: ფრჩხილების პიგმენტის ცვლილებების გაძლიერება, ონიქოლიზისი, აკნე, პეტექიები, ექხიმოზები, პოლიმორფული ერითემა, კანის ერითემატოზული გამონაყარები.
ძალიან იშვიათი: მწვავე პარონიქია, ფურუნკულოზი, ტელეანგიექტაზია, ჰიდრადენიტი.
დარღვევები ძვლოვან-კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლების მხრივ 
არახშირი: ართრალგია, მიალგია, ოსტეოპოროზი.
იშვიათი: სტრესული მოტეხილობა.
დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ
არახშირი: შარდის ბუშტის ანთება და დაწყლულება (შესაძლოა ჰემატურიით), დიზურია.
იშვიათი: თირკმლის უკმარისობა, ოლიგურია, ანურია, აზოტემია.
ძალიან იშვიათი: პროტეინურია.
დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ
არახშირი: საშოს ანთება და დაწყლულება. 
იშვიათი: ოლიგოსპერმია, მენსტრუალური დარღვევები.
ძალიან იშვიათი: ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, გამონადენი საშოდან, უნაყოფობა, გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ძალიან იშვიათი: ცხელება.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომები პერორალური მიღების შემდეგ ძირითადად ზეგავლენას ახდენს სისხლმბად და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე. ისინი მოიცავს ლეიკოპენიას, თრომბოციტოპენიას, ანემიას, პანციტოპენიას, ნეიტროპენიას, მიელოსუპრესიას, ლორწოვანი გარსის ანთებებს, სტომატიტს, პირის ღრუს ლორწოვანის წყლულებს, გულისრევას, ღებინებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულებს და სისხლდენებს. ზოგიერთ შემთხვევაში ინტოქსიკაციის ნიშნები არ აღინიშნებოდა.
არსებობს შეტყობინებები დოზის არამიზანმიმართული ყოველდღიური მიღების შესახებ (ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით).
არის შეტყობინებები გარდაცვალების შესახებ სეპსისის, სეპტიკური შოკის, თირკმლის უკმარისობისა და აპლასტიური ანემიის შედეგად.
თერაპიული ზომები ჭარბი დოზირების შემთხვევაში
სპეციფიკური ანტიდოტის სახით, რომელსაც შეუძლია მოახდინოს მეტოტრექსატის არასასურველი რეაქციების ნეიტრალიზება, შეიყვანება კალციუმის ფოლინატი. ლეიკოციტების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში მეტოტრექსატის დაბალი დოზის დროს შესაძლებელია ანტიდოტის სახით დაუყონებლივ შეყვანილ იქნას, მაგალითად, 6-12 მგ კალციუმის ფოლინატი ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად და, შემდგომ კიდევ რამოდენიმეჯერ (სულ მცირე 4 ჯერ) იგივე დოზით 3-6 საათიანი ინტერვალით. ჭარბი დოზირების მკურნალობა გრძელდება მანამ, სანამ მეტოტრექსატის კონცენტრაცია შრატში არ შემცირდება 10-7 მოლამდე/ლ-მდე. 
ძლიერი ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ჰიდრატაცია და შარდის გამოტუტვა მეტოტრექსატის და (ან) მისი მეტაბოლიტების თირკმლის მილაკებში დალექვის თავიდან აცილების მიზნით. არც სტანდარტული ჰემოდიალიზი, არც პერიტონეული დიალიზი არ იწვევს მეტოტრექსატის ელიმინაციის გაუმჯობესებას. 
მეტოტრექსატის ეფექტური კლირენსი შეიძლება მიღწეულ იქნას სასწრაფო წყვეტილი ჰემოდიალიზის გზით დიალიზატის ნაკადის მაღალი სიჩქარის გამოყენებით. რევმატოიდული ართრიტის, მძიმე აქტიური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის პოლიართრიტული ფორმების, ფსორიაზული ართრიტის ან ფსორიაზის მქონე პაციენტებში ფოლიუმის ან ფოლინის მჟავას გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მეტოტრექსატის ტოქსიკურობა (კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, სტომატიტი, თმის ცვენა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება) (იხ. "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან"). 
ფოლიუმის მჟავას შემცველი პროდუქტების გამოყენებამდე რეკომენდებულია B12 ვიტამინის დონეების კონტროლი, რადგან ფოლიუმის მჟავა შეიძლება ფარავდეს B12 ვიტამინის დეფიციტს, რომელიც პირველ რიგში მოზრდილ 50 წელზე უფროს პაციენტებში არსებობს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმეტაბოლიტები; ფოლიუმის მჟავას ანალოგები.
ათქ კოდი: L01ВА01.

ფარმაკოდინამიკა
მეტოტრექსატი წარმოადგენს ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტს და მიეკუთვნება ციტოტოქსიკური პრეპარატების კლასს, რომლებიც ცნობილია როგორც ანტიმეტაბოლიტები. იგი მოქმედებს ფერმენტ დიჰიდროფოლატრედუქტაზას კონკურენტული ინჰიბირების გზით და ამ გზით ახორციელებს დნმ-ის სინთეზის დათრგუნვას. 
აქამდე არ არის დადგენილი დაკავშირებულია, თუ არა მეტოტრექსატის ეფექტურობა ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და ქრონიკული პოლიართრიტის მკურნალობის დროს ანთების საწინააღმდეგო ან იმუნოსუპრესიულ ეფექტთან და რამდენად უწყობს ხელს ამ ეფექტების განვითარებას მეტოტრექსატის მიერ გამოწვეული ანთების მონაკვეთში უჯრედგარე ადენოზინის კონცენტრაციის გაზრდა.
მეტოტრექსატის მოქმედებისადმი ძირითადად მგრძნობიარეა ქსოვილები უჯრედების მაღალი პროლიფერაციით: სიმსივნური ქსოვილი, ძვლის ტვინი, ფეტალური უჯრედები, კანის ეპითელიუმი, ლორწოვანი გარსები. ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებს ჩვეულებრივ გააჩნია უფრო მაღალი პროლიფერაციული აქტივობა, ვიდრე ნორმალური ქსოვილის უჯრედებს, ამიტომ მეტოტრექსატს შეუძლია მოახდინოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა მათ ზრდაზე ნორმალური ქსოვილისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების გარეშე.
მეტოტრექსატისთვის უჯრედების პროლიფერაციული აქტივობის სხვაობა წარმოადგენს საყრდენ წერტილს მძიმე, გენერალიზებული, თერაპიისადმი მდგრადი ფსორიაზის და ფსორიაზული ართრიტის დროს.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური გამოყენების შემდეგ მეტოტრექსატი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. დაბალი დოზების (7,5 მგ/მ2 - 80 მგ/მ2 სზფ) მიღებისას საშუალო ბიოხელმისაწვდომობა შეადგენს დაახლოებით 70%, მაგრამ შესაძლებელია სუბიექტებს შორის და სუბიექტის შიგნით მნიშვნელოვანი ვარიაციები (25-100%). პლაზმაში პიკური კონცენტრაციები მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში.
მეტოტრექსატის დაახლოებით 50% უკავშირდება შრატის ცილებს.
სხეულის ქსოვილებში განაწილების შემდეგ არის მაღალ კონცენტრაციებში, განსაკუთრებით ღვიძლში, თირკმელებში და ელენთაში პოლიგლუტამატების ფორმით, რომლებიც შეიძლება ნაწილობრივ შენარჩუნდეს ქსოვილებში რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.
დაბალ დოზებში მიღების დროს მეტოტრექსატი გადადის თავზურგტვინის სითხეში მცირე რაოდენობებით, მაღალი დოზების (300 მგ/კგ სხეულის მასისა) მიღებისას განისაზღვრება მასში კონცენტრაციებით 4 - 7 მკგ/მლ.
საშუალო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-7 საათს და მნიშვნელოვნად ვარირებს (3-17 საათი). განაწილების ეგრედ წოდებული მესამე კამერის (პლევრული გამონაჟონების, ასციტების) მქონე პაციენტებში აღინიშნება ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება ოთხ ჯერამდე.
შეყვანილი მეტოტრექსატის დაახლოებით 10% მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს 7-ჰიდროქსიმეტოტრექსატი.
მეტოტრესატი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი ფორმით, პირველ რიგში თირკმლისმიერი გორგლოვანი ფილტრაციისა და პროქსიმალურ მილაკებში აქტიური სეკრეციის გზით. დაახლოებით მეტოტრექსატის 5-20% და 7-ჰიდროქსიმეტოტრექსატის 1-5% გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ადგილი აქვს გამოხატულ ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას.
თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში გამოყოფა მნიშვნელოვნად შენელებულია. მონაცემები გამოყოფის დარღვევის შესახებ ღვიძლის უკმარისობის დროს არ არსებობს.
ვირთხებში და მაიმუნებში მეტოტრექსატი აღწევს პლაცენტური ბარიერის გავლით.

გამოშვების ფორმა
50 ტაბლეტი თეთრ პოლიპროპილენის ფლაკონებში.
თითო ფლაკონი თანდართული გამოყენების ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 ºС ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.

სად შევიძინოთ?