Plasmon
მიგ საბავშვო ფორტე / MIG® for children


1. პრეპარატი მიგი®  საბავშვო ფორტეს აღწერა და გამოყენება

მიგი®   საბავშვო ფორტე წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ სამკურნალო საშუალებას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, აასს).

მიგი®  საბავშვო ფორტე გამოიყენება ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის შემდეგ

შემთხვევებში:

-  მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილი

-  ცხელება.

მიგი®   საბავშვო ფორტე გამოიყენება ბავშვებში სხეულის მასით 10 კგ-დან (1 წლის

ასაკიდან), მოზარდებსა და მოზრდილებში.

 

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი მიგი®  საბავშვო ფორტეს მიღებამდე

პრეპარატი მიგი®  საბავშვო ფორტეს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

- ალერგია  (ჰიპერმგრძნობელობა)  იბუპროფენის  ან  პრეპარატის  ნებისმიერი  სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6);

- აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის  მიღების  შემდეგ  გამოვლენილი  ისეთი  რეაქციები,  როგორიცაა: ბრონქოსპაზმი; ასთმის შეტევები; ცხვირის ლორწოვანის შესიება (რინიტი); ანგიონევროზული შეშუპება ან რეაქციები კანის მხრივ (ჭინჭრის ციება).

-  სისხლის წარმოქმნის გაურკვეველი ეტიოლოგიის დარღვევა;

-  ანამნეზში სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან პერფორაცია, დაკავშირებული აასს-

ის კლასის პრეპარატებით ჩატარებულ თერაპიასთან;

- ამჟამად არსებული ან ანამნეზში კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის მორეციდივე წყლული (პეპტიური წყლული) ან სისხლდენა (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი სხვადასხვა ეპიზოდი);

-  ცერებრო-ვასკულური სისხლდენა ან სხვა სისხლდენა აქტიურ ფაზაში;

-  გულის იშემიური დაავადება;

-  თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა ან გულის მძიმე უკმარისობა.

-  გამოხატული დეჰიდრატაცია (ღებინების, დიარეის ან არასაკმარისი სითხის მიღების

შედეგად);

-  ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.

 

უკუჩვენება და სიფრთხილის ზომები

გვერდითი მოქმედებების  მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის უმცირესი

ეფექტური დოზის რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში მიღების გზით, რაც

აუცილებელია სიმპტომების მოსახსნელად.

 

უსაფრთხოება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

მოერიდეთ პრეპარატი მიგი®   საბავშვო ფორტეს და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად მიღებას, ე.წ. ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორების (ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების) ჩათვლით.

 

ხანდაზმული ასაკის პაციენტები:

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მომატებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (აასს)  გვერდითი მოქმედებების გამოვლენის სიხშირე, განსაკუთრებით ისეთების, როგორიცაა სისხლდენები და პერფორაციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც შესაძლოა სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს.

 

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლული და პერფორაცია:

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლულების განვითარება ან პერფორაცია, რაც შესაძლოა სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს, აღინიშნება ყველა აასს გამოყენებასთან დაკავშირებით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად მიმანიშნებელი სიმპტომების ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზული პათოლოგიის არსებობისა.

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულების განვითარების ან პერფორაციის რისკი იზრდება აასს-ის დოზის გაზრდისას ანამნეზში წყლულის, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 2 ~პრეპარატი მიგი® საბავშვო  ფორტეს  გამოყენება  არ  შეიძლება  შემდეგ  შემთხვევებში:~), და  აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთმა პაციენტებმა მკურნალობა მინიმალური შესაძლო დოზებით უნდა დაიწყონ.

ამ პაციენტებისათვის, და აგრეთვე მათთვის, ვისთვისაც აუცილებელია თანმხლები თერაპია

აცეტილსალიცილის მჟავის (ასმ) დაბალი დოზებით ან ისეთი პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევის რისკის გაზრდას, აუცილებელია განხილული იქნას დამცავი მოქმედების მქონე საშუალებებით, მაგალითად, მიზოპროსტოლით ან  პროტონის  ტუმბოს  ინჰიბიტორებით კომბინირებული თერაპიის შესაძლებლობა.

 

თუ ადრე თქვენ აღგენიშნებოდათ გვერდითი მოქმედებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში, მაშინ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტის  მხრივ  ნებისმიერი  უჩვეულო  სიმპტომის  შესახებ (უპირველეს ყოვლისა კუჭ-ნაწლავის მხრივ სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ერთდროულად ისეთი პრეპარატების მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს წყლულის ან სისხლდენების წარმოქმნის საშიშროება. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დავადებების, მათ შორის დეპრესიის სამკურნალოდ, ან ანტითრომბოციტული საშუალებები, მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა (იხ. პარაგრაფი 2 ~სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება~).

 

პრეპარატი მიგი®  საბავშვო ფორტეს მიღების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

 

არასტეროიდული  ანთების   საწინააღმდეგო  საშუალებები   სიფრთხილით   ინიშნება პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი,  კრონის დაავადება), რადგან არსებობს აღნიშნული დაავადებების გამწვავების რისკი (იხ. პარაგრაფი 4).

 

ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა და ცერებრო-ვასკულურ სისტემაზე

პრეპარატი მიგი®  საბავშვო ფორტეს ანალოგიურმა პრეპარატებმა შეიძლება რამდენადმე გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების რისკი. ნებისმიერი გართულების რისკი იზრდება დოზის გაზრდის და თერაპიის ხანგრძლივობის შესაბამისად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას (მაქსიმუმ 3 დღე ბავშვებში, 3 დღე სიცხის სამკურნალოდ და 4 დღე ტკივილის სამკურნალოდ მოზარდებსა და მოზრდილებში).

თუ გაქვთ გულის დაავადებები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან თვლით, რომ არსებობს აღნიშნული დაავადებების განვითარების რისკი (მაგალითად, მომატებული არტერიული წნევის, შაქრიანი დიაბეტის, ქოლესტერინის მომატებული დონის და მოწევის შემთხვევაში), კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

კანის რეაქციები

აასს-ის გამოყენებასთან დაკავშირებით აღწერილია კანის მძიმე რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები გაწითლებით და ბუშტუკების წარმოქმნით, ზოგჯერ ლეტალური შედეგით (ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი 4 ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~). როგორც ჩანს, მკურნალობის დასაწყისში კანის რეაქციების განვითარების რისკი უფრო მაღალია, რადგან, უმეტეს პაციენტში აღნიშნული რეაქციების განვითარება ხდება თერაპიის პირველი თვის განმავლობაში. კანზე გამონაყარის პირველი ნიშნების, ლორწოვანი გარსების დაზიანებების  ან  ჰიპერმგრძნობელობის  სხვა  ნიშნების  გამოვლინების  შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი®  საბავშვო ფორტეს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ჩუტყვავილას დროს მიგი®  საბავშვო ფორტეს გამოყენება რეკომენდებული არ არის. დამატებითი ინფორმაცია

მიგი®  საბავშვო ფორტე გამოიყენება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ,

შემდეგ  შემთხვევებში: სისხლის  უჯრედების  ფორმირების  მემკვიდრეობითი დარღვევა (მაგალითად, მწვავე გარდამავალი პორფირიის დროს); აუტოიმუნური ხასიათის გარკვეული დარღვევები (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის კომბინირებული დაავადება).

 

ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობა საჭიროა შემდეგ შემთხვევებში: 

- თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

- დეჰიდრატაცია;

- უშუალოდ მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის შემდეგ;

- ალერგია (მაგალითად, სხვა მედიკამენტების მიღებაზე გამოვლენილი კანის რეაქციები, ასთმა, პოლინოზი), ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება ან სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება – იზრდება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი.

ძალიან იშვიათად აღინიშნება მძიმე ხარისხის ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი). პრეპარატი მიგი®  საბავშვო ფორტეს მიღების დროს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების პირველი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა. სიმპტომების მიხედვით, ამ შემთხვევაში აუცილებელი ნებისმიერი მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალისტის დაკვირვებით.

იბუპროფენს, პრეპარატი მიგი®    საბავშვო ფორტეს მოქმედ ნივთიერებას, შეუძლია დროებით დათრგუნოს თრომბოციტების ფუნქცია (თრომბოციტების აგრეგაცია). აუცილებელია სისხლის შედედების სისტემის დარღვევების მქონე პაციენტების საგულდაგულო მეთვალყურეობა.

პრეპარატი  მიგი®    საბავშვო  ფორტეს  ხანგრძლივი  მიღების  შემთხვევაში  საჭიროა ღვიძლის მაჩვენებლების, თირკმელების ფუნქციის და სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.

პრეპარატი მიგი®  საბავშვო ფორტეს მიღების დროს ქირურგიული ჩარევის ჩატარებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს.

თუ უკვე იღებთ სხვა ტკივილგამაყუჩებელ ან სიცხის დამწევ საშუალებებს ან ანტიბიოტიკებს,  პრეპარატი  მიგი®    საბავშვო ფორტეს  მიღება  შეიძლება  მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით.

თუ  თქვენ  გაწუხებთ  სერიოზული  დაავადებები  და/ან  ხანგრძლივად  იღებთ  სხვა სამკურნალო საშუალებებს, მიგი®  საბავშვო ფორტეს გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

 

თავის ტკივილის მკურნალობის მიზნით ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია თავის ტკივილის გაძლიერება. აღნიშნულ შემთხვევაში შეწყვიტეთ თერაპია და მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის. ჭარბი რაოდენობით სამკურნალო საშუალებების გამოყენებით გამოწვეული თავის ტკივილის

დიაგნოზს უსვამენ პაციენტებს, რომლებსაც თავის ტკივილის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების რეგულარული მიღების მიუხედავად ან აღნიშნულის შედეგად აწუხებთ თავის ტკივილი.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხშირმა, ჩვეულმა მიღებამ, განსაკუთრებით რამოდენიმე ტკივილგამაყუჩებელი მოქმედი ნივთიერების ერთდროულად გამოყენებამ, შეიძლება მიგვიყვანოს თირკმელების შეუქცევად დაზიანებამდე თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკის თანხლებით (ანალგეტიკური ნეფროპათია).

აასს-მა, კერძოდ კი იბუპროფენმა, შეიძლება შენიღბოს ინფექციისა და ცხელების სიმპტომები.

 

ბავშვები

რეკომენდებული არ არის მიგი®  საბავშვო ფორტეს გამოყენება 6 თვემდე ასაკის და 5 კგ-მდე სხეულის მასის ბავშვებში.

რეკომენდებული არ არის მიგი®  საბავშვო ფორტეს გამოყენება 1 წლამდე ასაკის და 10 კგ-მდე სხეულის მასის ბავშვებში.

 

მიგი®  საბავშვო ფორტეს და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ასევე თუ გეგმავთ სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას (ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით).

 

რას უნდა აარიდოთ თავი მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებისას?

იბუპროფენის მოქმედებაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ზოგიერთმა ანტიკოაგულანტმა (სისხლის  შედედების  საწინააღმდეგო პრეპარატები) (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი), არტერიული წნევის  დამაქვეითებელმა ზოგიერთმა პრეპარატმა (აგფ ინჰიბიტორები, მაგალითად, კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკერები, ანგიოტენზინ II ანტაგონისტები), ასევე სხვა პრეპარატებმა. თავის მხრივ, იბუპროფენმაც შეიძლება მოახდინოს გავლენა ჩამოთვლილი პრეპარატების მოქმედებაზე. ამიტომ, იბუპროფენისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

 

მიგი®  საბავშვო ფორტეს დიგოქსინთან (გულის მუშაობის გამაძლიერებელი საშუალება), ფენიტოინთან (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება) ან ლითიუმთან (ზოგიერთი ფსიქიური დარღვევების  სამკურნალო  საშუალება)  ერთად  გამოყენებისას  შეიძლება  გაიზარდოს სისხლში აღნიშნული ნივთიერებების კონცენტრაცია. ლითიუმის, დიგოქსინისა და ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციების კონტროლი მათი სწორად გამოყენებისას (მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში), როგორც წესი, საჭირო არ არის.

მიგი®    საბავშვო ფორტეს შეუძლია დაასუსტოს სითხის გამომყოფი საშუალებების (დიურეზული  საშუალებების)  და  მაღალი არტერიული  წნევის  დამაქვეითებელი პრეპარატების (ჰიპოტენზიური საშუალებების) ეფექტი; იზრდება თირკმელების მხრივ დარღვევების რისკი.

მიგი®  საბავშვო ფორტეს შეუძლია დაასუსტოს აგფ ინჰიბიტორების (გულის უკმარისობის და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები) მოქმედება. გარდა ამისა, ერთდროული მიღების დროს იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევების რისკი.

მიგი®   საბავშვო ფორტეს და კალიუმის შემანარჩუნებელი საშუალებების (გარკვეული დიურეტიკების) ერთდროული მიღების შემთხვევაში იზრდება სისხლში კალიუმის კონცენტრაციის გაზრდის რისკი.

 

მიგი®  საბავშვო ფორტეს და გლუკოკორტიკოიდების ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებების  კლასის  სხვა  ანთების საწინააღმდეგო  და  ტკივილგამაყუჩებელი

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებმა და  დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთმა საშუალებამ  (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები)  შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი.

 

მეტოტრექსატის მიღების წინ ან შემდეგ 24 საათის განმავლობაში მიგი®   საბავშვო ფორტეს  მიღებამ  შეიძლება  გამოიწვიოს სისხლში  მეტოტრექსატის  კონცენტრაციის მომატება და გააძლიეროს მისი არასასურველი მოქმედებების რისკი.

ზოგიერთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას ციკლოსპორინმა (საშუალება, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტანტების მოწყვეტის  პროფილაქტიკისათვის, და აგრეთვე რევმატული დაავადებების სამკურნალოდ) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. ამ ეფექტის გამოვლენა შესაძლებელია ციკლოსპორინისა და იბუპროფენის ნებისმიერი კომბინაციის დროსაც.

პრობენეციდის და სულფინპირაზონის შემცველ სამკურნალო საშუალებებს (პოდაგრის სამკურნალო საშუალება) შეუძლია გაახანგრძლივოს იბუპროფენის გამოყოფა. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში იბუპროფენის დაგროვება და გაზარდოს გვერდითი მოქმედებების განვითარების რისკი.

 არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების, მაგალითად,  ვარფარინის,  მოქმედება.  რეკომენდებულია სისხლის შედედების მაჩვენებლების მონიტორინგი კომბინირებული თერაპიის დროს.

კლინიკური კვლევებით ნაჩვენებია აასს-ისა და სულფონილშარდოვანის წარმოებულების (სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი საშუალებები) ურთიერთქმედება. მიუხედავად იმისა, რომ იბუპროფენისა და სულფონილშარდოვანის წარმოებულების ურთიერთქმედება ამ დრომე აღწერილი არ არის, ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას, პროფილაქტიკის სახით, რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის კონტროლი. ტაკროლიმუსი: ორი პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი.

ზიდოვუდინი: არსებობს სახსარშიდა სისხლდენისა და სისხლჩაქცევების წარმოქმნის მომატებული რისკი ჰემოფილიის მქონე პაციენტებში აივ-ინფექციით ზიდოვუდინისა და იბუპროფენის ერთდროულად გამოყენებისას.

ქინოლონის ანტიბიოტიკები: შესაძლებელია კრუნჩხვის განვითარების რისკის მომატება ორი პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას. CYP2C9 ინჰიბიტორები: იბუპროფენისა და CYP2C9  იზოფერმენტის ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებისას იბუპროფენის (CYP2C9   სუბსტრატის) ზემოქმედება შეიძლება გაიზარდოს. ვორიკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან (CYP2C9   ინჰიბიტორებთან) იბუპროფენის ერთდროულად გამოყენების კვლევებში შ(+)-იბუპროფენის ზემოქმედების მაჩვენებლები იზრდებოდა დაახლოებით 80-100%-ით. იბუპროფენისა და CYP2C9  ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში მიზანშეწონილია იბუპროფენის დოზის შემცირება, განსაკუთრებით, თუ იბუპროფენი მაღალი დოზით გამოიყენება ვორიკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან კომბინაციაში.

თუ თქვენ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ პრეპარატს, მიგი®  საბავშვო ფორტეს მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი მიგი®  საბავშვო ფორტეს საკვებთან და სასმელთან მიღება

პრეპარატი მიგი®    საბავშვო ფორტეს მიღების დროს არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება.

 

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

ორსულობა 

პრეპარატი მიგი®   საბავშვო ფორტეს მიღების პერიოდის განმავლობაში დაორსულების შემთხვევაში აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. მიგი®  საბავშვო ფორტეს მიღება არ შეიძლება ორსულობის ბოლო  ტრიმესტრში. არ  გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

 

ძუძუთი კვების პერიოდი

მოქმედი ნივთიერება იბუპროფენი და მისი დაშლის პროდუქტები უმნიშვნელო რაოდენობით ხვდება დედის რძეში. ვინაიდან ახალშობილისთვის უარყოფითი შედეგების შესახებ ცნობები დღემდე არ არსებობს, რეკომენდებული დოზებით პრეპარატის ხანმოკლე გამოყენებისას ძუძუთი კვების შეწყვეტის აუცილებლობა, როგორც წესი, არ დგება.

 

ფერტილობა

პროდუქტი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ქალის რეპროდუქციულ უნარზე.

ეს მოქმედება შექცევად ხასიათს ატარებს პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

 

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მიგი®  საბავშვო ფორტეს მიღებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა. აღნიშნულის შედეგად, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია რეაგირების უნარის და ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარის დარღვევა. აღნიშნული რეაქციები განსაკუთრებით გამოხატულია ალკოჰოლთან ერთდროულად მიღებისას. თქვენ შეიძლება დაკარგოთ მოულოდნელ სიტუაციებზე სწრაფი და ზუსტი რეაგირების უნარი. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია ავტომობილის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან, მექანიზმებთან მუშაობისგან და სახიფათო ქმედებების შესრულებისგან თავის შეკავება.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი მიგი®  საბავშვო ფორტეს ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

პრეპარატი შეიცავს 2,5 მმოლი ნატრიუმს (57,9 მგ) მაქსიმალურ ერთჯერად დოზაზე, რომელიც შეადგენს 10 მლ-ს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინება აუცილებელია პაციენტებისათვის, რომლებიც არიან დიეტაზე ნატრიუმის შეზღუდული მოხმარებით.

 

მოცემული პრეპარატი შეიცავს მალტიტის სიროფს. თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აქვს აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 

3. მიგი®  საბავშვო ფორტეს მიღების წესი

მიგი®   საბავშვო ფორტე ყოველთვის მიიღება წინამდებარე ჩანართის ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან

ფარმაცევტს.


თუ რამე დამატებითი დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ, მიგი® საბავშვო ფორტეს 20 მგ/მლ ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:

თუ რამე დამატებითი დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ,

მიგი® საბავშვო

ფორტეს (40 მგ/მლ) ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:

სხეულის მასა: (ასაკი)

ერთჯერადი დოზა

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა

10-15 კგ

(ჩვილები/ბავშვები 1-3 წლის ასაკში)

100 მგ იბუპროფენი

(რაც შეესაბამება 2,5 მლ სუსპენზიას)

300 მგ იბუპროფენი

(რაც შეესაბამება 7,5 მლ სუსპენზიას)

16-19 კგ

(ბავშვები 4-5 წლის ასაკში)

150 მგ იბუპროფენი

(რაც შეესაბამება 3,75 მლ სუსპენზიას)

450 მგ იბუპროფენი

(რაც შეესაბამება 11,25 მლ სუსპენზიას)

20-29 კგ

(ბავშვები 6-9 წლის ასაკში)

200 მგ იბუპროფენი (რაც შეესაბამება 5 მლ სუსპენზიას)

600 მგ იბუპროფენი (რაც შეესაბამება 15 მლ სუსპენზიას)

30-39 კგ

(ბავშვები 10-11 წლის ასაკში)

200 მგ იბუპროფენი (რაც შეესაბამება 5 მლ სუსპენზიას)

800 მგ იბუპროფენი

(რაც შეესაბამება 20 მლ სუსპენზიას)

>40 კგ (მოზარდები 12 წლიდან და მოზრდილები)

200-400 მგ იბუპროფებნი (რაც შეესაბამება 5-10 მლ სუსპენზიას)

1200 მგ იბუპროფენი (რაც შეესაბამება 30 მლ სუსპენზიას)

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებისას პრეპარატი მიგი®   საბავშვო ფორტეს დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე; ჩვეულებრივ, ერთჯერადი დოზა შეადგენს 7-10 მგ/სხეულის მასის კგ-ზე მაქსიმალურისაერთო დღიური დოზით 30 მგ/სხეულის მასის კგ- ზე.

მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 6 საათს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. 

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 1 წლამდე ასაკის ბავშვებში 10 კგ-მდე სხეულის მასით.

 

შიგნით მისაღები საშუალება.

შეფუთვაში  მოთავსებულია  5  მლ  შპრიცი  პრეპარატის  პერორალური  მიღებისთვის

(გრადუირებული 0,25 მლ ნიშნულებით).

შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კუჭი, მიგი®   საბავშვო ფორტეს მიღება რეკომენდებულია საკვების მიღების დროს.

1 . გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონის შიგთავსი.

2. ფლაკონის გასახსნელად დააჭირეთ თავსახურს და

დაატრიალეთ ისრებით მითითებული მიმართულებით.

3. ჩასვით   ნახვრეტში   სუსპენზიის   პერორალური

შეყვანის შპრიცი.

4. შპრიცის  ადგილზე  დაფიქსირებით  გადააბრუნეთ ფლაკონი  და  ფრთხილად  დააფიქსირეთ  დგუში საჭირო ნიშნულზე.

5. გადააბრუნეთ     ფლაკონი     ძირით     ქვემოთ

მდგომარეობაში და  ფრთხილად ამოიღეთ  შპრიცი დატრიალებით.

6. სიროფის  შესაყვანათ  მოათავსეთ  შპრიცის  თავი ბავშვის პირში და ნელა დააჭირეთ დგუშს შპრიცის კორპუსის მიმართულებით. პრეპარატი შეიყვანეთ ბავშვის ყლაპვის სიხშირის მიხედვით.

გამოყენების შემდეგ თავი დაახურეთ ფლაკონს. ამოიღეთ დგუში შპრიცის კორპუსიდან, გარეცხეთ თბილი წყლით და გააშვრეთ. შეინახეთ შპრიცი სუსპენზიის პერორალური შეყვანისთვის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი მიგი®   საბავშვო ფორტეს მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია.

მკურნალობის ხანგრძლივობა მხოლოდ ხანმოკლე თერაპიისათვის.

თუ სიმპტომები გაღრმავდება ან არ გაუმჯობესდება მდგომარეობა 3 დღის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ ბავშვებში სიმპტომები გაღრმავდება ან არ გაუმჯობესდება მდგომარეობა 3 დღის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

მოზარდებსა და მოზრდილებში, თუ სიმპტომები გაღრმავდება ან არ გაუმჯობესდება მდგომარეობა სიცხის მკურნალობის შემთხვევაში 3 დღის განმავლობაში და ტკივილის მკურნალობის შემთხვევაში 4 დღის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

 

პრეპარატი მიგი®  საბავშვო ფორტეს დოზის გადაჭარბების შემთხვევები

შეწყვიტეთ იბუპროფენის მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ დოზის გადაჭარბების ნებისმიერ სიმპტომს, როგორიცაა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოძრაობის შენელება (ბავშვებში ასევე მიოკლონური კრუნჩხვა), მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, არტერიული წნევის დაცემა, შენელებული სუნთქვა (სუნთქვის დათრგუნვა) ან ციანოზი (ტუჩების ან კანის გალურჯება).

 

პრეპარატი მიგი®  საბავშვო ფორტეს დოზის მიღების გამოტოვება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ მიგი®   საბავშვო ფორტესაც აქვს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

გვერდითი მოქმედებების სიაში მითითებულია ყველა გვერდითი მოქმედება, რომლებიც რეგისტრირებულია იბუპროფენით მკურნალობისას, მათ შორის გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნებოდა რევმატიზმის მქონე პაციენტებში მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

დადგენილი სიხშირე, ძალიან იშვიათი შემთხვევების ჩათვლით, მიეკუთვნება ხანმოკლე მკურნალობას  იბუპროფენის  მაქსიმალური დღე-ღამური  დოზებით  1200  მგ-მდე პერორალური  სამკურნალო  საშუალების  შემთხვევაში  (=პრეპარატი  მიგ®    საბავშვო ფორტეს 30  მლ-ს,  შიგნით  მისაღები  სუსპენზია, მაქსიმალური დღე-ღამური დოზა მოზრდილებისთვის და  მოზარდებისთვის 12 წლიდან) და  1800  მგ-მდე სანთლების შემთხვევაში.

უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატის შემდეგი არასასურველი რეაქციები დამოკიდებულია დოზაზე და პაციენტთა ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

 

ყველაზე ხშირია გვერდითი მოქმედებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. 

მაგალითად, არსებობს კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის (პეპტიური წყლულის), პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების რისკი, ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანდაზმულ  პაციენტებში,  ლეტალური  შედეგით  (იხ.  პარაგრაფი  2:

~განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს გამოყენებისას~). არსებობს ცნობები პრეპარატის გამოყენების შედეგად გულისრევის, ღებინების, დიარეის, მეტეორიზმის,  შეკრულობის,  საჭმლის  მონელების  დარღვევის,  მუცლის  ტკივილის, კუპრისებრი განავალის, სისხლიანი ღებინების, წყლულოვანი სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი  გარსის  წყლულოვანი  ანთება)  გამოვლენის  შესახებ,  ნაწლავის  მხრივ დარღვევების, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავების შესახებ (იხ. პარაგრაფი 2: ~განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატი მიგი®   საბავშვო ფორტეს გამოყენებისას~).

იშვიათად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი).

ისეთი მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა მიგი®   საბავშვო ფორტე, შეიძლება იწვევდეს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების რისკის გაზრდას.

 

აასს-ით ჩატარებულის მკურნალობის შედეგად ასევე ცნობილია შეშუპების, არტერიული წნევის მომატების და გულის უკმარისობის შესახებ.

ხშირად (აღენიშნება 100 პაციენტიდან 1-10-ს)

- დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გულძმარვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა, შეკრულობა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უმნიშვნელო სისხლდენა, რომელმაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.

ზოგჯერ (აღენიშნება 1 000 პაციენტიდან 1-10-ს)

- კუჭის/ნაწლავის წყლულები,  ზოგჯერ  შესაძლოა  სისხლდენისა და  პერფორაციის განვითარებით. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება წყლულების წარმოქმნით (წყლულოვანი სტომატიტი), წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი).

მუცლის ზედა არეში ძლიერი ტკივილის, სისხლიანი ღებინების, სისხლიანი განავლის ან განავლის მუქი შეფერილობის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

- დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, მაგალითად, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნება, გაღიზიანებადობა ან დაღლილობა.

- მხედველობის დარღვევა. მსგავსი რეაქციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მიღება. 

- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, კანზე გამონაყარისა და ქავილის, აგრეთვე ასთმის შეტევების თანხლებით (ზოგიერთ შემთხვევაში არტერიული წნევის დაცემით). ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მიღება.

-  კანზე გამონაყარი.

 

იშვიათად (აღენიშნება 10 000 პაციენტიდან 1-10-ს)

- შეიძლება  აღინიშნოს  თირკმლის  ქსოვილის  დაზიანება  (თირკმლის  დვრილების ნეკროზი), განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში, და სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება.

-  ხმაური ყურებში (ტინიტუსი).

 

ძალიან იშვიათად (აღენიშნება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს)

-  გულისცემის გახშირება, გულის უკმარისობა, გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი).

- საყლაპავის (ეზოფაგიტი) და კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეატიტი) ანთება, წვრილ და მსხვილ ნაწლავში ნაწიბურის მსგავსი შევიწროების წარმოქმნა (ნაწლავის დიაფრაგმისებრი სტრიქტურა).

- გამოყოფილი შარდის  რაოდენობის შემცირება  და  ორგანიზმში სითხის  შეკავება, განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ნეფროზული სინდრომი (ორგანიზმში სითხის დაგროვება [შეშუპება] და  შარდთან  ერთად  ცილის  მნიშვნელოვანი გამოყოფა),  თირკმელების  ანთებითი დაავადება  (ინტერსტიციული  ნეფრიტი),  რომელსაც  შეიძლება  თან  ახლდეს თირკმელების მწვავე უკმარისობა. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის ან მათი გაუარესების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

-  ღვიძლის  ფუნქციის  დარღვევა,  ღვიძლის  დაზიანება,  განსაკუთრებით  ხანგრძლივი

თერაპიისას, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე ანთება (ჰეპატიტი).

- სისხლის წარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი).

პირველი ნიშნები შეიძლება იყოს: ციებ-ხელება, ყელის ტკივილი, ეროზია პირის ღრუში, გრიპისმაგვარი სიმპტომები, გამოხატული სისუსტე, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლჩაქცევა კანში. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. არ შეიძლება თვითმკურნალობა ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხის დამწევი საშუალებებით.

- კანის მძიმე რეაქციები, მაგალითად, კანზე გამონაყარი გაწითლებით და ბუშტუკების წარმოქმნით (მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ლაიელის სინდრომი), თმის ცვენა (ალოპეცია). 

ჩუტყვავილას დროს გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია კანის მძიმე ინფექციებისა და გართულებების განვითარება რბილი ქსოვილების მხრივ.

- აღწერილია ინფექციური ანთებითი დაავადებების გამწვავების შემთხვევები (მაგალითად, მანეკროზებელი ფასციიტის განვითარება), რომლებიც უკავშირდება გარკვეული არასტეროიდული  ანთების  საწინააღმდეგო  საშუალებების  (აასს)  გამოყენებას, რომლებსაც აგრეთვე მიეკუთვნება მიგი® საბავშვო ფორტე).

პრეპარატი  მიგი®     საბავშვო  ფორტეს  მიღების  შედეგად  ინფექციის  ნიშნების (მაგალითად, გაწითლება, შესიება, სიცხე, ტკივილი, ციებ-ცხელება) გამოვლენის ან გაღრმავების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

-  მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია).

- ასეპტიური მენინგიტის სიმპტომები, მაგალითად, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მომატება, კეფის კუნთების რიგიდობა ან გონების დაბინდვა. აღნიშნული მოვლენების განვითარების რისკი იზრდება იმუნური სისტემის ზოგიერთი დაავადებების (სისტემური  წითელი  მგლურა  ან  შემაერთებელი  ქსოვილის  კომბინირებული დაავადებები) მქონე პაციენტებში.

- ჰიპერმგრძნობელობის მძიმე  ზოგადი  რეაქციები.  აღნიშნული  რეაქციები  შეიძლება გამოვლინდეს სახის, ენის და ხახის შეშუპებით სასუნთქი გზების შევიწროვების თანხლებით, ქოშინით, ტაქიკარდიით, არტერიული წნევის დაცემით შოკამდე, რაც სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

რომელიმე ზემოთმოყვანილი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის პირველივე მიღებისას, თქვენ გესაჭიროებათ გადაუდებელი საექიმო დახმარება.

-  ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია.

გვერდითი მოქმედებების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში.

 

5. პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი. მიგი® საბავშვო ფორტე არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე და ფლაკონზე.

ვარგისიანობის ვადა გადის მითითებული თვის ბოლო დღეს.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მოცემული სამკურნალო საშუალება სტაბილურია ფლაკონის გახსნის შემდეგ 6 თვის

განმავლობაში არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე. 

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს შემადგენლობა

პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს იბუპროფენი.

1 მლ სუსპენზია შეიცავს 40 მგ იბუპროფენს. დამხმარე კომპონენტები:

ნატრიუმის ბენზოატი (E211), უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, საქარინ- ნატრიუმი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიპრომელოზა, ქსანტანის გუმფისი, მალტიტის სიროფი, გლიცერინი (E422), ტაუმატინი (E957), მარწყვის არომატიზატორი (შეიცავს ნატურალური არომატიზატორების იდენტურ ნივთიერებებს, სიმინდის მალტოდექსტრინს, ტრიეთილციტრატს (E1505) და პროპილენგლიკოლს (E1520) და ბენზილის სპირტს), გაწმენდილი წყალი.

 

პრეპარატი მიგი®  საბავშვო ფორტეს აღწერა და გამოშვების ფორმა

მიგი®   საბავშვო ფორტე არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის შიგნით მისაღები ბლანტი სუსპენზია, რომელიც არ შეიცავს უცხო მინარევებს, მარწყვის დამახასიათებელი სუნით.

მიგი®  საბავშვო ფორტე 40 მგ/მლ, შიგნით მისაღების სუსპენზია გამოდის პლასტიკის ფლაკონებში მოცულობით 30, 100, 150 ან 200 მლ ბავშვების მიერ გახსნისგან დამცავი თავსახუღით.

შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

ზუსტი დოზირებისთვის შეფუთვაში მოთავსებულია პოლიპროპილენის შპრიცი სუსპენზიის პერორალური მიღებისთვის, გრადუირებული 5 მლ-მდე 0,25 მლ ნიშნულებით)

 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?