პრეპარატის 1 მლ შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ნაფაზოლინის ნიტრატი 1.0 მგ
(ნაფტიზინი)
დამხმარე ნივთიერებები:
ბორის მჟავა 20 მგ
ზღვის წყალი 5 მგ
ნატრიუმის ჰიდროქსიდის 0,1M ხსნარი პH 4,5-6,0-მდე
საინექციო წყალი 1 მლ-მდე
აღწერილობა
უფერო გამჭვირვალე ან ოდნავ შეფერილი სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიკონგესტური საშუალება – ალფა-ადრენომიმეტიკი.
კოდი ათქ: R01AA08
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ალფა2-ადრენომიმეტიკი, ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების მიმართ ავლენს სწრაფ, გამოხატულ და ხანგრძლივ სისხლძარღვთა შემავიწროებელ მოქმედებას (ამცირებს შეშუპებას, ჰიპერემიას, ექსუდაციას). ამსუბუქებს ცხვირით სუნთქვას რინიტის დროს. 5-7 დღის შემდეგ ვითარდება ტოლერანტობა.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენების დროს სისტემური აბსორბცია დაბალია. სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტი ვითარდება რამდენიმე წუთის შემდეგ და გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში.
გამოყენების ჩვენება
მწვავე რინიტი, ალერგიული რინიტი, სინუსიტი, ევსტაქტიიტი. რინოსკოპიის ჩატარების შესამსუბუქებლად.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, არტერიული ჰიპერტენზია, გამოხატული ათეროსკლეროზი, ჰიპერთირეოზი, ქრონიკული რინიტი, თვალების მძიმე დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ტაქიკარდია, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება და მათი გამოყენების დასრულებიდან 14 დღემდე პერიოდი, 15 წლამდე ასაკი.
სიფრთხილით
გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია), წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, ფეოქრომოციტომა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
გამოყენება ორსულობის და ბუნებრივი კვების პერიოდში
გამოყენება ორსულობის და ბუნებრივი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის და ბავშვისთვის.
გამოყენების წესი და დოზები
გამოიყენება ინტრანაზალურად (თითოეულ ნესტოში).
მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-3 წვეთი, პრეპარატის 0,1% ხსნარი 3-4-ჯერ დღეში.
რინიტების დროს მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5-7 დღეს მოზრდილებში და არაუმეტეს 3 დღეს ბავშვებში.
გვერდითი მოქმედება
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან: თავის ტკივილი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება, რეაქტიული ჰიპერემია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: გულისრევა.
ადგილობრივი რეაქციები: გაღიზიანება, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შესიება, 1 კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება, ატროფიული რინიტი.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის კლება, ბრადიკარდია, არტერიული წნევის მატება.
მკურნალობა: სიმპტომატური.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ უნდა მოხდეს მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება ან მათი გამოყენების დასრულებიდან 14 დღის განმავლობაში.
ანელებს ადგილობრივი ანესთეტიკური სამკურნალო საშუალებების შეწოვას (ახანგრძლივებს მათ მოქმედებას ზედაპირული ანესთეზიის ჩატარებისას).
სისხლძარღვთა შემავიწროებელი სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული დანიშვნა ზრდის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
შესაძლებელია გამოავლინოს რეზორბციული მოქმედება.
ხანგრძლივი გამოყენების დროს სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედების გამოხატულება თანდათანობით მცირდება (ტაქიფილაქსიის მოვლენა), ამასთან დაკავშირებით, გამოყენებიდან 5-7 დღის შემდეგ რეკომენდებულია შესვენება რამდენიმე დღით.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
არ არის გამოვლენილი.
გამოშვების ფორმა
ნაზალური წვეთები 0,1%.
15 მლ მაღალი წნევის პოლიეთილენის საწვეთურ-ფლაკონში სახრახნი თავსახურით და საცობი-საწვეთურით კომპლექტში.
1 ფლაკონი 15 მლ-ით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ქართულ და რუსულ ენაზე მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ – 1 თვე.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე