შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
ნოვო-პასიტის მშრალი ექსტრაქტი: (სამკურნალო კატაბალახა, სამკურნალო მელისა, კრაზანა, ჩვეულებრივი კუნელი, პასიფლორა ინკარნატა, ჩვეულებრივი სვია, შავი ანწლი) – 157,500 მგ; გვაიფენეზინი – 200,0 მგ ერთ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: კოლოიდური სილიკა; მიკროკრისტალური ცელულოზა, კომპრიტოლი “888 ATO”, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა “ფასტ ფლოუ”.
აღწერილობა:
ბაცი-მწვანე ფერის ოვალური ფორმის შემოგარსული ტაბლეტები გასაყოფი ნაჭდევით.
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს გვაიფენეზინს და სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტს (იხ. შემადგენლბა), უპირატესად სედატიური თვისებებით. პრეპარატის სედატიურ მოქმედებს თან ერთვის გვაიფენეზინის ანქსიოლიტიური მოქმედება.
- ნევრასთენია და ნევროზული რეაქციები, რასაც თან ახლავს გაღიზიანება, შფოთვა, შიში, დაღლილობა და გონების გაფანტულობა.
- “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა).
- უძილობა (მსუბუქი ფორმები)
- ნერვული სისტემის დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი
- შაკიკი
- კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციონალური დაავადებები (დისპეპსიური სინდრომი, “გაღიზიანებული ნაწლავის” სინდრომი)
- სიმპტომური საშუალების სახით ნეიროცირკულაციური დისტონიის და კლიმაქსის სინდრომის დროს
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები (ატოპური და სებორეული ეკზემა, ჭინჭრის ციება).
შიგნით მისაღებად მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: თითო აბი 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 აბამდე 3-ჯერ დღეში. ძლიერი მოთენთილობის შემთხვევაში დილის და დღის დოზებს ანახევრებენ, ანუ ერთ მიღებაზე იღებენ ნახევარ აბს, ხოლო საღამოს დოზაა 1 აბი. დოზის შეცვლა შესაძლებელია პაციენტის რეაქციის შესაბამისად. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 4-6 საათს. სასურველია პრეპარატის მიღება სითხესთან ერთად (ჩაი, ხილის წვენი, გარდა გრეიფრუტისა)
კუჭ-ნაწლავის დისკომფორტის შემთხვევაში, რაც ვლინდება გულისრევით, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი მიიღება ჭამის დროს. ჩვეულებრივ დოზებში პრეპარატი არ იწვევს ძილიანობას და ყურადღების გაბნევას, ამიტომ შესაძლებელია დღის პერიოდში პრეპარატის გამოყენება.
პაციენტები ადვილად იტანენ პრეპარატს. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი არასასურველი რეაქციები: თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, ეკზანთემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, სპაზმი, გულძმარვა, ფაღარათი, ყაბზობა), კონცენტრირების უნარის დაქვეითება, რაც მალე ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, ან მზის დასხივების მიმართ, განსაკუთრებით ადამიანებში ღია ფერის კანით.
პრეპარატი ნოვო-პასიტი უკუნაჩვენებია 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში და პაციენტებში მიასთენიით, ლაქტოზის და გალაქტოზემიის დეფიციტით.
პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობით, ისეთი ნივთიერებებით მოწამვლის დროს, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის გამოყება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
უნდა იქნეს დაცული სიფრთხილე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს. ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით, I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავის შეკავება პოტენციალურად საშიში საქმიანობის სახეობებისაგან, რომლებიც საჭიროებს ყურადღების ძლიერ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
ჭარბიდოზირება თავდაპირველად ვლინდება ძილიანობის და დათრგუნვის შეგრძნებით. მოგვიანებით ამ სიმპტომებს შეიძლება დაემატოს ღებინება, კუნთების მსუბუქი სისუსტე, სახსრების ტკივილი და კუჭში სიმძიმის შეგრძნება. პირველადი დახმარებაა კუჭის გამორეცხვა. კურნალობა – სიმპტომატიური. საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვაიფენეზინი აძლიერებს ალკოჰოლის და სხვა ისეთი ნივთიერებების მოქმედებას, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
ინახება +10 – 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Senaxvis vada 3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.