ოფერტა-სანოველი / OFERTA-Sanovel
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): olanzapine
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ფსიქოტროპული საშუალებები → ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28 და #56
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტები ----------------------------------------- 1 შემოგარსული ტაბლეტი
ოლანზაპინი ---------------------------------------------------------------- 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს მთელ რიგ რეცეპტორულ სისტემაზე მოქმედი ფართო ფარმაკოლოგიური სპექტრი.
დადგენილია ოლანზაპინის მსგავსება სეროტონინო 5-HT2A/2C, 5-HT3, 5-HT6; დოფამინო D1, D2, D3, D4, D5; მუსკარინულ M1-5; ადრენერგულ ალფა-1 და ჰისტამინო-H1 რეცეპტორებისადმი. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერინენტული გამოკვლევებისას გამოვლენილია ანტაგონიზმი ოლანზაპინსა და 5-HT-, დოფამინო- და ქოლინო- რეცეპტორებს შორის. in vivo და in vitro პირობებში ოლანზაპინს ახასიათებს უფრო მეტად გამოხატული აქტივობა სეროტონინო 5-HT2 რეცეპტორებისადმი, ვიდრე დოფამინო-D2 რეცეპტორებისადმი. ელექტროფიზიოლოგიური კვლევების მონაცემებით, ოლანზაპინი შერჩევითად ამცირებს მეზოლიმბური (A10) დოფამინერგული ნეირონების აგზნებადობას, ამავდროულად უმნიშვნელო გავლენას ახდენს მოტორული ფუნქციის მარეგულირებელ სტრიარულ (A9) ნერვულ გზებზე. ოლანზაპინის შედარებით ნაკლები დოზა აქვეითებს პირობით დაცვით რეფლექსს (ანტიფსიქოზური აქტივობის მახასიათებელი ტესტი), ვიდრე დოზა, რომელიც იწვევს კატალეფსიას (მოშლილობა, რომელიც აისახება მოტორულ ფუნქციაზე). ,,ანქსიოლიზური” ტესტის ჩატარებისას, ოლანზაპინი აძლიერებს განგაშის საწინააღმდეგო ეფექტს.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: შინაგანად მიღებისას ოლანზაპინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax პლაზმაში აღწევს 5-8 სთ-ში. ოლანზაპინის შეწოვა დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე.
მეტაბოლიზმი: ოლანზაპინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში კონიუგაციისა და დაჟანგვის პროცესების შედეგად. ძირითად ცირკულირებად მეტაბოლიტს წარმოადგენს 10-N-გლუკურონიდი, რომელიც არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. CYP1A2 და CYP2D6 იზოფერმენტები მონაწილეობენ ოლანზაპინის N-დეზმეთილ და 2-ჰიდროქსიმეთილ მეტაბოლიტების წარმოქმნაში. ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ გამოკვლევებში ორივე მეტაბოლიტი ატარებდა მნიშვნელოვნად ნაკლებად გამოხატულ ფარმაკოლოგიურ აქტივობას in vivo, ვიდრე ოლანზაპინი. პრაპარატის ძირითადი ფარმაკოლოგიური აქტივობა განპირობებულია უცვლელი ნივთირებით _ ოლანზაპინით, რომელიც გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
გამოყოფა: ჯანმრთელ მოხალისეებში, პრეპარატის მიღების შემდეგ, საშუალო T1/2 შეადგენს 33სთ-ს (21-54სთ 5-95%-სთვის), ხოლო საშუალო კლირენსი პლაზმაში_26ლ/სთ (12-47ლ/სთ 5-95%-სთვის). მონიშნული ოლანზაპინის რადიოიზოტოპების 57% გამოიყოფა შარდთან ერთად და 30% განავალთან ერთად, ძირითადად არააქტიური მეტაბოლიტების სახით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში
ოლანზაპინის ფარმაკოლოგიური მაჩვენებლების დამოკიდებულება თამბაქოს მოხმარებაზე, სქესზე და ასაკზე წარმოდგენილია ცხრილში.
პაციენტების დახასიათება | T1/2 (სთ) | კლირენსი პლაზმაში (ლ/სთ) |
---|---|---|
არამწეველები | 38.6 | 18.6 |
მწეველები | 30.4 | 27.7 |
ქალები | 36.7 | 18.9 |
მამაკაცები | 32.3 | 27.3 |
მოხუცები (65 წელი და ზევით) | 51.8 | 17.5 |
65 წლამდე ასაკის პაციენტები | 33.8 | 18.2 |
თუმცა T1/2-ის და კლირენსის ცვლილების ხარისხი აღნიშნული ფაქტორების მოქმედებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ მაჩვენებლების განსხვავების ხარისხს ცალკეულ პირებს შორის.
სარწმუნო განსხვავება, პლაზმაში ოლანზაპინის T1/2-ის და კლირენსის საშუალო მნიშვნელობებს შორის, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პირებში, ნორმალური თირკმლის მქონე პირებთან შედარებით, დადგენილი არ არის.
მწეველ პაციენტებში, ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევით, ოლანზაპინის კლირენსი დაბალია, ვიდრე არამწეველებში, ღვიძლის ნორმალური ფუნქციით.
ევროპელ, იაპონელ და ჩინელ პაციენტებზე ჩატარებულ გამოკვლევებში, ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკაში რასაზე დამოკიდებულება არ დადგინდა.
პლაზმაში 7-დან 1000ნგ/მლ კონცენტრაციისას ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 93%-ს. ოლანზაპინი ძირითადად უკავშირდება ალბუმინს და ალფა-1-გლიკოპროტეინს.
ჩვენებები
ოლანზაპინი ინიშნება:
შიზოფრენიისა და სხვა ფსიქოზური მოშლილობის მწვავე შეტევების კუპირებისა და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის მიზნით, რომელიც ვლინდება პროდუქტიული (ბოდვა, ჰალუცინაცია, ავტომატიზმი) და/ან ნეგატიური ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული აფექტური მოშლილობის დროს;
მწვავე მანიაკალური ან შერეული ტიპის შეტევების სამკურნალოდ, ბიპოლარული აფექტური აშლილობისას ფსიქოზური გამოვლინებებით და ფაზების სწრაფი მონაცვლეობით ან მათ გარეშე.
მიღების წესები და დოზები
შიზოფრენიის და მსგავსი ფსიქოზური მოშლილობისას რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ. თერაპიული დოზა მერყეობს 5-20 მგ/დღეში ფარგლებში. დღიური დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. სტანდარტული დღიური დოზის გაზრდისას (10 მგ/დღეში) რეკომენდებულია პაციენტის შესაბამისი კლინიკური გამოკვლევის ჩატარება. მწვავე მანიის და ბიპოლარული მოშლილობისას რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ/დღეში. თერაპიული დოზა მერყეობს 5-20 მგ/დღეში დიაპაზონში. დღიური დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. სტანდარტული დღიური დოზის გაზრდისას (15 მგ/დღეში) რეკომენდებულია პაციენტის შესაბამისი კლინიკური გამოკვლევის ჩატარება. დოზის მატება უნდა მოხდეს თანდათანობით, 24 საათიანი ინტერვალებით.
ასაკოვან პაციენტებში, ასევე პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით ან ღვიძლის საშუალო სიმძიმის უკმარისობით, პრეპარატი ინიშნება საწყისი დოზით 5 მგ/დღეში.
საწყისი დოზის შემცირება რეკომენდებულია პაციენტებში რისკ-ფაქტორების კომბინაციით (მდედრობითი სქესის, ასაკოვანი, არამწეველი პაციენტები), როდესაც მოსალოდნელია ოლანზაპინის მეტაბოლიზმის შენელება.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად ( ≥ 10%): ძილიანობა, სხეულის წონის მატება.
ხშირად: ( < 10% და ≥ 1%): თავბრუსხვევა, ასთენია, აკაზია, მადის გაძლიერება, პერიფერიული შეშუპება, ორთოსტატური ჰიპოტენზია, პირის სიმშრალე, ყაბზობა.
კლინიკური კვლევებისას, ოლანზაპინის მიღებისას პარკინსონიზმის და დისტონიის განვითარების შემთხვევები რიცხობრივად საკმაოდ მაღალია, მაგრამ მნიშვნელოვნად არ განსხვავდება პლაცებოსგან.
იშვიათად ( < 1% და ≥ 0.1%): ბრადიკარდია, ფოტომგრძნობელობის რეაქციები.
ძალიან იშვიათად აღინიშნა ტრანზიტორული, ასიმპტომური მომატება ღვიძლის ტრანსამინაზების (ალტ, ასტ); ერთეულ შემთხვევებში – გლუკოზის დონის მომატება სისხლის პლაზმაში ≥ 200მგ/დლ (ეჭვი დიაბეტზე), აგრეთვე ≥160მგ/დლ, მაგრამ < 200მგ/დლ (ეჭვი ჰიპერგლიკემიაზე) პაციენტებში გლუკოზის საწყისი დოზით ≤ 140მგ/დლ; ზოგიერთ პაციენტში შეინიშნება ასიმპტომური ეოზინოფილია.
აღინიშნა პროლაქტინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, რომელიც იყო სუსტად გამოხატული და ტრანზიტორული (პროლაქტინის მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალო მაჩვენებელი არ აღწევდა -ს და სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან). ოლანზაპინის მიღებასთან დაკავშირებული ჰიპერპროლაქტინემიის კლინიკური გამოვლენა აღინიშნა იშვიათად (გინეკომასტია, გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლების გაზრდა). პაციენტების უმრავლესობაში პროლაქტინის დონის ნორმალიზება მოხდა ოლანზაპინის შეუცვლელად.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ აწეული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის ან მისი დაგეგმვის პერიოდში ოლანზაპინით მკურნალობისას საჭიროა პაციენტმა მიმართოს ექიმს. შეზღუდული გამოცდილების გამო ოლანზაპინი ორსულებში ინიშნება მხოლოდ მაშინ, როცა პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა დედისათვის, აჭარბებს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ოლანზაპინი გადადის დედის რძეში. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ან მისი განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოლანზაპინით მკურნალობის ფონზე იშვიათად ვლინდება ანტიქოლინერგული გვერდითი ეფექტები. რამდენადაც კლინიკური გამოცდილება, თანმხლებ დაავადებებთან დაკავშირებით, შეზღუდულია, ოლანზაპინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით, ნაწლავის პარალიზური გაუვალობით, დახურულკუთხოვანი გლაუკომით და სხვა. ცალკეულ შემთხვევებში ოლანზაპინის მიღებას, როგორც წესი თერაპიის ადრეულ ეტაპზე, თან სდევდა სისხლის შრატში ღვიძლის ტრანსამინაზების (ასტ და ალტ) დონის ტრანზიტორული, ასიმპტომური ზრდა. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ მაჩვენებლების მომატებისას პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, ღვიძლის შეზღუდული ფუნქციური რეზერვებით ან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პოტენციურად ჰეპატოტოქსიური პრეპარატებით. ოლანზაპინით მკურნალობისას ასტ-ს და/ან ალტ-ს დონის მომატებისას საჭიროა განსაკუთრებული დაკვირვება პაციენტზე და აუცილებლობის შემთხვევაში დოზის შემცირება. ოლანზაპინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ლეიკოციტების და/ან ნეიტროფილების შემცირებული რაოდენობით (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული), ანამნეზში მედიკამენტების მიღების ფონზე ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვით/ტოქსიური დარღვევით, ანამნეზში რადიოთერაპიით, ქიმიოთერაპიით ან თანმხლები დაავადებით გამოწვეული ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვით, ჰიპერეოზინოფილიით ან მიელოპროლიფერაციული დაავადებით.
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (პოტენციურად ფატალური სიმპტომოკომპლექსი) შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ნეიროლეფსიური საშუალების, მათ შორის ოლანზაპინით მკურნალობისას. თუმცა ამ დროისათვის არ არის მონაცემები, რომლებიც დაამტკიცებდა კავშირს ოლანზაპინით მკურნალობას და მოცემულ მდგომარეობას შორის. ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი გულისხმობს ტემპერატურის მომატებას, კუნთების რიგიდობას, ფსიქიკური სტატუსისა და ვეგეტატიური დარღვევების გამოვლინებას (არასტაბილური პულსი ან არტერიული წნევა, ტაქიკარდია, არითმია, ოფლდენის გაძლიერება). ასევე შესაძლებელია, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება, მიოგლობინურია (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობა. აღნიშნული სინდრომის კლინიკური გამოვლინებაა ან სხეულის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის სხვა სიმპტომების გარეშე, რაც მოითხოვს ყველა ნეიროლეფსიურის, მათ შორის ოლანზაპინის მოხსნას.
სხვა ტიპიურ და ატიპიურ ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან შედარებით, ოლანზაპინი გაცილებით იშვიათად იწვევს დისკინეზიას, რომელიც მოითხოვს მედიკამენტოზურ კორექციას. თუმცა ხანგრძლივი მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია გვიანი დისკინეზიის გამოვლინების რისკი. ამ დროს რეკომენდებულია ნეიროლეფსიურის დოზის კორექცია. გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ოლანზაპინზე გადასვლისას გვიანი დისკინეზიის გამოვლენა შეიძლება იყოს წინამორბედი თერაპიის შედეგი.
გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა მექანიკური საშუალებების, მათ შორის ავტომობილის მართვისას, რამდენადაც ოლანზაპინი იწვევს ძილიანობას.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ძალიან ხშირად ( ≥ 10%) – ტაქიკარდია, აგზნებადობა/აგრესიულობა, არტიკულაციის მოშლა, ექსტრაპირამიდული დარღვევები და ცნობიერების სხვადასხვა სიმძიმის დარღვევა (სედატიური ეფექტიდან კომამდე).
სხვა კლინიკურად მნიშვნელოვან დოზის გადაჭარბების გამოვლინებებს მიეკუთვნება დელირია, კრუნჩხვა, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, სუნთქვის დათრგუნვა, ასპირაცია, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, არითმია, ( < 2% ჭარბი დოზირების შემთხვევებში) და გულისა და სუნთქვის გაჩერება. მინიმალური დოზა მწვავე პერედოზირებისას ლეტალური გამოსავლით იყო 450 მგ, მაქსიმალური დოზა – საუკეთესო გამოსავალით (გადარჩენა) – 1500 მგ.
მკურნალობა: ოლანზაპინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ღებინების ხელოვნურად გამოწვევა რეკომენდებული არ არის. ნაჩვენებია დეზინტოქსიკაციის სტანდარტული მეთოდები (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება). გააქტივებული ნახშირის მიღება ამცირებს ოლანზაპინის ბიოშეღწევადობას 50-60%-ით.
კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ინიშნება სიმპტომური თერაპია და ტარდება სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციათა კონტროლი, მათ შორის არტერიული ჰიპოტენზიის, სისხლძარღვოვანი კოლაფსის მკურნალობა და სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნება. არ ინიშნება ეპინეფრინი, დოფამინი და სხვა სიმპატომიმეტიკები, რომლებიც წარმოადგენს ბეტა-ადრენორეცეპტორების აგონისტებს, ვინაიდან შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზიის გაღრმავება გამოიწვიონ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სიფრთხილეა საჭირო ოლანზაპინის სხვა ცენტრალური მოქმედების პრეპარატებთან, აგრეთვე ალკოჰოლთან ერთად მიღებისას. in vitro პირობებში ოლანზაპინი ავლენს ანტაგონიზმს დოფამინთან, და როგორც სხვა ნეიროლეფსიურებმა, თეორიულად შესაძლოა დათრგუნოს ლევოდოპს და დოფამინის აგონისტების მოქმედება. ალუმინის და მაგნიუმის შემცველი ანტაციდების ან ციმეტიდინის ერთჯერადი მიღება არ მოქმედებს ოლანზაპინის ბიოშეღწევადობაზე.
გააქტივებულ ნახშირთან ერთად მიღება ამცირებს ოლანზაპინის ბიოშეღწევადობას 50-60%-ით.
ოლანზაპინის მეტაბოლიზმი შეიძლება შეიცვალოს ფლავოქსაცინის მოქმედებით, რომელიც ავლენს სპეციფიკურ აქტივობას CYP1A2–ის მიმართ. ოლანზაპინის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია იზრდება 54%-ით არამწეველ ქალებში და 77%-ით მწეველ მამაკაცებში. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლავოქსამინს ან სხვა პრეპარატს, რომელიც წარმოადგენს CYP1A2-ის ინჰიბიტორს, ოლანზაპინი ინიშნება მცირე საწყისი დოზით. ოლანზაპინის კლირენსი იზრდება მწეველ პაციენტებში და ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ კარბამაზეპინს (CYP1A2-ის აქტივობის გაზრდასთან დაკავშირებით).
ოლანზაპინი არ წარმოადგენს CYP1A2-ის აქტივობის პოტენციურ ინჰიბიტორს, ამიტომ ოლანზაპინის მიღება არ ამცირებს ისეთი პრეპარატების მეტაბოლიზმს, როგორიცაა: იმიპრამინი ან მისი მეტაბოლიტი დეზიპრამინი (CYP2D6, CYP3A4, CYP1A2), ვარფარინი (CYP2C19), თეოფილინი (CYP1A2) ან ლაზეპამი (CYP3A4, CYP2C19). ასევე არ ვლინდება ურთიერთქმედების ნიშნები ოლანზაპინის ლითიუმთან ან ბიპერიდენთან ერთად მიღებისას.
ოლანზაპინი უმნიშვნელოდ ამცირებს ვალპროატის გლუკურონიდის წარმოების პროცესს (ვალპროატის მეტაბოლიზმის ძირითადი გზა). ვალპროატი ასევე უმნიშვნელოდ მოქმედებს ოლანზაპინის მეტაბოლიზმზე ინ ვიტრო. ამიტომ კლინიკურად ოლანზაპინის და ვალპროატის მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ნაკლებადსავარაუდოა.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: შენახვის ვადა 2 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
_ არ გამოიყენოთ ექიმთან შეუთანხმებლად,
_ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას,
_ შეინახეთ შეფუთვაში ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.