Plasmon
ოლტარი / Oltar


შემადგენლობა
პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ-ის შემადგენლობა
- პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს გლიმეპირიდი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ ან 6 მგ გლიმეპირიდს.
- სხვა ინგრედიენტები არის: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი, პოვიდონი, პოლისორბატი 80, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ჩვენებები
პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ – არის სამედიცინო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლში გლუკოზის დონის დასაქვეითებლად. (დიაბეტის საწინააღმდეგო შიგნით მისაღები პრეპარატი).
პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ გამოიყენება დიაბეტის ზოგიერთი ფორმის დროს (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2), როდესაც შესაბამისი დიეტით, ფიზიკური ვარჯიშით და წონის დაკლებით არ მიიღწევა სასურველი ეფექტი.

მიღების წესები და დოზები
დოზირება
დოზა ინიშნება ექიმის მიერ სისხლში და შარდში შაქრის დონის მიხედვით. 
გარე ფაქტორების შეცვლის (მაგალითად, წონის დაკლება, ცხოვრების წესის შეცვლა, სტრესი) ან დაავადების მიმდინარეობის გაუმჯობესების დროს შეიძლება საჭირო გახდეს გლიმეპირიდის დოზის შეცვლა. 
ჩვეულებრივი საწყისი სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 1 მგ გლიმეპირიდს. სისხლში შაქრის დონის კარგი კონტროლის შემთხვევაში აღნიშნული დოზირების გამოყენება შეიძლება შემანარჩუნებელი თერაპიისათვის. დღე-ღამეში გლიმეპირიდის 4 მგ-ზე მაღალი დოზებით უკეთესი შედეგი მიიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს გლიმეპირიდის 6 მგ-ს. 
აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს გლიმეპირიდისა და მეტფორმინის ან გლიმეპირიდისა და ინსულინის კომბინირებული თერაპია. ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი პირადად თქვენთვის განსაზღვრავს გლიმეპირიდის, მეტფორმინის ან ინსულინის შესაბამის დოზირებას. 
პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ მიიღება სულ მცირე ნახევარი ჭიქა წყლის მიყოლებით. ჩვეულებრივ მთლიანი სადღეღამისო დოზა მიიღება უშუალოდ ნოყიერ საუზმემდე ან საუზმის დროს. თუ პაციენტი არ საუზმობს, პრეპარატი მიიღება თქვენი ექიმის მიერ დანიშნული რეჟიმის შესაბამისად. ძალიან მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ საკვების მიღება გლიმეპირიდით მკურნალობის დროს.
პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ-ის მოქმედება ძალიან ძლიერი ან არასაკმარისად ძლიერია. გაარკვიეთ ეს თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ-საც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
პრპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ-ის გვერდითი მოვლენების უმრავლესობა დამოკიდებულია დოზირებაზე და ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში.
გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, არის ზომიერი და დროებითი.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე:
ძალიან ხშირად: 10 პაციენტიდან 1-ზე მეტს
ხშირად: 100 პაციენტიდან 1-ზე მეტს და 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს 
ზოგჯერ: 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტს და 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს 
იშვიათად: 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტს და 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს
ძალიან იშვიათად: 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს

 ძალიან ხშირადხშირადზოგჯერიშვიათადძალიან იშვიათად
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ   ცვლილებები ჰემატოლოგიაში1) 
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ    ზომიერი ალერგიული რეაქციები2), სისხლძარღვების ალერგიული ანთება, ჯვარედინი/ერთდროული ალერგია სულფანილშარდოვანებთან, სულფანამიდებთან ან მათთან დაკავშირებულ ნაერთებთან
მეტაბოლიზმის დარღვევები   სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰოპიგლიკემია)3) 
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ  მხედველობის დარღვევები4)  
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ    გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის არეში და მუცლის ტკივილი5)
დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ   ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის გაზრდაღვიძლის ფუნქციის დარღვევა (რომელიც დაკავშირებულია, მაგალითად, ნაღვლის გამოყოფის პრობლემებთან და სიყვითლესთან), ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა
დარღვევები კანისა და კანქვეშა-ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ    კანის ალერგიული რეაქციები – გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება და მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ.
კვლევის დამატებითი მეთოდები    სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითება.

1) ცვლილებები სისხლის მაჩვენებლებში ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. 2) ცალკეულ შემთხვევებში, ზომიერი რეაქციები (მაგალითად, კანის მხრივ) შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციაში სუნთქვის გაძნელებით, სისხლის წნევის დაქვეითებით და შოკითაც კი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კანის რეაქციის გამოვლენისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის. 
3) ~ჰიპოგლიკემიური რეაქციები~ - არის რეაქციები, რომლებიც გამოწვეულია სისხლში შაქრის დაბალი დონით. ისინი ჩვეულებრივ დაუყოვნებლივ ვლინდება. შეიძლება იყოს საშიში და ყოველთვის ადვილად არ ექვემდებარება მკურნალობას (იხ. ასევე პარაგრაფები 2 და 3). 
4) მხედველობის დროებითი დარღვევები გამოწვეულია სისხლში შაქრის კონცენტრაციის შეცვლით და უფრო ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში.
5) ჩივილები პრობლემებზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ზოგჯერ იწვევს თერაპიის მოხსნის აუცილებლობას.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება სერიოზულ სახეს მიიღებს, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ანოტაციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ-ის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები) გლიმეპირიდის ან აღნიშნული ჯგუფის სხვა პრეპარატების (სულფონილშარდოვანები და სულფონამიდები) ან ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევების არსებობა;
- ინსულინდამოკიდებული დიაბეტი (ტიპი I );
- ორგანიზმში მჟავიანობის დონის მომატება (კეტოაციდოზი);
- ძილიანობა ან გონების დაკარგვა სისხლში შაქრის დონის არსებითად მომატების (დიაბეტური კომა) შედეგად. თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევების შემთხვევაში რეკომენდებულია ინსულინის მიღებაზე გადასვლა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა 
პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას, მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ორსულობა დადგა გლიმეპირიდით მკურნალობის დროს. 

ძუძუთი კვება
პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ ის მიღება უნდა გამოირიცხოს.

განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ-ის მიღებისას შემდეგ შემთხვევებში გლიმეპირიდით მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის რეგულარული კონტროლი. თქვენს ექიმს შეუძლია ასევე ჩაატაროს სისხლის ანალიზი სისხლის უჯრედების შემცველობის და ღვიძლის ფუნქციონირების მონიტორინგისათვის. 
სისხლში შაქრის სათანადო დონის მისაღწევად აუცილებელია მკურნალი ექიმის მიერ თქვენთვის შედგენილი მკურნალონის გეგმის ზუსტად დაცვა. ამისათვის ტაბლეტების რეგულარულად მიღების გარდა, თქვენ უნდა დაიცვათ დიეტის რეჟიმი, შეასრულოთ ფიზიკური ვარჯიშები და, აუცილებლობის შემთხვევაში, დაიკლოთ წონაში. ასევე აუცილებელია რეგულარულად, ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად, შემოწმდეს სისხლში (და, შესაძლოა, შარდში) შაქრის დონე.
მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში იზრდება სისხლში შაქრის დონის სწრაფად შემცირების რისკი (ჰიპოგლიკემია), ამიტომ აღნიშნულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის მხრიდან მკაცრი მეთვალყურეობა.
სისხლში შაქრის დაქვეითებული დონე შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:
- თუ საკვებს იღებთ არარეგულარულად ან ტოვებთ მის მიღებას;
- თუ შიმშილობთ (მარხვაზე ხართ);
- თუ ცუდად იკვებებით;
- ჩვეული დიეტის შეცვლის დროს; 
- თუ გაზარდეთ ფიზიკური აქტიურობა, ხოლო ნახშირწყლებზე მოთხოვნილების დონე არ გაიზარდა ასეთი ზრდის პარალელურად; 
- თუ იღებთ ალკოჰოლურ სასმელებს, განსაკუთრებით, კვების გამოტოვებასთან ერთად;
- ერთდროულად სხვა სინთეზური ან ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების მიღებისას;
- გლიმეპირიდის დიდი დოზებით მიღებისას;
- თუ გაქვთ ჰორმონებით გამოწვეული სპეციფიური დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური დარღვევები);
- თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას;
- ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევისას;
- მკურნალი ექიმის დანიშნულების ან მოცემული ანოტაციის მითითებების შეუსრულებლობისას. 
აცნობეთ თქვენს ექიმს ასეთი რისკის შესახებ იმისათვის, რომ მან შეძლოს გლიმეპირიდის დოზირების კორეგირება, გადახედოს მკურნალობის გეგმას, და აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ის. 
სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის (ჰიპოგლიკემია) შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები:
თავის ტკივილი, შიმშილის შეგრძნება, გადაღლა, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, აგზნებული მდგომარეობა, აგრესიულობა, კონცენტრაციის დაქვეითება, რეაქციისა და ყურადღების მოდუნება, დეპრესია, გონების არევა, მეტყველებისა და მხედველობითი მოშლილობა, აფაზია, კანკალი, დამბლა, მგრძნობელობის დარღვევები, თავბრუსხვევა და უმწეობის შეგრძნება. 
ასევე შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: ოფლიანობა, ტენიანი ცივი კანი, შიშის გრძნობა, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის მომატება, უეცარი ძლიერი ტკივილი მკერდის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვადასხვა მიდამოში (სტენოკარდია), და გულის რიტმის დარღვევები. 
იმ შემთხვევაში, თუ სისხლში შაქრის დონე აგრძელებს დაქვეითებას, შეიძლება აღინიშნოს გონების შესამჩნევი არევა (დელირიოზული სინდრომი), ცერებრალური კრუნჩხვის განვითარება, თვითკონტროლის დაკარგვა, სუნთქვა შეიძლება გახდეს ზედაპირული და შენელდეს გულისცემა, შეიძლება დაკარგოთ გონება. სისხლში შაქრის დონის არსებითად დაქვეითების კლინიკური სურათი შეიძლება იყოს ინსულტის კლინიკური სურათის მსგავსი. 
უმრავლეს შემთხვევაში სისხლში შაქრის დაწეული დონის სიმპტომები ძალიან სწრაფად ქრება შაქრის ზოგიერთი ფორმის, მაგალითად, გლუკოზის, შაქრის ნატეხის, ხილის ტკბილი წვენის, ტკბილი ჩაის მიღებისას. აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველთვის თან იქონიეთ შაქრის გარკვეული რაოდენობა (გლუკოზა, შაქრის ნატეხი). გაითვალისწინეთ, რომ შაქრის ხელოვნური შემცვლელები არაეფექტურია. თუ შაქრის მიღებამ სასურველი ეფექტი არ მოახდინა ან სიმპტომები განმეორდა, მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. 
სისხლში შაქრის დაქვეითებული შემცველობის სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს, იყოს სუსტად გამოხატული ან განვითარდეს ძალიან ნელა. ასეთ შემთხვევაში თქვენ შესაძლოა, დროულად ვერ შენიშნოთ სისხლში შაქრის დონის შემცირება. ეს შესაძლებელია მოხდეს ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად, პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ბეტა-ბლოკატორებს). ეს ასევე შეიძლება მოხდეს ენდოკრინული სისტემის დაავადებების არსებობისას (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის და ჰიპოფიზის წინა წილის ზოგიერთი დაავადების ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების უკმარისობისას). ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს შეიძლება მოიშალოს კომპენსატორული რეგულაცია. 
სტრესულ სიტუაციებში (მაგალითად, ტრავმის, ქირურგიული ოპერაციის, ცხელებით მიმდინარე ინფექციური დაავადებების დროს და ა.შ.) შეიძლება ნაჩვენები იყოს დროებით გადასვლა ინსულინით მკურნალობაზე. 
სისხლში შაქრის მომატებული შემცველობის სიმპტომები (ჰიპერგლიკემია, რომელიც შეიძლება აღინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ გლიმეპირიდი არასაკმარისად ეფექტურად აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს, თუ არ ასრულებთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის გეგმას ან განსაკუთრებულ სტრესულ სიტუაციებში) შეიძლება მოიცავდეს წყურვილის შეგრძნებას, გახშირებულ შარდვას, პირის სიმშრალეს და კანის სიმშრალეს, ქავილს, მიკოზს ან კანის ინფექციებს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
ასეთ შემთხვევებში უნდა მიმართოთ ექიმს. 
პაციენტებში, რომელთაც ორგანიზმში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის ნაკლებობა აღენიშნებათ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას და სისხლის წითელი სხეულაკების დაშლას (ჰემოლიზური ანემია).

ტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
ყურადღების კონცენტრაციის ან რეაქციის სისწრაფის უნარი შეიძლება დაქვეითდეს სისხლში შაქრის დონის დაწევისას (ჰიპოგლიკემია), ან მომატებისას (ჰიპერგლიკემია) ან შეიძლება აღინიშნოს მხედველობის პრობლემები ზემოთაღნიშნული ცვლილებების შედეგად. გახსოვდეთ, შეიძლება საფრთხე შეუქმნათ თქვენს თავს ან სხვა პირებს (მაგალითად, ავტომობილის ან მექანიზმების მართვის დროს). საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ავტომობილის მართვის საკითხთან დაკავშირებით, თუ თქვენ გაქვთ
- ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები
- ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი სუსტი სიმპტომები ან მათი არარსებობა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ-ის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმისგან თქვენთვის ცნობილია ზოგიერთი შაქრის აუტანლობის შესახებ მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ მას კონსულტაციისათვის.

ჭარბი დოზირება
გლიმეპირიდის ძალიან დიდი დოზის შემთხვევითმა მიღებამ ან პრეპარატის დამატებითი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის სახიფათო დაქვეითება (ჰიპოგლიკემიის სიმპტომები მითითებულია მე-2 პარაგრაფში), ამიტომ დაუყოვნებლივ მიიღეთ საკმარისი რაოდენობის შაქარი (მაგალითად, გლუკოზის პატარა ნატეხი, შაქრის ნატეხი, ხილის ტკბილი წვენი, შაქრიანი ჩაი) და აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ეს ასევე ეხება პრეპარატის შეცდომით, მაგალითად, ბავშვის მიერ, მიღების შემთხვევებს. მაგრამ არ ეცადოთ საკვების ან სასმელის მიცემა უგონოდ მყოფ პაციენტებს.
იმის გამო, რომ მდგომარეობები სისხლში შაქრის დაბალი დონით შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში, მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის მკაცრი კონტროლი საფრთხის გავლამდე. შეიძლება აუცილებელი გახდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, რაც ასევე განიხილება, როგორც სიფრთხილის ზომა. სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის მძიმე შემთხვევები, რომელსაც თან ახლავს გონების დაკარგვა და მძიმე ნევროლოგიური დარღვევები, საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას და ჰოსპიტალიზაციას. დარწმუნდით, რომ პაციენტი წინასწარ ინფორმირებულია საგანგებო სიტუაციაში ექიმის გამოძახების აუცილებლობის შესახებ. 
პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ-ის მიღების გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტების მიღება არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, მიიღეთ მომდევნო დოზა სათანადო დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ-ის მიღების შეწყვეტა
მკურნალობის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ სისხლში შაქრის სასურველი დონე მიღწეული არ არის და დაავადება შეიძლება განახლდეს. რაიმე ცვლილებების შეტანის საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისათვის აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მოცემული სამკურნალო საშუალებით მკურნალობის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად მიღებაზე. და პირიქით, სხვა პრეპარატების ეფექტურობა შეიძლება შეიცვალოს პრეპარატ ოლტარი® 4 მგ/6 მგ-თან ერთდროულად მიღებისას. გლიმეპირიდის ზემოქმედება სისხლში შაქრის დონის დაქვეითებაზე შეიძლება გაძლიერდეს, შესაძლოა სისხლში შაქრის დაბალი დონის სიმპტომების გამოვლენა ქვემოთ მითითებული პრეპარატებიდან ერთ-ერთის მიღებისას: 
- დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალური პრეპარატები და ინსულინი;
- ანტიბიოტიკები (მაგალითად, ქლორამფენიკოლი, ქინოლონი, ტეტრაციკლინები, სულფონამიდები);
- ტკივილგამაყუჩებელი ან ანტირევმატული საშუალებები (პირაზოლონის წარმოებულები, მაგალითად, ფენილბუტაზონი, აზაპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი);
- ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (სალიცილატები); 
- ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები (პარა-ამინოსალიცილის მჟავა);
- კუნთოვანი მასის გასაზრდელი პრეპარატები (ანაბოლური საშუალებები და მამაკაცის სასქესო ჰორმონები); - სისხლის შედედების დამაქვეითებელი პრეპარატები (კუმარინები);
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);
- სისხლის წნევის დამაქვეითებელი ან გულის კუნთის შეკუმშვის ციკლის შემამცირებელი პრეპარატები (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ბეტა-ბლოკატორები, სიმპათოლიზური საშუალებები);
- განწყობის ასამაღლებელი პრეპარატები. ანტიდეპრესანტები (ფლუოქსეტინი, მაო-ს (მონოამინოოქსიდაზის) ინჰიბიტორები);
- მადის დამთრგუნველი პრეპარატები (ფენფლურამინი);
- სისხლში ცხიმების მომატებული შემცველობის დამაქვეითებელი პრეპარატები (ფიბრატები);
- ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ (ციკლო- ტრო- და იფოსფამიდი);
- ალერგიის სამკურნალო პრეპარატები (ტრიტოქვალინი);
- სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატების მაღალი დოზით გადასხმა (პენტოქსიფილინი); - პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები (პრობენეციდი, ალოპურინოლი, სულფინპირაზონი). 

სისხლში შაქრის შემცველობის მომატებას (ჰიპერგლიკემია), როგორც გლიმეპირიდის მოქმედების შესუსტების გამოვლენას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად ან რამდენიმესთან ერთდროულად მიღებისას:
• ქალის სასქესო ჰორმონები (ესტროგენები და პროგესტაგენები);
• შარდმდენი საშუალებები (სალურეზულები, თიაზიდური ტიპის დიურეზული საშუალებები);
• ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები;
• ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (გლუკოკორტიკოიდები);
• კრუნჩხვების ან შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი, ფენოთიაზინის წარმოებულები);
• სისხლის წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები (დიაზოქსიდი);
• ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები (რიფამპიცინი);
• სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის სამკურნალო პრეპარატები (გლუკაგონი);
• საძილე საშუალებები (ბარბიტურატები);
• თვალის გარკვეული დაავადებების სამკურნალო საშუალებები (აცეტაზოლამიდი);
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდის გულისცემას (ადრენალინი და სიმპათომიმეტური საშუალებები);
• სისხლში ლიპიდების მომატებული შემცველობის დამაქვეითებელი საშუალებები (ნიკოტინის მჟავას წარმოებულები);
• საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი მიღება (საფაღარათო საშუალებები).
ალკოჰოლს შეუძლება როგორც გააძლიეროს, ასევე შეასუსტოს პრეპარატი ოლტარი® 4 მგ/6 მგ-ის შაქრის დამწევი მოქმედება. 
სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ (H2-რეცეპტორების ბლოკატორები) ან სისხლის წნევის დამაქვეითებლად (ბეტა-ბლოკატორები, კლონიდინი და რეზერპინი), შეუძლია გამოიწვიოს შაქრის დამწევი მოქმედების როგორც გაძლიერება, ასევე შესუსტება.
პრეპარატებს, რომლებიც ახდენს მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ბეტა-ბლოკატორები, კლონიდინი, გუანეთიდინი ან რეზერპინი), შეუძლია შენიღბოს ან სრულიად დათრგუნოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები. 
გლიმეპირიდს შეუძლია როგორც გააძლიეროს, ასევე შეასუსტოს სისხლის შედედების დამაქვეითებელი პრეპარატების (კუმარინის წარმოებულები) მოქმედება.
სხვა სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
პრეპარატი შეინახეთ არა უმეტეს 30oC ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა – 24 თვე.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

სად შევიძინოთ?