შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 1000 მგ გამჭვირვალე კაფსულები NN30 შეფუთვაში.
ერთი კაფულა შეიცავს:
ლინოლეის მჟავა (ომეგა 6) 227მგ
გამა ლინოლეის მჟავა- GLA (ომეგა 6) 80მგ
ეკოზაპენტანის მჟავა - EPA (ომეგა 3) 45მგ
დოკოზაჰექსინის მჟავა - DHA (ომეგა 3) 30მგ
კიტრისულას ზეთი (ბოსტნეულია) 20% GLA 250მგ
ღამის ფურისულას ზეთი (9% GLA) 250მგ
თევზის ქონის კონცენტრატი 18/12 250მგ
ომეგა-3-6-9 კაფსულები წარმოებულია უნიკალური ნარევით, ფურისულას მარცვლების ზეთით -16%, როგორც ლინოლეის მჟავა. ველური თევზის ქონი- 30%, EPA, DHA და DPA-ს უნიკალური შემცველობა არის 1:1 ფარდობით GLA/EPA/DHA მჟავებთან, რომლებიც წარმოდგენილია ადამიანის ქსოვილებში.
თევზის ქონი შეიცავს DHA და EPA, ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავეებს. მათ უკავიათ წამყვანი ადგილი ნორმალური ზრდა_განვითარებისათვის. იგი ძალიან მნიშვნელოვანია გულის ნორმალური მუშაობისათვის.
კიტრისულას ზეთი აუცილებელი და განუყოფელი კომპონენტია GLA -ს(გამა ლინოლეის მჟავა). ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავა თამაშობს გადამწყვეტ როლს ტვინის ფუნქციის და ტორსის კუნთების განვითარებაში.
Oომეგა 3 და ომეგა 9-ს დიდი ხნით გამოყენება ეხმარება მეტაბოლიზმს, მთლიან ორგანიზმს და ეხმარება იმუნურ სისტემას.
DHA DHA ანუ დოკოზაჰექსენის მჟავა შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავაა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და ორგანიზმისთვის საჭირო DHA მიღება ხდება მხოლოდ საკვებთან ერთად. DHA აუცილებელია უჯრედის მემბრანის (განსაკუთრებით თავის ტვინის, თვალის ბადურის, სათესლე ჯირკვლების) შენების და გავითარებისათვის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ორგანიზმში მოხვედრისთანავე ეს ცხიმოვანი მჟავები უშუალოდ უჯრედებში გადანაცვლდებიან და ახდენენ ზემოქმედებას მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. სწორედ ამითაა განპირობებული მათი თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი. კერძოდ, ისინი აძლიერებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას, აუმჯობესებენ გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების, ტვინის და თვალების ფუნქციებს. ისინი უმნშვნელოვანეს როლს ასრულებენ ნერვული იმპულსების გადაცემაში, ადამიანის მეხსიერების, ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება და ორგანიზმიდან გამოდევნიან ტოქსინებსა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებს.
ომეგა-3,6,9 -ს აქვს დადებითი ეფექტების მთელი სპექტრი, რომელთა შორის მთავარია:
- ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება
- ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. გამოიყენება როგორც გასახდომად, ისე მასის გასაზრდელად
- ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვები ნოივთიერებების ათვისების შენელების ხარჯზე. ასეთ დროს, ნახშირწყლები ნელა აითვისებიან, არ ქმნიან კონცენტრაციულ პიკებს, რომლებიც იწვევენ ინსულინის დესენსიბილიზაციას.
- სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება, მისი სიბლანტის შემცირების ხარჯზე, რის შედეგადაც მცირდება არტერიული წნევა, მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ტრომბების წარმოქმნა, ინსულტები და ინფარქტები.
- ზრდის საერთო ტონუსს და ამტანობას
- წარმოადგენს პროსტაგლანდინების წინამორბედს – სისხლის ბიოლოგიურად აქტიური ანთების საწინააღმდეგო კომპონენტების. პროსტაგლანდინები ამცირებენ ტკივილს და ანთებით პროცესებს, რომლებიც თან ახლავს ფიზიკურ ვარჯიშს. ასეთი სახით, მცირდება ვარჯიშის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილების დაშლა და აღდგენა უფრო სწრაფად ხდება.
- უმჯობესდება ტვინის ფუნქცია, მაღლდება განწყობა. ტვინის ნივთიერების 60% ცხიმებისაგან შედგება და მას აუცილებლად ესაჭიროება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ნაყოფიერი ფუნქციონირებისათვის.
- ხდის კანს რბილს და სუფთას.
- ენერგიის ჯანმრთელი წყარო, არ ზრდის ცხიმოვანი მასის მომატების რისკს.
- იზრდება ჰორმონების რეპროდუქცია, მათ შორის ტესტოსტერონის, რომელიც აუცილებელია ბოდიბილდინგისათვის. (სხეულის, როგორც ფიზიკური ასევე სულიერ სრულყოფილებისათვის)
- თრგუნავს მავნე კორტიზოლის გამოყოფას.
ომეგა-3,6,9 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური დარღვევებისას, რომელსაც თან ახლავს ფსიქოემოციური და ინტელექტუალური ფუნქციების შემცირება, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება; ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების რეაბილიტაციისას, ინფარქტის, ძვლის მოტეხილობების, აუტოიმუნური დაავადებების, წყლულის, კანის დაავადებების, მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.
დეპრესიის, შფოთვის შეგრძნებების და სტრესული მდგომარეობის ომეგა-3-ის საშუალებით მკურნალობას, ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მედიცინის სფეროს სპეციალისტები. ტვინის დაახლოებით 60% ცხიმისაგან შედგება. მისი ძირითადი ნაწილი – ეს ცხიმოვანი ომეგა-3 მჟავებია. მისი დეფიციტის შემთხვევაში, მათ ფუნქციას სხვა სახის ცხიმები იღებენ საკუთარ თავზე. შედეგად, ტვინის უჯრედების ჯანმრთელობა ირღვევა. მაგალითისთვის, თითოეული ტვინის უჯრედის მემბრანა უხეში ხდება და ერთი უჯრედიდან მეორემდე ელექტრული იმპულსების გადაცემას მეტი დრო სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ტვინის უჯრედებს შორის შეტყობინებების პროცესი შენელებულია. ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ ადამიანს უჭირს მკაფიოდ აზროვნება, მეხსიერება დაბინდულია. ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს დეპრესიის და განგაშის მდგომარეობა. როგორც კვლევებმა აჩვენა, ასეთი პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება თუ რაციონში მოვუმატებთ ომეგა-3,6,9 ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში 1 კაფსულა 1 ჯერ დღეში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ
შენახვის პირობები: ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას 25°С ტემპერატურაზე.