Plasmon
პანანგინი / PANANGIN


პრეპარატის მიღების დაწყებამდე, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ ეს საინფორმაციო ფურცელი
ეს სამკურნალო საშუალება აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. თუმცა პრეპარატის მიღებისას აუციელბელია სიფრთხილე.
- შეინახეთ ეს საინფორმაციო ფურცელი, რადგან მასში მოცემული ინფორმაცია თქვენთვის შეიძლება საჭირო გახდეს მომავალშიც.
- შემდგომში კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს. 
- დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი დაავადების ნიშნები სამი დღის განმავლობაში არ მცირდება, ან ძლიერდება.
- სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარებისას, ან ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღწერილი ამ საინფორმაციო ფურცელში, საჭიროა მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

სამკურნალო პრეპარატების რომელ ტიპს მიეკუთვნება პანანგინი, აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები და რომელი დაავადებებისას გამოიყენება.
პრეპარატ პანანგინის მოქმედი ნივთიერებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა ცვლით პროცესებში, ასევე ნერვული, კუნთოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში. პრეპარატი ნაჩვენებია დამატებითი თერაპიის სახით გულის გარკვეული ქრონიკული დაავადებებისას (გულის უკმარისობისას, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ), გულის რითმის ზოგიერთი დარღვევებისას. პანანგინი ასევე გამოიყენება როგორც მაგნიუმის და კალიუმის დამატებითი წყარო.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პანანგინის მიღების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ პანანგინის ტაბლეტები შემდეგ შემთხვევებში:
- თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობისას
- ადისონის დაავადების არსებობისას (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა)
- არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითებისას, რომელიც გამოწვეულია გულის არასაკმარისი შეკუმშვის უნარით (კარდიოგენული შოკი)
- მომატებული მგრძნობელობისას მოქმედი ნივთიერების, ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებისადმი.

პანანგინის ტაბლეტები აუციელბელია გამოიყენოთ განსაკუთრებული სიფრთხილით
პრეპარატ პანანგინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს სისხლში კალიუმის შემცველობის მომატება.

პრეპარატ პანანგინით მკურნალობისას სხვა პრეპარატების გამოყენება
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ან ახლახან მიღებული სხვა პრეპარატების შესახებ, იმ სამკურნალო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
შიგნით მისაღები ტეტრაციკლინები, რკინის მარილის, ნატრიუმის ფტორიდის შემცველი პრეპარატები, აფერხებენ პრეპარატის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის კომბინირებისას ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან, მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 საათისა.
პრეპარატის ერთდროულმა დანიშვნამ კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან და/ან აგფ ინჰიბიტორებთან (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი) შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტტან.
დღემდე არ არის ცნობები პრეპარატის რაიმე საზიანო ზემოქმედების შესახებ პაციენტების ამ ჯგუფში. 

პრეპარატის გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პანანგინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. 

როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი პანანგინი
თუ ექიმმა არ დაგინიშნათ სხვაგვარად, ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს 3 ჯერ დღე-ღამეში. სადღეღამიდო დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე 3 ჯერ დრე-ღამეში. კუჭის წვენმა შეიძლება დააქვეითოს პრეპარატის ეფექტურობა, ამიტომ რეკომენდებულია ტბლეტების მიღება ჭამის შემდეგ.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ პანანგინის დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება
დღემდე დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. დოზის გადაჭარბებისას სისხლში იზრდება კალიუმის და მაგნიუმის შემცველობა, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს გვერდითი რეაქციები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატმა, აპკისებრი გარსით დაფარულმა პანანგინის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ უვლინდება ყველა პაციენტს, რომელიც იღებს პრეპარატს. 
პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, შესაძლოა აღინიშნოს დეფეკაციის გახშირება.
სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარებისას, ან სხვა გვერდითი რეაქციებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი საინფორმაციო ფურცელში, გთხოვთ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ 
+15°C-დან+30°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს პანანგინი
-მოქმედი ნივთიერებები:
158 მგ კალიუმის ასპარაგინატი (კალიუმის ასპარაგინატის ფორმით 1/2 H2O), 140 მგ მაგნიუმის ასპარაგინატი (მაგნიუმის ასპარაგინატის ფორმით 4 H2O) აპკისებრი გარსით დაფარულ ყოველ ტაბლეტში.
-დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის გული: კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი.
აპკისებრი გარსი: მაკროგოლი 6000, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171), ეუჰიდრატი E 100, ტალკი.
პრეპარატის აღწერა და შეფუთვა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, აპკისებრი გარსით დაფარული, დისკის ფორმის, ორმხრივამოზნექილი, სუსტად პრიალა და უმნიშვნელოდ არასწორი ზედაპირის მქონე, თითქმის უსუნო ტაბლეტები.
შეფუთვა
აპკისებრი გარსით დაფარული 50 ტაბლეტი, პოლიპროპილის ფლაკონებში, გარანტირებულად-დახურული თავსახურით, აღჭურვილი პოლეთილენის გარმონისმაგვარი საფენით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სად შევიძინოთ?