შემადგენლობა
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება არის პანტოპრაზოლი.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ პანტოპრაზოლს (ნატრიუმის ნახევარჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებები
ტაბლეტის ბირთვი: ნატრიუმის კარბონატი უწყლო, ცელულოზა მიკროკრისტალური, კროსპოვიდონი (A ტიპი), ჰიპროლოზა (EXP ტიპი), კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი.
ტაბლეტების გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400, ალუმინის ქინოლინის ყვითელი ლაქი (E 104), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), პონსო 4 ღ ალუმინის ლაქი (E 124), მეტაკრილის მჟავისა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), პოლოსორბატ 80, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტრიეთილციტრატი.
საღებავი ტვიფრისათვის: მაკროგოლი 60, შელაკი, პოვიდონი, რკინის შავი, წითელი და ყვითელი ოქსიდი (E 172).
რა არის პანტოპრაზოლ ლეკი და რისთვის გამოიყენებენ მას
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
პანტოპრაზოლი წარმოადგენს ჩანაცვლებულ ბენზიმიდაზოლს, რომელიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავას გამომუშავებას პარიენტალური უჯრედების პროტონულ ტურბოზე ზემოქმედების ხარჯზე.
პანტოპრაზოლი ტრანსფორმირდება აქტიურ ფორმაში პარიეტალური უჯრედების სეკრეტორულ მილაკებში, სადაც აინჰიბირებს ფერმენტ H+, K+ - ატფაზას, რითიც ახდენს მარილმჟავას გამომუშავების ბოლო ეტაპის ბლოკირებას. ეს ეფექტი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. პანტოპრაზოლი თრგუნავს მარილმჟავას როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციას. უმრავლეს პაციენტებში სიმპტომატური გაუმჯობესება აღინიშნება მკურნალობის 2 კვირის შემდეგ. როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორები და H2-რეცეპტორების ინჰიბიტორები, პანტოპრაზოლი ამცირებს კუჭის წვენის სიმჟავეს, რაც იწვევს გასტრინის გამომუშავების გაძლიერებას, რომელსაც აქვს შექცევადი ხასიათი. რადგანაც პანტოპრაზოლის ურთიერთქმედება ფერმენთტან ხდება უჯრედული რეცეპტორების გვერდის ავლით, მისი ეფექტი მარილმჟავას სეკრეციის მიმართ არ არის დამოკიდებული უჯრედების სტიმულაციაზე სხვა ნივთიერებებით (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი). პრეპარატი ახდენს ერთნაირ ზემოქმედებას ვენაში შეყვანისას და პერორალურად მიღებისას.
თერაპიული ჩვენებები
• მსუბუქი ხარისხის რეფლუქსური დაავადების და მასთან დაკავშირებული სიმპტომების მკურნალობა (მაგ., გულძმარვა, მჟავე ბოყინი, ტკივილი ყლაპვისას);
• რეფლუქსური ეზოფაგიტის რეციდივის ხანგრძლივი მკურნალობა და პოფილაქტიკა;
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკა არასელექციური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (ასას) მკურნალობისას.
პანტოპრაზოლ ლეკის მიღების წინ
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, პონსო 4 ღ ალუმინის ლაქის, ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- არ შეიძლება ატაზანავირთან ერთად გამოყენება;
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პანტოპრაზოლის გამოყენება არ შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან მსუბუქი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ფუნქციონალური დისპენსია.
კომბინირებული თერაპიის დანიშვნისას აუცილებელია ცალკეული პრეპარატების ანოტაციის გაცნობა.
მკურნალობის დაწყების წინ უნდა გამოირიცხოს კუჭის ან საყლაპავი მილის წყლულის ავთვისებიანი ხაიათი, რადგანაც პანტოპრაზოლს შეუძლია ავთვისებიანი წყლულის სიმპტომების შენიღბვა, ესე იგი ადრეული დიაგნოსტიკის შეფერხება.
რეფლუქსური ეზოფაგიტის დიაგნოზი უნდა იყოს დადასტურებული ენდოსკოპიით.
ხანგრძლივი, კერძოდ, ერთ წელზე მეტი მკურნალობისას რეკომენდირებულია პაციენტების რეგულარული გამოკვლევა.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და პათოლოგიური ჰიპერსეკრეციის სხვა მდგომარეობის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ მკურნალობას, პანტოპრაზოლს, როგორც ანალოგიური მოქმედების სხვა პრეპარატებს, შეუძლია B 12 (ციანოკობალამინის) შეწოვის დათრგუნვა ჰიპო- და აქლორგიდრიის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული თანმხლები კლინიკური ნიშნების გაჩენისას.
ბავშვები
დღესდღეობით ბავშვებში პანტოპრაზოლის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
სხვა წამლების მიღება
პანტოპრაზოლით მკურნალობისას შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგი პრეპარატების დოზის შეცვლა:
- კეტოკონაზოლი, გამოიყენება სოკოვანი დაავადებების მკურნალობისათვის;
- ფენფროკუმონი და ვარფარინი, გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად;
- ატაზანავირი (იხ. უკუჩვენება).
თუ აწმყოში ან ახლო წარსულში თქვენ იღებდით სხზვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოს, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულებში პანტოპრაზოლის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. მონაცემები დედის რძეში პანტოპრაზოლის გამოყოფის შესახებ არ არსებობს.
პანტოპრაზოლ ლეკის მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, თუ მკურნალობით მიღებული სარგებლობა აღემატება ნაყოფისათვის/ბავშვისათვის პოტენციურ რისკს.
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ მოქმედებს.
ინფორმაცია დამხამრე ნივთიერებების შესახებ
ტაბლეტების გარსში შემავალ საღებავს პონსო 4 ღ ალუმინის ლაქი შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა.
როგორ მივიღოთ პანტოპრაზოლ ლეკი
ზუსტად დაიცავით ექიმის დანიშნულება. თუ თქვენთვის რაიმე გაუგებარია მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პანტოპრაზოლ ლეკის ტაბლეტები დაფარულია სპეციალური კუჭში გახსნადი გარსით, რომელიც იცავს ტაბლეტებს კუჭის წვენიდან. ამიტომ არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა ან გატეხვა.
მიიღება ჭამამდე. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად და დააყოლოთ წყლის საკმარისი რაოდენობა.
პრეპარატის დოზას ნიშნავს ექიმი. ჩვეულებრივ რეკომენდირებულია შემდეგი დოზები.
ერადიკაციული თერაპია პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადებით პაციენტებში, რომლებიც პოზიტიურები არიან Helicobacter pylori-ზე და რომლებსაც აწუხებთ თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადება, ბაქტერიების ერადიკაცია მიიღწევა კომბინირებული თერაპიით.
რეკომენდირებული დოზა შეადგენს პანტოპრაზოლის 20 მგ (1 ტაბლეტი) 1-ჯერ დღეში ანტიბიოტიკებთან შეთავსებით. პანტოპრაზოლის მეორე აბი მიიღება ვახშმის წინ.
Helicobacter pylori -ს რეზისტენტობიდან დამოკიდებულებით ამ მიკროორგანიზმის ერადიკაციისათვის რეკომენდირებულია ანტიბიოტიკების შემდეგი კომბინაციები:
ა) 1 გ ამოქსიცილინი 2-ჯერ დღეში +500 მგ კლარიტრომიცინი 2-ჯერ დღეში;
ბ) 1 გ ამოქსიცილინი 2-ჯერ დღეში + 400-500მგ მეტრონიდაზოლი 2-ჯერ დღეში.
საჭიროა ოფიციალური სახელმძღვანელოს გათვალისწინება ბაქტერიების რეზისტეტულობასთან და ანტიბიოტიკების სათანადო გამოყენებასთან მიმართებაში.
შენიშვნა
პანტოპრაზოლის ანტიბიოტიკებთან კომბინაციის გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის ან Aთირკმელების ფუნქციის საშუალოდ მძიმე ან მძიმე დარღვევების დროს.
თუ არ არის საჭიროება კომბინირებული თერაპიის ჩატარებაში (ბაქტერია Helicobacter pylori არ არის აღმოჩენილი), მონოთერაპიისათვის რეკომენდირებულია შემდეგი დოზები.
თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულოვანი დაავადება, საშუალო და მძიმე ხარისხის რეფლუქსური ეზოფაგიტი ჩვეულებრივი დოზა ამ დაავადებების სამკურნალოდ შეადგენს 40 მგ პანტოპრაზოლს (1 ტაბლეტი) 1-ჯერ დღეში. ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით სხვა თერაპიაზე პასუხის არ ქონის შემთხვევაში, შესაძლოა დოზის გაორმაგება (80 მგ-მდე დღეში).
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა ჰიპერსეკრეციული მდგომარეობები
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა ჰიპერსეკრეციული მდგომარეობების მკურნალობას იწყებენ სადღეღამისო დოზიდან – 80 მგ (ორი 40-40 მგ ტაბლეტი). შემდეგ დოზა შეიძლება იქნას გაზრდილი ან შემცირებული მჟავიანობის მაჩვენებლებისაგან დამოკიდებულებით. სადღეღამისო დოზა 80 მგ-ზე მეტი უნდა გაიყოს ორ მიღებაზე დღეში. შესაძლოა დოზის გაზრდა 160 მგ-მდე, მხოლოდ დროებით: მჟავიანობის ადეკვატური დონის მიღწევამდე.
განსაკუთრებული ჯგუფის პაციენტები
ღვიძლის დაქვეითებული ფუნქცია
პაციენტებისათვის ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით დოზა შემცირებული უნდა იქნას პანტოპრაზოლის 40 მგ-მდე ( 1 ტაბლეტი) დღეგამოშვებით. მკურნალობისას უნდა ხდებოდეს პაციენტების ღვიძლის ფერმენტების დონის კონტროლი. მის მომატებისას პანტოპრაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია
პაციენტებში თირკმელების დაქვეითებული ფუნქციით სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40მგ პანტოპრაზოლს დღეში.
ხანშიშესული პაციენტები (65 წელზე ზევით)
ხანშიშესულ პაციენტებში დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ პანტოპრაზოლს დღეში.
ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს კომბინირებული თერაპია, რომელიც მიმართულია Hელიცობაცტერ პყლორი-ს ერადიკაციაზე, რომლის დროსაც ხანშიშესულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ პანტოპრაზოლის ჩვეულებრივი დოზა (2ხ40 მგ დღეში) კვირის განმავლობაში.
ბავშვები
პანტოპრაზოლის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში არ არსებობს.
მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს ბოლომდე, თუნდაც მტკივნეული სიმპტომები გაქრეს.
Helicobacter pylori-ს ერადიკაციაზე მიმართული კომბინირებული თერაპია ჩვეულებრივ გრძელდება 7 დღე, მაგრამ შეიძლება იქნას გაგრძელებული მაქსიმუმ 14 დღემდე. წყლულების შესახორცებლად პანტოპრაზოლით დამატებითი თერაპიის საჭიროების შემთხვევაში, თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადების მკურნალობის გრაფიკის შესახებ საჭიროა კონსულტაციის ჩატარება ექიმთან.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ჩვეულებრივ განიკურნება ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 2 კვირით.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების და რეფლუქსური ეზოფაგიტის სამკურნალოდ ჩვეულებრივ საჭიროა 4 კვირა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 4 კვირით.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების დროს (შემთხვევით ან განზრახ) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მიღების გამოტოვება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსააციოდ.
თუ თქვენ გაგახსენდათ გამოტოვებული დოზის შესახებ იმავე დღის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიიღეთ ის.
თუ თქვენ გაგახსენდათ ამის შესახებ მეორე დღეს, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ ჩვეულებრივ შემდეგი დოზა.
თუ თქვენ გაქვთ კითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც სხვა პრეპარატებს, პანტოპრაზოლ ლექსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
გაჩენის სიხშირის მიხედვით მათ ყოფენ შემდეგ ჯგუფებზე:
• ძალიან ხშირი (10-დან 1 პაციენტზე მეტს);
• ხშირი (100-დან 1-10 პაციენტს);
• არახშირი (1000-დან 1-10 პაციენტს);
• იშვიათი (10 000-დან 1-10 პაციენტს);
• ძალიან იშვიათი (10 000-დან 1-ზე ნაკლებს);
• უცნობია (სიხშირი არ შეიძლება გამოთვლილი იყოს არსებული მონაცემების მიხედვით).
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი:
სისხლში ლეიკოციტების და ტრომბოციტების შემცველობის შემცირება.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი:
• მძიმე ალრგიული რეაქციები, რასაც თან ახლავს თავბრუსხვევა, ქავილი, ჭინჭრის ციება, არტერიალური წნევის უეცარი დაცემა, ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ხიხინით სუნთქვა, სუნთქვისას უჩვეულო ხმებით (მსტვენავი ხიხინი ფილტვებში), გულის წასვლა, ხშირი გულისცემა და ოფლის მომატებული გამოყოფა (ანაფილაქტიური შოკი).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ხშირი:
• ტკივილები მუცლის ზედა ნაწილში;
• დიარეა;
• შეკრულობა;
• მეტეორიზმი.
არახშირი:
• გულის რევა, ღებინება.
იშვიათი:
• სიმშრალე პირში.
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლსადენი გზების მხიდან
ძალიან იშვიათი:
• ღვიძლის მძიმე დაზიანება, რასაც თან ახლავს სიყვითლის განვიტარება და ზოგიერთ შემთხვევაში – ღვიძლის უკმარისობა.
სისტემური რეაქციები
ძალიან იშვიათი:
• კოჭის, ტერფის და ფეხების შეშუპება.
ფსიქიური დარღვევები
ძალიან იშვიათი:
• დეპრესია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
ხშირი:
• თავის ტკივილი.
არახშირი:
• თავბრუსხვევა;
• დაბინდული მხედველობა.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან