1 ტაბლეტი შეიცავს:
პარაცეტამოლს _ 500 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: პოლივიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი.
ფარმაკოდინამიკა:
პარაცეტამოლი წარმოადგენს ეფექტურ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებას, რომელსაც ასევე გააჩნია სუსტად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატი ახდენს ზეგავლენას ჰიპოთალამუსში ლოკალიზებულ თერმორეგულაციის ცენტრზე და აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს უპირატესად ცნს-ში.
პარაცეტამოლი პერორალური მიღებისას სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 1 სთ-ში აღწევს. ანალგეზიური ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 0.5_2 სთ-ის განმავლობაში. ქსოვილებში პარაცეტამოლის ბიოშეღწევადობა 80%-ს შეადგენს. პლაზმის ცილებს უკავშირდება მისი 20%. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი 2_3 სთ-ს შეადგენს. პარაცეტამოლი ღვიძლში მეტაბოლიზდება. წარმოქმნილი კონიუგატები (გლუკურონიდები და სულფატები) ორგანიზმიდან თირკმლების საშუალებით გამოიყოფა.
სხვადასხვა გენეზის სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი: თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, ართრიტი, ალგოდისმენორეა. ციებ-ცხელება გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს.
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში ინიშნება 500 მგ 3_4-ჯერ დღეში არა უმეტეს 5 დღისა.
6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 250_500 მგ 1_3-ჯერ დღეში არა უმეტეს 3 დღისა.
სიმპტომები:
გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, გულისრევა. დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.
• მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის მიმართ;
• ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
• სისხლის სისტემის დაავადებები;
• ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;
• 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ან ბავშვზე მოსალოდნელ უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
პრეპარატი არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. პარაცეტამოლი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში.
პერორალურად 6 გ-ზე მეტი პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება ღვიძლის მძიმე დაზიანება და ღვიძლის კომა გამოიწვიოს.
ინტოქსიკაციის სიპტომები: გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, ძილიანობა, ტკივილი მუცლის არეში.
ინტოქსიკაციის სიმტომების გამოვლენისას აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს
აცეტილსალიცილის მჟავა, პირაზოლონის წარმოებულები, კოდეინი, კოფეინი აძლიერებენ პარაცეტამოლის ანალგეზიურ ეფექტს.
პარაცეტამოლისა და ბარბიტურატების, ანტიეპილეფსიური საშუალებების, რიფამპიცინის, ასევე ეთანოლის ერთდროული გამოყენებისას საგრძნობლად იზრდება პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკი.
პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთდროული მიღება დაუშვებელია.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (ურეცეპტოდ).