პერიკასტუსი / pericastus
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ენდოკრინოლოგია → ჰიპოფიზის ჰორმონების პროდუქციაზე მოქმედი საშუალებები → პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორები
- მწარმოებელი კომპანია: Fortex Nutraceuticals
- მწარმოებელი ქვეყანა: ბულგარეთი
- გამოშვების ფორმა: კაფსულა #60
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა: 1 კაფსულის შემადგენლობაში შედის: აბრამისხე (ვიტექს აგნუს კაქტუსი) - 150მგ; ინდოლ-3-კარბინოლი - 60მგ; მწვანეჩაისექსტრაქტი - 100მგ; სოიოსიზოფლავონები- 30მგ. ორგანიზმზე მოქმედება: ინარჩუნებს ესტროგენ-პროგესტერონის ნორმალურ ბალანსს. სარძევე ჯირკვლის დაცვა: ხელს უშლის სარძევე ჯირკვლების კისტების განვითარებას ამცირებს ალებს, მენოპაუზის პერიოდში აჩერებს უჯრედების ანომალურ ზრდას (მიომა, კისტები, ენდომეტრიოზი) აფერხებს 2 ჰიდროქსიესტრონის ესტროგენის კანცეროგენურ მეტაბოლიტად გარდაქმნას (16-ალფა-ჰიდროქსიესტრონი) ხსნის პმს-ს და ამცირებს მენსტრუალურ ტკივილებს. ნორმაში მოყავს პაპ-ნაცხის სურათი. აბრამისხე (ვიტექსაგნუსი) - წარმოადგენს ერთ-ერთ კარგად შესწავლილ მცენარეს. რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის დარღვევის, პმს-ის, კლიმაქსის და უნაყოფობის ტრადიციული მკურნალობისთვის. 1997 წელს გერმანიის მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული კვლევა, რომელშიც ვიტექსი უფრო ეფექტური აღმოჩნდა პმს-ის კუპირებისთვის (მკერდის მტკივნეულობა, შეშუპება, თავის ტკივილი, ყაბზობა, დეპრესია, კანის პრობლემები) ვიდრე ვიტამინი ბ6, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება პმს-ის სამკურნალოდ. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ 1542 მონაწილე ქალიდან 90%-ში აღინიშნა პმს-ის სიმპტომების შემსუბუქება. გერმანიაში ორმაგად-ბრმა მეთოდით ჩატარებულმა სხვა კვლევამ დაადასტურა, რომ ვიტექსი ხელს უწყობს ქალებში პროლაქტინის დონის დაქვეითებას. ინდოლ-3-კარბინოლი - ფიტონუტრიენტი ჯვაროსანთა ოჯახიდან კიბოსთან ბრძოლისთვის. წინასწარმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდოლ-3-კარბინოლს შეუძლია ესტროგენის კიბოს გამომწვევი ფორმა გადააქციოს არატოქსიურ დაშლის პროდუქტად. მწვანეჩაისექსტრაქტი შეიცავს პოლიფენოლებს, კატექინებს და ფლავონოიდებს, რომლებიც ხელს უშლის ესტროგენ დამოკიდებული სიმსივნეების განვითარებას. სოიოსიზოფლავონები თავისი სტრუქტურით ესტროგენების მსგავსია, ამიტომ შეიძლება გავლენას ახდენდეს საკუთარი ესტროგენების ქცევაზე. ესტროგენური რეცეპტორების ტიპის მიხედვით იზოფლავონები შეიძლება ზრდიდეს ან ამცირებდეს ესტროგენის აქტივობას. იზოფლავონები შეიძლება ესტროგენებთან კონკურირებდეს იგივე რეცეპტორისთვის, ამასთან აქვეითებს ჯანმრთელობისთვის ჭარბი ესტროგენის რისკის ხარისხს. თუ მენოპაუზის დროს ორგანიზმში ბუნებრივად მცირდება ესტროგენის დონე, იზოფლავონებს შეუძლიათ მისი კომპენსირება იმავე რეცეპტორებთან კავშირით, ამგვარად მცირდება მენოპაუზის გამოვლინება. მიღებისჩვენება:
დოზირება: მოზრდილები (12 წელზე უფროსი ასაკის): 1-2 კაფსულა დღეში, ჭამის დროს. უკუჩვენება:
გამოშვებისფორმა: შეფუთვაში 6 ბლისტერი, თითოში 10 კაფსულა. შენახვისპირობები: ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. |