Plasmon
რელაქსერბე წვეთები / Relaxerbe

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ESI
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

დღეღამურ დოზირებაში

• სამკურნალო მელისას ფოთოლი   80 მგ.

• მაგნოლიას ქერქი ფხვნილი                  80 მგ

• სვიის გირჩების  ექსტრაქტი                 50 მგ.

• ლავანდას ყვავილი                          30 მგ

• L-თეანინი                                           80 მგ

L-თეანინი    აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერ და  ზრდის  ორი მნიშვნელოვანი ტრანსმიტე- რის დონეს -დოფამინი და გამა-ამინო-ბუტირის მჟავა,რომელებიც პასუხისმგებლები არიან გუნებ განწყობაზე, რელაქსაცია და სიმშვიდეზე. თეანინის მოქმედებით თავის ტვინში იზრდება ალფა ტალღბის აქტივობა.  

სამკურნალო მელისა  დადებითად მოქმედებს  შფოთვის, გაღიზიანებისა, ემოციური არასტაბილობის და მოუსვენრობის  შემცირებაზე. მაგნოლია ქერქის კომპონენტები მნიშვნელოვნად ამცირებენ შფოთვას, ნერვულ დაძაბულობას, აწესრიგენ ძილს  სვიის გირჩში  არსებული ლიპულინი დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ლავანდა  ცნობილია, როგორც განტვირთვის, რელაქსაციის მომგვრელი მცენარე, რომელიც განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მათთვის, ვისაც ხშირად აწუხებს თავის ტკივილი, სტრესი და დაძაბულობა.

ჩვენებები:
- სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
- მსუბუქი  ნევროზული მდგომარეობა, თანმხლები ანგიო და ვეგეტო ნევროზით
- ემოციური დაძაბულობა,შიში და შფოთვა, ძილის დარღვევა
- აზროვნების კონცენტრაციის დაქვეითება.

მიღების წესი და დოზები: 30 წვ.(3 პიპეტი) დღეში 2 ჯერ.

გვერდითი მოვლენები: როგორც წესი პრეპარატი  გადაიტანება გვერდითი მოვლენების გარეშე.

უკუჩვენება: მომეტებული მგრძნობელობა შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფეხმძიმობა, ლაქტაცია, ასაკი   3წლამდე.

შენახვის პორობები და ვადები: ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.  

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

სად შევიძინოთ?