Plasmon
როტავიტი როიალი / ROTAVIT ROYAL


შემადგენლობა 

აღწერილობა: მოგრძო ყვითელი/მუქი ყავისფერი კაფსულები, რომლებიც ყვითელ-ყავისფერ ერთგვაროვან თხიერ მასას შეიცავს.
შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: 
ლიოფილიზებული ფუტკრის რძე 33,3 მგ
(სამეფო ჟელე)
მცენარეული კომპონენტები
ჟენშენის კონცენტრირებული ექსტრაქტი 40 მგ
მცენარის მტვერი 50 მგ
სოიოს ლეციტინი 45% 32 მგ
ვიტამინები
ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატი) 2000 სე
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) 15 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 4 მგ
ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოთენატი) 4 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 1 მგ
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) 25 მკგ
ვიტამინი B10 (პარაამინობენზოის მჟავა) 50 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 5 მკგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 200 სე 
ვიტამინი E (ტოკოფეროლის აცეტატი) 30 სე 
ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი) 15 მგ
ვიტამინი H (ბიოტინი) 3 მკგ
მაკრო-და მიკროელემენტები
რკინა (რკინის ფუმარატი) 10 მგ
კალციუმი (კალციუმის ჰიდროფოსფატი) 90 მგ
ფოსფორი (კალციუმის ჰიდროფოსფატი) 70 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) 1 მგ
კალიუმი (კალიუმის სულფატი) 2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 1 მგ
თუთია (თუთიის სულფატი) 1 მგ
ნივთიერება ფსიქომასტიმულირებელი აქტივობით:
დეანოლის ბიტარტრატი 25 მგ
(β-დიმეთილამინოეთანოლის ბიტარტრატი)
ამინომჟავა
L-ლიზინის ჰიდროქლორიდი 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის L-ასკორბატი, ხორბლის ღივების ზეთი, სოიო, სოიოს ზეთი ჰიდროგენიზირებული, ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი, ფუტკრის ცვილი.
კაფსულის გარსის შემცველობა: ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, ანიდრისორბი, ნატრიუმის ეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილიჰიდროქსიბენზოატი, რკინის შავი ოქსიდი, რკინის ყავისფერი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, კარმინი წითელი 62,5%, ეთილვანილინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
როტავიტ როიალი წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალურ ნივთიერებათა კომპლექსს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ნივთიერებათა ცვლის, ზრდისა და განვითარებისთვის. ისინი იცავენ ორგანიზმს დაავადებებისა და გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისაგან, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფაში, ასევე ზრდიან ორგანიზმის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს ავადმყოფობას. 
ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების კატალიზატორების და რეგულატორების სახით.
მინერალური ნივთიერებები – აუცილებელი ელემენტებია ადამიანის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის. მონაწილეობენ ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების ფორმირებაში, ფერმენტული სისტემების ფუნქციონირებაში. ლიოფილიზებული ფუტკრის რძე – ორგანიზმის მიერ ადვილად შეთვისებადი ნატურალური ფუტკრის პროდუქტი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს, მათ შორის პანტოთენის, ფოლის მჟავები, რომლებიც აძლიერებენ ნივთიერებათა ცვლას და გააჩნიათ ძლიერი სისხლმბადი მოქმედება.
დიმეთილამინოეთანოლის ბიტარტრატი - ზრდის აცეტილქოლინის გამომუშავებას, სწავლის უნარს, აუმჯობესებს მეხსიერებას (ან ამცირებს მის დაკარგვას ხანდაზმულებში). გააჩნია ანტიოქსიდაციური მოქმედება. 
ვიტამინი A მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ცილების სინთეზის რეგულაციაში, ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, უჯრედული და სუბუჯრედული მემბრანების ფუნქციონირებას; საჭიროა ახალი უჯრედების ზრდისთვის, ანელებს დაბერების პროცესს. ვიტამინი B1 არის უჯრედული ენერგეტიკი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკაციურ გავლენას, ასევე აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმს. თიამინი მონაწილეობს რიგი ფერმენტების კოფერმენტების ფორმირებაში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლაში, განსაკუთრებით ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში. თიამინის ნაკლებობა იწვევს ბერი-ბერის (სპეციფიკური პოლინევრიტი) და ვერნიკეს (პოლინევრიტული ფსიქოზი) სინდრომის განვითარებას. 
ვიტამინი B2 წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების მნიშვნელოვან კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მათ შორის კანის ქსოვილების), უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.
ვიტამინი B5 შედის კოფერმენტ A-ს შემადგენლობაში (არაცილოვანი წარმოშობის ორგანული ნაერთი, რომელიც საჭიროა ფერმენტების აქტივობის გამოსავლენად). მნიშვნელოვან როლს თამაშობს აცეტილირების და ჟანგვის პროცესებში. მონაწილეობს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში და აცეტილქოლინის სინთეზში. 
ვიტამინი B6 ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, აძლიერებს ნერვულ სისტემას, არის ანტიდეპრესანტი.
ვიტამინი B9 აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, სისხლმბადი ფუნქციისა და ემბრიოგენეზისთვის, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას კუჭში. 
ვიტამინი B10 ააქტივებს კუჭ-ნაწლავის ფლორას, რაც იწვევს ფოლიუმის მჟავას გამომუშავებას, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პანტოთენის მჟავას დიდი რაოდენობით წარმოქმნას. მონაწილეობს ცილის შეთვისების პროცესში და ასევე სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში. 
ვიტამინი B12 – გააჩნია იმუნომოდულაციური, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზული მოქმედება, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, ნერვული ქსოვილის სტრუქტურის აღდგენას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, ზრდის მადას. ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, ახდენს დადებით გავლენას ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, სისხლის შედედების პროცესების, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლის პროცესების გააქტიურებაზე. 
ვიტამინი D3 ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავებში, ასტიმულირებს კალციუმის დამაკავშირებელი ცილების სინთეზს, ახდენს კალციუმის რეაბსორბციის გაზრდას თირკმლის მილაკებში. ვიტამინი D3 ააქტიურებს ძვლის ქსოვილის რემოდელირების პროცესს I ტიპის კოლაგენის და მატრიცის ცილების სინთეზის გაზრდის გზით, ოსტეობლასტების სინთეზის აქტივაციის მეშვეობით. მოქმედებს ფარისებრი, პარაფარისებრი, სასქესო ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობაზე და უზრუნველყოფს ხერხემლის ძვლების კალციფიკაციას.
ვიტამინი E – ანტიოქსიდანტი, იცავს უჯრედებს დაზიანებისა და დაბერებისგან, აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ასტიმულირებს კუნთოვან მოქმედებას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას, მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების, სისხლძარღვების გლუვი მუსკულატურის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფორმირებაში.
ვიტამინი PP შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესებში და ცილოვან ცვლაში და არეგულირებენ უმაღლეს ნერვულ მოქმედებას და საჭმლის მონელების ორგანოების ფუნქციებს.
ვიტამინი H შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც არეგულირებენ ამინომჟავების და ცხიმოვანი მჟავების ცვლას. 
რკინა – მიკროელემენტია, რომელიც ერითროპოეზს არეგულირებს. შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის, სხვადასხვა ფერმენტის შემადგენლობაში; შექცევადად ახდნეს ჟანგბადის დაკავშირებას და მონაწილეობს რიგ ჟანგვა-აღდგენით რეაქციაში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლმბად პროცესებში. რკინის მარილების სახით გამოყენებისას, ხდება ორგანიზმში მისი დეფიციტის სწრაფი შევსება. კალციუმი არის შეუცვლელი საკვების მაკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედების უზრუნველსაყოფად. კალციუმი (ფოსფორთან ერთად) შეადგენს ძვლოვანი ქსოვილის საყრდენს, ააქტივებს რიგი მნიშვნელოვანი ფერმენტების მოქმედებას, მონაწილეობს ორგანიზმში იონური წონასწორობის შენარჩუნებაში, გავლენას ახდენს ნერვ-კუნთოვან და გულ-სისხლძრღვთა სისტემებში მიმდინარე პროცესებზე. 
ფოსფორი – უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც შედის ცილების, ნუკლეინის მჟავების, ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაში. ფოსფორის ნაერთები მონაწილეობენ ენერგიის ცვლაში (ადენოზინ ტრიფოსფოროვანი მჟავა და კრეატინ-ფოსფატი წარმოადგენენ ენერგიის აკუმულატორებს), მათ გარდაქმნასთან დაკავშირებულია კუნთოვანი და გონებრივი მოქმედება, ორგანიზმის ცხოველმოქმედება. ფოსფორი გავლენას ახდენს გულისა და თირკმელების ფუნქციონირებაზე.
სპილენძი ხელს უწყობს ორგანიზმში ანაბოლური პროცესების მიმდინარეობას, მონაწილეობს ზოგიერთი ფერმენტის ფუნქციონირებაში (ციტოქრომოქსიდაზები, თიროზინაზები და სხვა), კანის, თმის და თვალის პიგმენტის, ჰემოგლობინის სინთეზში, მოქმედებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციებზე. 
კალიუმი არეგულირებს სისხლის მჟავა-ტუტოვან ბალანსს. მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში, ააქტივებს რიგი ფერმენტების მუშაობას, გულის კუნთის კუმშვადობას, დადებითად მოქმედებს კანის და თირკმელების მუშაობაზე. კალიუმს გააჩნია დამცველობითი გავლენა არასასურველი ჰიპერნატრემიის პირობებში და ახდენს სისხლის წნევის ნორმალიზაციას. 
მანგანუმი აუცილებელია ცხიმის ნორმალური მეტაბოლიზმისთვის, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებისთვის, ქოლესტერინის და ნუკლეოტიდების (დნმ) სინთეზისთვის.
თუთია არის ადამიანის ორგანიზმში 80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენელი ნაწილი, იგი აუცილებელია ერითროციტების და სისხლის სხვა ფორმიანი ელემენტების წარმოსაქმნელად. მონაწილეობს მხედველობის პროცესის ფოტოქიმიურ რეაქციებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციონირებაში.
ჟენშენის კონცენტრირებული ექსტრაქტი – ბუნებრივი კომპონენტია, რომელსაც გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
მტვერი - ბუნებრივი კომპონენტია, რომელიც შეიცავს ცილებს, თავისუფალი ამინომჟავების სრულ ნაკრებს, ვიტამინებს და ასევე სხვადასხვა ჰორმონების მსგავს ნივთიერებებს.
სოიოს ლეციტინი 45% - ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანი ფოსფოლიპიდური კომპლექსი. აჩქარებს ჟანგვით პროცესებს, უზრუნველყოფს ცილების ნორმალურ ცვლას, აუმჯობესებს ტვინის და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ტოქსიკური ნუვთიერებების ზემოქმედების მიმართ, ასტიმულირერბს ნაღველის გამოყოფას და ერითროციტების და ჰემოგლობინის წარმოქმნას. 
L-ლიზინის ჰიდროქლორიდი – ამინომჟავა, რომელიც აუცილებელია ქსოვილების ზრდის და აღდგენისათვის, ანტისხეულების, ჰორმონების და ფერმენტის წარმოქმნისათვის.

ჩვენებები
- ჰიპო- და ავიტამინოზების, მინერალების უკმარისობის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ, მათ შორის პოსტოპერაციული პერიოდი;
- მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის მოშლა;
- სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
- მამაკაცთა პოტენციის დაქვეითება ასთენიური მდგომარეობების ფონზე;
- კლიმაქტერული პერიოდი;
- სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;
- სქესობრივი მომწიფების პერიოდი;
- მკაცრ დიეტაზე მყოფFპირთათვის;
- ნევროზების, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალისა და კანის დაავადებების, თმის ცვენის და სხვა ქრონიკული დაავადებების დროს.

მიღების წესები და დოზები
როტავიტ როიალი მიიღება ორალურად - 1 კაფსულა დღეში ან დღეგამოშვებით საუზმის დროს ან მის შემდეგ, 2-3 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდებული.
პრეპარატ როტავიტ როიალის მიღებისას, ჰიპერდოზირების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური კომპლექსების მიღება.
ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

ჭარბი დოზირება
პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ ჰიპერდოზირების შემთხვევაში საჭიროა მიმართოს ექიმს.
მკურნალობა: საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტაციდურ პრეპარატებთან კომბინირების შემთხვევაში, რომელთა შემადგენლობაში შედის ალუმინი, კალციუმი, მაგნიუმი, და ასევე ქოლესტირამინი, ხდება პრეპარატ როტავიტ როიალის შემადგენლობაში შემავალი რკინის აბსორბციის შემცირება. 
თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან კომბინირების დროს იზრდება ჰიპერკალცემიის განვითარების რისკი.
როტავიტ როიალი აძლიერებს ანალეფსიური საშუალებების (კოფეინი, ქაფური და სხვა) მოქმედებას და არის ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი საშუალებების, მათ შორის ბარბიტურატების, ტრანკვილიზატორების, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ანტაგონისტი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს +25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

სად შევიძინოთ?