სავაჭრო დასახელება - საფოციდი
საერთაშორისო დასახელება: ფლუკონაზოლი, აზიტრომიცინი, სეკნიდაზოლი
გამოშვების ფორმა: ტაბლეტების ნაკრები
ბლისტერის შემადგენლობა:
1 ტაბლეტი ფლუკონაზოლი: 150 მგ
1 ტაბლეტი აზიტრომიცინი : 1000 მგ
2 ტაბლეტი სეკნიდაზოლი: თითო ტაბლეტი 1000მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კომბინირებული ანტიმიკრობული საშუალება
ფარმაკოდინამიკა:
ფლუკონაზოლი
ტრიაზოლური ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც არის სოკოს უჯრედში სტეროლების სინტეზის ინჰიბიტორი. აბლოკირებს ლანოსტეროლის გარდაქმნას ერგოსტეროლად. აქტიურია: Candida albicans, Candida glabrata, Candida parapsilosis, Candida tropicalis, Cryptococcus neoformans, Candida spp, Microsporum spp. Trichophiton spp, Blastomyces dermatidis, Histoplazma capsulatum
აზიტრომიცინი
აზიტრომიცინი: ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული საშუალება. აზალჯგუფის სტრიდი, მოქმედებს ბაქტერიოსტატიკულად. უერთდება რა 50 S რიბოსომების სუბერტეულს , თრგუნავს პეპტიდტრანსლოკაზას ტრანსლაციის სტადიაზე, თრგუნავ ცილის სინთეზს, ანელებს ბაქტერიების ზრდას და გამრავლებას. მაღალი კონცენტრაციისას მოქმედებს ბაქტერიოციდულად. მოქმედებს გრამ დადებით და გრამ უარყოიფით, ანაერობულ და უჯრედშიდა გამომწვევებზე. უმეტეს შემთხვევაში, აზიტრომიცინის მიმართ მგრძნობიარენი არიან: Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, C და G სტრეპტოკოკებზე, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Legionella pneumophila. Chlamydia trachomatis, Chlamydia pneumoniae, Chlamydia psittaci, Micoplasma pneumoniae, Mycoplasma hominis, Borrelia burgdorferi.
მიკროორგანიზმები რომლების იზენენ რეზისტენტობას აზიტრომიცინის მიმართ: Streptococcus pneumoniae
მდგრადები აზიტრომიცინის მიმართ: აერობული გრამდადებითი მოკროორგანიზმები: Enterococcus faecalis, Staphylococcus spp. გრამდადებითი ბაქტერიები, მდგრადი ერითრომიცინის მიმართ, ანაერობები, Bacteroides fragilis.
სეკნიდაზოლი
ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები, ნიტროიმიდაზოლის საშუალებები, აქვთ ბაქტერიოციდული და ამებოციდური მოქმედება. სეკნიდაზოლი განსაკუთრებით აქტიურია Trichomonas vaginalis, Giardia lamblia, Entamoeba histolytica. ურთიერთქმედებს მიკრობული უჯრედის დნმ-თან, იწვევს სპირალური სტრუქტურის რღვევას, ძაფების გაწყვეტას, ნუკლეინის მჟავების სინთეზის დათრგუნვას და უჯრედის კვდომას.
ფარმაკოკინეტიკა:
ფლუკონაზოლი
მაღალი ბიოშეღწევადობა 90%. აბსორბცია არ არის დამოკიდებული კვების რეჟიმზე. Cmax მირებიდან 0,5-1,5 სთ-ის შემდეგ არის 90%. პლაზმის ცილებთან კავშირი 11-12%. პლაზმაში მისი კონცენტრაცია დამოკიდებულია დოზაზე. ფლუკონაზოლი ხასიათდება კარგი შეღწევადობით ბიოლოგიურ სითხეებში. მისი კონცენტრაცია რძეში, სასახსრე სითხეში, ნერწყვში, ნახველში და პერიტონეალურ სითხეში არის პლაზმაში მისი რაოდენობის ანალოგიური. მდგრადი მნიშვნელობა ვაგინალურ სეკრეტში მიიღწევა 8 სთ-ის შემდეგ და ნარჩუნდება 24 სთ-ის მანძილზე. კარგად აღწევს თავ ზურგ ტვინის სითხეში, სოკოვანი მენინგუიტის დროს თავ ზურგ ტვინის სიტხეში მისი კონცენტრაცია აღწევს85% . ფლუკონაზოლის T ½ არის 30 სთ. გამოიყოფა უპირატესად თირკმელების საშუალებით (80% - შეუცვლელი სახით, 11% - მეტაბოლიტების სახით). ფლუკონაზოლის კლირენსი არის კრეატინინის კლირენსის პროპორციული. ჰემოდიალიზის შემდეგ ფლუკონაზოლის კონცენტრაცია პლაზმაში მცირდება 50%-ით. ფლუკონაზოლი ხანგრძლივი ნახევრადგამოყოფის პერიოდი იძლევა საშუალებას გამოვიყენოთ ფლუკონაზოლი ერთჯერადი მიღების სახით ვაგინალური კანდიდოზის დროს
აზიტრომიცინი:
აზიტრომიცინი სწრაფად შეიწოვება კუწ ნაწლავის ტრაქტიდან, რაც განპირობებულია მისი მდგრადობით მჟავე გარემოში. პერორალური მიღებისას აზიტრომიცინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლკაზმაში აღწევს 2,5 – 2,96 სთ-ში. ბიოშეღწევადობა არის 37%. აზიტრომიცინი ხასიათდება კარგი შეღწევადობით სასუნთქ გზებში, უროგენიტალურ ტრაქტში, კანსა და რბილ ქსოვილებში. ქსოვილებსი მაღალი კონცენტრაცია და ხანგრძლივი ნახევრადგამოყოფის პერიოდი განპირობებულია ცილებთან მისი დაბალი შეკავშირების უნარით. აზიტრომიცინის კონცენტრაცია ინფექციის კერებში ბევრჯერ აღემატება მის კონცენტრაციას ჯანსაღ ქსოვილებში.აზიტრომიცის უნარი ზირითადად დაგროვდეს ლიზოსომებში, განსაკუტრებითღ მნიშვნელოვანია უჯრედსიდა გამომწვევების ელემინაციის ტვალსაზრისით. აზიტრომიცინის ბაქტერიოციდული მოქმედება ნარჩუნდება ბოლო მიღებიდან 57 დღის მანძილზე. ღვიძლში განიცდის დიმეთილირება, წარმოქმნილი მეტაბოლიტები არააქტიურია. აზიტრომიცინს აქვს ზალიან ხანგრძლივი ნახევრადგამოყოფის პერიოდი 35-50 სთ.აზიტრომიცინი გამოიყოფა შეუცვლელი სახით 50% ნაწლავიბით, 6 % თირკმელებით.
სეკნიდაზოლი:
პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ ნაწლავის ტრაქტიდან, ბიოშეღწევადობა - 80%. 2 გრ პერორალური მირების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 სთ-ში. მეტაბოლიზირდება ღვიძლში. ნახევრად გამოყოფის პერიოდი არის 25 სთ. პრეპარატი ნელ გამოიდყოფა ორგანიზმიდან, ძირითადად თირკმელებითდაახლოვებით 50 % ექსტრეტირდება 120 სთ-ში. გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერს, ექსკრეტირდება დედის რძეში.
გამოყენები ჩვენებები:
შარდ სასქესო სისტემის შერეული ინფექციები
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: გონორეა, ქლამიდიოზი, ბაქტერიული ვაგინოზი, სოკოვანი ინფექციები, სპეციფიკური და არასპეციფიკური ცისტიტები, ურეთრიტები, ვულვოვაგინიტები და ცერვიციტები.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის, აზიტრომიცინის , სეკნიდაზოლის, ერიტრომიცინის მაკროლიდების, კეტოლიდების მიმართ. ერთდროული მიღება პრეპარატებთან რომლებიც ახანგრძლივენე QT ინტერვალს. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვავა, ცნს-ის ორგანული დაავადებები, სისხლის დაავადებები, ორსულობა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.
გამოყენების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად, ბლისტერზე არსებული ოთხივე ტაბლეტი, უმჯობესია ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
გაცემის რეჟიმი: რეცეპტით