Plasmon
სეკდაზა / Secdaza


შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: 0,5 გ სეკნიდაზოლი. 

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ლურჯი 85F20400 (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქი).

 

პრეპარატის ათქ კოდი P01AB07 

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიპროტოზოული საშუალებები. საშუალებები რომლებიც გამოიყენება ამებიაზის და სხვა პროტოზოული ინფექციების დროს. ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები. 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდიამიკა

სეკნიდაზოლი წარმოადგენს ნიტროიმიდაზოლის ნახევრად სინთეზურ წარმოებულს, რომელსაც გააჩნია ანტიპარაზიტული და ანტიპროტოზოული თვისებები. 

სეკნიდაზოლი ახდენს  ამებიციდურ მოქმედებას Eნტამოება ჰისტოლყტიცა-ს მიმართ, ის ასევე აქტიურია თრიცჰომონას ვაგინალის და Gიარდია ლამბლია-ს მიმართ.  

ფარმაკოკინეტიკა

2,0 გ დოზით სეკნიდაზოლის შიგნით მიღების შემდეგ, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3 საათის შემდეგ.

სეკნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 25 საათს. სამკურნალო საშუალება ნელა გამოიყოფა (დოზის 16% გამოიყოფა 72 საათის განმავლობაში, ხოლო 50% - 120 საათის განმავლობაში), ძირითადად, შარდთან ერთად. 

სეკნიდაზოლი აღწევს ჰემატოპლაცენტალურ ბარიერსა და დედის რძეში. 

 

გამოყენების ჩვენებები

- უროგენიტალური ტრიქომონიაზი მამაკაცებსა და ქალებში;

- ნაწლავისა და ღვიძლის ამებიაზი;

- ლამბლიოზი. 

ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების დროს სამკურნალო  პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა დამოკიდებულია მიკროორგანიზმის მგრძნობელობაზე. 

 

გამოყენების წესი და დოზირება

ტაბლეტები მიიღება შიგნით. 

მოზრდილები

უროგენიტალური ტრიქომონიაზი: 4 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში ან ორ მიღებაზე 12 საათიანი ინტერვალით (საერთო დოზა 2,0 გ). 

ნაწლავური ამებიაზი: 

- მწვავე - 4 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში ან ორ მიღებაზე 12 საათიანი ინტერვალით (საერთო დოზა 2,0 გ).

- ქრონიკული მატარებლობა (სანათუროვანი და ცისტური ფორმები) - 3 ტაბლეტი დღეში ერთ ან მეტ მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.

ღვიძლის ამებიაზი: 3 ტაბლეტი დღეში ერთ ან რამდენიმე მიღებაზე მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. 

ლამბლიოზი: 4 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში ან ორ მიღებაზე 12 საათიანი ინტერვალით (საერთო დოზა 2,0 გ).

ბავშვები

ეს სამკურნალო ფორმა განკუთვნილია გამოსაყენებლად 20 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში. 

მსგავს კლინიკურ სიტუაციებში ბავშვებში მკურნალობის ხანგრძლივობა შეესაბამება მოზრდილებში მკურნალობის ხანგრძლივობას; სეკნიდაზოლის დოზა შეადგენს 25-დან 30 მგ-მდე/კგ/დღეში, ინდივიდუალური სამედიცინო კრიტერიუმების მიხედვით. 

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით

პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით კორექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ზოგადად მიეკუთვნება 5-ნიტრომიდაზოლის წარმოებულებს. 

პაციენტებში თირკმლის ზომიერი ან მწვავე უკმარისობით სეკნიდაზოლის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება, შესაბამისად, როგორც წესი, არ არის საჭირო სეკდაზას დოზის კორექცია, განსაკუთრებით ხანმოკლე მკურნალობის შემთხვევაში. 

პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით უნდა შეფასდეს ზოგადი მდგომარეობა და აუცილებლობის შემთხვევაში შემცირდეს პრეპარატის სადღეღამისო დოზა.

 

უკუჩვენებები

 - ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების და იმიდაზოლის სხვა წარმოებულების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- ორსულობის 1 ტრიმესტრი;

- ორგანული ნევროლოგიური დარღვევები;

- პათოლოგიური დარღვევები სისხლის სისტემის მხრივ, მათ შორის ანამნეზში. 

 

გვერდითი რეაქციები

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვევით სტრუქტურულ-ორგანული კლასის შესაბამისად MედDღA-ს მიხედვით. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით). 

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - ზომიერად გამოხატული ლეიკოპენია, რომელსაც გააჩნია შექცევადი ხასიათი მკურნალობის შეწყვეტისას; ძალიან იშვიათად - აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია. 

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებსაც ზოგჯერ აქვთ მძიმე მიმდინარეობა, როგორიცაა  გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, სახის შეშუპება, პერიორბიტალური შეშუპება და ხორხის შეშუპება, ცხელება, ერითემა და ანაფილაქსიური რეაქციები. 

ფსიქიკის დარღვევები: ძალიან იშვიათად - ფსიქოზი, ცნიბიერების არევა და ჰალუცინაციები. 

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ვერტიგო, თავბრუსხვევა, პარესთეზია, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია და სენსორულ-მოტორული პოლინევრიტი; 

ძალიან იშვიათად - ენცეფალოპათია (მაგალითად, ცნობიერების არევა) და ქვემწვავე ნათხემის სინდრომი (მაგალითად, ატაქსია, დიზატრია, მოტორიკის დარღვევა, ნისტაგმი და ტრემორი), რასაც გააჩნია შექცევადი ხასიათი მკურნალონის შეწყვეტისას.   

გულის მხრიდან: იშვიათად - პალპიტაცია. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ტკივილი ეპიგასტრიუმში ან / და მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა; არახშირად - გლოსიტი, სტომატიტი, გემოვნების დარღვევა (მეტალის გემო პირში), ანორექსია. 

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ 

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ. თუ პაციენტს გამოუვლინდა საეჭვო გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ  მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად. 

 

განსაკუთრებული მითითებები

სეკდაზას გამოყენების დროს და პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ 72 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის გამოყენება, არასასურველი რეაქციების თავიდან აცილების მიზნით, ანალოგიურად იმ შემთხვევებისა, რომლებიც აღინიშნება დისულფირამის გამოყენებისას (ალები, მტკივნეული სპაზმები მუცლის არეში, ღებინება და ტაქიკარდია). 

თუ საჭირო გახდა სეკდაზას გამოყენება უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ეს რეკომენდებულია, პაციენტებში უნდა მოხდეს ჰემატოლოგიური მაჩვენებლების გაკონტროლება (კერძოდ, ლეიკოციტების რაოდენობის), ასევე საჭიროა პაციენტების მონიტორინგის ჩატარება არასასურველი რეაქციების აღნიშვნის საგანზე, რომლებიც მიუთითებენ ცენტრალური და პერიფერული ნეიროპათიების განვითარებაზე (როგორიცაა პარესთეზია, ატაქსია, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები). 

სეკდაზა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში. 

თერაპია სამკურნალო პრეპარატით უნდა შეწყდეს, თუ აღინიშნა მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა ან ცნობიერების არევა.  

უროგენიტალური ინფექციების მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კონტაქტისგან. 

დამხმარე ნივთიერებები

სეკდაზა შეიცავს 1 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ე.ი. თითქმის "არ შეიცავს ნატრიუმს". 

 

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე 

პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე. 

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

არ არის რეკომენდირებული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. 

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დისულფირამი

არ არის რეკომენდირებული სეკნიდაზოლის ერთდროულად გამოყენება დისულფირამთან, რადგანაც არსებობს ცნობიერების არევის და ფსიქოზის აღნიშვნის რისკი. 

ვარფარინი

სეკნიდაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტი, ამიტომ პაციენტები, რომლებიც იყენებენ ასეთ კომბინაციას, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ; საჭიროა პროთრობინული დროის მაჩვენებლის სათანადო კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო საშუალების დოზის კორექცია. 

ლითიუმის შემცველი პრეპარატები

ლითიუმის პრეპარატებთან სეკნიდაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. 

ციკლოსპორინი

სეკნიდაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში; სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის და კრეატინინის დონების სათანადო კონტროლი. 

5-ფტორურაცილი 

სეკნიდაზოლთან ერთად გამოყენებისას 5-ფტორურაცილის კლირენსი მცირდება, რაც იწვევს ამ უკანასკნელის ტოქსიკურობის ზრდას. 

ალკოჰოლი 

სეკნიდაზოლის ალკოჰოლთან ერთად მიღებისას შემდეგი სიმპტომები ვითარდება: მტკივნეული სპაზმები მუცლის ღრუში, ალები, ღებინება და ტაქიკარდია.

 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები 

კლინიკური სურათი სეკნიდაზოლით ჭარბი დოზირებისას, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია არასასურველი რეაქციების გაძლიერებით, კერძოდ, ნერვული სისტემის მხრივ.  

მკურნალობა 

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში თერაპია ემყარება მოწამვლის მკურნალობის ზოგად პრინციპებს; რეკომენდირებულია პაციენტზე სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფა სტაციონარის პირობებში და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზმიდან სეკნიდაზოლის გამოსაყვანად შეიძლება ჰემოდიალიზის გამოყენება. 

 

გამოშვების ფორმა 

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

4 ტაბლეტი ბლისტერში. 

1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. 

 

შენახვის პირობები

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! 

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან. 

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით. 

სად შევიძინოთ?