წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: კაფსულის ფორმის ცისფერი ტაბლეტები გრავირებით `შEჩN~ ერთ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.
შემადგენლობა
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: სეკნიდაზოლი 1,0 გ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, პოვიდონი (K30), მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (E15), ტიტანის დიოქსიდი, ინდიგო კარმინის ლაქი, გასუფთავებული ტალკი, პროპილენგლიკოლი.
პრეპარატის ათქ კოდი: P01AB
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება. ნიტროიმიდაზოლის წარმოებული.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სეკნიდოქსი – ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის ანტიპროტოზოული პრეპარატი ანტიბაქტერიული მოქმედებით. სეკნიდოქსს ახასიათებს ბაქტერიციდული (გრამდადებითი და გრამუარყოფითი ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ) და ამებიციდური (ნაწლავშიდა და ნაწლავგარე) ეფექტი.
სეკნიდოქსი განსაკუთრებით აქტიურია Trichomonas vaginalis, Entamoeba histolytica,
Giardia lamblia-ის მიმართ. მიკროორგანიზმის უჯრედში შეღწევისას სეკნიდაზოლი აქტიურდება 5-ნიტროჯგუფის აღდგენის შედეგად, მოქმედებს უჯრედის დნმ-ზე, რითაც იწვევს მისი სპირალისებური სტრუქტურის რღვევასა და ძაფების დაშლას, ნუკლეოტიდური სინთეზის ინჰიბირებასა და უჯრედის სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ სეკნიდოქსი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა თითქმის 80%-ს შეადგენს. სეკნიდოქსი კარგად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 25 საათია, რაც ამარტივებს პრეპარატის მიღების სქემას და მოსახერხებელია პაციენტთათვის.
გამოყენების ჩვენებები
_ ტრიქომონური ურეთრიტი და ვაგინიტი (გამოწვეული Trichomonas vaginalis-ის მიერ);
_ ბაქტერიული ვაგინოზი;
_ ნაწლავური ამებიაზი (გამოწვეული Entamoeba histolytica-ის მიერ);
_ ღვიძლის ამებიაზი (გამოწვეული Entamoeba histolytica-ის მიერ);
_ ლამბლიოზი (გამოწვეული Giardia lamblia-ის მიერ).
უკუჩვენებები
_ მომატებული მგრძნობელობა სეკნიდაზოლის და იმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ;
_ ცნს-ის ორგანული დაავადებები.
_ ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები
სეკნიდოქსის დანიშვნა არ შეიძლება ავადმყოფებში სისხლის დისკრაზიით ანამნეზში. პრეპარატით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს გარდამავალი ნეიტროპენია. ლეიკოციტების რაოდენობა აღდგება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებაზე.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
სეკნიდოქსი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გვერდითი მოქმედება
სეკნიდოქსი ადვილად აიტანება, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: საჭმლის მონელების დარღვევები, გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში, `ლითონის~ გემო პირში, გლოსიტი, სტომატიტი.
შედარებით იშვიათად ვლინდება:
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზომიერი გარდამავალი ლეიკოპენია.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება.
მიღების წესი და დოზირება
სეკნიდოქსი მიიღება შიგნით, უშუალოდ ჭამის წინ, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
დოზები მოზრდილებისათვის:
ტრიქომონური ურეთრიტი და ვაგინიტი, ბაქტერიული ვაგინოზი: 2 ტაბლეტი ერთჯერადად.
ნაწლავური ამებიაზი:
_ მწვავე სიმპტომური ამებიაზი: 2 ტაბლეტი ერთჯერადად.
_ უსიმპტომო ამებიაზი, კეროვანი და ცისტური ფორმის ჩათვლით: ყოველდღე 2 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.
ღვიძლის ამებიაზი: ყოველდღე 1,5 ტაბლეტი (1,5 გ) ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.
დოზები ბავშვებისათვის:
ნაწლავური ამებიაზი:
_ მწვავე სიმპტომური ამებიაზი: 30 მგ/კგ წონაზე ერთჯერადად.
_ უსიმპტომო ამებიაზი, კეროვანი და ცისტური ფორმის ჩათვლით: 30 მგ/კგ წონაზე ყოველდღე ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.
ღვიძლის ამებიაზი: 30 მგ/კგ წონაზე ყოველდღე ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი: 30 მგ/კგ წონაზე ერთჯერადად.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროებისას ტარდება სიმპტომური თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერთდროულად გამოყენებისას სეკნიდოქსი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (კუმარინის ან ინდანდიონის წარმოებულების) მოქმედებას.
სეკნიდოქსისა და დისულფირამის ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პარანოიდული რეაქციები და ფსიქოზები. ალკოჰოლთან კომბინირება იწვევს დისულფირამისმაგვარ რეაქციებს (სპაზმები მუცელში, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, სახის არეში სისხლის მოწოლის შეგრძნება).
ლითიუმის პრეპარატებთან ერთად სეკნიდოქსის მიღება ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
პრეპარატის კომბინირება არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან (ვეკურონიუმის ბრომიდი) რეკომენდებული არ არის.
ამოქსიცილინთან კომბინირებისას იზრდება აქტივობა Helicobacter
pylori-სთან მიმართებაში (ამოქსიცილინი თრგუნავს
ეზისტენტობის განვითარებას).
გამოშვების ფორმა
2 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერზე.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის პირობები
II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.