ლოპერამიდი უკავშირდება ნაწლავის კედელში არსებულ ოპიოიდურ რეცეპტორებს, თრგუნავს აცეტილქოლინის და პროსტაგლანდინების გამონთავისუფლებას. შედეგად მცირდება ნაწლავების გლუვი კუნთების ტონუსი და მოტორიკა, მცირდება პერისტალტიკა და იზრდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების დრო.
სტოპექსის მოქმედება იწყება სწრაფად და გრძელდება დაახლოებით 4-6 საათი.
- სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეა
- ფეკალური მასების გამოყოფის რეგულირება პაციენტებში ილეოსტომით
საწყისი დოზაა 4 მგ (2 კაფსულა)
შემდეგში - თხიერი განავლის შემთხვევაში ყოველი დეფეკაციის შემდეგ 2 მგ (1 კაფსულა)
ინიშნება 6 წლის ზევით
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დროულად დაფიქსირდეს ცნს-ის ტოქსიკური დაზიანების ნიშნები.
მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია დიეტის დაცვა და საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.
მკურნალობის პროცესში საჭიროა თავის შეკავება ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური ქმედებებისგან, რომლებიც ყურადღე-ბის კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვენ.
ექიმის რეცეპტის გარეშე