Plasmon
ტამოქსიფენი ებევე / Tamoxifen-Ebeve


აღწერილობა

ტაბლეტები 10 მგ 

მრგვალი თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ჯვარისებრი ჭდით ერთ მხარეს.

ტაბლეტები 20 მგ 

მრგვალი თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ჭდით ერთ მხარეს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ტამოქსიფენი.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ან 20 მგ ტამოქსიფენს, რაც, შესაბამისად, 15,2 მგ ან 30,4 მგ ტამოქსიფენის ციტრატის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიესტროგენები, ტამოქსიფენი.

ათქ-კოდი: L02BA01.

ფარმოკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა

ტამოქსიფენი წარმოადგენს ტრიფენილეთილენის არასტეროიდული წარმოებულს, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა ქსოვილებში ესტროგენის ანტაგონისტისა და აგონისტის ფარმაკოლოგიური თვისებების კომპლექსი. სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებულ პაციენტ ქალებში ტამოქსიფენი სიმსივნურ ქსოვილში ძირითადად მოქმედებს როგორც ანტიესტროგენი და ხელს უშლის ესტროგენის დაკავშირებას მის რეცეპტორებთან. ამას მოჰყვება ესტროგენის მიმართ მგრძნობიარე ქსოვილებში უჯრედული პროლიფერაციის შემცირება. სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებულ პაციენტ ქალებში ზოგიერთმა კვლევებმა აჩვენეს, რომ პოსტმენოპაუზაში ტამოქსიფენი დაახლოებით 10-20%-ით ამცირებს სისხლში საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონეს ანტიესტროგენული მოქმედების წყალობით. ასევე ამ ქალებში ტამოქსიფენი დადებითად მოქმედებდა ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებაზე. თუმცა პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალებში მოსალოდნელია ისეთი არაკეთილსასურველი ეფექტი, როგორიცაა ენდომეტრიუმის უჯრედების ჰიპერპლაზია. არაკონტროლირებად კვლევაში მაკ კიუნ-ოლბრაიტის სინდრომის მქონე 2-დან 10 წლამდე ასაკის 28 გოგოსგან შემდგარი ჰეტეროგენური ჯგუფი იღებდა პრეპარატს დოზით 20 მგ დღეში ერთხელ 12 თვემდე პერიოდის განმავლობაში. იმ პაციენტთა შორის, რომლებისგანაც კვლევის პერიოდის დაწყებამდე ყოფილა შეტყობინებები საშოდან სისხლდენის შესახებ, 62%-ში (21-დან 13 პაციენტი) სისხლდენის არარსებობა აღინიშნებოდა 6 თვის განმავლობაში და 33%-ში (21-დან 7 პაციენტში) - მთელი კვლევის განმავლობაში. საშვილოსნოს მოცულობა იზრდებოდა 6 თვიანი თერაპიის დასრულებისას და ორმაგდებოდა ერთწლიანი კვლევის დასრულების მომენტისთვის. მიუხედავად იმისა, ეს მონაცემები შეესაბამება ტამოქსიფენის ფარმაკოდინამიკურ თვისებებს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის დადგენილი. ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს. კერძოდ, არ არის შესწავლილი ტამოქსიფენის ხანგრძლივი გამოყენების ზეგავლენა ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებასა და ზოგად განვითარებაზე.

CYP2D6 იზოფერმენტის პოლიმორფიზმა შესაძლოა განაპირობოს ტამოქსიფენით მკურნალობისგან მიღწეული კლინიკური ეფექტის განსხვავებების არსებობა. CYP2D6-ის მიხედვით ნელ მეტაბოლიზატორებში შესაძლოა აღინიშნოს თერაპიული ეფექტის დაქვეითება. ამ მონაცემების სრული მნიშვნელობა CYP2D6-ის მიხედვით ნელი მეტაბოლიზატორების ტამოქსიფენით მკურნალობისთვის არ არის შესწავლილი.

არსებული კლინიკური მონაცემები იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ CYP2D6-ის არაფუნქციონალურობის ალელის მიხედვით ჰომოზიგოტურ პაციენტებში შესაძლოა აღინიშნებოდეს ტამოქსიფენის თერაპიული ეფექტიანობის დაქვეითება სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის დროს. კლინიკური კვლევების უმრავლესობა ჩატარებული იყო პოსტმენოპაუზაში მყოფი ქალების მონაწილეობით.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ შრატში მაქსიმალური  კონცენტრაცია მიიღწევა 4-7 საათის განმავლობაში.

40 მგ დოზის ყოველდღიური მიღებისას წონასწორული კონცენტრაციები (დაახლოებით 300 ნგ/მლ) მიიღწევა 4 კვირის შემდეგ. აშკარაა პლაზმურ დონეებსა და კლინიკურ პასუხს შორის კორელაციის არარსებობა.

ტამოქსიფენი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება შრატისმიერ ალბუმინს (> 99%-ით).

მეტაბოლიზმი ხდება ჰიდროქსილირებისა და დემეთილირების გზით Р450 ციტოქრომის სისტემის მონაწილეობით, ასევე კონიუგაციის საშუალებით. პრეპარატი ექვემდებარება ექსტენსიურ მეტაბოლიზმს. ტამოქსიფენი უმეტესწილად მეტაბოლიზდება CYP3A4 იზოფერმენტის მონაწილეობით N- დესმეთილტამოქსიფენამდე, რომელიც შემდგომ მეტაბოლიზდება CYP2D6-ის მონაწილეობით სხვა აქტიურ მეტაბოლიტამდე 4-ჰიდროქსი-N- დესმეთილტამოქსიფენამდე (ენდოქსიფენამდე).

თუ N-დესმეთილტამოქსიფენი წარმოიქმნება უპირატესად CYP3A4-ის ზემოქმედების ქვეშ, 4-ჰიდროქსიტამოქსიფენი წარმოიშობა CYP2D6-ის (და უმნიშვნელო ხარისხით CYP2C9-ის და CYP3A4-ის) ზემოქმედების ქვეშ. N- დესმეთილტამოქსიფენსა და ენდოქსიფენს გააჩნია ისეთივე ბიოლოგიური აქტივობა, როგორც ტამოქსიფენს. CYP2D6 არააქტიური იზოფერმენტის მქონე პაციენტებში ენდოქსიფენის კონცენტრაცია დაახლოებით 75%-ით ნაკლებია, ვიდრე CYP2D6-ის ნორმალური აქტივობის მქონე პაციენტებში. CYP2D6-ის ძლიერი ინჰიბიტორების გამოყენება დაახლოებით იმავე ხარისხით უწყობს ხელს ენდოქსიფენის პლაზმური კონცენტრაციის შემცირებას.

გამოყოფა ხდება ძირითადად განავლთან ერთად მეტაბოლიტების სახით. ნახევრად გამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს 7 დღეს, ხოლო ძირითადი მეტაბოლიტის N-დესმეთილტამოქსიფენის (ძირითადი ცირკულირებადი მეტაბოლიტის) - დაახლოებით 14 დღეს.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ტამოქსიფენის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი.

მაკ კიუნ-ოლბრაიტის სინდრომის მქონე 2-დან 10 წლამდე ასაკის გოგოებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს 20 მგ დოზით დღეში ერთხელ 12 თვემდე პერიოდის განმავლობაში, აღინიშნებოდა ასაკზე დამოკიდებული კლირენსის შემცირება და ექსპოზიციის (AUC ) გაზრდა (50%-მდეც კი, ამასთან ყველაზე დიდი მაჩვენებლები აღინიშნებოდა ყველაზე უმცროს პაციენტებში) მოზრდილების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.

 

გამოყენების ჩვენებები

სარძევე ჯირკვლის კიბოს პალიატიური და ადიუვანტური თერაპია. ტამოქსიფენი ებევე გამოიყენება 18 წლის ასაკის და უფროს ქალებში.

დოზები და გამოყენების წესი

დოზები

საწყისი დოზის შერჩევა ხდება პაციენტის საერთო მდგომარეობაზე დამოკიდებულებით. სტანდარტული სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-40 მგ, რომლის მიღება შეიძლება ერთჯერადი დოზის სახით ან დღეში ორ მიღებაზე დაყოფით. როგორც წესი, საკმარისი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ტამოქსიფენის 20 მგ დოზის გამოყენებისას. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, მაგრამ, როგორც წესი, მკურნალობა უვადოა ან გრძელდება დაავადების რეციდივამდე.

ტამოქსიფენით ებევე მკურნალობა, როგორც წესი ხანგრძლივია და უნდა ტარდებოდეს გამოცდილი ონკოლოგის კონტროლის ქვეშ. დადებითი ჰორმონების რეცეპტორების სტატუსის მქონე სარძევე ჯირკვლის ადრეული სტადიის კიბოს ადიუვანტური თერაპიისთვის მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 5 წელს. ტამოქსიფენით მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა ჯერ არ არის დადგენილი.

ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ბავშვები და მოზარდები

ტამოქსიფენის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში არ არის დადგენილი.

გამოყენების წესი

შიგნით მიღებისთვის.

ტაბლეტებს მთლიანად ყლაპავენ, სითხის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით, უმჯობესია საკვების მიღების დროს.

უკუჩვენებები

• მომატებული ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

• მძიმე თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია ან ჰიპერკალციემია.

• ორსულობა და ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ღვიძლის და თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ანამნეზში თრომბოემბოლური მოვლენების, თვალების დაავადებების დროს რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა და პაციენტის მდგომარეობაზე კონტროლის განხორციელება.

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე საჭიროა პაციენტის საერთო კომპლექსური და გინეკოლოგიური გამოკვლევა.

იმ პაციენტებში, რომლებსაც საშვილოსნო შენარჩუნებული აქვთ საჭიროა ყოველწლიურად ენდომეტრიუმის მდგომარეობის შეფასება შესაძლო ცვლილებების არსებობაზე.

პრემენოპაუზაში მყოფი პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს მენსტრუალური ციკლის ცვლილებები მენსტრუაციის სრულ დათრგუნვამდეც კი.

ტამოქსიფენის გამოყენებისას ყოფილა შეტყობინებები ენდომეტრიუმის კიბოს და საშვილოსნოს სარკომას (ძირითადად ავთვისებიანი მიულერის შერეული სიმსივნეების) განვითარების მომატებული სიხშირის შესახებ. თუმცა მათი განვითარების ძირითადი მექანიზმი უცნობია, იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ტამოქსიფენის ესტროგენის მსგავს ეფექტთან.

ყველა პაციენტი, რომლებშიც თერაპიის დროს ჩნდება გინეკოლოგიური დარღვევები, განსაკუთრებით საშვილოსნოდან სისხლდენები თერაპიის ფონზე ან მისი დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა გამოკვლეულ იქნან სპეციალისტის მიერ.

ტამოქსიფენით მკურნალობის შემდეგ აღინიშნებოდა სხვა ლოკალიზაციის პირველადი სიმსივნეების  წარმოშობა - არა ენდომეტრიუმში და არა სხვა სარძევე ჯირკვალში. დღემდე ტამოქსიფენის გამოყენებასთან მიზეზობრივი კავშირი არ არის დადგენილი, ამიტომ მოცემული დაკვირვებების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი.

ტამოქსიფენით ებევე თერაპიის დასაწყისში პაციენტმა უნდა გაიაროს გამოკვლევა ოფთალმოლოგთან.

მხედველობის სიმახვილის ცვლილებებისას, რომელიც წარმოიქმნება ტამოქსიფენით ებევე მკურნალობისას, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ოფთალმოლოგიური 

გამოკვლევა, ვინაიდან ზოგიერთი ცვლილება მათი ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში შესაძლოა აღმოფხვრილ იქნას პრეპარატის მოხსნის გზით.

მკურნალობის დაწყებამდე რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალები უნდა გამოკვლეულ იქნან ორსულობის გამორიცხვის მიზნით. ასეთი ქალები უნდა ინფორმირებულ იქნან კონტრაცეპციის მნიშვნელობის შესახებ. ტამოქსიფენით ებევე თერაპიის დროს და მისი დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში ორსულობის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა კონტრაცეპციის არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება (ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები ამ მიზნისთვის არ გამოდგება).

CYP2D6 იზოფერმენტით (ნელი მეტაბოლიზატორები) განპირობებული მეტაბოლიზმის დაბალი დონის მქონე პირებს ენდოქსიფენის, ტამოქსიფენის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიური მეტაბოლიტის, უფრო დაბალი პლაზმური კონცენტრაციები გააჩნია.

CYP2D6 იზოფერმენტის მაინჰიბირებელი პრეპარატების ერთდროულ დანიშვნას შეიძლება მოჰყვეს ედოქსიფენის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის შემცირება. ამ მიზეზით ტამოქსიფენით ებევე მკურნალობის ჩატარებისას შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნას აცილებული CYP2D6 ძლიერი ინჰიბიტორების (როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი, ქინიდინი, ცინაკალცეტი ან ბუპროპიონი) ერთრდროული დანიშვნა.

ღვიძლის მხრივ დარღვევების მქონე პაციენტებში საჭიროა მისი მდგომარეობის გულმოდგინე კონტროლი. საჭიროა სისხლის სურათის (განსაკუთრებით თრომბოციტების), ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის, სისხლში კალციუმის შრატისმიერი დონისა და გლუკოზის დონეების რეგულარული შემოწმება. გარდა ამისა, საჭიროა რეგულარული გამოკვლევების ჩატარება (ფილტვებისა და ძვლების რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა) შესაძლო მეტასტაზების ადრეული გამოვლენის მიზნით.

სარძევე ჯირკვლის გადავადებული მიკროქირურგიული რეკონსტრუქციის დროს ტამოქსიფენმა შესაძლოა გადანერგილი ქსოვილების უბნებში მიკროსისხლძარღვოვანი გართულებების რისკი გაზარდოს.

მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზური უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღოს.

ტამოქსიფენმა შესაძლოა დოპინგ-ტესტების დროს დადებით შედეგებს იძლეოდეს. დოპინგის სახით ტამოქსიფენის გამოყენება ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო იყოს.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

ტამოქსიფენით თერაპიის დროს არ შეიძლება ჰორმონალური პრეპარატების, განსაკუთრებით ესტროგენის შემცველი პრეპარატების (ანუ, ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების), მიღება, ვინაიდან ამ დროს შესაძლებელია მოცემული პრეპარატების ეფექტიანობის ურთიერთდასუსტება. 

ტამოქსიფენით თერაპიის დროს არ შეიძლება ჰორმონალური პრეპარატების, განსაკუთრებით ესტროგენების შემცველი პრეპარატების (ანუ ჩასახცის საწინააღმდეგო ტაბლეტების) გამოყენება, ვინაიდან ამ დროს შესაძლებელია მოცემული პრეპარატების ეფექტურობის ურთიერთშესუსტება.

ტამოქსიფენისა და ქიმიოთერაპიის ერთდროული დანიშვნისას იზრდება თრომბოემბოლური გართულებების რისკი.

ტამოქსიფენით თერაპიის ფონზე არ შეიძლება ანტიაგრეგანტული პრეპარატების გამოყენება, ვინაიდან ამან შეიძლება გაზარდოს თრომბოციტოპენიურ ფაზაში სისხლდენის განვითარების რისკი.

კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტებთან, როგორიცაა ვარფარინი, ტამოქსიფენის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააძლიეროს ანტიკოაგულანტური ეფექტი. იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტებსა და ტამოქსიფენს, საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების გულმოდგინე კონტროლი, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში.

არომატაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციაში ადიუვანტური თერაპიის სახით ტამოქსიფენის გამოყენებამ ტამოქსიფენით მონოთერაპიასთან შედარებით ეფექტურობის გაზრდა არ გამოავლინა.

ადამიანის ორგანიზმში ტამოქსიფენის მეტაბოლიზმის ძირითადი გზა არის დემეთილირება, რომელიც CYP3A4 იზოფერმენტით კატალიზდება. რიფამპიცინთან, CYP3A4-ის ინდუქტორთან, ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ტსისხლის პლაზმაში ამოქსიფენის დონეს ამცირებს. მოცემული დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა ცხადი არ არის. არსებობს შეტყობინებები CYP2D6 ინჰიბიტორებთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებების შესახებ, რომელიც იწვევეს ენდოქსიფენის პლაზმური დონეების შემცირებას. ლიტერატურაში წარმოდგენილია მონაცემები ენდოქსიფენის პლაზმური კონცენტრაციის 65-75%-იანი შემცირების შესახებ CYP2D6 იზოფერმენტრის ინჰიბიტორებთან ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების შედეგად. რიგი კვლევების დროს გამოვლენილ იქნა ტამოქსიფენის ეფექტურობის შემცირება სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების ჯგუფის ზოგიერთ ანტიდეპრესანტთან (მაგალითად, პაროქსეტინთან) ერთდროული დანიშვნისას. რადგან CYP2D6 ძლიერ ინჰიბიტორებთან (როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი,  ქინიდინი, ცინაკალცეტი ან ბუპროპიონი) ერთად დანიშვნისას ტამოქსიფენის ეფექტურობის შემცირების გამორიცხვა არ შეიძლება, შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა აცილებულ იქნას მათი ერთდროული დანიშვნა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

ყოფილა ცალკეული შეტყობინებები მკვდრად შობის, სპონტანური მუცლის მოშლის და თანდაყოლილი მანკის შესახებ ორსული ქალების მიერ ტამოქსიფენის გამოყენების შემდეგ. თუმცა მიზეზობრივი კავშირი არ იყო დადგენილი. ორსული ქალები ტამოქსიფენს მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ღებულობდნენ. ამასთან, ახალგაზრდა ქალებში, რომლებიც ტამოქსიფენის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ დედის მუცელში ყოფნის დროს, შემდგომში არ ყოფილა ვაგინალური ადენოზი ან საშოს ან საშვილოსნოს ყელის ღიაუჯრედოვანი კარცინომა. 

ტამოქსიფენი 20 მგ დოზით დღეში ორჯერ თრგუნავს ლაქტაციას. ლაქტაციის განახლება არ ხდება თერაპიის შეწყვეტის შემდეგაც კი. გარდა ამისა, არ არის ცნობილი აღწევს თუ არა ტამოქსიფენი დედის რძეში. ამასთან დაკავშირებით ამ პრეპარატი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში. თუ ძუძუთი კვების პერიოდში ჩნდება ტამოქსიფენი ებევეს გამოყენების საჭიროება, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. პრემენოპაუზაში მყოფ ქალებში თერაპიის დაწყებამდე საჭიროა ორსულობის გამორიცხვა. თერაპიის დროს და მისი დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა გამოყენებულ იქნას კონტრაცეპციის საიმედო არაჰორმონალური მეთოდები.

 

ზეგავლენა სატრანსპორტო  საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა შესაძლებელია მომატებული დაღლილობა, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გვერდითი მოქმედება

არასასურველი რეაქციების წარმოშობის სიხშირე კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10), არახშირი (≥1/1000 და <1/100), იშვიათი (≥1/10 000<1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე არ არის დადგენილი (არსებული მონაცემების თანახმად სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები, კისტებისა და პოლიპების ჩათვლით

ხშირი: საშვილოსნოს ფიბრომიომა.

არახშირი: ენდომეტრიუმის კიბო.

იშვიათი: საშვილოსნოს სარკომა (ძირითადად ავთვისებიანი მიულერის შერეული სიმსივნეები).

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ხშირი: ანემია.

არახშირი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია. იშვიათი: ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი ძალიან იშვიათი: პანციტოპენია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ხშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი: ალები.

არახშირი: ჰიპერკალციემია.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ძალიან ხშირი: სითხის შეკავება.

ხშირი: ტრიგლიცერიდების დონის მომატება.

ფსიქიკური დარღვევები

იშვიათი:  დეპრესია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სენსორული დარღვევები (პარესთეზიისა და დისგევზიის ჩათვლით).

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

ხშირი: რეტინოპათია, კატარაქტა.

იშვიათი: რქოვანას ცვლილებები,  ოპტიკური ნეირომიელიტი, მხედველობის ნერვის ნეიროპათია.

ძალიან იშვიათი: სიბრმავე.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ხშირი: იშემიური ცერებროვასკულარული და თრომბოემბოლური დარღვევები (ღრმა ვენების თრომბოზის, მიკროსისხლძარღვების თრომბოზისა და ფილტვის არტერიის ემბოლიის ჩათვლით).

სიხშირე არ არის დადგენილი: თრომბოფლებიტი.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ

არახშირი: ინტერსტიციალური პნევმონიტი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირი: გულისრევა.

ხშირი: ღებინება, დიარეა, ყაბზობა.

არახშირი: პანკრეატიტი.

იშვიათი: გემოს შეგრძნების დარღვევები, მადის დაკარგვა.

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

ხშირი: ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილებები, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია.

არახშირი: ღვიძლის ციროზი.

ძალიან იშვიათი: ქოლესტაზი, ჰეპატიტი, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ჰეპატოცელულარული ცვლილებები, აგრანულოციტოზი ღვიძლის უჯრედების ნეკროზით.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ძალიან ხშირი: კანზე გამონაყარი.

ხშირი: ალოპეცია, კანის დაზიანების უკვე არსებული კერების გამწვავება ან დაზიანების ახალი კერების გაჩენა.

იშვიათი: ჰიპერტრიქოზი, პოლიმორფული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ბულოზური პემფიგოიდი, კანის ვასკულიტი, ანგიონევროზული შეშუპება.

ძალიან იშვიათი: კანის წითელი მგლურა.

დარღევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

ხშირი: ფეხის კუნთების კრუნჩხვები, მიალგია.

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ

ძალიან ხშირი: მენსტრუალური ციკლის დარღვევები, საშვილოსნოდან სისხლდენები, საშვილოსნოდან გამონადენი.

ხშირი: ვულვის ქავილი, ენდომეტრიუმის ცვლილებები (ჰიპერპლაზიისა და პოლიპების ჩათვლით).

იშვიათი: საკვერცხის კისტა, ენდომეტრიოზი, ვაგინალური პოლიპები.

თანდაყოლილი, საოჯახო და მემკვიდრეობითი დარღვევები

ძალიან იშვიათი: კანის მოგვიანებითი პორფირია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

ძალიან ხშირი: მომატებული დაღლილობა.

იშვიათი: სიმსივნის კლინიკური გამოვლინებების ტრანზიტორული გაუარესება.

ტრავმები, მოწამვლა და პროცედურების გართულებები

ძალიან იშვიათი: ადგილობრივი სხივური რეაქციების რეციდივი მანამდე დასხივებულ არეში.


ჭარბი დოზირება

თეორიულად ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ზემოთ აღწერილი არასასურველი ფარმაკოლოგიური რეაქციების გაძლიერება. მძიმე ჭარბმა დოზირებამ (თერაპიულ დოზაზე 100-200 ჯერ მაღალი) შესაძლოა ესტროგენური ეფექტები გამოიწვიოს.

ტამოქსიფენის დოზები, რომელიც რამოდენიმე ჯერ აღემატება სტანდარტულ დოზებს, შესაძლოა ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან იყოს დაკავშირებული.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური, საერთო ზომების გამოყენებით.

 

შეფუთვა

პვქ/ პვდქ /ალუმინის ბლისტერი.

სამი ბლისტერი, თითოეულში 10 ტაბლეტი, მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 оС ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.

სად შევიძინოთ?