შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული შეიცვას
აქტიური ნივთიერება: ტენოქსიკამი 20 მგ.
დახმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი პრეჟელატინიზირებული, ტალკი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი II 85F220095 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ყვითელი სანსეტი FCF ალუმინის ლაქი, ტარტრაზინ ალუმინის ლაქი).
პრეპარატის ათქ კოდი: M01AC02
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. ოქსიკამები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტექსამენი – ეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (აასს) ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის თვისებები განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტალგანდინების სინთეზის ბლოკადას.
ტექსამენის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას), ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზებით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას), ანთების მედიატორების (პროსტაგლანდინები, ჰისტამინი, ბრადიკინინი, ლიმფოკინები, კომპლემენტის ფაქტორები) სინთეზის დათრგუნვით ან ინაქტივაციით. პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს; აფერხებს ანთების პროლიფერაციული ფაზის განვითარებას; ამცირებს ქსოვილების პოსტანთებით სკლეროზირებას; ახასიათებს ქონდროპროტექტორული მოქმედება.
პრეპარატი კუპირებას ახდენს ან ამცირებს ნებისმიერი ეტიოლოგიის ტკივილის სინდრომს, ამცირებს დილის შებოჭილობას, ზრდის დაზიანებული სახსრების მოძრაობის დიაპაზონს. ხანგრძლივი გამოყენებისას გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
ტენოქსიკამი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საკვების და ანტაციდების მიღება ანელებს აბსორბციის პროცესს, შეწოვის ხარისხზე ზეგავლენის გარეშე. Cmax მიიღწევა 2 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. პრეპარატი 99%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ტენოქსიკამის განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენს მოქმედების ხანგრძლივობა და ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი 72 საათი. ტენოქსიკამი კარგად აღწევს სინოვიურ სითხეში. ადვილად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 60-75 საათს. ექსკრეცია ხდება ძირითადად შარდით და ნაწილობრივ ნაღველით.
გამოყენების ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, თანმხლები ტკივილის სინდრომით:
- სახსროვანი სინდრომი პოდაგრის, რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, ოსტეოქონდროზის, რევმატიზმის სახსროვანი ფორმის (ტენდინიტი, ბურსიტი, მიოზიტი) დროს;
- ტკივილი ხერხემალში, ნევრალგია, მიალგია, იშიალგია;
- ალგოდისმენორეა;
გამოყენების წესი და დოზები
ტექსამენი მიიღება შიგნით.
პრეპარატი ინიშნება დოზით 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში ერთი და იგივე დროს.
მწვავე პოდაგრული ართრიტისას ინიშნება 40 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 2 დღის განმავლობაში, შემდეგ – 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა აასს-ების მიმართ;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები;
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
- მძიმე მიმდინარეობის გასტრიტი;
- ღვიძლის და თირკმელების გამოხატული დარღვევები;
- არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შეშუპება;
- ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოქმედება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია (გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, დიარეა, მეტეორიზმი), ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, სტომატიტი, ანორექსია; მაღალ დოზებში ხანგრძლივი გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი გართულებები.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეპრესია, მომატებული აგზნებადობა.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემა, სტივენს-ჯონსისა და ლაილის სინდრომები.
სხვა: თირკმლების ფუნქციის დარღვევა, პლაზმაში კრეატინინის, აზოტის, შარდოვანას, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება.
განსაკუთრებული მითითებები
ტექსამენი სიფრთხილით ინიშნება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, აგრეთვე ღვიძლის და თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში.
ტექსამენი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომელთაც დაგეგმილი აქვთ ოპერაციული ჩარევა (არადაგეგმილი ოპერაციული ჩარევებისას ექიმს უნდა ვაცნობოთ ტექსამენის მიღების შესახებ).
ტექსამენი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (საჭიროა პაციენტის მდგომარეობის კონტროლი და ულცეროგენული მოქმედების განვითარებისას ტექსამენის მიღების შეწყვეტა).
აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია ნატრიუმის და წყლის შეკავება ორგანიზმში.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში ქმედებების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის დროს პრეპარატი უკუნაჩვენებია.
ტენოქსიკამი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პედიატრიაში გამოყენება
უსაფრთხოება ბავშვებში გამოყენებისას არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ტექსამენი ერთდროულად არ ინიშნება სალიცილატების ჯგუფის პრეპარატებთან, აგრეთვე არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან და კორტიკოსტეროიდებთან.
ტექსამენის თანხლები გამოყენება აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების და სულფონილშარდოვანას წარმოებულების მოქმედებას.
პრობენეციდმა შეიძლება გააძლიეროს ტენოქსიკამის გამოყოფა.
ტენოქსიკამი ერთდროული გამოყენებისას რამდენადმე აქვეითებს საგულე გლიკოზიდების დონეს სისხლის პლაზმაში.
ტექსამენი ერთდროულად არ გამოიყენება დიურეზულ საშუალებებთან, აგრეთვე პოტენციურ ნეფროტოქსიურ პრეპარატებთან.
ტექსამენი არ ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც იღებენ სეროტონინული რეცეპტორების და ანტიაგრეგაციული საშუალებების ანტაგონისტებს.
ტენოქსიკამი აძლიერებს მეთოტრექსატის და ლითიუმის პლაზმურ კონცენტრაციებს.
ანტაციდური სამკურნალო პრეპარატები ამცირებენ ტენოქსიკამის აბსორბციას.
ტენოქსიკამის ქინოლონურ ანტიბიოტიკებთან თანხლები გამოყენებისას აღინიშნება კრუნჩხვების განვითარების რისკი.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, ტენოქსიკამით ჭარბ დოზირებაზე ეჭვის არსებობისას რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე