1.რას წარმოადგენს თიოკასი მონო და რისთვის გამოიყენება?
თიოკასი მონო არის ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს).
თიოკასი მონო გამოიყენება სახსრებში, მყესებში (კუნთებისა და ძვლების შემაერთებელი სტრუქტურები), იოგებსა (ძვლების შემაერთებელი ქსოვილი) და კუნთებში ტრავმული და დეგენერაციული დაავადებების შედეგად განვითარებული ტკივილისა და ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ.
თიოკასი მონო მოქმედებს იმ ნივთიერებების წარმოქმნის პროფილაქტიკის ან შემცირების გზით, რომლებიც იწვევს ტკივილსა და ანთებას სახსრების, მყესების, იოგებისა და კუნთების დაზიანებულ უბნებში. ადგილობრივად წასმის შემთხვევაში გელი ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას დაზიანებულ უბანში.
თიოკასი მონო გელი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას დექსკეტოპროფენს (ტრომეტამოლის სახით) და გამოდის ალუმინის ტუბში, რომელიც შეიცავს 60 გრამ გელს.
2.რა უნდა იცოდეთ თიოკასი მონოს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ თიოკასი მონო ქვემოთ მითითებულ სიტუაციებში
თუ ხართ ალერგიული (გაქვთ ჭარბი მგრძნობელობა) დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან თიოკასი მონოს ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თუ გაქვთ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
თუ გაქვთ ასთმა, ან წარსულში აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას გქონდათ ასთმის შეტევა, მწვავე ალერგიული რინიტი (ალერგიული ხანმოკლე ანთება ცხვირში), ცხვირის პოლიპები (ცხვირში წარმოქმნილი მასა ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), სახის და ყელის შეშუპება ალერგიის გამო (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება), ან ხიხინი გულ-მკერდის არეში.
თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
პრეპარატი არ გამოიყენება ღია ჭრილობაზე ან კანის ხანგრძლივად დაზიანებულ უბნებზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ლორწოვან გარსებზე, თვალის, ანალურ ან გენიტალიების არეში.
თიოკასი მონოს გამოყენების შემდეგ არ შეიძლება ოკლუზიური სახვევების ან მოჭერილი ტანსაცმლის გამოყენება.
თიოკასი მონოგამოიყენეთ სიფრთხილის ზომების დაცვითქვემოთ მითითებულ სიტუაციებში
· ადგილობრივად, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, გამოსაყენებელი პროდუქტები შეიძლება იწვევდეს მგრძნობელობას და ადგილობრივ გაღიზიანებას.
· სინათლის მიმართ მგრძნობელობის ან ჰიპერმგრძნობელობის შესაძლო რეაქციების პრევენციისთვის თავიდან უნდა აიცილოთ მზის სხივების, ულტრაიისფერი და სოლარიუმის გამოსხივების ზემოქმედება მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში.
· მიუხედავად მისი მცირე სისტემური მოქმედებისა, პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით ან ღვიძლის დაავადებით.
· თიოკასი მონოს გამოყენების შემდეგ კანის მხრივ რეაქციების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
თუ ნებისმიერი ეს გაფრთხილება თქვენ გეხებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ადგილი ჰქონდათ წარსულში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თიოკასი მონოს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვინაიდან პრეპარატი გამოიყენება კანზე, მოსალოდნელი არ არის მისი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან.
ორსულობა
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში თიოკასი მონოს გამოყენება რეკომენდებული არ არის. ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში თიოკასი მონო გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, თიოკასი მონოს გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენს ბავშვს ძუძუთი კვებავთ, თიოკასი მონოს გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ძუძუთი კვების პერიოდში თიოკასი მონოს გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია თიოკასი მონოს ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
პრეპარატი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას.
სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღება
ვინაიდან ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დექსკეტოპროფენი ძალიან მცირე რაოდენობით ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, სამკურნალწამლო ურთიერთქმედება თითქმის შეუძლებელია.
სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოქმედების რისკი.
თუ ამჟამად იღებთ ნებისმიერ რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატს, ან ახლახანს დაასრულეთ მათი მიღება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3.როგორ გამოიყენება თიოკასი მონო?
მითითება სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით და დოზა/გამოყენების სიხშირე :
პრეპარატი უნდა წაისვათ მტკივნეულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
გამოიყენეთ მითითებული დოზა, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული თქვენი ექიმის მიერ.
გამოყენების წესი და მეთოდი:
თიოკასი მონო გამოიყენება გარეგნულად.
გელი ფრთხილად უნდა შეიზილოთ სრულ შეწოვამდე.
თიოკასი მონოს წასმის შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:
ვინაიდან ბავშვებისთვის ჩვენება და დოზა განსაზღვრული არ არის, მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმულები:
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:
მიუხედავად პრეპარატის მცირე სისტემური მოქმედებისა, ის სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება თირკმელების მძიმე უკმარისობის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ ფიქრობთ, რომ თიოკასი მონოს მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი თიოკასი მონო:
არ გამოიყენოთ თიოკასი მონო გელის 7.5 გ-ზე მეტი დღეში (გელის დაახლოებით 14 სმ).
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პრეპარატი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი თიოკასი მონო, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ თიოკასი მონოს მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს თიოკასი მონოთი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
ხელმისაწვდომი არ არის.
4.შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, თიოკასი მონოსაცშეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.
იშვიათი გვერდითი მოქმედება (აღენიშნება 10000-დან სულ მცირე 1 პაციენტს; მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
· დერმატიტი (კანის სიწითლე, ძლიერი ქავილი, შეშუპება, ბუშტუკების განვითარება, ქერქის წარმოქმნა, აქერცვლა)
ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება (აღენიშნება 10000-დან სულ მცირე 1 პაციენტს)
· ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება)
უცნობი სიხშირის გვერდითი მოქმედება:
· ფოტომგრძნობელობის რეაქციები (მგრძნობელობა სინათლის მიმართ) (წყლიანი ბუშტუკები კანზე, სიწითლე)
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
შეტყობინება არასასურველი რეაქციის შესახებ
დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთან, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული შეფუთვის საინფორმაციო ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5.თიოკასი მონოს შენახვის პირობები
თიოკასი მონოშ ეინახეთ საკუთარ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.
თიოკასი მონო არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
თიოკასი მონო არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის დაზიანებას.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით ეს პრეპარატები გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას