Plasmon
ტორას-დენკი 10 / Toras-Denk 10


ტორას–დენკი 10
ტალეტები შიგნით მისაღებად
მარყუჟოვანი დიურეტიკები
აქტიური ინგრედიენტი: ტორასემიდი 10 მგ

წამლის ანოტაცია: ინფორმაცია მომხარებლისათვის
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციიის სრულად წაკითხვა.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.
თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის და არ შეიძლება მისი მიცემა სხვისთვის. ის შეიძლება საზიანო იყოს სხვისი ჯანმრთელობისათვის მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, რომელიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

აქტიური ნივთიერება: 
1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ტორასემიდს. 

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.

ფარმაკოლოგია:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მარყუჟოვანი დიურეტიკი/სალურეტიკი
ათქ კოდი: C03CA04 
ტორასემიდს აქვს სალურეზული ეფექტი, რადგან იგი აინჰიბირებს ნატრიუმის და ქლორის რეაბსორბციას ჰენლეს მარყუჟის აღმავალი ნაწილიდან. 
ადამიანებში დიურეზული ეფექტი სწრაფად ვლინდება პრეპარატის ინტრავენური შეყვანის ან შიგნით მიღების შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 1 საათში ან 2-3 საათის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს 12 საათამდე. ჯანმრთელ პირებში დაახლოებით 5-100 მგ დოზის შეყვანის შემდეგ გამოვლინდა დიურეზული ეფექტის პირდაპირპროპორციული მომატება (მაქსიმალური აქტივობა). ასევე გაძლიერებული დიურეზი შესაძლებელია გამოვლინდეს მაშინაც, როდესაც სხვა შარდმდენების (მაგალითად დისტალურად მოქმედი თიაზიდები) მიღება არაეფექტურია, მაგალითად თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს. 
ამ თვისების გამო ტორასემიდი ამცირებს შეშუპებას. პრე- და პოსტდატვირთვის შემცირების ხარჯზე ტორასემიდი აუმჯობესებს სიმპტომებს და ასევე გულის კუნთის მდგომარეობას  გულის უკმარისობის მკურნალობის დროს. 
ტორასემიდის შიგნით მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის პირველ კვირაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნება არაუგვიანეს 12 კვირის შემდეგ. ტორასემიდი ამცირებს არტერიულ წნევას პერიფერიული რეზისტენტობის შემცირების ხარჯზე. ეს ეფექტი განპირობებულია ელექტროლიტების დისბალანსის დარეგულირებით და განსაკუთრებით კი დიდი რაოდენობით თავისუფალი ჩა2+ იონების მოქმედების შემცირებით არტერიული კუნთის უჯრედებში, რაც ძალიან ტიპიურია ჰიპერტენზიისთვის. ეს სავარაუდოდ ამცირებს კუმშვადობის უნარს ან სისხლძარღვების მგრძნობელობას სისხლძარღვთა შემავიწროვებელი ნივთიერებების, მაგალითად კატექოლამინების მიმართ. 

ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია და დისტრიბუცია:
შიგნით მიღების შემდეგ ტორასემიდი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ. 
ბიოათვისებულობა შეადგენს დაახლოებით 80-90%-ს და პირველი გასვლის ეფექტი შეადგენს 10-20%-ს, რაც ნიშნავს, რომ აბსორბცია არის სრული. 
ჩატარეული 2 კვლევიდან გამოვლინდა, რომ საკვების მიღების შემდეგ ტორასემიდის აბსორბციის სიჩქარე (დროზე დამოკიდებული) შემცირებულია (უფრო დაბალი Cmax. და მომატებული tmax მაჩვენებლები), თუმცა ტორასემიდის მთლიანი აბსორბცია უცვლელია საკვების მიღების შემდეგაც. 
ტორასემიდის 99% უერთდება პლაზმის ცილებს, ხოლო მისი მეტაბოლიტები M1, M3 და M5 უერთდება პლაზმის ცილებს 86%, 95% და 97% შესაბამისად. განაწილების მოცულობა შეადგენს 16 ლ-ს. 
მეტაბოლიზმი 
ადამიანებში ტორასემიდი იშლება 3 მეტაბოლიტად M1, M3 და M5. არ არის მონაცემები სხვა მეტაბოლიტების არსებობის შესახებ. M1  და M5 მეტაბოლიტები წარმოიქმნებიან მაშინ, როდესაც ფენილის ციკლში შემავალი მეთილის ჯგუფი ფაზურად იჟანგება კარბოქსილის მჟავამდე, ხოლო M3 მეტაბოლიტი წარმოიქმნება ციკლის ჰიდროქსილირების შედეგად. 
M2 და M4 მეტაოლიტები ნანახი იქნა ექსპერიმენტულ ცხოველებში, მაგრამ არა ადამიანებში. 
ტორასემიდს და მის მეტაბოლიტებს ახასიათებთ დოზა პროპორციული კინეტიკა, რადგან შრატის მაქსიმალური კონცენტრაცია და შრატის მრუდის ქვეშ არსებული არე იზრდება დოზის პროპორციულად. 
ელიმინაცია
ჯანმრთელ ადამიანებში ტორასემიდის და მისი მეტაბოლიტების ტერმინალური ნახევარგამოყოფის (t1/2) შეადგენს 3-4 საათს. ტორასემიდის მთლიანი კლირენსი შეადგენს 40 მლ/წთ, ხოლო თირკმლის კლირენსი შეადგენს 10 მლ/წთ. 
ჯანმრთელ ადამიანებში მიღებული დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდში ტორასემიდის და მისი მეტაბოლიტების სახით შემდეგი საშუალო პროცენტული მაჩვენებლებით: ტორასემიდი – დაახლოებით 24%, მეტაბოლიტი M1 – დაახლოებით 12%, მეტაბოლიტი  M3 – დაახლოებით 3%, მეტაბოლიტი M5 – დაახლოებით 41%. ძირითადი მეტაბოლიტი – M5 არააქტიურია როგორც დიურეტიკი, ხოლო აქტიური მეტაბოლიტები  M1 და M3 ახორციელებენ ფარმაკოდინამიკური მოქმედების დაახლოებით 10%-ს. 
თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში მთლიანი კლირენსი და ტორასემიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი რჩება უცვლელი, მაგრამ M3 და M5 მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება. თუმცა ფარმაკოდინამიკური მოქმედება რჩება უცვლელი და პრეპარატის ეფექტის ხანგრძლივობაზე არ მოქმედებს თირკმლის უკმარისობის სიმძიმე. ტორასემიდის და მისი მეტაბოლიტების მნიშვნელოვანი ელიმინაცია არ ხდება ჰემოდიალიზის და ჰემოფილტრაციის საშუალებით. 
ღვიძლის და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ტორასემიდის და მისი მეტაბოლიტი M5 ნახევარგამოყოფის პერიოდი ოდნავ გახანგრძლივებულია. თუმცა შარდში გამოყოფილი ნივთიერების რაოდენობა შეესაბამება ჯანმრთელი ადამიანისას. 
შესაბამისად ტორასემიდის და მისი მეტაბოლიტების დაგროვება არ არის მოსალოდნელი. 

ჩვენება
ტორას-დენკ 10 წარმოადგენს დიურეტიკს და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას. მიეკუთვნება ეგრეთწოდებული მარყუჟოვანი დიურეტიკების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. 
ტორას-დენკ 10 გამოიყენება გულის დისფუნქციის (გულის უკმარისობის) გამო ქსოვილებში და სხეულის ღრუებში (ექსუდატი) სითხის დაგროვების პრევენციის და მკურნალობის მიზნით. 

უკუჩვენება: 
ტორას-დენკ 10 არ გამოიყენება
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერება  - ტორასამიდის, მსგავსი სტრუქტურის მქონე ნივთიერებების (სულფონილშარდოვანა) ან ტორას-დენკ 10-ის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ; 
- თირკმლის უკმარისობა, როდესაც არ გამოიყოფა შარდი (ანურია); 
- ღვიძლის მძიმე დისფუნქციის შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება გონების დაბინდვა (კომა ან ღვიძლისმიერი პრე კომა); 
- დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია); 
- ნორმაზე დაბალი სისხლის მოცულობა სხეულში (ჰიპოვოლემია); 
- ნატრიუმის ან კალიუმის დეფიციტი სისხლში (ჰიპონატრემია, ჰიპოკალემია); 
- შარდის გამოყოფის შეფერხება (მაგალითად: პროსტატის გადიდების შედეგად გამოწვეული);  
- ლაქტაციის პერიოდი;

განსაკუთრებული სიფრთხილით: 
იმის გამო, რომ ტორას-დენკ 10-ის შესახებ არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები, იგი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: 
- პოდაგრა;
- გულის არითმია (სინოატრიალური ბლოკადა, II ან III ხარისხის ატრიოვენტრიკური ბლოკადა); 
- მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა;
- ლითიუმთან, ამინოგლიკოზიდებთან, ცეფალოსპორინებთან კომბინირებული მიღება; 
- სისხლის მაჩვენებლების დარღვევა (მაგ: თრომბოციტოპენია ან ანემია, თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტები); 
- ნეფროტოქსიკური ნივთიერებებით გამოწვეული თირკმლის უკმარისობა;

12 წლამდე ბავშვები:
იმის გამო, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არსებობს მონაცემები ტორას-დენკ 10-ის გამოყენების შესახებ, შესაბამისად არ არის რეკომენდირებული ტორას-დენკ 10-ის დანიშვნა. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: 
ორსულობა: არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ეფექტს ახდენს ტორას-დენკ 10 ნაყოფზე. 
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტორას-დენკ 10-ის აქტიურ ინგრედიენტს არ მოუხდენია ემბრიოტოქსიკური ეფექტი. მაგრამ აქტიური ინგრედიენტის მაღალი დოზის შეყვანისას გამოვლინდა ემბრიოტოქსიკური ეფექტი როგორც ცხოველის ნაყოფში, ასევე მათ დედებშიც.
მანამდე, სანამ ტორას-დენკ 10-ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, არ შეიძლება მისი დანიშვნა ორსულობის დროს, თუ რა თქმა არ იქნება ამის აუცილებელი სამედიცინო ჩვენება. შესაძლებელია დაინიშნოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. 
შესაბამისად, თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. 

ლაქტაციის პერიოდი: არ მოიპოვება მონაცემები გადადის თუ არა ტორას-დენკ 10-ის აქტიური ნივთიერება – ტორასამიდი, ადამიანის ან ცხოველის რძეში. შესაბამისად ტორას-დენკ 10-ის გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში. 
თუ მკურნალი ექიმი გადაწყვეტს ტორას-დენკ 10-ის დანიშვნას ლაქტაციის პერიოდში, ასეთ შემთხვევაში ლაქტაცია უნდა შეწყდეს. 

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა: 
დანიშნულების მიხედვით მიღების შემთხვევაშიც კი ტორას-დენკ 10-მა შესაძლოა ისე შეცვალოს რეაგირების უნარი, რომ შეაფერხოს მანქანის, სხვა მექანიზმების მართვა ან სამუშაოს შესრულება. ეს განსაკუთრებით ეხება მკურნალობის საწყის პერიოდს, დოზის მომატებას, პრეპარატის შეცვლას, კომბინირებული მკურნალობის საწყის ეტაპს და ასევე პრეპარატის მიღებას ალკოჰოლთან ერთად. 

განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს, შესაბამისად თუ პაციენტს აქვს შაქრის მიმართ აუტანლობა, ტორას-დენკ 10-ის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. 

პრეპარატის მიღება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად:
თუ პაციენტი იღებს ან უახლესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა სხვა პრეპარატს, ურეცეპტოდ გასაყიდი პრეპარატების ჩათვლით, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
საყურადღებოა, რომ ეს ინფორმაცია ასევე ეხება უახლოესი პერიოდის განმავლობაში მიღებულ სხვა პრეპარატებს. 
ტორას-დენკ 10 აძლიერებს სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, განსაკუთრებით კი აგფ-ინჰიბიტორების ეფექტს. თუ აგფ-ინჰიბიტორი მიიღება ტორას-დენკ 10-თან ერთად ან მისი მკურნალობის შემდეგ, მაშინ შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი ჰიპოტენზია. 
ტორას-დენკ 10-ის მიერ გამოწვეული კალიუმის დეფიციტმა შესაძლებელია გააძლიეროს  სათითურას გვერდითი მოვლენები, იმ შემთხვევაში თუ ისინი მიიღება კომბინირებულად. 
ტორას-დენკ 10 შესაძლებელია შეამციროს ანტიდიაბეტური პრეპარატების ეფექტი.
პრობენეციდმა (პოდაგრას სამკურნალო პრეპარატი) და ზოგიერთმა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატმა (ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა) შესაძლებელია შეამციროს ტორას-დენკ 10-ის შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. 
ტორას-დენკ 10-მა შესაძლებელია გააძლიეროს სალიცილატების (ანალგეტიკი და ანტირევმატიული პრეპარატი) მაღალი დოზების ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. 
განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას ტორას-დენკ 10-მა შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტების გაძლიერება: ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების (მაგ: კანამიცინი, გენტამიცინი, ტორამიცინი) ან ცისპლატინის პრეპარატების (სიმსივნის სამკურნალო პრეპარატი) მიერ გამოწვეული ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური ეფექტები, ასევე ცეფალოსპორინების (ინფექციების სამკურნალო პრეპარატი) ნეფროტოქსიკური ეფექტები. 
ტორას-დენკ 10-მა შესაძლებელია გააძლიეროს როგორც თეოფილინის (ასთმის სამკურნალო პრეპარატი), ასევე კურარეს ტიპის მიორელაქსანტების ეფექტი. 
როგორც საფაღარათო, ასევე ადრენოკორტიკალურმა ჰორმონებმა (მინერალოკორტიკოიდები და გლუკოკორტიკოიდები, მაგ: კორტიზონი) შესაძლებელია გააძლიერონ ტორას-დენკ 10-ის მიერ გამოწვეული ჰიპოკალემია. 
შრატის ლითიუმის დონე და ლითიუმის კარდიოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური ეფექტები შესაძლებელია გაძლიერდეს ტორას-დენკ 10-თან ერთად მისი კომბინირებული მიღების შემთხვევაში. 
ტორას-დენკ 10-მა შეიძლება არტერიები გახადოს ნაკლებად მგრძნობიარე ვაზოკონსტრიქციული პრეპარატების მიმართ, როგორიც არის ადრენალინი და ნორადრენალინი. 
ქოლესტირამინთან (ლიპიდების შესამცირებელი პრეპარატი) ერთად კომბინირებული მიღებისას შესაძლებელია ზოგჯერ შემცირდეს ტორას-დენკ 10-ის შეწოვა კუჭ-ნაწლავიდან და შესაბამისად შემცირდეს მისი ეფექტი. 

მიღების წესი და დოზა:
ტორას-დენკ 10 ყოველთვის მიიღება ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად. რაიმე ეჭვის შეტანის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
ტორას-დენკ 10 მიიღება ორალურად. 
ტორასემიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი იწყება მისი მიღებიდან 1 კვირის შედეგ, ხოლო მისი მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნება დაახლოებით 12 კვირის შემდეგ. 
თუ არ არის ექიმის განსხვავებული დანიშნულება, ჩვეულებრივ დოზირება შემდეგია:.
მაშინ მკურნალობა იწყება 5 მგ ტორასემიდი/დღეში და არსებობს შესაბამისი დოზის ტაბლეტებიც. დოზა ჩვეულებრივ არის შემანარჩუნებელი. 
ტორას-დენკ 10-ის 1 ტაბლეტი (ექვივალენტური 10 მგ ტორასემიდის) დღეში ინიშნება მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი დოზა 5 მგ ტორასემიდი/დღეში მიღებისას აღარ ვლინდება ადექვატური პასუხი. 
ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ტორას-დენკ 10-ის (ექვივალენტური 10 მგ ტორასემიდის) 1 ტაბლეტის მიღება დღეში. დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე დოზა შეიძლება გაიზარდოს ტორას-დენკ 10-ის 2 ტაბლეტამდე დღეში (ექვივალენტური 20 მგ ტორასემიდის). 

ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები. 
სიფრთხილე არის საჭირო ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, რადგან შრატში შესაძლებელია გაიზარდოს ტორასემიდის დონე. 

ხანდაზმული პაციენტები. 
არ არის საჭირო დოზის დარეგულირება ხანდაზმულ პაციენტებში. 

12 წლამდე ასაკის ბავშვები.
იმის გამო, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არსებობს მონაცემები ტორას-დენკ 10-ის გამოყენების შესახებ, შესაბამისად არ არის რეკომენდირებული ტორას-დენკ 10-ის დანიშვნა. 

მიღების წესი:
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, დილით. ტორას-დენკ 10-ის მიღება არ არის აუცილებელი კვების დროს. 

მკურნალობის ხანგრძლივობა:
ტორას დენკ 10 ჩვეულერივ მიიღება ხანგრძლივი მკურნალობის სახით ან მანამდე, სანამ სითხის შეკავება (შეშუპება) არ შემცირდება. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას. Y
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ გრძნობს, რომ ტორას-დენკ 10 ძალიან ძლიერად ან სუსტად მოქმედებს მასზე. 

დოზის გადაჭარბება:
განზრახ ან შემთხვევით ტორას-დენკ 10-ის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს წყლისა და მარილების ჭარბი და პოტენციურად საშიში ელიმინაცია, რასაც საბოლოდ შესაძლებელია მოჰყვეს გონების დაბინდვა, დაბნეულობა, ჰიპოტენზია, ცირკულაციური კოლაფსი და ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ. 
ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ საჭიროა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რათა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. 

დოზის გამოტოვება:
ტორას–დენკ 10-ის ძალიან მცირე დოზის მიღების ან დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატი იქნება ნაკლებ ეფექტური. ეს გამოვლინდება კლინიკური სურათის გაუარესებით, მაგალითად წონის მომატება ან სითხის გაძლიერებული დაგროვება. 
გახსენებისთანავე საჭიროა გამოტოვეული დოზის მიღება. არ შეიძლება გამოტოვეული დოზის მიღება, თუ მოახლოებულია შემდგომი დოზის მიღების დრო. ასეთ შემთხვევაში შემდგომ ჯერზე არ შეიძლება დამატებითი ტაბლეტის მიღება. ამის ნაცვად, ტორას–დენკ 10-ის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

მკურალობის შეწყვეტა:
მკურნალობის კურსის შეწყვეტის ან შემოკლების შემთხვევაში სიმპტომები შესაძლებელია გაუარესდეს. შესაბამისად არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ტორას–დენკ 10-ის მკურნალობის კურსის შეწყვეტა ან შემოკლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. 
აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

გვერდითი ეფექტები:
სხვა პრეპარატების მსგავსად ტორას–დენკ 10-საც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები. თუმცა ისინი ყველა ადამიანში არ ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილია ტორას–დენკ 10-ის ან სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკების ცნობილი გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტების სიხშირე დალაგებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი:

10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად

ხშირი:

1 /10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად

არა ხშირი:

1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად

იშვიათი:

1/1000-ზე იშვიათდ, მაგრამ 1/10000-ზე ხშირად

ძალიან იშვიათად

1/10000–ზე ან უფრო ნაკლები, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით

მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები/სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები
თუ პაციენტს გამოუვლინდება რომელიმე ქვემოთ მოყვანილი რეაქცია, ტორას–დენკ 10-ის მიღება უნდა შეწყდეს და რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს მკურნალობა. 

მეტაბოლიზმი/ელექტროლიტი
ხშირად: სხეულის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა (მეტაბოლური ალკალოზი). კუნთების სპაზმი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). შრატში შარდმჟავას, გლუკოზას და ასევე ცხიმის (ტრიგლიცერიდები, ქოლესტეროლი) მომატება. კალიუმის დეფიციტი (ჰიპოკალემია), თუ საკვები შეიცავს მცირე რაოდენობით კალიუმს, ასევე ღებინების, ფაღარათის, ჭარბი რაოდენობით საფაღარათო პრეპარატების მიღების და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში.  
დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლებელია განვითარდეს წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით კი სითხის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია), კალიუმის და /ან ნატრიუმის დეფიციტი (ჰიპოკალემია და/ან ჰიპონატრემია). 

გულ-სისხლძარღვთა სისტემა:
ძალიან იშვიათად: თრომბოემბოლიური გართულებები, გონების დაბინდვა, არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია). ასევე ჰემოკონცენტრაციის გამო შესაძლებელია განვითარდეს ცირკულაციის დარღვევა და გულის და ტვინის ჰიპოპერფუზია. ეს თავის მხრივ გამოიწვევს არითმიას, მოჭერითი სახის ტკივილს გულმკერდის არეში (სტენოკარდია), გულის შეტევას ან გონების დაკარგვას (სინკოპე). 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:
ხშირად: ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ (მაგალითAმადის დაქვეითება, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა), რაც განსაკუთრებით გამოხატულია მკურნალობის დასაწყისში. 
ძალიან იშვიათად: პანკრეასის ანთება (პანრეატიტი).

თირკმელი და საშარდე სისტემა:
არა ხშირად: შრატის კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატება.
საშარდე სისტემის ობსტრუქციის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს შარდის შეკავება. 

ღვიძლი:
ხშირად: ღვიძლის გარკვეული ფერმენტების (გამა-Gთ) მომატება. Y

კანი და ალერგიული რეაქციები:
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, როგორიც არის ქავილი, კანის ანთება (ეკზანთემა), მომატეული მგრძნობელობა სინათლის მიმართ (ფოტოსენსიტიურობა), მძიმე კანის რეაქციები. 

სისხლი და სისხლმბადი სისტემა:
ძალიან იშვიათად: სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების (ერითროციტების, ლეიკოციტების) და თრომბოციტების დონის შემცირება.

ზოგადი:
ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). 
არა ხშირად: პირის სიმშრალე, კიდურეში დაბუჟების და სიცივის შეგრძნება (პარესთეზია). 
ძალიან იშვიათად: მხედველობის დარღვევა, ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება. 

პროფილაქტიკის ზომები:
ნებისმიერი ზემოთხსენებული გვერდითი მოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან მას შეუძლია შეაფასოს მდგომარეობის სიმწვავე და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა. 
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა უეცრად გამოვლინდება ან გაუარესდება, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, რადგან ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის საშიში. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, თუ რა ზომების მიღება არის საჭირო და გაგრძელდეს თუ არა მკურნალობა. 
ალერგიის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ტორას-დენკ 10-ის მკურნალობა უნდა შეწყდეს. 
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევს.


შენახვის წესი:
ინახება მშრალ ადგილას 25 oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. 
შენახვის ვადა მითითებულია ბლისტერზე და კოლოფზე. 
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ. 
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

სად შევიძინოთ?