შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტრიდერმი კრემი გარეგანი გამოყენებისათვის : ტუბში 15 გ
1 გ
ბეტამეთაზონის დიპროპიონატი .......... 640 მკგ
მათ შორის ბეტამეთაზონი ................. 500 მკგ
კლოტრიმაზოლი ........................... 10 მგ
გენტამიცინი (სულფატის სახით) ......... 1 მგ
არააქტიური ნივთიერებები:
თხიერი პარაფინი ....................... 60 მგ
თეთრი ვაზელინი ....................... 150 მგ
ცეტოსტეარილის სპირტი .............. 72 მგ
პროპილენგლიკოლი ................... 100 მგ
ცეტომაკროგოლი 1000 ............... 22.5 მგ
ბენზილის სპირტი ...................... 10 მგ
ნატრიუმის ორფუძიანი
ფოსფატ დიჰიდრატი ...................
2.995 მგ
ფოსფორის მჟავა ........................ 0.03 მგ
ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის მნიშვნელობის დასადგენად) გაწმენდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტრიდერმის კრემს გააჩნია ანთების, ალერგიის, ქავილის სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტები.
ჩვენებები:
ტრიდერმის კრემი გამოიყენება:
დერმატოზებით გამოწვეული ანთებითი მოვლენების საწინააღმდეგოდ, რომელიც ექვემდებარებიან გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიას და გართულებულია მეორადი ინფექციით, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის კომპონენტებისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით და სოკოებით.
ბეტათემაზონს გააჩნია ანთების, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური მოქმედება.
კლოტრიმაზოლი ეფექტურია ტერფის ეპიდერმოფიტიის, საზარდულის დერმატომიკოზის, კანის დერმატომიკოზის (გამომწვეველი Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis), კანდიდოზების (გამომწვევი Candida albicans) მკურნალობისათვის.
გენტამიცინისადმი მგრძნობიარეა: Streptococcus (ბეტა-ჰემოლიზური, ალფა-ჰემოლიზური) ზოგიერთი შტამი, Staphilococcus aureus (კოაგულაზა დადებითი, კოაგულაზა უარყოფითი და ზოგიერთი პენიცილინაზაწარმომქმნელი შტამები) გრამუარყოფითი ბაქტერიები: Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes, Escherchia coli, Proteus sp., Klebsiella sp. და სხვა.
მიღების წესი და დოზირება:
ტრიდერმის კრემის აპლიკაციას აწარმოებენ თხელ ფენად, დაზიანებულ კანზე და მის გარშემო, 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციაზე, ზომაზე დაა მკურნალობის ეფექტურობაზე, სტეროიდული სისტემური ეფექტების პრევენციის მიზნით, არ არის რეკომენდებული პრეპარატის დიდ უბანზე აპლიკაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. თუ 3-4 კვირის შემდეგ არ აღინიშნება კლინიკური გაუმჯობესება, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება, ერითემა, ექსუდაცია, ქავილი, წვის შეგრძნება. გლუკოკორტიკოსტეროდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება, ქავილი, გამონაყარი, სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები.
უკუჩვენებები:
* ტრიდერმის კრემი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტებისადმი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ვინაიდან პრეპარატის მოქმედება ორსულებში არ არის შესწავლილი, ის გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პრეპარატის პოტენციური დადებითი მოქმედება აღემატება მოსალოდნელ რისკს. არ არის რეკომენდებული მისი მაღალ დოზებში გამოყენება.
! ლაქტაციის დროს უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება ან ძუძუთი კვება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.