Plasmon
უბიმოლი-200 / UBIMOL-200


შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 
თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემცველობა: 
იბუპროფენი B.P.   200მგ
     
არა-აქტიური ნივთიერებები:
ლაქტოზა B.P.   ……………......................... 28.00 მგ
სახამებელი (მშრალი ნარევვი) B.P. …….......86.00 მგ
გამოხდილი წყალი BP  ……….....................საკმ.რ. 
მაგნიუმის სტერეატი  B.P.  ……………....... 4.00 მგ 
სილიკონის კოლოიდური დიოქსიდი B.P.…….… 2.00 მგ
ტალკი BP  ………………..………..............   5.00 მგ

ჩვენებები
იბუპროფენის ტაბლეტები ნაჩვენებია რევმატიული ართრიტისა და ოსტეოართრიტის ნიშნებისა და სიმპტომების მოსახსნელად,   მსუბუქიდან საშუალომდე ტკივილისას. იგი ასევე ნაჩვენებია პირველადი დისმენორეას სამკურნალოდ. იმის გამო, რომ   კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ასპირინთან ერთად იბუპროფენის გამოყენების დადებითი ან უარყოფითი შედეგების შესახებ  არ ჩატარებულა, წამლების ეს კომბინაცია არ შეიძლება რეკომენდირებული იქნას.  ასევე არაა ჩატარებული კონტროლირებადი კლინიკური კვლევები იბუპროფენის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ ბავშვებში. 

დოზა და მიღება  
მოზრდილები: არაუმეტეს 3,2გ/დღეში. თუ ადგილი აქვს GI დარღევას, მაშინ ეს წამალი უნდა მიიღოთ საჭმელთან ერთად. რევმატიული ართრიტისა და ოსტეოართრიტის დროს დოზები ინდივიდუალურია, 12-დან 3,2გ-მდე დღეში (300 მგ 4-ჯერ დღეში ან 400მ, 600, ან 800 მგ 3-4-ჯერ დღეში). ქრონიკული დაავადებისას ზოგჯერ თერაპიული ეფექტი დგება რამდენიმე დღეში ან ერთ კვირაში, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში – 2 კვირაში. საერთოდ, რევმატიული ართრიტის მქონე პაციენტებს უფრო მაღალი დოზები ესაჭიროებათ, ვიდრე ოსტეოართრიტის შემთხვევაში.
საშუალოდან მწვავე ტკივილამდე შემთხვევაში წამლის აუცილებელი დოზაა 400მგ ყოველ 4-6 საათში. 
პირველადი დისმენორეას შემთხვევაში წამლის აუცილებელი დოზაა 400მგ ყოველ 4 საათში. 
OTC გამოყენება (მსუბუქი  ტკივილები, დისმენორეა, ციების შემსუბუქება): 200მგ ყოველ 4-6 საათში, თუკი სიმპტომები ძლიერდება. თუ ტკივილსა და ციებაზე 200მგ-იანი დოზა ნაკლებად ეფექტურია, მაშინ შეიძლება მიიღოთ 400მგ. მაგრამ, დოზის ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 1,2გ-ს 24 საათში.  ამ წამლის გამოყენება 10 დღეზე მეტ ხანს ტკივილების შემთხვევაში და 3 დღეზე მეტ ხანს ციების შემთხვევაში, ექიმის რჩევის გარეშე არ შეიძლება.
ბავშვები: მსუბუქი ანალგეტიკური ან ანტიპირეტული საშუალების სახით: 10-15მგ/კგ დოზა ყოველ 4-6 საათში. 
მოზარდებში რევმატიული ართრიტის შემთხვევაში: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 30-დან 70მგ/კგ/დღეს 3 ან 4 დაყოფილ დოზებად, დაავადების მსუბუქი ფორმისას შეიძლება ადეკვატური აღმოჩნდეს 20მგ/კგ/დღე დოზა. 
ციების შემსუბუქებისათვის: (6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის) დოზა რეგულირდება თავდაპირველი ტემპერატურის დონის მიხედვით.  

უკუჩვენებები 
იბუპროფენი უკუნაჩვენებია აქტიური კუჭის წყლულის, GI სისხლდენის მქონე და ჰიპერმგრძობიარე პაცენტებისათვის 

გვერდითი ეფექტები
წამლები და მათი შესაძლო გვერდითი ეფექტები, შესაძლოა ინდივიდუალურად ზემოქმედებდნენ პაციენტებზე. ამ წამლის გამოყენებისას ცნობილი გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პირს, ვინც ამ წამლით მკრნალობს, გამოუვლინდება რომელიმე მათგანი:
თავის ტკივილი
გამონაყარი კანზე
სისხლის მიმოქცევის დარღვევები
კუჭნაწლავის დარღვევები, როგორიცაა დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი
დისპეპსია
სითხის შეკავება ორგანიზმის ქსოვილებში 
თავბრუსხვევა
თირკმლის დარღვევები
კანის გარე შრის დაზიანება (ეპიდერმული ნეკროლიზი) 
კუჭნაწლავური სისხლდენა
ღვიძლის დარღვევები
ალექგიული რეაქციები, როგორებიცაა კანზე გამონაყარი, ტუჩების, ენის, ყელის შეშუპება (ანგიოედემა) ან სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმა)
კუჭის ან დუოდენალური წყლული  

სპეციალური გაფრთხილებები 
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა დაბინდული ან გაფანტულ მხედველობა, სქოტომატა და/ან ცვლილებები ფერების გარჩევაში. იბუპროფენის ტაბლეტების მიღებისას ასეთი გართულებების წარმოშობის შემთხვევაში, მისი მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა გაიაროს ოფტალმოლოგიური შემოწმება, რაც მოიცავს მხედველობის ცენტრალური არეებისა და ფერების გარჩევადობის შემოწმებებს.  
იბუპროფენის მიღებისას გამოვლინდა ასევე სითხის შეკავებისა და ედემას შემთხვევები, ამიტომ ეს წამალი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა მიეცეს  პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კარდიალური დეკომპენსაცია ან ჰიპერტენზია.
იბუპროფენმა, სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი აგენტების მსგავსად, შეიძლება პლატერელური აგრეგაციის ინჰიბიცია გამოიწვიონ, მაგრამ, რაოდენობრივად, ეს ეფექტი უფრო ნაკლები და ხანმოკლეა, ვიდრე ასპირინის შემთხვევაში. დადგენილია, რომ იბუპროფენი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს (მაგრამ ნორმალურ ფარგლებში) ჯანმრთელ პირებში. იმის გამო, რომ გახანგრძლივებული სისხლდენის ეფექტი შეიძლება ზედმეტად მოჭარბებული აღმოჩნდეს ჰომოსტატური დეფექტების მქონე პაციენტებში, იბუპროფენი სიფრხილის დაცვით უნდა მიეცეს სისხლის შედედების დარღვევების მქონე პაციენტებს და მათ, ვინც ანტიკოაგულანტებით მკურნალობს. იბუპროფენზე მყოფმა პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს კუჭნაწლავური წყლულის, სისხლდენის, დაბინდული მხედველობის ან თვალის სხვა დარღვევების, კანზე გამონაყარის, წონაში მომატების ან ედემას ნიშნების ან სიმპტომების წარმოშობის შესახებ. დაავადების გართულების ან თირკმლის უკმარისობის თავიდან ასაცილებლად, პაიენტებმა, რომლებიც ხანგრძლივი დროით მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით, შეწყვეტამდე თანდათანობით უნდა შეამცირონ მათი მიღება, თუკი თერაპიული კურსი იბუპროფენის მიღებასაც ითვალისწინებს. 
იმის გამო, რომ იბუპროფენი თირკმელებით გამოიყოფა, თირკმელის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევების მქონე პაციენტები მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ ამ პრეპარატის მიღებისას, და მათთვის შესაძლოა საჭირო გახდეს წამლის დოზის შემცირება ორგანიზმში მისი დაგროვების თავიდან ასაცილებლად. იბუპროფენის უსაფრთხოების პერსპექტიული კვლევები ქრონიკული თირკმელური დარღვევების მქონე პაციენტებისათვის, არ ჩატარებულა. 

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კომარინის ტიპის ანტიკოაგულანტები: რამდენიმე მოკლევადიანი კონტროლირებადი კვლევით ვერ დადგინდა, რომ იბუპროფენი მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას ახდენს პროთრომბინის დროზე ან შედედების სხვა ფაქტორებზე, როდესაც ეს პრეპარატი პაციენტებს ეძლევა კომარინის ტიპის ანტიკოაგულანტებან ერთად. მაგრამ, იმის გამო, რომ იბუპროფენისა და სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი აგენტების მიღებისას კომარინის ტიპის ანტიკოაგულანტებან ერთად, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა სისხლდენები, ექიმებმა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტონ, მიეცეს თუ არა პაციენტებს იბუპროფენი ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში.   
ასპირინი: ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გვიჩვენა, რომ ასპრინის მიცემა არასტეროიდულ ანტიანთებით აგენტებთან, მათ შორის იბუპროფენთან ერთად, ამცირებს ანტი-ანთებით ეფექტს და ამავროულად ამცირებს არა-ასპირინის წამლის დონეს სისხლში. ერთჯერადი დოზის ბიოშეღწევადობის კვლევებმა ჯანმრთელ პირებში, ვერ დაადგინა ასპირინის ეფექტი იბუპროფენის დონეებზე სისხლში. კორრელაციური კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. 
მეტოტრექსატი: იბუპროფენი, აგრეთვე სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი წამლები, სავარაუდოდ, ამცირებენ მეტოტრექსატის ტუბულარულ სეკრეციას, როგორც ეს გვიჩვენა ბოცვრებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა. ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ იბუპროფენს შეუძლია გაზარდოს მეტოტრექსატის ტოქსიკურობა. ამიტომ, სიფრთხილის დაცვაა საჭირო იბუპროფენისა და მეტოტრექსატის კომბინირებული მიცემისას პაციენტებისათვის.  
H-2 ანტაგონისტები: მოხალისე პირებზე ჩატრებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ციმეტიდინის ან რანიტიდინისა და იბუპროფენის კომბინირებული მიცემა პაციენტისათვის, არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას იბუპროფენის კონცენტრაციზე შრატში.  
ფუროსემიდი: კლინიკური კვლვებითა და რანდომიზებული დაკვირვებებით დადგენილია, რომ იბუპროფენმა შეიძლება შეამციროს ფუროსემიდისა და ტრიაზიდების ნატრიურეტიკული ეფექტი ზოგიერთ პაციენტში. ეს სავარაუდოდ გამოწვეულია თირკმელური პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიციით. ამ წამლების იბუპროფენთან ერთად მიცემისას, პაციენტი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს რენალური დარღვევების ნიშნების გამოვლენის მხრივ, და ასევე დიურეტიკული ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით. 
ლითიუმი: იბუპროფენი ზრდის ლითიუმის დონეს პლაზმაში და ამცირებს რენალური ლითიუმის კლირენსს, როგორც ეს გვიჩვენა 11 ჯანმრთელ მოხალისეზე ჩატარებულმა კვლევამ. იბუპროფენთან ერთად მიცემისას, ლითიუმის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია გაიზარდა 15%-ით, რენალური კლირენსი კი შემცირდა 19%-ით 
ეს ეფექტი გამოწვეულია იმით, რომ იბუპროფენი ახდენს რენალური პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიციას. ამდენად, იბუპროფენისა და ლითიუმის კომბინაციური მიცემისას, პაციენტები დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, რომ არ გამოუვლინდეთ ლითიუმით მოწამვლის ნიშნები (ამ კომბინაციით თერაპიის დაწყებამდე, გაეცანით ლითოუმის მომზადების ინსტრუქციებს)

შენახვა: ინახება გრილ, მშრალ და ბნელ ადგილზე, 25°C-ზე დაბალ  ტემპერატურაზე
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. 
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
გაიცემა ექიმის რეცეპტით 
მწარმოებელი: “უმედიკა ლაბორატორიზ პვტ. ლტდ.”  ნაკვეთი #221, ჯი-აი-დი-სი, ვაპი – 396 195, გუჯარათი, ინდოეთი
სად შევიძინოთ?