Plasmon
ადამიანის პაპილომა ვირუსი

თარიღი: 17 აგვისტო, 2018

რა არის პაპილომა ვირუსი და რას იწვევს ის?

პაპილომა ვირუსი არსებოს 150 ტიპის, აქედან 30 ტიპი არის სასქესო ორგანოების მიმართ ტროპული, არის სქესობრივი გზით ფართოდ გავრცელებული ინფექცია, მოსახლეობის თითქმის 90% ინფიცირებულია ამ ვირუსით, მათგან მხოლოდ 10%–ს უვითარდებათ კიბო. განასხვავებენ მაღალი და დაბალი რისკის ტიპებს, მაღალი რისკის ტიპები 14–ზე მეტია აღმოჩენილი ამ ეტაპზე , ყველა მათგანს აქვთ ნომრები მინიჭებული:16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66 და 68, ყველაზე მაღალი რისკის ტიპებია 16 და 18, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 80% მოდის ამ ტიპებზე. მათ შეწევთ უნარი გამოიწვიოს ქალებში საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის კიბო, მამაკაცებში სასქესო ორგანოს ასოს თავის კიბო, და ორივე სქესში როგორც სწორი ნაწლავის ასევე ხორხის კიბო. დაბალი რისკის ტიპებს მიუკუთვნება 6, 11, 40, 42, 43, 44, 53, 54, 61, 72, 73 და 81 ტიპები. აქედან  6 და 11 ტიპებია, რომლებიც იწვევვენ მხოლოდ ანოგენიტალურ მეჭეჭებს ე.წ. მახვილწვეტიან კონდოლომებს, რომელთაც სისმსივნედ გადაგვარება არ ახასიათებთ, მაგრამ იწვევენ ძლიერ დისკომფორტს და ფსიქოემციურ სტრესს და შესაბამისად საჭიროებენ უმეტეს შემთხვევაში დესტრუქციული მეთოდით მკურნალობას. დანარჩენი დაბალი რისკის პაპილომა ვირუსი იწვევს მხოლოდ საშვილოსნოს ყელის მსუბუქ დისპლაზიას და მკურნალობას არ საჭიროებენ და არც რუტინულად დნმ ტიპირებას.

საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელიური დაზიანება, იგივე დისპლაზია მიუკუთვნება ასიმპტომურად მიმდინარე დაავადებას, განასხვავებენ საშვილოსნოს ყელის სამი ხარისხის დისპლაზიას, მსუბუქ (LSIL-CIN1), ზომიერ და მაღალს, აქედან ზომიერი და მაღალი ხარისხის დისპლაზია გაერთიანებულია ერთ ჯგუფში და მეუკუთვნება მძიმე დისპლაზიას (HSIL- CIN2, CIN3), რომელიც საჭიროებს მკურნალობას. მსუბუქი დისპლაზია რიგ შემთხვევებში მკურნალობას არ საჭიროებს, შესაძლებელია მოცდითი ტაქტიკა და მხოლოდ დაკვირვება. მკურნალობის ტქატიკა დამოკიდებულია ქალის ასაკზე, რეპროდუქციაზე, იმუნურ სისტემაზე და სხვა მრავალ ფაქტორზე. და იმართება როგორც საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, რომელიც მოწოდებულია მსოფლიო ჯანდაცვის მიერ. 

საშვილოსნოს ყელის კიბო სრულად პრევენცირებადია, თუ ჩაიტარებთ დროულად და რეგულარულად მარტივ და უმტკივნეულო გამოკვლევებს. 

პაპილომა ვირუსის გამოსავლენად ტარდება შემდგომი გამოკვლევები: პაპ–ტესტი, კოლპოსკოპია , HR-HPV დნმ–ტესტი, აგრეთვე საჭიროებისამებრ დამიზნებითი ბიოფსია შემდგომი მორფოლოგიური გამოკვლევით.

ასევე მარტივი და უმტკივნეულოა საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობაც და რაც მთავარია ღირებულებაც ბევრად დაბალი აქვს, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში.


ქეთევან მანჯგალაძე. ექიმი მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, თსსუ - დოქტორანტი, ლექტორი. კოლპოსკოპიის კურსის ტრენერი.

 

ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 99 08 53

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას 1