Plasmon
ძროხის რძე და მისგან გამოწვეული ალერგიული რეაქციები

თარიღი: 16 იანვარი, 2024

სტატიის ავტორია ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა დევიძე

  

ძროხის რძე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი საკვები, რომელიც ჩვენს რაციონში ადრეულ ასაკში შემოდის, მაგრამ მან შეიძლება გამოიწვიოს IgE-თან ასოცირებული ალერგია.

ძროხის რძეზე მძიმე ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს კანზე, ნაწლავებში და სასუნთქ გზებში და შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში რეაქცია -ანაფილაქსია.

მნიშვნელოვანი, იმის ცოდნა, რომ ძროხის რძე შეიცავს რამდენიმე ცილას, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები. ამ ცილებიდან ზოგიერთი განიხილება მთავარ ალერგენად, ზოგი უმნიშვნელოდ, ზოგი კი იშვიათად ან არასდროს ყოფილა დაკავშირებული კლინიკური რეაქციების გამოწვევასთან.
რძის ცილის შემცველობის 80% არის კაზეინი; დარჩენილი 20% არის შრატის ცილები.
ასევე ძრიხის რძის მიმართ ალერგიული პაციენტები ხშირად ალერგიულები არიან ერთზე მეტ კომპონენტზე.

ძროხის რძის მთვარი (დიდი) ალერგენები არიან:
Bos d 8 -
კაზეინი
Bos d 4 -
ალფა- ლაქტალბუმინი
Bos d 5 -
ბეტა-ლაქტოგლობულინი
თუმცა Bos d 6 - . მსხვილფეხა რქოვანთა შრატის ალბუმინი და ლაქტოფერინიც მნიშვნელოვანი ალერგენებია, ვინაიდან 30-50% პაციენტებში გვხდება მათ მიმართ სენსიბილიზაცია (ალერგია)

Bos d 8 (კაზეინი) არის რძის ძირითადი ალერგენი, რომელიც მდგრადია თერმული დამუშავებისა და მონელების მიმართ. ამ კომპონენტის მაღალი დონე სისხლში მიუთითებს როგორც უმი, ისე მოდუღებული რძის მიმართ ალერგიაზე.
ბავშები, რომელთაც ძროხის კაზინის კომპონენტის მიმართ არიან ალერგიულები, ნაკლებად სავარაუდოა აიტანონ მოდუღებული რძე, იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთც ძროხის რძის სხვა კომპონენტების მიმართ აქვთ ალერგია. ასევე კაზეინის კომპონენტის მიმართ ალერგიული პაციენტები უფრო რეზიტენტულები არიან ძროხის რძის მიმართ და უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასაკთან ერთად გადალახონ.
Bos d 8/Casein-
ის მიმართ სენსიბილიზებულ პაციენტებს ასევე შეიძლება ჰქონდეთ მძიმე რეაქციების რისკი სხვა მიღებისას, რომლებშიც კაზეინი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დანამატი (მაგ. ძეხვი, შოკოლადი და კარტოფილის ჩიფსები).

Bos d 4 (ალფა-ლაქტალბუმინი), Bos d 5 (ბეტა-ლაქტოგლობულინი), Bos d 6 (მსხვილფეხა რქოვანთა შრატის ალბუმინი) და ტრანსფერინები, საკმაოდ თერმოლაბილურები არიან და ამიტომ ნადგურდებიან თერმული დამუშავების დროს. ვისაც მხოლოდ ამ კომპონენტზე აქვთ ალერგია, ის უმ რძეზე უვლინდებათ და არა მოდუღებულზე.

Bos d 6 (მსხვილფეხა რქოვანთა შრატის ალბუმინი) გარდა რძისა, არის საქონლის ხორცის მთავარი ალერგენი. ეს არის სისტემური რეაქციების რისკის მარკერი მაგ. ხელოვნური განაყოფიერებისა და უჯრედული თერაპიის სამკურნალოდ ან სხვა პროცედურებში, რომლებიც მოიცავს ალბუმინის შემცველი საშუალების ინფუზიას. 

როგორია მიდგომა იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომელთც დაუდასტურდა ძროხის რძის მიმართ ალერგია?

კვებითი ალერგიის მქონე ბავშვი რეგულარულად უნდა იმყოფებოდეს, როგორც ალერგოლოგის, ასევე პედიატრის დაკვირვების ქვეშ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვის ზრდა და განვითარება ნორმალურია და პაციენტი უზრუნველყოფილია ადეკვატური კვებით. შესაძლებელია საჭირო გახდეს ნუტრიციოლოგის კონსულტაცია კვებითი რაციონის შესარჩევად.
საჭიროა საბავშვო დოზის ეპინეფრინის აუტოინექტორის (საჭიროების შემთხვევაში) და სამოქმედო გეგმის ქონა პაციენტის მშობლებისთვის და აღმზრდელებისთვის.

მოზრდილების შემთხვევაში მათი წონის მიხედვით ადრენალინის აუტოინექტორისა და ასევე გადაუდებელ სიტუაციაში სამოქმედო გეგმის ქონა.

თუკი ძროხის ცილის ძირითად ალერგენებზე ვლინდება ალერგია, ხდება რძის სრული ელიმინაცია (ანუ საკვები რაციონიდან ამოღება). ჩვილ ბავშვებში ასეთი პატარები გადაყავთ ბოლომდე ჰიდროლიზებულ (ცილებისგან გაფილტრულ) ნარევებზე. თუკი ვლინდება ალერგია არა ძირითადი კომპონენტების მიმართ, მაშინ შეიძლება ჰიპოალერგიული  (არა ბოლომდე გაფილტრული) ნარევები მოისინჯოს და კლინიკური ჩივილების არასებობის შემთხვევაში დარჩეს. თუკი კლინიკურ გამოვლინებებს მაინც ვხედავთ, მაშინ ეს არის მთვარი ინდიკატორი და ბავშვის გადაყვანა საჭიროა სრულად ჰიდროლიზებულ ნარევზე.
არა ჩვილების შემთხვევაში ძირითად კომპონენტებზე ალერგიის გამოვლინებისას ხდება რძის პროდუქტების სრული ელემინაცია (რაციონიდან ამოღება) როგორც უმი ისე თერმულად დამუშვებული რძისა და რძის პროდუქტებისა.

თუკი ალერგია ვლინდება არა ძირითად ალერგენზე, მაშინ შესაძლებელია მოდუღებული რძე ან გამომცხვარი რძისგან დამზადებული პროდუქტები იქნას ატანილი.
მოდუღებაში იგულისხმება საკვების (რძის) 30 -35 წუთის განმავლობაში დაახლოებით 180 გრადუს ცელსიუსზე თერმულად დამუშავება.

 

რძისა და რძის პროდუქტების თავიდან აცილების როლი
საკვების მკაცრი დიეტური თავიდან აცილება (ელიმინაციური დიეტა), რომლებზეც ბავშვი ალერგიულია, არის კვებითი ალერგიის მართვის ძირითადი საფუძველი. თავიდან აცილების ძირითადი მიზეზი არის რეაქციების პრევენცია. როგორც წესი, რეკომენდებულია მკაცრი თავიდან აცილება, ვიდრე ნებადართულ იქნას ალერგენის მცირე რაოდენობით მიღება, რადგან პაციენტებმა შეიძლება შემთხვევით მოიხმარონ უფრო დიდი რაოდენობა, ვიდრე დაგეგმილი იყო და ამან გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

 

დაახლოებით 1 წლით ძროხის რძის სრული ელიმინაციური დიეტის შემდეგ (პაციენტის სიმძიმიდან და ანალიზური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ექიმის გადაწყვეტილებით) თქვენი ალერგოლოგი მოგთხოვთ რძის კომპონენტებზე და საერთო ალერგიის ფონზე (საერთო IgE) მაჩვენებლების გადამოწმებას. ზოგადად, რაც უფრო მაღალია რძის მიმართ სპეციფიკური IgE დონე ან რაც უფრო დიდია კანის პრიკ ტესტირებით გამოვლენილი რეაქცია (პაპულა), მით ნაკლებია ალბათობა, რომ ბავშვი გახდეს ტოლერანტული რძის მიმართ მოკლევადიან პერიოდში.
სპეციფიკური საკვებისმიერი ალერგიის მონიტორინგის ოპტიმალური ტესტირების მეთოდი ჯერ არ არის დადგენილი. ამრიგად, სხვადასხვა მიდგომები გამოიყენება. ზოგიერთი ცენტრი კლინიკური ისტორიის გარდა პაციენტების დასაკვირვებლად, იყენებს ინ ვიტრო ტესტირებას, როგორიცაა ImmunoCAP), ზოგი კანის ტესტს, და ზოგი ორივე ტიპის ტესტირებას გადაწყვეტილების მიღებისას, გააგრძელონ თუ არა ორალური საკვების პროვოკაცია (OFC).

უკი ხდება სისხლში ტიტრის დაკლება, ან კანის სინჯით რეაქციის შემცირება, განსაკუთრებით არაძირითად კომპონენტებზე ალერგიის შემთხვევაში, მაშინ შესაძლებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მოისინჯოს რძისა და რძის პროდუქტების მიღების დაწყება მცირე დოზებით (ე.წ ორალური საკვების პროვოკაცია (OFC)).თუკი ტიტრი მაღალი რჩება ან ე.წ პროვოკაციის დროს ვლინდება კლინიკური სურათი, მომდევნო 6-12 თვის განმავლობაში ისევ რჩება პაციენტი ელიმინაციურ დიეტაზე და ასე მანამ, სანამ პაციენტი სრულად არ აიტანს რძეს.

ეს დრო, თუ როდის მოხდეს ანალიზურად პაციენტის თვიდან შეფასება, სხვადასხვაა სხვადასხვა საკვების მიმართ ალერგიის შემთხვევაში, ასევე დამოკიდებულია კლინიკურ სიმპოტომებზე და ექიმის მიერ პაციენტის შეფასებაზე.

გასათვალისწინებელია, რომ საკვებზე ალერგიის დაკაგვა არც ინ ვიტრო (სისხლით) ტესტირებით და არც კანის სინჯით არ არის სრულყოფილი, ისინი მხოლოდ გვეხმარებიან იმის დადგენაში, ღირს თუ არა მოისინჯოს რძეზე პროვოკაციული სინჯი (ანუ რძის მცირე დოზებით მიცემა პაციენტისათვის ექიმის მიერ კლინიკის პირობებში). ასევე როგორც უარყოფითი ტესტები არ იძლევა გარანტიას ალერგიის დაკარგვის აბსოლუტური დარწმუნებით, შეიძლება დადებითი ტესტები გაგრძელდეს მას შემდეგაც, რაც პაციენტს განუვითარდება ტოლერანტობა საკვების მიმართ. ამგვარად, კლინიკის მეთვალყურეობის ქვეშ ორალური საკვების პროვოკაცია (OFC) საჭიროა რძის მიმართ ალერგიის დაკარგვის დასამტკიცებლად.

სტატისტიკურად ჩვილების დაახლოებით 30%-ი  გადალახავს (დაკარგავს)  რძის ალერგიას 2 წლის ასაკისთვის და 60% კი 4  წლის ასაკისთვის, მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის რძის ალერგია შეიძლება იყოს სამუდამო.
ასევე ზოგიერთ ადამიანს უვითარდება რძის ალერგია ზრდასრულ ასაკში. ზრდასრულთა დაახლოებით 1,9%-ს აქვს რძის ალერგია და როგორც წესი ის სამუდამოა.

 

როგორ წავიკითხოთ სწორად ეტიკეტზე დატანილი ნიშნები რძის ალერგიის შემთქვევაში? 

მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების ეტიკეტის წაკითხვა, რომელზეც უნდა შევხედოთ შეიცავს თუ არა ის არამხოლოდ რძეს, არამედ რძის იმ კომპონენტებს, რომელზეც დაგიდასტურდათ ალერგია, მაგ. კაზეინს, ალფა- ლაქტალბუმინს, ბეტა-ლაქტოგლობულინს, მსხვილფეხა რქოვანთა შრატის ალბუმინს. ყველა ის ლეიბლინგი, რომელიც ქვემოთ იქნება გამოყენებული, ძირითადი პოპულაციისთვის მისაღებია, თუმცა რძის ალერგიის მქონე პაციენტები, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მათ.

- პროდუქტის ეტიკეტზე სიტყვა „არა რძის პროდუქტი “ ნიშნავს, რომ ის არ შეიცავს კარაქს, კრემს ან რძეს. მაგრამ პროდუქტს შეიძლება ჰქონდეს რძის შემცველი სხვა ზემოთხსენებული ინგრედიენტები. 

- პროდუქტი „სამარხვო“ ნიშანვს, რომ ის არ შეიცავს ცხოველურ ცილებს, თუმცა ეს ტერმინი არ არის რეგულირებული კვების სააგენტოების მიერ და შეიძლება შეიცავდეს რძის კომპონენტებს, ამიტომ არ იყოს უსაფრთხო რძეზე ალერგიული პაციენტებისთვის.

- პროდუქტის ეტიკეტზე სიტყვა „ლაქტოზის გარეშე“-ს  შეიძლება კვლავ ჰქონდეს რძე ან რძის პროდუქტები, მაგ. ის არ შეიცავს ლაქტოზას, მაგრამ შეიცავს კაზეინს.

- „ვეგანური საკვები“ არ შეიცავს ცხოველთა ინგრედიენტებს ან ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტებს, როგორიცაა თაფლი ან კვერცხი. ამის გამო, ვეგანური საკვები ჩვეულებრივ არ შეიცავს რძეს. თუმცა, შეიძლება შეიცავდეს რძის კომპონენტებს, რადგან "ვეგანი" არ არის რეგულირებული კვების საგენტოების მიერ.

- "მცენარეზე დაფუძნებული" არის მარკეტინგული ტერმინი, რომელსაც იყენებენ, რათა მიუთითონ, რომ საკვები შეიცავს "მცენარეულ საკვებს". მცენარეული საკვები შეიძლება შეიცავდეს მათში ცხოველურ პროდუქტებს, მათ შორის რძეს. ტერმინის „ვეგანის“ მსგავსად, ეს ტერმინი არ არის რეგულირებული კვების საგენტოების მიერ. (მაგალითად FDA-ს მიერ).

- კოშერის მარკირების მქონე საკვები, როგორიცაა kosher pareve (parve), შეიძლება შეიცავდეს მცირე რაოდენობით რძეს ჯვარედინი კონტაქტიდან.

- თუ რძის ალერგია გაქვთ, მოერიდეთ პროდუქტებს ეტიკეტებით, რომლებზეც ნათქვამია „ცხოველის რძე“ ან „არაცხოველური შრატის ცილა“. კომპანიამ სახელად Perfect Day შექმნა რძის სახეობა, რომელთა წყარო არ არის ცხოველები, მაგრამ რძის ალერგიის მქონე ადამიანებს მაინც შეუძლიათ მასზე რეაგირება.

- დამუშავებული ხორცი ხშირად შეიცავს რძეს. ეს მოიცავს ჰოთ-დოგს, სოსისებს, ძეხვეულს და სხვ. და რძის ალერგიის მქონე პაციენტებისთვის ისინი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი.

 

როგორ შევივსოთ ორგანიზმი საჭირო ელემენტებით რძის ალერგიის დროს?

ძროხის რძის ელიმინაციური დიეტის კვებითი გავლენა კიდევ უფრო დიდია მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან რძე და რძის პროდუქტები არა მხოლოდ კალციუმის და D ვიტამინის, არამედ ცხიმებისა და ცილების ძირითადი წყაროა. რძე ასევე შეიცავს ვიტამინ B12-, A ვიტამინს, პანტოტენის მჟავას (ვიტამინი B5), რიბოფლავინს, იოდს და ფოსფორს.

რძე კალციუმის მნიშვნელოვანი წყაროა. კალციუმი საჭიროა ჯანსაღი ძვლების, კბილებისა და ნერვული სისტემისთივის. კალციუმის შემცველი ზოგიერთი საკვების მაგალითია: მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ფორთოხლის წვენი დამატებული კალციუმით, ლეღვი, ტოფუ და ხმელი ლობიო და სხვ. ასევე თუკი დიდი ხნის მანძილზე ხდება რძის ელიმინაცია პედიატრი ან თერაპევტი შემოგთვაზებთ საჭიროებისამებრ კალციუმის პრეპარატს.

ხანგრძლივი ელიმინაციური დიეტის შემთხვევაში ნუტრიციოლოგი დაგეხმარებათ კვებითი რაციონის შერჩევაში, საჭიროებისამებრ დაგინიშანვთ ვიტამინ D-ს და სხვა ვიტამინებს.

 

https://www.stanfordchildrens.org/en/topic/default?id=milk-allergy-diet-for-children-90-P01696

https://kidswithfoodallergies.org/living-with-food-allergies/top-food-allergens/milk-allergy/

https://www.uptodate.com

https://www.thermofisher.com