Nuk
მამაკაცთა უნაყოფობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი

თარიღი: 06 ნოემბერი, 2025

იცოდით, რომ მამაკაცთა უნაყოფობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი სპერმის დნმ ფრაგმენტაციაა? 

 

სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაცია (SDF) არის მდგომარეობა, როდესაც სპერმატოზოიდის გენეტიკური მასალა (დნმ) დაზიანებულია ან დაშლილია (ფრაგმენტირებული). დნმ-ის მთლიანობა კი გადამწყვეტია წარმატებული განაყოფიერებისთვის, ემბრიონის ნორმალური განვითარებისა და ორსულობის შენარჩუნებისთვის.

 

რამდენად ხშირია ეს მიზეზი?
მამაკაცის ფაქტორი უნაყოფობის შემთხვევათა დაახლოებით 40-50%-ში მონაწილეობს. სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაცია კი სულ უფრო მეტად არის აღიარებული, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი მამაკაცის უნაყოფობის დროს, განსაკუთრებით:
აუხსნელი უნაყოფობის დროს (როდესაც სტანდარტული სპერმოგრამა ნორმაშია, მაგრამ ორსულობა არ დგება).
განმეორებითი თვითნებითი აბორტების (ორსულობის შეწყვეტის) შემთხვევაში.
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ინ ვიტრო განაყოფიერების) წარუმატებლობის შემდეგ.

 

მაღალი ფრაგმენტაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ბუნებრივი დაორსულების, ასევე ინ ვიტრო განაყოფიერებით წარმატების შანსს.

 

რა იწვევს დნმ ფრაგმენტაციას?
სპერმის დნმ-ის დაზიანების ძირითადი მექანიზმი ხშირად ოქსიდაციური სტრესია (თავისუფალ რადიკალებსა და ანტიოქსიდანტებს შორის დისბალანსი). გამომწვევი ფაქტორები შეიძლება იყოს:
მოწევა, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება.
მავნე ტოქსინების ზემოქმედება.
სტრესი და არასწორი კვება.
ჭარბი წონა.
ვარიკოცელე (სათესლე ჯირკვლის ვენების გაგანიერება).
სათესლე ჯირკვლის მომატებული ტემპერატურა (მაგ. მჭიდრო საცვალი, ცხელი აბაზანები).
გადატანილი ინფექციები, განსაკუთრებით უროგენიტალური.
ლეიკოციტოსპერმია (ანთებითი პროცესი).
ქიმიოთერაპია/რადიოთერაპია.
მამაკაცის ასაკის მატება (უმეტესად, 45 წლის ზევით) ზრდის ფრაგმენტაციის რისკს.
სპერმატოგენეზის დარღვევები (სპერმის წარმოქმნის პროცესში არსებული დეფექტები).

 

ჟორდანიას-ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში წარმოებს მამაკაცების სპერმის ხარისხის გამოკვლევა სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაციის მეთოდით. 

 

ეს არის ნაყოფიერების პოტენციალის უფრო სარწმუნო მაჩვენებელი, ვიდრე ჩვეულებრივი სპერმოგრამის პარამეტრები. 

 

ეს გამოკვლევა ზოგ შემთხვევაში არის აუცილებელი, რადგან მაღალი დნმ-ის ფრაგმენტაციის დონის მქონე მამაკაცებს აქვთ პარტნიორის განაყოფიერების საგრძნობლად დაბალი შანსები. 

 

ფრაგმენტაციის მეთოდით გამოკვლევა ძირითადად უტარდება მეტ-ნაკლებად ნორმალური სპერმოგრამის მქონე მამაკაცებს.

 

გთავაზობთ ჟორდანია-ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიული კვლევის სტატისტიკას: 
ბოლო წლის განმავლობაში გამოკვლეულ უშვილო წყვილში მამაკაცების დნმ- ფრაგმენტაციის ანალიზი ჩატარდა 26 პაციენტში;
მათ შორის 6 პაციენტს ნორმალური ანალიზი (0 – 15%) დაუდასტურდა, რაც შეადგენს პაციენტების 23%;
ბუნებრივი გზით დაორსულების შეფერხება (15 – 30%) აღმოაჩნდა 10 პაციენტს - 38%; 
დაორსულების ძალიან დაბალი (1%) შანსი ან სპონტანური აბორტი (