თარიღი: 02 აპრილი, 2024
2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო.
უკანასკნელ წლებში თემის ადვოკატების ძალისხმევამ გარკვეული პროგრესი გამოიწვია აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარები, სამედიცინო და აკადემიური დარგის ექსპერტების მიერ ხდება ნეირო-მრავალფეროვნების პარადიგმის ინტეგრირება ნაშრომებში, რაც პირველად სოციოლოგმა ჯუდი სინგერმა, 1990 წლების ბოლოს დაამკვიდრა.
2023 წლის აუტიზმის მსოფლიო დღის გზავნილი „ტრანსფორმაცია: ნეირო-ინკლუზიური სამყაროსკენ ყველასათვის“ ფოკისირებულია სწორედ მიდგომების და ნარატივის ტრანსფორმაციაზე: ნარატივის ტრანსფორმაცია - წვლილი სახლში, სამსახურში, ხელოვნებასა და პოლიტიკის შემუშავებაში. ამ გზავნილით აქცენტი კეთდება აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების ინტეგრირებაზე, მხარდაჭერასა და მათი უფლებების დაცვაზე. გზავნილი ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რაც აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების შეაქვთ სახლში, სამსახურში, ხელოვნებასა თუ პოლიტიკის შემუშავებაში.
აუტიზმის მსოფლიო დღის მიზანი აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას და აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების ადვოკატირებას წარმოადგენს. ტარდება უამრავი მხარდამჭერი ღონისძიება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კეთილდღეობების გაუმჯობესებას, მათ შორის აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისათვის განსხვავებული და მრავალფეროვანი სწავლების მეთოდების დანერგვას.
მიუხედავად ამისა, აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები კვლავ დგანან დისკრიმინაციისა და სხვა გამოწვევების წინაშე. ისინი გამოირჩევიან ნიჭითა და გონიერებით, თუმცა ხშირად არ არიან სათანადოდ აღიარებული საზოგადოების მიერ. ამასთან, აუტიზმის შესახებ ცნობადობისა და მიმღებლობის დონე მკვეთრად განსხვავდება სხავდასხვა ქვეყნებში. უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლონდროინდელი გამოწვევების მიმართ (როგორიცაა მაგალითად, პანდემია) აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები განსაკუთრებულად მოწყვლადნი აღმოჩდნენ.
წელს აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე ვირტუალური ღონისძიებით აღინიშნება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე იმსჯელებენ ნეირომრავალფეროვნების გარშემო ტრანსფორმაციით როგორ შეიძლება არსებული ბარიერების გადალახვა და აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესება .
აუტზიმის შესახებ:
აუტიზმი ან აუტიზმის სპექტრის აშლილობა (ASD) უწყვეტი ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ადრეულ ბავშვობაში ვლინდება, განურჩევლად სქესისა, რასისა თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა. ტერმინი აუტიზმის სპექტრი მახასიათებლების რიგს აღნიშნავს. ამ ნევროლოგიური ვარიაციის შესაბამისი მხარდაჭერა, განსახლება და მიღება საშუალებას აძლევს სპექტრში მყოფ ადამიანებს ისარგებლონ თანაბარი შესაძლებლობებით და საზოგადოებაში სრული და ეფექტური მონაწილეობით.
აუტიზმის მაჩვენებელი მსოფლიოს ყველა რეგიონში მაღალია.
2020 წელს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კოტროლის ცენტრის CDC-ის მონაცემებით აუტიზმის სპექტრის მქონე ( ASD) 8 წლის ასაკის ბავშვებში პრევალნეტობა (გავრცელება) ყოველ 1000 ბავშვზე 27.6-ია ამასთან 3.8-ჯერ უფრო მეტად გვხდება ბიჭებში (პრევალნტობა 43.0 ), ვიდრე გოგონებში (პრევალნეტობა 11.4).
ყოველი 36 ბავშვიდან 1-ს აუტიზმის სპქტრის აშლილობები ახასიათებს.
საქართველოში 2020-2022 წლის განმავლობაში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშთა ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც შესაძლებელია გამოწვეულია დიაგნიოსტიკური მეთოდების გამუჯობესებითა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდით. (იხ.გრაფიკი 1.)
გრაფიკი1. აუტიზმის ახალი შემთხვევების გადანაწილება წლების მიხედვით, საქართველო 2020-22 წწ.
აუტიზმის გავრცელების რეგიონალურ ჭრილში განხილვისას, შემთხვევათა რაოდენობა მაღალია თბილისში, ასევე შეინიშნება 2020 წლიდან 2022 წლამდე შემთხვევათა ზრდის ტენდენცია, რაც შესაძებელია გამოწვეულია დიაგნოსტიკური საშულებებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდით.(გრაფიკი 2.)
გრაფიკი 2. აუტიზმის ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით, საქართველო 2020-22 წწ.
დიაგნოსტიკისა და თერაპიისთვის ნევროლოგიურ განსხვავებებთან დაკავშირებული სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია არსებით დაბრკოლებად რჩება, რაზეც ყურადღბა უნდა გაამხავილონ პოლიტიკის შემქმნელებმა.
ცნობილია, რომ არსებობს აუტიზმის სხვდასხვა ქვეტიპი, რომელთა უმეტესობაზე გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლიობა ახდენას გავლენას.
აუტიზმის მქონე ადამიანების სწავლების, აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები შეიძლება მერყეობდეს მაღალკვალიფიციურიდან მძიმე მდგომარეობებამდე. აუტიზმის (ASD) მქონე ზოგიერთ ადამიანს შესაძლებელია მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დასჭირდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ზოგს შესაძლებელია ნაკლები, ხოლო ზოგიერთმა კი სრულიად დამოუკიდებლად იცხოვროს. აუტიზმის განვითარებაზე შესაძლებელია გავლენა მოახდინოს რამოდენიმე ფაქტორმა. ხშირად ეს არის სენსორული მგრძნობელობა და სამედიცინო პრობლემები, კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, ასევე შესაძლებელია განვითარდეს ფქსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია და კონცენტრაციის პრობლემები.
აუტიზმის ნიშნები ჩვეულებრივ 2-3 წლის ასაკში ვლინდება. გავითარების ზოგიერთი შეფერხება შესაძლებელია კიდევ უფრო ადრე გამოჩნდეს. ხშირად მათი დიაგნოსტირება შესაძლებელია 18 თვეზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ადრეული ჩარევა პოზიტიურ შედეგებს იძლევა შემდგომ ცხოვრებაში აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის. (იხ. გრაფიკი 3 )
გრაფიკი2. აუტიზმის ახალი შემთხვევების გადანაწილება ასაკის მიხედვით, საქართველო 2022 წწ.
2013 წელს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ აუტიზმის ოთხი განსხვავებული დიაგნოზი აუტიზმის სპექტრის აშლილობის ერთ ზოგად დიაგნოზში გააერთიანა (ASD) , რომელიც მოიცავდა აუტისტურ აშლილობას, ბავშვობში დეზინტეგრაციულ აშლილობას, გავრცელებულ განვითარების აშლილობას (PDD-NOS) და ასპერგერის სინდრომს.
მნიშვნელოვანია ძირითადი აქცენტები აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანთა უფლებების მხარდაჭერასა და დიაგნოსტიკური სერვისების ხელმისაწვდომობაზე გაკეთდეს, განსაკუთრებით რეგიონებში, რაც საშუალებას მისცემს მათ სრულად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში და გახდნენ საზოგადიების სრულუფლებიანი წევრები.
ასევე მნიშვნელოვანია ფოკუსირება მოხდეს აუტიზმის სპექტრის მქონე დამიანების წვლილზე საზოგადოებაში, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები კვლავ დგანან დისკრიმინაციისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების წინაშე.