თარიღი: 12 ივნისი, 2019
ახალშობილთა კანის მოვლის ოქროს წესები - ქეთევან ბარაბაძის რეკომენდაციები
ახალშობილთა კანის სწორად მოვლა, ძველი და ახალი მიდგომები, დამატენიანებელი საცხის გამოყენების წესები, საფენის დერმატიტის გამომწვევი მიზეზები, რა ტიპის სიმპტომებია გამოყელვისთვის (გამოწვისთვის ) დამახასიათებელი და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომ დაიცვან ბავშვი ამ დისკომფორტისგან, რომელია ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური კრემი, რომელსაც პროფესიონალები უწევენ რეკომენდაციას – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის, პედიატრიული კლინიკის ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ ისაუბრა.
დღევანდელი ჩვენი საუბარი ეხება ახალშობილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლის ძირითად ასპექტებებს, ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად რა პრობლემები იჩენს თავს და რა არის მშობელთა ხშირი მომართვიანობის მიზეზი?
პატარას დაბადებიდანვე აუცილებლად უნდა ჰყავდეს თავისი პედიატრი, რომელიც მასზე იზრუნებს. ჩვლისთვის აუცილებელია კომფორტი , როდესაც იგი ევლინება სამყაროს, ისედაც ძალიან ბევრ სიძნელეებთან უწევს გამკლავება. პირველ რიგში მთავარია მისი მოვლა, სითბო და კომფორტი, რომელიც ოჯახში უნდა არსებობდეს. ყველაზე რთული პერიოდი ზაფხულია, ამ შემთხვევაში უნდა მოვუფრთხილდეთ პატარას ჰიგიენას, თუ დაირღვა პატარას მოვლის წესები, პროცესები შეიძლება გადავიდეს პათოლოგიურ მდგომარეობაში. პატარას ორგანიზმს ჯერ არ შესწევს უნარი გაუწიოს წინააღმდეგობა ამა თუ იმ გამაღიზიანებელ ფაქტორს. პირველი შეგვიძლია ავიღოთ კანი, რომელიც ჩვენი ძირითადი დამცველი ფაქტორია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გარედან იმფექციისგან დაცვა. ამიტომ აუცილებელია ბავშვის საფენის სწორი მოხმარება, ის 6-8-ჯერ მაინც უნდა იყოს შეცვლილი, ვინაიდან საფენში გროვდება შარდის და ფეკალიების ტოქსიური ნივთიერებები. ეს ნივთიერებები იწვევს შემდგომ საფარველის გაღიზიანებას და აჩენს პირველ ჭრილობას, რომ მოხვდეს ორგანიზმში ინფექციის გავრცელება. პატარას ფეკალიები შეიცავს უფრო მეტი რაოდენობით ფერმენტების იმ ჯგუფს, რომელიც იწვევენ კანის გაღიზიანებას. კანის დამცველ ფენაში არის ეგრეთწოდებული ცილოვანი კომპონენტი და ზუსტად ამ ფერმენტების ზემოქმედებით ხდება ცილოვანი კომპონენტების დაშლა და კანის მთლიანობის დარღვევა. ეს ფერმენტები გროვდება ზუსტად საფენის ქვეშ, ეს არის მთავარი პირობა კანის, საფენის დერმატინის განვითარების. აუცილებელია საფენის შეცვლა და კანის დასუფთავება მოხდეს, ჩაბანვა თბილი წყლით ან ნორმალური ფიზიოლოგიური საშუალებებით, რომელიც კანს ათავისუფლებს ამ მავნე ზემოქმედებისაგან.
ეს არის აუცილებელი კომპონენტი, კანი უნდა შემშრალდეს, რომ წყალი არ დარჩეს კანის ნაოჭებში. შემდგომ უნდა მოხდეს ჰაერზე მისი მზის აბაზანის ხანმოკლე განხორციელება და აუცილებელია იმ დამხმარე საშუალებების გამოყენება. როგორც არსებობს სამაგიდო წიგნი, ასევე არსებობს ახაშობილის კანის დამცველი საშუალებები, რომელიც აუცილებლად მშობელმა უნდა იხმაროს ამ საფენის ქვეშ. ვინაიდან ეს საშუალებები ხელს უწყობს კანის დაზიანების თავიდან აცილებას.
რა სიხშირით უნდა ვაბანაოთ პატარა, როგორია რეკომენდაციები?
ჩვილის 6 თვემდე ასაკში ყოველდღიური ბანაობა რეკომენდებულია და აუცილებელი, მიუხედავად სეზონისა. 6 თვიდან კი შესაძლებელია დღეგამოშვებით მოხდეს პატარას დაბანა. ამასთანავე ექიმის მიერ რეკომენდებული დასაბანი საშუალებები არ არის აუცილებელი მოიხმარონ ყოველდღე. საკმარისია დაბანილი იქნეს შესაბამისი ტემპერატურის წყლით და ამ საშუალებების გამოყენება შეიძლება მოხდეს კვირაში ორჯერ. ასევე შამპუნის გელის სახით თავის დაბანაც შესაძლებელია მოხდეს კვირაში ორჯერ.
მართალია თუ არა, რომ გვირილას ნაყენში ბავშვის ბანაობა მოძველებული პრაქტიკაა?
გვირილა ძალიან სასარგებლო მცენარეა, მას ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს. ეს არის ანთების საწინააღმდეგო დამამშვიდებელი, ანტიალერგიული და სხვა. მას იყენებენ სხვადასხვა დაავადებებისთვისაც, მაგრამ ყველაფერი არის პიროვნებაზე მორგებული. არ არსებობს მედიცინაში ასეთი გამზადებული ფორმულა. რეკომენდაციას ექიმი მხოლოდ მაშინ აძლევს, თუ არის ამის საჭიროება. სხვა შემთხვევაში პატარას ვბანთ ჩვეულებრივი წყლით, ეს აბსოლუტურად მათთვის საკმარისია.
საჭიროა თუ არა ბავშვთან დამატენიანებელი საცხის გამოყენება, ყოველი ბანაობის შემდეგ?
მე ავღნიშნე, რომ საფენის ქვეშ გამოსაყენებელი კრემი შეიძლება გამოყენებული იყოს დღეში რამდენჯერმეც კი და აუცილებელია საფენის შეცვლის დროს, რომ არ განხორციელდეს კანის გაღიზიანება, რაც ძალიან ხშირად გვხვდება პატარებში. დამატენიანებელი კრემის გამოყენება ყოველდღიურად, ეს დამოკიდებულია ახალშობილზე, მისი კანის სტრუქტურაზე.
რამდენ ხანში უნდა დავბანოთ მათ თავი და დღეში რამდენჯერ შეიძლება ჩავბანოთ პატარა?
თუ ტემპერატურული რეჟიმი დაცულია, ეს იქნება წყლის, თუ ოთახის ტემპერატურა, დაბანა გაციებას არასდროს არ იწვევს. ეს არის ჩვეულებრივი ჰიგიენური პროცედურა, აუცილებელია კანმა განახორციელოს მისი ფიზიოლოგიური, ბუნებრივი ფუნქცია.
რა არის საფენის დერმატიტის გამომწვევი მიზეზი, რასაც პოპულარულ ენაზე გამოყელვას, იგივე გამოწვას ვეძახით?
მიზეზები არის სხვადასხვა, უფრო ხშირად გვხვდება ეს იმ ასაკის ბავშვებში, სანამ ისინი იყენებენ საფენს. შესაძლებელია იგივე პრობლემა გვქონდეს მოზრდილებშიც, სხვადასხვა დაავადებების დროს, როდესაც ასევე უხდებათ მათ საფენის გამოყენება. რა თქმა უნდა გამოყელვის გამოწვის მიზეზები არის სხვადასხვა. პირველ რიგში ეს არის ახალშობილებში გარკვეული ფერმენტების ნაკლოვანება. არის ფერმენტების გარკვეული ჯგუფი, რომელიც გამომუშავდება ახალშობილის წვრილნაწლავში, შემდგომ მსხვილნაწლავში გადასვლის დროს ფეკალიებში უნდა მოხდეს ამ ფერმენტების განეიტრალება. ეს არის ფერმენტები, რომლებიც იწვევს ზუსტად იმ კანის საფარველის დაზიანებას. იმის გამო, რომ ახალშობილში თვითონ ნაწლავის ფუნქცია არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული, ეს ფერმენტები უფრო მაღალი აქტივობით ხასიათდებიან, იყოფიან და გროვდებიან საფენში და ამიტომ საფენში დაგროვილი ფერმენტი იწვევს კანის ცილოვანი შრის დაშლას, რის გამოც ავითარებს საფენის დერმატიტს. ზუსტად ამიტომ ვუწევთ რეკომენდაციას, რომ ხშირად, დაახლოებით 6-8ჯერ უნდა მოხდეს საფენის გამოცვლა და შემდგომ ჰიგიენური აბაზანის განხორციელება და ამის შემდეგ აუცილებელია დამცავი საშუალებების გამოყენება, რომელიც მშობელმა უნდა გამოიყენოს ყოველი გამოცვლის შემდეგ. მე მივცემ ჩემს თავს საშუალებას, რომ დავასახელო პრეპარატი „დაიპო-ქეარ“, ეს არის კანის მოვლის საშუალება, რომელიც ახორციელებს იმის პრევენციას, რომ არ განვითარდეს საფენის დერმატიტი, გარდა ამისა, თუ დაირღვა რაიმე ჰიგიენური მიზეზების გამო, ხელს უწყობს მის მკურნალობასაც. ჩვენ ვიცით, რომ პრევენცია არის ყველაზე საუკეთესო მკურნალობა, დედა და მისი ახალშობილი დაცული იქნება თუ ჰიგიენური პროცედურების დაცვის შემდეგ აუცილებლად გამოიყენებს საფენის ქვეშ „დაიპო-ქეარს“.
რა ტიპის სიმპტომებია გამოყელვისთვის (გამოწვისთვის) დამახასიათებელი, რომელიც ბავშვის ჭირვეულობის და გუნება-განწყობის შეცვლის მიზეზი ხდება?
სიწითლე ეს არის პირველი, რომელიც დედამ შეიძლება შეამჩნიოს. გააჩნია დერმატიტის ხარისხს, შეიძლება მხოლოდ სიწითლით შემოიფარგლოს, მაგრამ შეიძლება იყოს უფრო ღრმა დაზიანება, იქ იყოს გამონაყრის სახით, განვითარდეს ჭრილობა, რომელმაც მიიღოს სისხლმდენი ხასიათი და გახდეს მძიმე ბაქტერიული ინფექციის კერაც. პირველი სიმპტომი არის მოუსვენრობა, შეიძლება სიწითლეც არ იყოს ჯერ გამოხატული, მაგრამ უკვე კანის დაზიანების პროცესი დაიწყო, განსაკუთრებით საფენთან შეხება უკვე იწვევს ტკივილს, წვის შეგრძნებას, პატარა ხდება მოუსვენარი, არ იძინებს , კვებაშიც ხელს უშლის და ირღვევა სიმშვიდე. ეს უკვე ოჯახში ქმნის დისკომფორტს, არის მღელვარება, არ იციან რა მოიმოქმედონ. პირველი ნიშანი ეს არის ძილის დარღვევა, შემდგომ არის გაღიზიანება, უმიზეზო ტირილი და შემდეგ მას მოზდევს კლინიკური გამოვლინება სიწითლის სახით, ნახეთქების სახით, გამონაყრის და ჭრილობის სახითაც.
რა შეიძლება გახდეს გამოყელვის იგივე გამოწვის მიზეზი?
ახალშობილთან ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება უნდა იყოს ასჯერ გაზომილი და ერთხელ გადაწყვეტილი. ახალშობილი ეს არის სულ სხვა სამყარო, ეს არის პატარა, რომელიც ახლა მოდის ქვეყანაზე და მას სჭირდება ჩვენი მიხმარება და არა ხელის შეშლა. ამიტომ მე გავუკეთე „დაიპო-ქეარს“ რეკომენდაცია, რადგან კრემი არის აბსოლუტურად უსაფრთხო და ის შეიცავს იმ ორ კომპონენტი, რომელიც ახალშობილის კანს ესაჭიროება. ძალიან ხშირად სამწუხაროდ მშობელი ცდილობს თავი აარიდოს საფენის ხშირ გამოცვლას, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს ეკონომიურ ფაქტორსაც, ამიტომ ამ შემთხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს საფენის ქვეშ სახმარი დამცავი კრემი, ეს არის ეს არის ზუსტად „დაიპო-ქეარ“. ეს საცხი ამშვიდებს კანს, აღადგენს კანის დამცველობით ფუნქციას, არის ჰიპოალერგიული. სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო მოიმატა ალერგიულმა განწყობამ. პატარა უკვე იბადება ასეთი განწყობით და ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება უკან დავწიოთ განწყობა, რომ დაავადების სახით შემდგომში არ განვითარდეს. „დაიპო-ქეარს“ აქვს ეს უპირატესობაც, პრევენცია გაუკეთოს კანს და დაიცვას ალერგიული რექციებისგან.
რა შემადგენლობა აქვს კრემს „დაიპო-ქეარს“ და როგორია მისი მოქმედების უნიკალური მექანიზმი?
ეს არის პროტეოლიზური ფერმენტების იჰიბიტორისგან და შედგება დექსპანთენოლისგან. ეს არის ნივთიერება, რომელიც აღადგენს კანს, ამშვიდებს, აქრობს სიწითლეს, თუ არის წყლულოვანი წარმონაქმნის კანის დაზიანება, ახორცებს მას და არის ანტიალერგიული. ეს უნდა იყოს გამოყენებული დაავადების განვითარებამდე, სიმპტომის განვითარებამდე. თუ სიმპტომის განვითარებისთანავე ჩვენ ინტენსიურად დავიწყებთ მის გამოყენებას, დავიცავთ ჰიგიენურ წესებს. შედეგი შეიძლება რამდენიმე საათშიც დადგეს, დღის მანძილზე იგრძნოს პაციენტმა და მისმა მშობელმა შვება. თუ არის კიდევ თანდართული რაიმე ბაქტერიული ინფექციის სახით, მაშინ საჭიროა დამატებით ანტიბაქტერიული მალამოს გამოყენება. ძალიან ხშირად გვხვდება ხოლმე პატარებში სოკოსთან დაკავშირებული პრობლემები, თუ ეს დადასტურებული იქნება, მაშინ იქაც უნდა იყოს დამატებული სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ ამას აუცილებლად წყვეტს პედიატრი. მე ამ კრემს ვუწევ რეკომენდაციას იმიტომ, რომ ეს არის უსაფრთხო მოვლის საშუალება და მშობელმა შეიძლება გამოიყენოს ექიმის რეკომენდაციის გარეშეც პატარას კანის სიმშვიდის შესანარჩუნებლად.
ქალაქიდან გასვლისას, რას ურჩევდით ახალბედა დედებს, რა საშუალებებით უნდა შეავსონ პირველადი მოხმარების სააფთიაქო კალათა?
რა თქმა უნდა შესაძლებელია პატარას გაყვანა 6 თვემდე ასაკშიც, მაგრამ ერთ თვემდე პერიოდში, რომელიც არის ნეონატალური, ყველაზე უფრო მაღალი რისკების შემცველი პერიოდი, ჩვილი უნდა იმყოფებოდეს იმ გარემოში, სადაც პატარა განიცდის ადაპტაციას, რომ მას ჰქონდეს უფრო მეტი სიახლოვე იმ ექიმთან, რომელიც პატარას უწევს მეთვალყურეობას. ამის შემდეგ შესაძლებელია პატარას გაყვანა დასასვენებლად, მაგრამ უფრო მეტად სჯობს აირჩიონ მთის ჰაერი ახალშობილისთვის და უნდა იყოს ქალაქთან ახლოს. ჩვენ არ ავართ დაზღვეული გაუთვალისწინებელი შემთხვებისგან, რომელმაც შეიძლება მაღალი რისკი განუვითაროს პატარის სიცოცხლეს. აუცილებელია იმ კალათაში, რომელშიც გროვდება პატარას ნივთები, იდოს სიცხის დამწევი პრეპარატი და დანარჩენი აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული პედიატრთან. ყველა პატარა არის პიროვნება მისთვის დამახასიათებელი ამა თუ იმ სიმპტომის გამოვლენის უნარით. ზოგს აწუხებს კუჭნაწლავის პრობლემა, ზოგს კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, ალერგია.
წყარო:www.fortuna.ge