ბავშვის ძილი
თარიღი: 18 დეკემბერი, 2025
მშობლებს აინტერესებთ - რამდენი უნდა ეძინოს ბავშვს სხვადასხვა ასაკში. პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არის, რადგან ყველა ბავშვი განსხვავებულია
ადრეულ ასაკში დღის ძილი ფიზიოლოგიურად აუცილებელია
ჩვილებს ჯერ ჩამოუყალიბებელი აქვთ ძილ-ღვიძილის ციკლი
პირველი კვირების განმავლობაში კვებისთვის 3–4 საათში ერთხელ გაღვიძება საჭიროა, შემდეგ კი უკვე შეუძლიათ უფრო დიდხანს, 4–5 საათსაც გადაბმულად იძინონ
საშუალო მაჩვენებლები ასეთია:
ჩვილი - 16-20 საათი
6-12 თვე - დაახლოებით 14 საათი (მათ შორის 2-3 დღის ძილი)
1-3 წელი - 12-14 საათი
სკოლამდელი ასაკი - 11-12 საათი
6-12 წელი - 10-11 საათი
მოზარდები- დაახლოებით 9 საათი
მთავარია არ არის ციფრები. თუ ბავშვი კარგად ჭამს, აქტიურია და განვითარება ასაკს შეესაბამება - მისი ძილიც, დიდი ალბათობით, სწორედ ისეთი იქნება, როგორიც უნდა იყოს